Jump to content
×
×
  • Create New...

ელენე ხოშტარია ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნის


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

 

86C23752-3F76-48B2-B5EC-F2C2A97B0CA3_w10

 

ელენე ხოშტარია "ევროპულ საქართველოს" ტოვებს და დამოუკიდებელ პოლიტიკურ ცხოვრებას იწყებს. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მას აქვს ახალი პოლიტიკური მიზნები და აპირებს დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა შექმნას. მან ასევე აღნიშნა, რომ არ აპირებს რომელიმე პარტიაში გადასვლას ან პარლამენტში შესვლას. "მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ გადავდივარ არცერთ სხვა პარტიაში და ასევე მყარად ვრჩები ოპოზიციურ ერთობაში. ოპოზიციური ერთობა არის უძლიერესი იარაღი დღევანდელ რეჟიმთან ბრძოლისთვის", - თქვა ხოშტარიამ. "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, დავით ბაქრაძემ თქვა, რომ ეს მათთვის სიახლე არ ყოფილა და იცოდნენ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ის პარტიას ტოვებდა. "ყველა ბინძურ ჭორს, რომ თითქოს ეს არის უთანხმოების შედეგი, ან თითქოს ელენე აპირებს პარლამენტში შესვლას, ან თითქოს არის რაღაც განხეთქილება, ყველა ასეთ ბინძურ ჭორს მინდა ვუპასუხო, რომ ეს ასე არ არის. ელენეს სურვილი იყო დამოუკიდებელი აქტივიზმის მიმართულებით. ვფიქრობ, რომ მიზნები რაც გვაქვს არის საერთო. ბუნებრივია გული გვწყდება, მაგრამ ეს არის პოლიტიკა, ჩვენ ვრჩებით თანამოაზრეებად და ვემსახურებით ერთსა და იმავე მიზანს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ. ელენე ხოშტარია ზედიზედ 2 მოწვევის პარლამენტის წევრია. ის პარლამენტის წევრი "ნაციონალური მოძრაობის" სიით გახდა. მას შემდეგ კი რაც პარტია დაიშალა, ის "ევროპულ საქართველოში" გადავიდა. სწორედ ამ პარტიის სიით გახდა ის მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი. მისი აზრით, 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა და უარს ამბობს მანდატზე. პარლამენტის დეპუტატობის პარალელურად ის აქტიურად იყო ჩართული საპროტესტო აქციებში. ის 2020 წლის არჩევნებზე ოპოზიციური პარტიებმა ვაკეში საერთო მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელეს.

სრულად ნახვა

 

ელენე ხოშტარია ადასტურებს, რომ ევროპულ საქართველოს ტოვებს და ახალი პოლიტიკური გაერთიანების ჩამოყალიბებას აანონსებს. ამის შესახებ მან ევროპული საქართველოს ოფისში, პარტიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მან ევსაქებს მადლობა გადაუხადა. “ეს არის გუნდი, რომელშიც მე, პრაქტიკულად, დავიწყე პოლიტიკური ცხოვრება, გავიარე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბრძოლები და ბევრი რამ შევიძინე, ამიტომ დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს”, – მიმართა მან ევსაქების წევრებს. […]

სრულად ნახვა

 

“ადამიანს უნდა რომ იყოს მარტო და იბრძოლოს მარტო. ამის უფლება აქვს”, – ეს განცხადება ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გააკეთა პარტიიდან ელენე ხოშტარიას წასვლის კომენტირებისას. მისი თქმით, ხოშტარიას წასვლის მიზეზი არ ყოფილა ის, რომ მას პარტიაში აქტივიზმის საშუალებები ჰქონდა შეზღუდული. “მე მხოლოდ წარმატებას ვუსრუვებ, რადგან ყველა ადამიანი იქნება ის პარტიულ სტრუქტურაში გაერთიანებული თუ იქნება […]

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა წევრმა ელენე ხოშტარიამ პარტია დატოვა და ახალი პოლიტიკური პლატფორმის ჩამოყალიბებას გეგმავს.

