Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'ქმნის' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 2 results

  1. ელენე ხოშტარია "ევროპულ საქართველოს" ტოვებს და დამოუკიდებელ პოლიტიკურ ცხოვრებას იწყებს. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მას აქვს ახალი პოლიტიკური მიზნები და აპირებს დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა შექმნას. მან ასევე აღნიშნა, რომ არ აპირებს რომელიმე პარტიაში გადასვლას ან პარლამენტში შესვლას. "მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ გადავდივარ არცერთ სხვა პარტიაში და ასევე მყარად ვრჩები ოპოზიციურ ერთობაში. ოპოზიციური ერთობა არის უძლიერესი იარაღი დღევანდელ რეჟიმთან ბრძოლისთვის", - თქვა ხოშტარიამ. "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, დავით ბაქრაძემ თქვა, რომ ეს მათთვის სიახლე არ ყოფილა და იცოდნენ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ის პარტიას ტოვებდა. "ყველა ბინძურ ჭორს, რომ თითქოს ეს არის უთანხმოების შედეგი, ან თითქოს ელენე აპირებს პარლამენტში შესვლას, ან თითქოს არის რაღაც განხეთქილება, ყველა ასეთ ბინძურ ჭორს მინდა ვუპასუხო, რომ ეს ასე არ არის. ელენეს სურვილი იყო დამოუკიდებელი აქტივიზმის მიმართულებით. ვფიქრობ, რომ მიზნები რაც გვაქვს არის საერთო. ბუნებრივია გული გვწყდება, მაგრამ ეს არის პოლიტიკა, ჩვენ ვრჩებით თანამოაზრეებად და ვემსახურებით ერთსა და იმავე მიზანს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ. ელენე ხოშტარია ზედიზედ 2 მოწვევის პარლამენტის წევრია. ის პარლამენტის წევრი "ნაციონალური მოძრაობის" სიით გახდა. მას შემდეგ კი რაც პარტია დაიშალა, ის "ევროპულ საქართველოში" გადავიდა. სწორედ ამ პარტიის სიით გახდა ის მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი. მისი აზრით, 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა და უარს ამბობს მანდატზე. პარლამენტის დეპუტატობის პარალელურად ის აქტიურად იყო ჩართული საპროტესტო აქციებში. ის 2020 წლის არჩევნებზე ოპოზიციური პარტიებმა ვაკეში საერთო მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელეს. სრულად ნახვა ელენე ხოშტარია ადასტურებს, რომ ევროპულ საქართველოს ტოვებს და ახალი პოლიტიკური გაერთიანების ჩამოყალიბებას აანონსებს. ამის შესახებ მან ევროპული საქართველოს ოფისში, პარტიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მან ევსაქებს მადლობა გადაუხადა. “ეს არის გუნდი, რომელშიც მე, პრაქტიკულად, დავიწყე პოლიტიკური ცხოვრება, გავიარე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბრძოლები და ბევრი რამ შევიძინე, ამიტომ დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს”, – მიმართა მან ევსაქების წევრებს. […] სრულად ნახვა “ადამიანს უნდა რომ იყოს მარტო და იბრძოლოს მარტო. ამის უფლება აქვს”, – ეს განცხადება ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გააკეთა პარტიიდან ელენე ხოშტარიას წასვლის კომენტირებისას. მისი თქმით, ხოშტარიას წასვლის მიზეზი არ ყოფილა ის, რომ მას პარტიაში აქტივიზმის საშუალებები ჰქონდა შეზღუდული. “მე მხოლოდ წარმატებას ვუსრუვებ, რადგან ყველა ადამიანი იქნება ის პარტიულ სტრუქტურაში გაერთიანებული თუ იქნება […] სრულად ნახვა
  2. ნოემბრის დასაწყისში ესპანეთის fintech სექტორის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, სენატის ეკონომიკურმა საკითხებისა და ციფრული ტრანსფორმაციის კომიტეტმა საბოლოოდ დაამტკიცა კანონი ფინანსური სექტორის ციფრული ტრანსფორმაციის შესახებ. ესპანეთის Fintech-ისა და Insurtech-ის ასოციაციამ ხაზი გაუსვა კანონის მნიშვნელობას: ”მისი დაუყოვნებლივი განხორციელება საშუალებას მისცემს სექტორს შექმნას ახალი ინიციატივები Fintech-ის ეკოსისტემაში, ხელი შეუწყოს დაფინანსებაზე წვდომასა და კონკურენციის გაზრდას. ასევე მიღებული კანონი სხვადასხვა სახის ბარიერს შეამცირებს”. “მე მჯერა, რომ ეს მარეგულირებელი მოვლენები ხელს შეუწყობს ახალი ტიპის ღირებულების სამუშაო ადგილების შექმნას, ტექნოლოგიურ განვითარებასა და კონკურენტუნარიანობას”,- განაცხადა ისმაილ სანტიაგომ, სევილიის უნივერსიტეტის პროფესორმა და OlivaChain I + D + აღმასრულებელმა დირექტორმა. ”ჩვენი ქვეყნის კრიპტო ასპარეზზე გამოჩენისთანავე, მრავალი საერთაშორისო კომპანიის კარი გაიხსნა ციფრული ვალუტის პოტენციალის მისაღებად. კანონის მიღება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. ამით ფართო საზოგადოებას კრიპტოვალუტაში უფრო მეტი ინვესტიციის შესაძლებლობა მიეცემა”,- განაცხადა ოლვარო ალკაზიზმა, Onyze-ის თანადამფუძნებელმა. შეგახსენებთ რომ, ოქტომბრის ბოლოს ესპანელ კანონმდებლებს ერთი ევროს ღირებულების კრიპტოვალუტა, ინდუსტრიის პოპულარიზაციის მიზნით, პირად ანგარიშებზე დაერიცხათ. The post ესპანეთი კრიპტოვალუტის განვითარებისთვის შესაბამის გარემოს ქმნის appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.