Jump to content
×
×
  • Create New...

ლიტერატურული კაფე "სვიფ"


L_Autre_monde
 Share

Recommended Posts

იმენნა არასწორები ხართ ორივე...

ერთმანეთს შეეფერებით ყველი და პურივით...

კაცს რომ დასჭირდებით - ჯორის ხორცივით გამოუსადეგარები ხდებით :lynch:

რო გავიზრდები, თქვენს ჯინაზე ისევ ბავშვი ვიქნები...

რას მირტყამ შე ჩემა? შენ მოგპარე? :scared:

ხოდა, ხელი ბიჭო სანამ გადაგამტვრიე მაჯაში...

გაბუტულია ბიჭი... ვერ თხოვს :facepalm:

 

Share on other sites

წუხელ , მთელი ღამე ვხატავდი ტუჩებს...
ასე ახლობელს, ასე ნაცნობს და მიუწვდომელს...
თითქოს სწორად...
ჟანრის ყველა წესების დაცვით.
ორიგინალისგან ვერ გაარჩევდი, მაგრამ რაღაც აკლდა...
ერთი შტრიხი, სულ ერთი ცალი... ერთი მოსმა და...

გაივსო ოთახი დაჭმუჭნული ფურცლებით...

პ.ს. ლექსი არაა :facepalm:

Share on other sites

Posted (შესწორებული)

ლეგენდის თანახმად, ჯერ კიდევ უხსოვარ დროში, როდესაც ღმერთებიც კი ჯერ არ დაბადებულიყვნენ , პატარა პრინცესა ცხოვრობდა. მას ღრუბლების პრინცესა ერქვა, რადგან სულ მოწყენილი იყო, ღრუბლებზე იჯდა და ტიროდა,. მისი შემქმნელი დედა ღრუბელი დიდი ხნის წინ შეჯახებოდა სხვა ღრუბელს და გამქრალიყო. პატარა პრინცესა სხვა კეთილმა ღრუბლებმა შეიფარეს და გაზარდეს.
სწორედ მისი ცრემლებისა და მოწყენილობის გამო სამყაროში გამუდმებით ბნელოდა და წვიმდა. ერთხელ პრინცესა ღრუბლიდან გადმოვარდა და თავისსავე უნებლიედ წყვდიადმოსილ სამყაროში დაიკარგა. მაშინ მიხვდა, რომ არ მოსწონდა ბინდით მოცული სამყარო და პირველად შეწყვიტა ტირილი.

მოწყენილი სიბნელის გასაფანტად ღრუბლების პრინცესამ მზე შექმნა. სურდა საუკუნეების მანძილზე საკუთარი ცრემლითა და სევდით დაბურული სამყარო გაენათებინა , თუმცა ვერ შეძლო.
მზე ძალიან პატარა აღმოჩნდა ამხელა პასუხისმგებლობისთვის.

პატარა ძმის შემოქმედებიდან :fofo:

Edited by L_Autre_monde
Share on other sites

Posted (შესწორებული)
მე რომ წავალ ალბათ იტყვის დედა
ეს რა კარგი გამიზრდია შვილი
და ინატრებს ის დღე მისცა ნეტავ.
პირველად რომ დამიკერა ღილი.
როცა წავალ,გაიხსენებს მამაა
პირველად რომ მნახა უკვე დიდი
კარგია რომ არ გამათამამა
კარგია რომ ასე კარგად მსჯიდი
წავალ,მჯერა მერე იტყვის ქალი
შესაძლოა დაიღვაროს ცრემლად
ეცოცხლაო,ყოფილიყო მთვრალი
მთვარია ვიქნებოდით ერთად.
მე არვიცი რას იფიქრებს შვილი
ალბათ ცუდს და ალბათ ცოტა კარგსაც
თვიტონ ვიცი მოვაკელი ხილი
და ვაკლებდი ნაყინსაც და მარწყვსაც
რას იტყვიან ძმები წავალ როცა,
ალბათ იქაც შემფიცებენ ძმობას
ჩემს გარეშე დაიცლება ბოცა
ჩემს გარეშე აყვებიან გრძნობას
იქ, კი ვიცი ვინც დამხვდება იტყვის
მუდამ სცდიდა თავის ბედს და წერას
კარგი არ უკეთებია თითქმის
თუ არ ჩავთვლით რაღაც ლექსის წერას
მე მინდა რომ ვუპასუხო ყველას
ქალებს, შვილებს, ჩემიანებს, მასას
მოერიდონ უსაფუძვლო ღელვას
არ ვაპირებ
მე ჯერ არსად წასვლას …

 

ნიკო

Edited by L_Autre_monde
Share on other sites

მტირალა ტირიფი

ლამაზი ვარ, ტანადი, სახელიც კი ლამაზი შემირჩიეს, მტირალას მეძახიან. ოჰ,
რა კარგად შეურჩევიათ ჩემთვის სახელი. სულ ვტირი და ვტირი. ნეტავ რა მატირებს?!
არ ვიცი, უბრალოდ, ასეთი დავიბადე, ბუნებამ ასე მოინდომა ჩემი დაბადება და
ამ ტირილით იხატება ჩემი სილამაზე და მშვენიერება. მტირალა ტირიფი ვარ,
ჩამოვუშვებ ჩემს ლამაზ ტოტებს ძირს და ვტირი, მაგრამ ჩემი ცრემლები ჯერ
არავის უნახავს. ჩემთვის ბევრ ხეს შემოუნატრია, აი, მაგალითად, ჩემს
გასწვრივ მდგომ წაბლის ხეს, სულ მებუტბუტებოდა, შენ რა გიჭირს, მტირალავ,
ზამთარ-ზაფხულ ფესვებს ანკარა მთის წყარო გისველებს, მე კი რა უნდა ვქნა.
ზაფხულში წყალი თვალითაც კი არ მენახება, შენ კი სულ ჭაობში დგახარ
მტირალავ, ამიტომაც შეგარქვეს მტირალა, ნეტავ მეც ვყოფილიყავი შენისთანა
ცრემლებიანი. მეუბნება ჩემზე დიდად ბუმბერაზი წაბლის ხე. ეჰ, რა სულელია
წაბლის ხე, ჩემსავით მტირალა უნდა რომ გახდეს, მერე საიდან, ჩემსავით ხომ
ვერ ჩამოუშვებს თავის ბუმბერაზ ხელებს ჭაობიან მინდორზე.
ხშირად ესეც უთქვამს ბუზღუნა წაბლს, შენი ადგილი ცოტახანს დამითმეო, მაგრამ
ის კი არ იცის ბუზღუნა წაბლმა, რომ მე უწყლოდ მოვკვდები. აი ხედავთ,
ფესვები თითქმის სულ წყალში მაქვს, მაგრამ მაინც სულ წყალი მინდა.
ძალიან მიყვარს ციდან წამოსული შხაპუნა წვიმა, მაშინ ხომ სულ მთლიანად
ვსველდები და ეს მახარებს. აბა მეტი რა უნდა მახარებდეს მტირალა ტირიფს, თუ
არა ცრემლები, ჩემი ცრემლები და არა წვიმის წვეთები, მაგრამ ზეცა შხაპუნა
წვიმით ხშირად არ მანებივრებს. გაჯავრებით დამყურებს თავზე, ბუზღუნა
წაბლივით, მებუზღუნება: წვიმა რად გინდა, ისედაც წვიმად ქცეული ხარ, სულ
ტირიხარ.
ოხ! რატომ ყველა მიწყრება მტირალა ხარო, მტირალა ვარ და წვიმას ვთხოულობ.
აბა გვალვას ხომ არ მოვითხოვდი, რად მინდა გვალვა, დამიჭკნობს ფოთლებს და
სილამაზეც თანდათან გაქრება, გამახმობს ისე, ვით ყვავილს ველზე ამოსულს,
რომლესაც გვერდით გაუვლიან, ველურად მოგლეჯენ, აყვავებულ ტოტებს დაწიწკნიან
და გადაყრიან. რა ცოდოა ასეთი ყვავილი, ჯერ გვალვა არ აძლევს მხიარულების
საშუალებას, შემდეგ კი ასეთი უპატივცემულობა სულ ანადგურებს მას.
ასეთი ქცევით მეც ხშირად „მანებივრებთ“. მოვლენ მომაჭრიან ერთ-ერთ
საუკეთესო ხელს და შესაჭმელად დაუგდებენ პირუტყვს. უფრო მეტად,
განსაკუთრებით ამ დროს ვტირი, როცა ჩემს ხელს ვიხედები მიწაზე უსულგულოდ
დანარცხებულს. როცა ჩემს თავს შევცქერი ნახევრად მოჭრილს. საშინლად ვტირი,
ესეიგი მტერი უფრო მეტად მატირებს, ისედაც მტირალას.

მადონა გვეხიძე

 

Share on other sites

Posted (შესწორებული)

ერთხელ ამ პატარა სტროფებმა შეგვარიგა...

ჩემი ეგონა ჩერჩეტელას... :fofo:

ჰეჰ, ასთე ლამაზად რომ ვწერდე, მულანას ფოფოსაც კი შევაბამდი:uyhuhu:

******************

დღეს, დავწვი წიგნი, შენთვის
რომ ვწერდი,
როგორც ვაზისას წვავენ
წალამებს,
მივდივარ, სადაც არ სვამენ
წერტილს
და მახინჯივით არ დამმალავენ...
მეყო სიცივე და რაც მათოვე,
გავიხდი შენი ყინვის მანტიებს,
მე გაპატიე ეს სიმარტოვე,
მაგრამ ვერცერთ ლექსს ვერ
გაპატიებ.
 