28 დეკემბერს, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ხოშტარიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ „პოლიტიკური ციკლის ამ ეტაპზე“ მან დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრების დაწყება გადაწყვიტა. მანვე ხაზი გაუსვა, რომ იგი ოპოზიციურ ერთობაში რჩება და არც პარლამენტში შესვლას აპირებს.

„ჩემი პოლიტიკური პოზიციები რჩება აბსოლუტურად იგივე, უბრალოდ მე მაქვს ახალი გეგმები, პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი პლატფორმის, ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა და ამაზე დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას მივაწვდი“, – განაცხადა ხოშტარიამ.

ხოშტარიამ აღნიშნა, რომ ბიძინა „ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია, როგორც წინააღმდეგობის მოძრაობა – აქტივიზმი, ასევე მტკიცე ერთიანი, კოორდინირებული, პრინციპული პოლიტიკური პროცესი“ და იგი ორივე მიმართლებით ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს.

ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხოშტარიას გადაწყვეტილების შესახებ პარტიაში დიდი ხნის განმავლობაში იცოდნენ და ეს მათთვის „სიურპრიზი არ ყოფილა“. მანვე ხაზი გაუსვა, რომ „ეს არანაირად არ არის პარტია ევროპული საქართველოდან გადინების პროცესი, როგორც ეს ზოგიერთს სურს, რომ გამოაჩინოს“.

ბაქრაძემ დაამატა, რომ „პარტიაში არანაირი უთანხმოება და არ არის“ და ხოშტარიას ევროპული საქართველო განხეთქილების გამო არ დაუტოვებია. „ყველა ასეთ ბინძურ ჭორს მინდა ვუპასუხო, რომ ეს ასე არ არის“, – ხაზი გაუსვა ბაქრაძემ.

„ბუნებრივია გული გვწყდება, მაგრამ ეს არის პოლიტიკა. ჩვენ ვრჩებით თანამოაზრეებად, თანამებრძლებად და ვემსახურებით ერთი და იგივე მიზანს“, – დაამატა მან.

ევროპული საქართველო, რომელიც ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 2016 წლის არჩევნების შემდეგ მალევე გამოეყო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად პირველად მონაწილეობდა და ამომრჩევლის ხმების 3.79%-ით 5 სადეპუტატო მანდატი მოიპოვა. სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად, ევროპული საქართველოც ახალ პარლამენტს ბოიკოტს უხადებს. თავად ელენე ხოშტარია, 31 ოქტომბრის არჩევნებში ვაკის ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის სახელით იყრიდა კენჭს და პირველ ტურში მან ხმების 35.55% მიიღო. ხოშტარიამ სხვა ოპოზიციონერი პაჟორიტარობის კანდიდატების მსგავსად, მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა.

სრულად ნახვა

 

119682309_4694655960552303_4821966822461

ელენე ხოშტარიამ “ევროპული საქართველო” დატოვა.

მისი თქმით, ის ახალი პლატფორმის, ახალი ძალის შექმნას აპირებს და არ განიხილავს სხვა რომელიმე პარტიაში გადასვლა. ასევე, ელენე ხოშტარია რჩება ოპოზიციურ ერთობაში.

მისივე განცხადებით, არ განიხილება პარლამენტში შესვლის საკითხიც.

“ჩემი პოლიტიკური პოზიციები რჩება იგივე, უბრალოდ მე მაქვს ახალი გეგმები პოლიტიკურ ცხოვრებაში, ახალი პლატფორმის შექმნა, ახალი ძალის შექმნა და ამაზე დეტალურად საზოგადოებას გავაცნობ”, – თქვა ხოშტარიამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, აპირებს თუ არა ის ბრძოლის გაგრძელებას სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, ხოშტარიამ უპასუხა, რომ “ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია როგორც წინააღმდეგობის მოძრაობა და აქტივიზმი, ასევე ერთიანი, პრინციპული პოლიტიკური პროცესი.

