ფორუმელი Moor Posted 9 იანვარი, 2021 Posted 9 იანვარი, 2021 5 minutes წინ, Seth said: პლატფორმისვე ინტერესშია რომ ეს წესები იყოს ძალიან მკაფიო და დახვეწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება პლატფორმას შეექმნას სერიოზული პრობლემა (ნუ ეს იმ ქვეყანაში სდაც სასამართლო სასამართლოობს :დ) რა არის აქ საკამათო? თუ ინტერპრეტირებაზე მიდგა საქმე - პლატფორმის მესაკუთრემ თავისივე რისკის ხარჯზე უნდა მოახდინოს ინტერპრეტაცია. ან დაკარგავს ჰუზერებს, ან დაკარგავს რეპუტაციას და მერე ჰუზერებს, ან დაკარგავს ჯერ ფულს, მერე რეპუტაციას და მერე ჰუზერებს. ან საერთოდ არაფერს დაკარგავს :დ მეც მაგას ვამბობ. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 9 იანვარი, 2021 Posted 9 იანვარი, 2021 1 minute წინ, t-90 said: მარტივი ქეისია. თუ რამე მნიშვნელოვან დარღვევას ხედავ უნდა მიიტანო პოლიციამდე საქმე. თუ არ ხედავ კიდე დაანებო თავი. 'რამე კანონი დაირღვა' და ხელების დაბანის პოლიტიკა? ოკ. ანუ ლეჩხუმი გინდა. ხოდა მაგ მიდგომის გამოა რომ მხოლოდ ადმინი და აქაურობაზე განაწყენებული ერთი იუზერი დარჩნენ იქ. მე მინდა რომ ხარისხიანი, ანონიმური და პოპულარული სადისკუსიო სივრცე შევქმნა. და მხოლოდ ბულერების თავშესაფარი არ იყოს. და ყველაფერზე თუ პოლიცია მეჯდა ადმინში და პერსონალური ინფოები ქექა, კომპანიაც დაზარალდება და მომხმარებელიც. იმდენად რამდენადაც კანონი მომცემს საშუალებას, ორიენტირებული ვიქნები რომ გარემო იყოს ჯანსაღი და ყველას მოესვლებოდეს და ეკომფორტულებოდეს აქაურობა ვინც ბადეს ზოგად წესებში ჯდება. ზოგჯერ ზედმეტ პასუხისმგებლობასაც ავიღებ თავზე ალბათ ხზ და ზღვარი კიდევ ძნელია ხშირად. საბოლოოდ ადმინის ადეკვატურობა ბევრ რამეს წყვეტს. მე რომ ვუთხარი ტიმს, კონფიდენციალურიბის დაცვის პრობლემა გაქვს და ზომები მიიღეთქო. შენც ხომ გაქვს ჩვენს მონაცემებზე წვდომა საიდანღაც და სხვებს რატო ზღუდავო. აი, ბადეზე მსგავსი არაადეკვატურობა გამორიცხულია. ნელნელა კი დამიჯერა და გეგმავს რაღაცეებს, მაგრამ კაი დროს. 20 minutes წინ, t-90 said: თუ რამე მნიშვნელოვან დარღვევას ხედავ უნდა მიიტანო პოლიციამდე საქმე. დანასაული რომ არ უნდა დაფარო, ეგ ვიცით. მაგრამ არსებობს ბუნდოვანი შემთხვევები როდესაც ადმინმა შეიძლება მეტი პასუხისმგებლობა აიღოს თავზე. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი t-90 Posted 9 იანვარი, 2021 Posted 9 იანვარი, 2021 10 minutes წინ, Moor said: ანუ ლეჩხუმი გინდა. ხოდა მაგ მიდგომის გამოა რომ მხოლოდ ადმინი და აქაურობაზე განაწყენებული ერთი იუზერი დარჩნენ იქ. არა რატომ? ლეჩხუმი ერთია და მეორეა სხვა ადეკვატური მოდერირება ჩამოყალიბებული წესებით. 