Jump to content
×
×
  • Create New...

სავალდებულო გაწვევა და დასავლური სტანდარტები


Recommended Posts

  • ფორუმელი

@Eric

2 minutes წინ, Eric said:

თქვენ ჩემზე ბევრად უკეთესად აყალიბებთ

არ მგონია ასე, რადგან ადრეც მაქვს ნათქვამი.

გაიხსენეთ, რომ ევროპისათვის დამახასიათებელია არა მასობრივი, არამედ მცირე და პროფესიული არმია. მასობრივი არმიები შეიქმნა საფრანგეთის დიდი რევოლუციის შემდეგ, ხოლო მათი აუცილებლობა განპირობებული იყო ტექნიკური პროგრესით. სწორედ მაშინ (და მხოლოდ მაშინ) ატარებდა დასავლური ელიტა სოციალური პროგრესის პოლიტიკას. როგორც კი ჩათვალეს, რომ მასობრივი არმიები აღარ ესაჭიროებოდათ, მაშინვე შეუდგნენ პოლიტიკის ამოტრიალებას.

 

მაკიაველის არგუმენტაციას რომ მივყვეთ, დაახლოებით ასეთი რამ გამოვა:

1) არავინ დაიცავს სხვის კერძო საკუთრებასა და ოჯახს, თუ ამით საკუთარს არ იცავს

2) არანაირი აზრი აქვს ქონების დაგროვებას, თუ დაგროვებულის დაცვა შეუძლებელია

3) თუ ომის ძირითადი შედეგი კლეპტოკრატების ერთი ჯგუფის მეორეთი შეცვლაა, თუნდაც უცხოელებით, პატრიოტული რიტორიკა ვერ გახდება მოტივაციის წარმომქნელი.

4) მასობრივი არმიის შექმნას ესაჭიროება სახელმწიფოს არსებობაში ლეგიტიმური ეკონომიკური ინტერესის გამო დაინტერესებულ მოქალაქეთა მასა

გარდა ამისა, რადგან საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინსტიტუტებისაგან უკონტროლო კაპიტალიზმი წარმოშობს არა კონკურენტულ, არამედ ოლიგოპოლიურ გარემოს, თავისუფალი ბაზარი ერთი თაობის სიცოცხლის ხანგრძლივობის დროში გადაგვარდება კლეპტოკრატიად. მერე, კიდევ, შეუძლებელია ეკონომიკური წინსვლა იაფი ინვესტიციების გარეშე, ხოლო მათი მიღება - არასტაბილურ გარემოში.

აქედან გამომდინარეობს, რომ სახელმწიფოს დაფუძნებისას აუცილებელია, პირველ რიგში, პოლიტიკური სტაბილობის შექმნა და შენარჩუნება, რისთვისაც საჭიროა ისეთი საზოგადოებრივი ინსტიტუტების ჩამოყალიბება, რომლებიც შეძლებენ არბიტრის ფუნქციის შესრულებას და, ამავდროულად, მასობრივი არმიის შექმნა, შეიარაღება და განვითარება. ამ ყოველივეს ესაჭიროება არა ეკონომიკური წინსვლა, რადგან იგი იმტავითვე შეუძლებელია, არამედ პერმანენტული მობილიზაცია, რომელიც მიღწევადია მხოლოდ სოციალური სამართლიანობის პირობებში.

გავიხსენოთ, რომ ვაიმარის რესპუბლიკის რაიხსვერმა მოამზადა კადრები, მაგრამ ტოტალური ომისა და პერმანენტული მობილიზაციის შესაძლებლობა შექმნა ნაცების სოციალურმა პოლიტიკამ, რომელიც ომის შემდეგაც შენარჩუნდა და განვითარდა გერმანიაში, ცხადია, რასობრივი შიზოფრენიისა და ტოტალიტარიზმის გარეშე.

რაც შეეხება ჩვენი ელიტის დაჯერებულობას, ვისაც დავებაზრებით, ყველას დავაგოიმებთ, ამიტომ შემოსავლების გაყოფა საჭირო არააო, იგი გულის ამაჩუყებელია.

 

Share on other sites

  • ფორუმელი
17 minutes წინ, kvipriane said:

ის რაც გარდაუვალია მილორდ და არაფრის დიდებით არ აგვცდება არცერთ ჩვენგანს საშიში არ შეიძლება იყოს  (ბიოლოგიური სიკვდილი)

როცა ისეთ ვითარებაში აღმოჩნდებით, როცა ნებისმიერი წამი შეიძლება, უკანასკნელად დაგვირჩეს, ინსტინქტები უაღრესად ხმამაღლა იწყებენ საუბარს.

