Jump to content
×
×
  • Create New...

ტრამპის პრეზიდენტობის ბოლო დღეები – კაპიტოლიუმის შტურმი, დაბლოკილი სოცქსელები. რა მოხდა ვაშინგტონში


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

136033567_3737182422986782_7984553059859

RTX8KQUZ-1024x693.jpg

ოთხი ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა მას შემდეგ, რაც 6 იანვარს, შუადღეს, მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ათასობით მხარდამჭერი კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა. ეს მოხდა იმ დროს, როდესაც კონგრესში მიდიოდა სხდომა, სადაც აშშ-ის არჩევნების შედეგები ოფიციალურად უნდა დაემტკიცებინათ.

პარალელურად, იმავე დღეს ვაშინგტონში მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომხრეები შეიკრიბნენ. აქციას “მარში ამერიკის გადასარჩენად” ერქვა.

„ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ დამარცხებას“, – მიმართა ტრამპმა შეკრებილებს და კაპიტოლიუმისკენ მარშით წასვლისკენ მოუწოდა.

რამდენიმე საათში, მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა გაათავისუფლა კაპიტოლიუმის შენობა ტრამპის მომხრეებისგან, კონგრესმა განაახლა მუშაობა და ოფიციალურად გააფორმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჯოზეფ ბაიდენის გამარჯვება.

უკვე 7 იანვარს, კონგრესის ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ტრამპმა თქვა, რომ ის თანახმაა, მშვიდობიანად გადააბაროს მმართველობა ბაიდენს, თუმცა არჩევნებს კვლავაც გაყალბებულად მიიჩნევს.

რა მოხდა 6 იანვარს

ტრამპის მოწოდების შემდეგ, მისმა მხარდამჭერებმა მაშინვე ათასობით პოსტი დაწერეს სოციალურ ქსელებში, კაპიტოლიუმის შტურმისკენ მოწოდებით.

136333046_3737182562986768_1567295959252

ბევრი წერდა, რომ თან მიჰქონდა იარაღი.

კაპიტოლიუმის შენობის პერიმეტრზე მყოფი ოფიცრები ხალხის ტალღამ ადვილად ჩამოიშორა – მათ ხელს ჰკრავდნენ და ასხამდნენ ქიმიურ სითხეებს.

137224665_3737182579653433_4828221883729

კაპიტოლიუმის მარჯვენა მხარეს პროტესტის მონაწილეებმა პოლიციელების კორდონს გადაუარეს და ასე გაარღვიეს პერიმეტრი.

ასობით ადამიანი ძვრებოდა კედლებზე, მიცოცავდა სამშენებლო კონსტრუქციებზე, პოზირებდა ფოტოების გადასაღებად და ანადგურებდა ავეჯსა და ტექნიკას ოფისებში კაპიტოლიუმის შიგნით.

კონგრესმენების, ჟურნალისტებისა და კაპიტოლიუმის თანამშრომლების ევაკუირება მოახდინეს, მათ თან წაიღეს ამომრჩეველთა ხმებით სავსე ყუთებიც.

წესრიგის აღსადგენად ეროვნული გვარდია გაგზავნეს.

ვაშინგტონის მერის განკარგულებით, დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოცხადდა.

136395040_3737182802986744_2018952021012

მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკების შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი. დაკავებულია 50-ზე მეტი.


ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტი ხდება. რატომ არის ტრამპი კვლავინდებურად ასეთი პოპულარული?


რეაქციები ვაშინგტონში

136033567_3737182422986782_7984553059859

კაპიტოლიუმში მსგავსი რამ ბოლოს 1814 წელს, აშშ-ინგლისის ომის დროს მოხდა. მაშინ ინგლისელები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ და დაარბიეს.

„ასეთი რამ აშშ-ის კაპიტოლიუმში არ მომხდარა. ეს სრულიად უპრეცედენტო ფაქტია. ეს იმდენად ჰგავს 11 სექტემბრის თავდასხმას, რამდენადაც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ“, – განაცხადა ანალიტიკური ცენტრის „Police Executive Research Forum“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჩაკ ვეკსლერმა.

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მკაცრად დაგმო ძალადობა და მოუწოდა მოქმედ პრეზიდენტს, უკან გაიყვანოს თავისი მხარდამჭერები. 

შტურმი დაგმო რამდენიმე გამოჩენილმა რესპუბლიკელმა, მათ შორის, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა და სენატორმა მით რომნიმ.

ყოფილმა დემოკრატმა პრეზიდენტებმა, ბარაკ ობამამ და ბილ კლინტონმა ტრამპი პირდაპირ დაადანაშაულეს ძალადობის წაქეზებაში.

ტრამპის რიტორიკა დაგმო აშშ-ის ყოფილმა თავდაცვის მდივანმა, ჯეიმს მეტისმა.

136765228_3737182746320083_4931963770130

თეთრი სახლის რამდენიმე თანამშრომელმა თანამდებობა დატოვა.

სულ უფრო მეტი ადამიანი გამოდის ტრამპის იმპიჩმენტის მოთხოვნით. მათ შორის, ამ იდეის სათავეში თავად ტრამპის თანაგუნდელები, რესპუბლიკური პარტიის ლიდერები არიან.

მათი აზრით, ტრამპი 20 იანვარზე უფრო ადრე უნდა ჩამოშორდეს თანამდებობას. 20 იანვარს ჯოზეფ ბაიდენის ინაუგურაციაა და ტრამპმა, კანონით უნდა დატოვოს პოსტი. თუმცა, ბევრი ფიქრობს, რომ ტრამპი პრეზიდენტად ამ ორი კვირის განმავლობაშიც ვერ დარჩება და მან პასუხი უნდა აგოს მომხდარის გამო.

136109338_3737182419653449_8643269864756

იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად, ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა და კაბინეტის წევრების უმეტესობამ მხარი უნდა დაუჭირონ ტრამპის თანამდებობიდან ჩამოშორებას „იმის გამო, რომ მას არ შეუძლია უფლებამოსილების შესრულება“. ეს უპრეცედენტო ნაბიჯი იქნება.

შემდეგ, სენატმა კენჭი უნდა უყაროს ტრამპის დისკვალიფიკაციას, რითიც მას აეკრძალება ოდესმე რაიმე ფედერალური თანამდებობის დაკავება.

Facebook-მა, Twitter-მა და Instagram-მა ტრამპის გვერდები დაბლოკეს

ტრამპი 6 იანვარს აქტიურობდა სოციალურ ქსელებში.

მან საკმაოდ დაგვიანებით გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ადამიანებს დაშლისკენ მოუწოდა. თუმცა, ამავე ვიდეოში ხაზგასმით იმეორებდა, რომ არჩევნები „მოიპარეს“ (მიუხედავად იმისა, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს). დარბევაში მონაწილეებს მან „განსაკუთრებული ადამიანები“ უწოდა და განაცხადა: „ჩვენ თქვენ გვიყვარხართ“.

Screen-Shot-2021-01-07-at-2.51.22-PM-1.p

მოგვიანებით მან კიდევ ერთი ტვიტი გამოაქვეყნა იმის შესახებ, რომ მას გამარჯვება მოპარეს – ისევ, ყველანაირი მტკიცებულების გარეშე.

Twitter-მა თავდაპირველად ეს ჩანაწერები მონიშნა, როგორც სიმართლესთან შეუსაბამო, შემდეგ წაშალა ისინი.

მოგვიანებით კი ტრამპს 12 საათით ჩამოართვა თავის ანგარიშთან წვდომა.

იგივე გააკეთა Facebook-მაც. მან წაშალა პრეზიდენტის მიმართვა და მისი ანგარიში 24 საათით დაბლოკა. 24-საათიან ბლოკირებას შეუერთდა Instagram-იც.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
50 minutes წინ, mulan said:

პ.ს 

მართლა ვერ ვხვდები რას ერჩოდით  ტრამპს :lol:

რას ევრჩდით და ღრუზინმა ლიბერასტებმა  ბაბაია  ევიღეთ  აპაა..

:katutu:

 

    ღმერთმანი 

Share on other sites

  • ფორუმელი
On 1/7/2021 at 2:54 PM, Moor said:

Twitter-მა თავდაპირველად ეს ჩანაწერები მონიშნა, როგორც სიმართლესთან შეუსაბამო, შემდეგ წაშალა ისინი.

მოგვიანებით კი ტრამპს 12 საათით ჩამოართვა თავის ანგარიშთან წვდომა.

იგივე გააკეთა Facebook-მაც. მან წაშალა პრეზიდენტის მიმართვა და მისი ანგარიში 24 საათით დაბლოკა. 24-საათიან ბლოკირებას შეუერთდა Instagram-იც.