11 minutes წინ, Moor said: 'რამე კანონი დაირღვა' და ხელების დაბანის პოლიტიკა? ოკ. რატო კაცო? თუ ხედავ მსგავს რამეს დარეკე პოლიციაში და ეგაა. 11 minutes წინ, Moor said: მე მინდა რომ ხარისხიანი, ანონიმური და პოპულარული სადისკუსიო სივრცე შევქმნა. და მხოლოდ ბულერების თავშესაფარი არ იყოს. და ყველაფერზე თუ პოლიცია მეჯდა ადმინში და პერსონალური ინფოები ქექა, კომპანიაც დაზარალდება და მომხმარებელიც. ყველაფერზე არა. მარა ის რაზეც შენ თქვი ცალსახად უნდა გეჯდეს. მარა მსგავსი ქეისები 15 წელია გურჯ ფორუმის სივრცეში ვარ (არამარტო ფორუმ.ჯიზე) და არ ხდება რეალურად. 13 minutes წინ, Moor said: მე რომ ვუთხარი ტიმს, კონფიდენციალურიბის დაცვის პრობლემა გაქვს და ზომები მიიღეთქო. შენც ხომ გაქვს ჩვენს მონაცემებზე წვდომა საიდანღაც და სხვებს რატო ზღუდავო. აი, ბადეზე მსგავსი არაადეკვატურობა გამორიცხულია. არა ნუ ტიმი რეალურად გამონაკლისი იყო ქართულ ფორუმებზე. ცუდი გამონაკლისი. სხვა ფორუმებზე მსგავსი ამბები არ ხდებოდა მიუხედავად იმისა რო იყო მაგალითად army.ge და გაცილებით უფრო სერიოზული რაღაცეები იწერებოდა ვიდრე ფორუმზე. 16 minutes წინ, Moor said: დანასაული რომ არ უნდა დაფარო, ეგ ვიცით. მაგრამ არსებობს ბუნდოვანი შემთხვევები როდესაც ადმინმა შეიძლება მეტი პასუხისმგებლობა აიღოს თავზე. ხოდა ამაშია საქმე. როგორც წესი ეგ მიდის ზედმეტ პასუხისმგებლობაზე და ტიმოკრატიაზე. I killed my master. Why did he then give me a weapon?" Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords. შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098 Why carry a gun? Because 1911 > 911. t90a.sarahah.com Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 9 იანვარი, 2021 Posted 9 იანვარი, 2021 52 minutes წინ, t-90 said: სხვა ფორუმებზე მსგავსი ამბები არ ხდებოდა მიუხედავად იმისა რო იყო მაგალითად army.ge და გაცილებით უფრო სერიოზული რაღაცეები იწერებოდა ვიდრე ფორუმზე. 1 საათის წინ, Moor said: არ ვიცი სხვა ფორუმები. ნუ, ქართული 53 minutes წინ, t-90 said: ხოდა ამაშია საქმე. როგორც წესი ეგ მიდის ზედმეტ პასუხისმგებლობაზე და ტიმოკრატიაზე. ტიმის ნამართი არ გაიშვა. მოკლედ გამოჩნდება. უკიდურესობები ყველა მიდგომას შეიძლება ქონდეს. საბოლოოდ მე უნდა გადავწყვიტო სად როდის დავრეკო ან არ დავრეკო, და ჩემი პასუხისმგებლობაა ჩარევაც და არ ჩარევაც, სეტის თქმისა არ იყოს. რაღაც მეეჭვება რომ ტიმი დამემართოს, მარა ორივე ვნახავთ რა გამოვა Share on other sites More sharing options...
ფორუმელი York Ge Posted 9 იანვარი, 2021 Posted 9 იანვარი, 2021 Share on other sites More sharing options...
ფორუმელი t-90 Posted 10 იანვარი, 2021 Posted 10 იანვარი, 2021 10 საათის წინ, Moor said: 11 საათის წინ, t-90 said: 11 საათის წინ, Moor said: არ ვიცი სხვა ფორუმები. ნუ, ქართული რავი 2007დან 2013 წლამდე უამრავი ქართული ფორუმი იყო გავრცელებული. მერე მოვიდა პირწიგნაკი და შეისრუტა ყველაფერი ტიმოხას გარდა. 