Jump to content
×
×
  • Create New...

ტრამპის პრეზიდენტობის ბოლო დღეები – კაპიტოლიუმის შტურმი, დაბლოკილი სოცქსელები. რა მოხდა ვაშინგტონში


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
12 minutes წინ, Moor said:

ინტერნეტის ეპოქაში ეს მეტ თავისუფლებას გვაძლევს და ნაკლებ კონტროლს. 

ერთადერთი განსხვავება თეორიასა და პრაქტიკას შორის იმაში მდგომარეობს, რომ, თეორიულად, მათ შორის განსხვავება არ არსებობს.

ის, რაც თქვენ თქვით, თეორიაა, პრაქტიკაში კი სრულიად საპირისპირო სურათი გვაქვს: ნაკლები თავისუფლება და მეტი კონტროლი.

13 minutes წინ, Moor said:

ტრამპს შეუძლია გაასაჩივროს თუ თვლის რომ მისი უფლება დაირღვა.

ტვიტერსაც შეეძლო წინასწარი გასაჩივრება. აქცენტების გადასმას კი რაღაც მიზეზი უნდა გააჩნდეს.

Share on other sites

  • ფორუმელი

@York Ge 

 

გუგლი და ფეისბუქი ამბობენ რომ პრობლემა არ აქვთ 230 გადაიხედოს. ბაიდენიც და ტრამპიც მხარს უჭერდნენ ამას, ორპარტიული ჯგუფიც შეიქმნა, რომელიც ამაზე იმუშავებს ფედერალებთან და პროკურორებთან ერთად. ანუ, ძნელია იმის თქმა რომ ისინი რამე ნორმას ებღაუჭებიან. უბრალოდ იყენებენ იმას, რაცაა, მაგრამ გაუმჯობესების საჭიროებას ხედავენ.

 

=

 

  

52 minutes წინ, York Ge said:

ტვიტერსაც შეეძლო წინასწარი გასაჩივრება. აქცენტების გადასმას კი რაღაც მიზეზი უნდა გააჩნდეს.

 

ანუ სასამართლო არსად არ წასულა. თუ მხარეები საჭიროდ ჩათვლიან, ყოველთვის მიმართავენ?

მაგრამ მაშინ, როცა სასამართლო მხარეა და პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტია, როგორ ვიქცევით? ან სასამართლო როგორ ირეაგირებს ხომ არ ვიცით. შეიძლება ამას მოყვეს პლატფორმის გაჩერება. კომპანიაში ძალოვნების შემოსვლა და მონაცემებზე წვდომა, რომელსაც როგორ გამოიყენებენ არ ვიცით. ნუ, თუ ზოგადად ვლაპარაკობთ პრობლემა რეჟიმიც შეიძლება იყოს და არა მხოლოდ კორპორაციები ან სულაც ამ კორპორაციების მსახურები იყვნენ, ხო? სადაა ხსნა? :დ

 

52 minutes წინ, York Ge said:

ერთადერთი განსხვავება თეორიასა და პრაქტიკას შორის იმაში მდგომარეობს, რომ, თეორიულად, მათ შორის განსხვავება არ არსებობს.

 

 

რატომ,  ეს ხომ მიწები არ არის, ვერ გავიყოთ და არ გვეყოს? ყველას შეუძლია გახსნას საკუთარი პლატფორმა საკუთარი წესებით. თუ კანონი ეპრობლემურება, გადავიდეს მისთვის სასურველ და კომფორტულ სივრცეში და იქიდან იფუნქციონიროს და მოიზიდოს მომხმარებლები. მეტი კერძო სივრცე, მეტ მრავალფეროვნებას მოგვცემს. მომხმარებლებსაც მეტი არჩევანი ექნებათ, კონკურენციაც უფრო მაღალი იქნება. აი, რაც ბადე გავაკეთე, ყოველდღე რაღაცას ჩხირკედელაობს ტიმი. წაგებული თამაშია თუ არა არ აქვს მნიშვნელობა. ადრე რომ ყოლოდა კონკურენტი, ხარისხიც უკეთესი ექნებოდა.  

ყველა პლატფორმა სტერილური ვერ იქნება. ჩემს ტერიტორიაზე/სახლში/საკუთრებაში რა აზრები გამოთვა, ეს ჩემი საქმეცაა. ზოგგან ისე იქნება ზოგგან სხვანაირად. მომხმარებელს მრავალფეროვნება საშუალებას უნდა აძლევდეს, რომ აირჩიოს მისთვის კომფორტული პლატფორმა. 

=

ტრამპისთვის სიტყვის თავისუფლება როგორც ასეთი არავის შეუზღუდავს, და ვერც შეზღუდავდა.  შეეძლო ბრიფინგი მოეწვია ან თვითონაც მისულიყო კონგრესში და ლაივში ელაპარაკა. 

მაშინ უნდა ჩაიდოს კანონში შეზღუდვა, რომ როგორც ჩვენს საზმაუწყებელს ევალება პარლამენტის სხდომების ტრანსლაცია, ისე ტვიტერს დაევალოს ტრამპის ტვიტების გაშვება :lol: 

 

აქ პრობლემა უფრო მონოპოლიურობაა. ზედმეტად დიდი ნეთვორქებია და ეგ ქმნის პრობლემას და არა ის რომ თვითრეგულირებადებია. ალბათ მაგიტომაც ცდილობენ ვოთსაპი და ინსტაგრამი აახიონ. 

 

 

 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

@Moor

ადმინ, შენ ისევ მთვრალი ხარ? ან ტელეფონზე მიპასუხე რომ გირეკავ ან ჩატში მომაქციე ყურადღება საქმე მაქვს ასე ვიღაც ტრამპების თემებში უნდა გეძებდე? :drakoni:

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
18 minutes წინ, Moor said:

ანუ სასამართლო არსად არ წასულა. თუ მხარეები საჭიროდ ჩათვლიან, ყოველთვის მიმართავენ?

ერთია სასამართლოსადმი მიმართვა უკვე წაშლილი კონტენტუმის აღდგენის, ხოლო მეორე - გამოქვეყნებულის წაშლის მოთხოვნით.

მეორე ვარიანტი სიტყვის თავისუფლებას უკეთ იცავს. ასე არაა?

Share on other sites

  • ფორუმელი

 

32 minutes წინ, York Ge said:

ერთია სასამართლოსადმი მიმართვა უკვე წაშლილი კონტენტუმის აღდგენის, ხოლო მეორე - გამოქვეყნებულის წაშლის მოთხოვნით.

მეორე ვარიანტი სიტყვის თავისუფლებას უკეთ იცავს. ასე არაა?

შევთანხმდეთ, რომ ორივე იცავს. დანარჩენი ინტერპრეტაციის თემაა - ტვიტერმა მოახდინა მისი პლატფორმიდან ძალადობის წახალისების პრევენცია. სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში ეს შეზღუდვა აზრს დაკარგავდა და მსხვერპლზე პასუხისმგებლობას კომპანია ფორმალურად კი გაექცეოდა, მაგრამ მორალურად და ფინანსურად ვერა. ვინ იცის რამდენით მეტი ადამიანი დაიღუპებოდა? არავინ.

დასაფასებელია, რომ კომპანიამ მხოლოდ  უკიდურეს შემთხვევაში მიმართა შეზღუდვას, მანამდე უბრალოდ დეკლარირებულად ემიჯნებოდა ტრამპის უპასუხისმგებლო განცხადებებს და არ უზღუდავდა ტვიტვის  უფლებას. 

 

 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ამ ლექციას ვუყურებ და ცოტა ტრამპის პოპულიზმზეც არის, ვიფიქრე თქვენც გაგიზიაროთ:

 

Share on other sites

  • ფორუმელი
11 საათის წინ, Moor said:
12 საათის წინ, t-90 said:

 

ხომ გავარკვიეთ ზემოთ, რომ პირველი შესწორება მედიებისთვის და ეკლესიებისთვისაა და არა პრეზიდენტებისთვის

მერე ნებისმიერიიუზერი იდეაში მედიის წარმომადგენელია.

11 საათის წინ, Moor said:

ზოგადად კომპანიის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა აბსურდია. კონსტიტუციიდან უნდა გამომდინარეობდეს რაღაც კანონი, რასაც უნდა არღვევდე. მოქმედი ნორმატიული აქტების დარღვევაში არავის დაუდანაშაულებია რომელიმე კომპანია. რატომ? იმიტომ, რომ, როგორც ერთი ლეჯენდარული ფორუმელი იტყოდა, 'რამე კანონი არ დარღვეულა'. 

მანდ უფრო ისაა რომ სექცია 230 არის კანონდაღღვევით შექმნილი. რაც რეალურად არაკონსტიტუციურიია აშშს კონსტიტუციუიდან გამომდინარე.

11 საათის წინ, Moor said:

+ არსებობს მეხუთე ბილი, რომელიც ამბობს, რომ დაუშვებელია კერძო საკუთრების უფლების შეზღუდვა. 

ჩემი კონტენტი რასაც აქ ვპოსტავ შენი ინტელექტუალური საკუტრება არაა.

 

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share