Edited by L_Autre_monde
Share on other sites

Posted (შესწორებული)

ახლა, შენთვის შემომარტყმევინა ხელუკუღმა და სიცოცხლეს მივცემდი, ოღონდ მართლა...

თავხედობასაც ხომ აქვს საზღვარი?

მაგრამ შენსას არა...
გაგდის და რატომაც არა... :facepalm:

სამჯერ დავაპირე თქმა და არ ვთქვი...
არ იყო ალბათ სათქმელი...
და არც ვიტყვი...

არ იმსახურებ ბოლო საიდუმლოს გამხელას და იყავი ეგრე...
ისედაც შიშველი მგონია თავი...
ჩემი ყველა სიგლახე იცი...

მე ხომ ჩემი მჭირს, მაგრამ შენც ვერასდროს ვერ გაიგებ რატომ მეშინია შენი...
ცოლად რომ დამიჯდე სახლში.

ორი ბიჭიც რომ გამიჩინო...

მაგას მაინც არ გეტყვი...

ვაბშე ვინ გგონია შენი თავი?
რას მემართლები?

გგონია, ყომარში მომიგე და რასც გინდა იმას მიზამ?
არაა ეგრე...

მეტი აღარ მოხვიდე, გთხოვ...

ყველა იმ ლამაზი ნათენებ ღამეებს გაფიცებ...
მეტი ნუღა მოხვალ...

გავიგე...
სიყვარულის უფლება არ მაქვს...
წყნარად სიკვდილის უფლება მაინც რატომ არ მაქვს, მაცოდინა ნეტავი :facepalm:

წადი შვილო, თავს უშველე, გზას ეწიე... ხო ხედავ, შემომაბერდი... :moderi:

 

 

Edited by L_Autre_monde
Share on other sites

ზოგჯერ ადამიანები იმაზე მეტს გრძნობენ ვიდრე სურთ რომ იგრძნონ. ასე მოხდა ჩემთანაც. ის ვიგრძენი რამაც გული მატკინა. არც სიტყვებით და არც ქცევებით გამოუხატავს, რომ მის წარმოსახვაში ნელ-ნელა დავმახინჯდი. მკერდი ჩამომეწელა, მუცელი ჟელეს დაემსგავსა (სიარულისას თითქოს მე, მკერდი და მუცელი სამი სხვადასხვა, მთვრალი პიროვნება ვიყავით, რომლებიც ერთმანეთს გამუდმებით ფეხებში ედებიან). ალბათ, იმასაც ამჩნევდა, რომ ჩემს თმას ფერი ეცვლებოდა, თუმცა გულმოდგინედ ვცდილობდი დამემალა. ამ ყველა მახინჯ შეგრძნებათა შორის, უმახინჯესი მაინც. იმის შემჩნევა იყო, თუ როგორ ჰკოცნიდა სხვა ქალებს ჩემი ტუჩების გავლით და როგორ ეხვეოდა მათ ჩემი სხეულიდან. აქ იყო და თან არც იყო. არ უთქვამს დამახინჯდიო, არც ის უთქვამს, რომ გადავუყვარდი. არაფერი უთქვამს, საერთოდ…არც ყოფილა საჭირო, ყალბი ღიმილი და გაყინული თვალები უსიტყვოდაც ყველაფერს ამბობდნენ, ისედაც… ყოველ ჯერზე, როდესაც თვალებში ჩავხედავდი, ვტიროდი, შიგნიდან, უხმოდ და უცრემლოდ (თუმცა მას არასოდეს შეუმჩნევია).მერე მისგან ყალბი ღიმილი მეც შევისწავლე და ყველაფერი დალაგდა. ისე იყო როგორც უნდა ყოფილიყო. ყოველი გაღიმება, ჩახუტება და ალერსი გახდა “სამსახური”, რომლისთვისაც არცერთს არაფერს გვიხდიდნენ. და ვგრძნობდი, თანდათან როგორ ვკარგავდი ადამიანობას, ემოციებს, გრძნობებს, ყველაფერს, რაც ოდესმე ძვირფასად ჩამეთვალა. დავცარიელდი. გამოვიფიტე. ალბათ, ისიც დაიღალა და გამოტყდა, რომ სხვანაირი გავხდი და ასე, უბრალოდ წავიდა. მისთვის ბევრი რამის თქმა მინდოდა, მაგრამ არაფერი მითქვამს, უბრალოდ მოვკვდი. თუმცა, არ მიდარდია, რადგან ამაზე უფრო მკვდარიც ვყოფილვარ. დროთა განმავლობაში ქვად და ლოდად ქცეული გული დაიბზარა და გატყდა. ჰოდა, აიღეს ეს ნამსხვრევები და არანაკლებ დამსხვრეულ სხვა სხეულის ნაწილებთან ერთად ჩაყარეს ხის სკივრში და მიწაში ღრმად ჩაფლეს. სული კი იმ ნაფლეთებს გამოცლილი დიდ, შავ ქვაში ჩაკეტეს. ვიმზირებოდი ქვიდან და ვხედავდი ბევრს. ახალ საფლავებს, მტირალ ხალხს, მომლხენ-მოქეიფეთ. წითელ კვერცხებს, სანთლებს, პასკებს… თუმცა, ძირითადად მარტოობას ვხედავდი, როგორც საკუთარს, ისე ჩემი მეზობლებისასაც. ახლებთან ჯერ ხშირად მოდიოდნენ, მერე უკლებდნენ, ბოლოს ჩემი საფლავის მსგავსად, ისინიც აბალახდებოდნენ ხოლმე. ერთგვარი ციკლივით იყო, რომელიც იშვიათად თუ ირღვეოდა. აი, მაგალითად, ისე როგორც იმ დღეს.
წარმოსადეგ სევდიან მოხუც კაცს შორიდანვე მოვკარი თვალი, ყვავილებს ცოცხივით მოიქნევდა და მოჩანჩალებდა. ახლოს რომ მოვიდა, სახე მეცნო, თუმცა, ვერ გავიხსენე. აქ ყოველთვის ბევრი ხალხი ირევა, დრო კი ადრინდელზე სწრაფად გადის. ჩემს ქვასთან გაჩერდა. ყვავილები დააწყო. ქვიდანაც ვიგრძენი შუბლზე მოდებული მისი ტუჩების სიმხურვალე. ადამიანი რომ ვყოფილიყავი, ალბათ გამაჟრჟოლებდა, ახლა კი მხოლოდ სითბო მეამა. დაბერებულა. მოტეხილა. ოდნავ წელშიც მოხრილა, მაგრამ არ დამახინჯებულა, განსხვავებით ჩემგან. რაღაცები იბუტბუტა და წავიდა. მგონი პატიებას მთხოვდა, თუ რაღაც მსგავსი. იმ დღიდან ჩემთან სტუმრობის სიხშირე გაზარდა. ხანდახან სვამდა კიდეც ჩემს ქვასთან ერთად. შემებრალა, რადგან იმაზე მარტოსული მეჩვენა ვიდრე ჩვენ ყველანი. ვაპატიე. არ მითქვამს მაგრამ მგონი იგრძნო. მისთვის აღარ ვიყავი მახინჯი, პირიქით, იმაზე ლამაზად მხედავდა, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ, ალბათ ასაკმა მეხსიერებაც დაუქვეითა, არ ვიცოდი, უნდა მწყენოდა თუ გამხარებოდა მის თვალებში აციმციმებული ჩემი სილამაზე, ოდესღაც დაკლებული კომპლიმენტები და ყვავილები? ნაზი ამბორი, რომლის სიმხურვალეც ვეღარ მწვავდა და საერთოდ ყველაფერი რისმა ნაკლებობამაც მიმსხვერპლა.
ერთხელ, იქ სადაც ჩემი გული ეგულებოდა ჩამეკონა, თითქოს ჩამეხუტა და ზედ დაიძინა.
აღარ გაუღვიძია. ბოლოჯერ დაიძინა. ჩემი ქვის გვერდზე სხვა ქვა გაჩნდა. (არ ვიცი რატომ მომიწვინეს მე გვერდით, სიკვდილის შემდეგ. მას ხომ ჩემს სიცოცხლეში ჩემსავე გვერდით მწოლიარეს გონებით სულ სხვა ქალებთან ეძინა? რა შეიცვალა? თუ არ ჩავთვლით სიკვდილს? რომლის ნაკლებობას არც სიცოცხლეში ვუჩიოდით?) იმ ქვის პატრონი თვალს არასოდეს მისწორებს. მხოლოდ თავს ხრის და თითქოს რაღაცას ნანობს. ვინ იცის რას?
მე უკვე საუკუნეა ვაპატიე, მაგრამ თვითონ ისევ ვერ ჰპატიობს თავს. ჯერაც ვერ ხვდება, რომ სიკვდილით არაფერი შავდება.
მხოლოდ სიცოცხლით…
 
@ჩემი პატარა უცნობი ძმა, რომელიც ხანდახან მე მიყენებს პროტოტიპად ან ჩემი სულიერი ძმაა... :*
Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share