Share on other sites

7 minutes წინ, York Ge said:

მაკიაველის არგუმენტაციას რომ მივყვეთ, დაახლოებით ასეთი რამ გამოვა:

1) არავინ დაიცავს სხვის კერძო საკუთრებასა და ოჯახს, თუ ამით საკუთარს არ იცავს

2) არანაირი აზრი აქვს ქონების დაგროვებას, თუ დაგროვებულის დაცვა შეუძლებელია

3) თუ ომის ძირითადი შედეგი კლეპტოკრატების ერთი ჯგუფის მეორეთი შეცვლაა, თუნდაც უცხოელებით, პატრიოტული რიტორიკა ვერ გახდება მოტივაციის წარმომქნელი.

4) მასობრივი არმიის შექმნას ესაჭიროება სახელმწიფოს არსებობაში ლეგიტიმური ეკონომიკური ინტერესის გამო დაინტერესებულ მოქალაქეთა მასა

მაკიაველიდან რომ გადმოვინაცვლოთ გურჯისტანში სენიორ?

და უფრო დავკონკრეტდეთ?

ფინანს ეკონომიკა და ქიმია ჩემი ძალიან სუსტი მხარეა სენიორ )))

Share on other sites

  • ფორუმელი
14 minutes წინ, York Ge said:

რაც შეეხება ჩვენი ელიტის დაჯერებულობას, ვისაც დავებაზრებით, ყველას დავაგოიმებთ, ამიტომ შემოსავლების გაყოფა საჭირო არააო, იგი გულის ამაჩუყებელია.

ეს მართლა ასე გონიათ ?

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
6 minutes წინ, Eric said:

მაკიაველიდან რომ გადმოვინაცვლოთ გურჯისტანში სენიორ?

ჩამოვთვალოთ, რა გვიშლის ხელს და მივყვეთ.

ჩემი აზრით, აუცილებელია:

- პროფკავშირების ორგანიზაცია

- მაქსიმუმ 40 სთ სამუშაო კვირა

- ხელფასის მინიმუმი

- ისეთი ეკონომიკური დარგების ნაციონალიზაცია, სადაც ოლიგოპოლია უკვე ჩამოყალიბებულია

- სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები

2 minutes წინ, kvipriane said:

ეს მართლა ასე გონიათ ?

თანაც იმ დონეზე, რომ, როცა ვერ აგოიმებენ, ჯერ ჯერ გულწრფელად უკვირთ და მხოლოდ მერე ღიზიანდებიან.

Share on other sites

  • ფორუმელი
4 საათის წინ, Eric said:

საკუთარ თავს ესაუბრებით სენიორ

ერთ პოსტში ერთგან არგუმენტს უარყოფთ მეორეგან ეთანხმებით

ბოლობოლო ეს სოციალური სამართლიანობა კარგია და სჭიროა თუ არა?)

სენიორ არა, არ ვეწინაამღდეგები ჩემს თავს. ის რომ სოციალური სამართლიანობა კარგია და აუცილებელია მოტივირებული მასობრივი არმიის ჩამოსაყალიბებლად, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ სოციალურად უსამართლო სისტემაში ვერ მოიძებნებიან არამასობრივი არმიის ჩამოსაყალიბებლად საკმარისი ხალხი ვინც იდეოლოგიის გამო იომებს

4 საათის წინ, Eric said:

სომხებმა წააგეს.

სომხებმა წააგეს არა იმოტომ რომ ვინც წავიდა დაბალი მოტივაცია ჰქონდა არამედ მომზადებული იყო ცუდად. აზერებიც არ არიან სოციალურად სამართლიანი სახელმწიფო, მაგრამ მათაც იომეს.

@York Geარ მეთანხმებით ზემოთქმულზე?

Share on other sites

ონლაინ, Instance said:

მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ სოციალურად უსამართლო სისტემაში ვერ მოიძებნებიან არამასობრივი არმიის ჩამოსაყალიბებლად საკმარისი ხალხი ვინც იდეოლოგიის გამო იომებს

არ ნიშნავს მარა ომი გინდათ თუ მოგება ვეღარ გავიგე

არაფერი კარგი ომში არ ყრია ისე

27 minutes წინ, York Ge said:

- პროფკავშირების ორგანიზაცია

- მაქსიმუმ 40 სთ სამუშაო კვირა

- ხელფასის მინიმუმი

- ისეთი ეკონომიკური დარგების ნაციონალიზაცია, სადაც ოლიგოპოლია უკვე ჩამოყალიბებულია

- სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები

დაკრედიტებაზე წვდომა?

Share on other sites

2 minutes წინ, Instance said:

სომხებმა წააგეს არა იმოტომ რომ ვინც წავიდა დაბალი მოტივაცია ჰქონდა

მოტივაციის სრუ;ლი არქონის \შემთხვევაში ომი არც ხდება.

სომხების მოტივაცია არ იყო საკმარისი, მათ არ და ვერ იომეს, შუშა მაგალითად

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   114 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 114 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(10)
    • YandexBot(2)
    • Facebookexternalhit(5)