10 საათის წინ, Moor said: ტიმის ნამართი არ გაიშვა. ხო ნუ გასაგებია ვინც მართავს მარა ოფიციალურად ხო ეგაა? 10 საათის წინ, Moor said: მოკლედ გამოჩნდება. უკიდურესობები ყველა მიდგომას შეიძლება ქონდეს. საბოლოოდ მე უნდა გადავწყვიტო სად როდის დავრეკო ან არ დავრეკო, და ჩემი პასუხისმგებლობაა ჩარევაც და არ ჩარევაც, სეტის თქმისა არ იყოს. ნუ ლეოდანდურაშვილიზმი კია გავრცელებული მარა რეალურად ეგრეა რო თუ რამე სერიოზულს ხედავ უნდა დარეკო. კანონით ხარ ვალდებული აქაც და იქაც. 10 საათის წინ, Moor said: რაღაც მეეჭვება რომ ტიმი დამემართოს, მარა ორივე ვნახავთ რა გამოვა რავი ვიმედოვნებ. I killed my master. Why did he then give me a weapon?" Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords. შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098 Why carry a gun? Because 1911 > 911. t90a.sarahah.com Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 10 იანვარი, 2021 Posted 10 იანვარი, 2021 ცუდად ვარ Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 10 იანვარი, 2021 Posted 10 იანვარი, 2021 პოსტი ტრამპის ადმინისტრაციის კიდევ რამდენიმე წევრმა დატოვა 08 იანვარი, 2021 ბეტსი დევოსი, განათლების მდივანი ხუთშაბათს, განათლების მდივანი ბეტსი დევოსი და ტრანსპორტის მდივანი ელეინ ჩაოც შეუერთდნენ მათ რიგებს, ვინც ფედერალურ მთავრობაში პოსტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ქმედებების გამო, დემონსტრატიულად დატოვა. სახელმწიფო მოხელეების მზარდი რიცხვი პროტესტს უცხადებს პრეზიდენტის მიერ 3 ნოემბრის არჩევნების შემდეგ გატარებულ პოლიტიკას, რაც 6 იანვარს კაპიტოლიუმში ტრამპის მხარდამჭერ მომიტინგეთა შეჭრით დასრულდა. კონგრესში ამ დროს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამტკიცების ფორმალური პროცესი მიმდინარეობდა. დემონსტრაციის მონაწილეებმა დაახლოებით დღის 2 საათისთვის სხდომის ჩაშლა მოახერხეს. პოლიციას ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის და კანონმდებლების ევაკუაცია მოუწია. კონგრესის გაერთიანებული სხდომა მოგვიანებით განახლდა და პენსის თავმჯდომარეობით, 7 იანვრის დილით, არჩევნებზე დემოკრატ ჯო ბაიდენის გამარჯვება დამტკიცდა. მომხდარში არიან დაშავებულები და დაიღუპა 5 ადამიანი, რომელთა შორის ერთი პოლიციელია. ელეინ ჩაო სენატის რესპუბლიკელთა ლიდერის, სენატორ მიტჩ მაკკონელის ცოლია. თანამშრომლებისადმი მიწერილ გამოსამშვიდობებელ წერილში ის ამბობს, რომ კონგრესის შენობის შტურმის გამო "ღრმად არის შეშფოთებული" და რომ მისთვის, მომხდარის "რეაგირების გარეშე დატოვება უბრალოდ შეუძლებელია". ჩაო პოსტს ოფიციალურად ორშაბათს დატოვებს. ტრანსპორტის მდივანი - ელეინ ჩაო ელეინ ჩაო რესპულიკელი პრეზიდენტების ადმინისტრაციების გამოცდილი ლიდერია. ის ნამუშევარია შრომის დეპარტამენტის მდივნად, ტრანსპორტის მდივნის მოადგილედ და ბოლოს, 4 წლის მანძილზე ამ უკანასკნელს ხელმძღვანელობდა. განათლების მდივანმა ბეტსი დევოსმა თანამდებობიდან გადადგომამდე პრეზიდენტ ტრამპს წერილი მიწერა. დევოსის თქმით, კაპიტოლიუმზე