ცენზურის აუთსორსინგი სახელმწიფო აპარატიდან კვაზიდამოუკიდებელ კორპორაციებზე.

უნდა აიკრძალოს გამოქვეყნებული პუბლიკაციის წაშლა სასამართლოს სანქციის, ან ავტორის თანხმობის გარეშე.

Share on other sites

  • ფორუმელი
18 minutes წინ, York Ge said:

ცენზურის აუთსორსინგი სახელმწიფო აპარატიდან კვაზიდამოუკიდებელ კორპორაციებზე.

უნდა აიკრძალოს გამოქვეყნებული პუბლიკაციის წაშლა სასამართლოს სანქციის, ან ავტორის თანხმობის გარეშე.

არამგონია, მუდმივად წაეშალათ. არ იშლება ხოლმე ზოგადად ოფიციალური პირების ტვიტები. როცა თანამდებობას ტოვებენ, ანგარიშები არქივდება, აწერია რომ არქივის ნაწილია, არავინ იყენებს, მაგრამ ღიაა პოსტები. როცა აქტუალობას დაკარგავს და 'ისტორიის ნაწილი გახდება', მერე გამოაჩენ :დ

 

ორივე კეისი პრობლემურია. შეიძლება დაგვიანებულმა რეაქციამ გამოიწვიოს გამოუსწორებელი ზიანი. ან პირიქით, სასამართლომ გაგამართლოს და თქვას, რომ გადამეტებული იყო გამოხატვის უფლების შეზღუდვა, მაგრამ ვეღარ აგინაზღაურდეს ზიანი. 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
4 minutes წინ, Moor said:

შეიძლება დაგვიანებულმა რეაქციამ გამოიწვიოს გამოუსწორებელი ზიანი. ან პირიქით, სასამართლომ გაგამართლოს და თქვას, რომ გადამეტებული იყო გამოხატვის უფლების შეზღუდვა, მაგრამ ვეღარ აგინაზღაურდეს ზიანი. 

გამოსავალი სად არის მაშინ? 

რა ლოგიკით უნდა ვიხელმძღვანელოთ?

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, mulan said:

გამოსავალი სად არის მაშინ? 

რა ლოგიკით უნდა ვიხელმძღვანელოთ?

რაცაა ეგაა ] მეტი გამოსავალი არ იქნება. როცა დროზე ადრე არ შეზღუდეს ჰეით სფიჩების და დეზინფორმაციის გავრცელება ტრამპის სასარგებლოდ, არჩევნებში გაიმარჯვა და კომპანიების პასუხისმგებლობა დადგა. კომპანიებმაც პოლიტიკას გადახედეს. ახლაც კომპანიებს დაადანაშაულებდნენ დროზე რომ არ ემოქმედათ, აბა პრეზიდენტს ხომ არ დაიჭერენ. 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
14 minutes წინ, Moor said:

 

ორივე კეისი პრობლემურია. შეიძლება დაგვიანებულმა რეაქციამ გამოიწვიოს გამოუსწორებელი ზიანი. ან პირიქით, სასამართლომ გაგამართლოს და თქვას, რომ გადამეტებული იყო გამოხატვის უფლების შეზღუდვა, მაგრამ ვეღარ აგინაზღაურდეს ზიანი. 

ხო მაგრამ როდესაც ვიღაცა გიწყვიტავს შენს მიერ აზრის გამოხატვას მაშინ უნდა გქონდეს ჩივილის საშულაბება ვინაიდან პლატფორმაა და არა გამომცემელი. გამომცემლის უფლებით არ უნდა სარგებლობდნენ.

მერე რომ აირტყამენ მილიონიან სარჩელებს მიხვდებიან.

4 minutes წინ, Moor said:

როცა დროზე ადრე არ შეზღუდეს ჰეით სფიჩების და დეზინფორმაციის გავრცელება ტრამპის სასარგებლოდ, არჩევნებში გაიმარჯვა და კომპანიების პასუხისმგებლობა დადგა.

ანუ გამოდის რომ კომპანია აკეთებს კონტენტის ცენზურას?

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
15 minutes წინ, Moor said:

როცა დროზე ადრე არ შეზღუდეს ჰეით სფიჩების და დეზინფორმაციის გავრცელება ტრამპის სასარგებლოდ

ვის ჰქონდა ამის უფლება?

არსებობს სიტყვის თავისუფლება.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share