“მე ორივე მიმართულებით ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას”, – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერის პარტიიდან წასვლაზე კომენტარი გააკეთა პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ, მისი თქმით, ელენე ხოშტარია დიდი ხანია გეგმავდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დამოუკიდებელ პოლიტიკურ აქტივობას. მისივე შეფასებით, ეს არ ნიშნავს “პარტიიდან გადინებას”.

119705644_4695241910493708_7481110200436ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარია მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრია. ის 2016 წელს პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” სიით მოხვდა, თუმცა მას შემდეგ, რაც “ნაციონალური მოძრაობა” გაიყო და “ევროპული საქართველო” ცალკე პარტიად დარეგისტრირდა, ხოშტარია “ევროპულ საქართველოს” შეუერთდა. სწორედ ის იყო თბილისის მერობის კანდიდატი 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე.

2020 წლის საპრალმენტო არჩევნებში ელენე ხოშტარია ოპოზიციის საერთო კანდიდატი იყო ვაკის მაჟორიტარულ ოლქში. ცესკოს მონაცემებით ის მეორე ტურში გადავიდა, თუმცა სხვა ოპოზიციონერების მსგავსად, მეორე ტურში მონაწილეობა პროტესტის ნიშნად აღარ მიიღო.

ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციურ პარტიებში ცვლილებები დაიწყო.

პირველად გაყოფის შესახებ გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, მან უკვე მოასწრო ახალი “გირჩის” დაფუძნება;

ხოლო მეორე შემთხვევაში ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დატოვა მისმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ. პარტიას უკვე ახალი თავმჯდომარე, ნიკა მელია ჰყავს.

_________________________

● ცესკომ ოპოზიციური პარტიების საარჩევნო სიები ოფიციალურად გააუქმა

● განხეთქილება ოპოზიციაში: ვინ იქნება პირველი, ვინც პარლამენტში შევა

კანონები და გადაწყვეტილებები, რომელთაც ახალი პარლამენტი ვერ მიიღებს

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
4 საათის წინ, Moor said:

ელენე ხოშტარია "ევროპულ საქართველოს" ტოვებს და დამოუკიდებელ პოლიტიკურ ცხოვრებას იწყებს.

 

მესამე ძალა - მორიგი კონტრიბუცია :read:

Life is serious.

Share on other sites

  • ფორუმელი
3 საათის წინ, Moor said:

ელენე ხოშტარიამ “ევროპული საქართველო” დატოვა.

სწორიც ქნა, აქამდე უნდა წამოსულიყო. გავრილოვის მერე.

Share on other sites

  • ფორუმელი
33 minutes წინ, Moor said:

ხო, მახსოვს რომ აპირებდა და გაუგრძელდა პროცესი

სჯობს გვიან ვიდრე არასდროს :დ ვნახოთ რა გამოვა ამ საქმიდან :დ

Share on other sites

  • ფორუმელი

გამოყოფები და ცალკე პარტიების შექმნა არ  უშველის ქართულ ოპოზიციას :) 

სანამ  ოპოზიციის მამამთავრები   სააკაშვილი და ბიძამისი იქნებიან მანამ იქნებიან  ამ მძღნერში სრულიად ოპოზიცია   და  ბონუსად  დასავლეთს ეკიდება გაბრიქინებულზე  და დამსახურებულადაც  , ასეა ეს.

მათშორის  მეც მკიდია და   ვაღიარებ რო მივქარე  გირჩს რო მივეცი ხმა . 2024  ამ შეცდომას აღარ დავუშვებ  თუ იგივე  რასკლადი იქნება ჟოპოობის .

 

    ღმერთმანი 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   25 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 24 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(14)
    • YandexBot(1)