მიტანილი იერიში წარმოუდგენელი რამაა. "შეუცდომლად შეიძლება საუბარი გავლენაზე, რომელიც სიტუაციაზე თქვენს რიტორიკას ჰქონდა, და ეს ჩემთვის გარდატეხის მომენტი გახდა". დევოსის გადადგომა ძალაში დღეს შედის. განათლების მდივანი - ბეტსი დევოსი ვაშინგტონში საზეიმო ინაუგურაციამდე და პრეზიდენტის ძალაუფლების გადაბარებამდე სულ ორი კვირაა დარჩენილი. ბევრ თანამდებობის პირს ახალი ადმინისტრაცია ისედაც გამოცვლიდა და ამიტომ მათ მიერ პოსტის დატოვება ძირითადად სიმბოლურ ხასიათს ატარებს. თუმცა, მოქმედი პრეზიდენტის თანამშრომლები მაინც უარს ამბობენ ტრამპის გუნდში დარჩენაზე და ვაშინგტონში მომხდარის შემდეგ, მის გუნდში მუშაობის გაგრძელებაზე. ტრამპის ყოფილი ერთგული მხარდამჭერები დედაქალაქში მომხდარ ძალადობრივ ქაოსში, პრეზიდენტს ადანაშაულებენ, რომელიც თავის მომხრეებს 6 იანვრის ჩათვლით აქეზებდა და არჩევნებში დამარცხებას ბოლომდე არ აღიარებდა. პოსტი დატოვა თეთრი სახლის აპარატის ყოფილმა უფროსმა, ახლა კი აშშ-ის ელჩმა ჩრდილოეთ ირლანდიაში - მიკ მალვენიმ. გადადგა ჯონ კოსტელო - ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის მოადგილე. "გუშინდელი მოვლენები ჩვენი დემოკრატიის ფუნდამენტზე მიტანილი უპრეცედენტო იერიშია, რომლის პროვოცირება მოქმედმა პრეზიდენტმა გამოიწვია" - დაწერა მან ტვიტერზე. ასევე გადადგნენ თეთრი სახლის ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, თეთრი სახლის სოციალური მედიის უფროსი და მელანია ტრამპის აპარატის უფროსი. პოსტი ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა რამდენიმე წამყვანმა ფიგურამაც დატოვა. თეთრი სახლი კომენტარს არ აკეთებს პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილის - მეტ პოტინგერის გადადგომის თაობაზე, რომელიც ჩინეთთან პოლიტიკის მიმართულებაში თეთრი სახლის მთავარი ფიგურაა. ის პოსტიდან ოთხშაბათსვე გადადგა. სააგენტო "როიტერის" ინფორმაციით, პოტინგერის შემდეგ, ხუთშაბათს თანამდებობები დატოვა სულ ცოტა, ხუთმა დირექტორმა. ისინი თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში მუშაობდნენ და პრეზიდენტის მთავარი მრჩევლები იყვნენ რუსეთის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკის, თავდაცვის პოლიტიკის და მასობრივი განადგურების იარაღის მიმართულებებში. ხუთშაბათს, პრეზიდენტმა ტრამპმა ბოლოს და ბოლოს გააცნობიერა, რომ თეთრ სახლს არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაიკავებს და თქვა, რომ ხელისუფლების გადაცემა მშვიდობიანად მოხდება. თეთრმა სახლმა პოსტების დატოვების მზარდი რაოდენობის ფონზე, 4 ათასზე მეტ პოლიტიკური თანამდებობის პირს ელექტრონული წერილით შეატყობინა, რომ გადადგომის წერილები წარმოადგინონ. ასეთი რამ წესით, კვირებით ადრე უნდა მომხდარიყო, მაგრამ სავარაუდოდ, პრეზიდენტ ტრამპის მიერ დამარცხების არაღიარების გამო, აქამდე ფერხდებოდა. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა