Jump to content
×
×
  • Create New...

ბოდიში


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
18 minutes წინ, CHAOS said:

არის მესიჯიც და ამ მესიჯის გადაცემის ფორმაც.

და რა აზრი აქვს ისეთ პროტესტს, რომელიც საბოლოო ჯამში სისტემას შეცვლას არ ემსახურება? სახლში გამოკეტვით რეალურად რას შეცვლის? უკმაყოფილება გამოხატე და რა?

Share on other sites

10 minutes წინ, Vermillion said:

და რა აზრი აქვს ისეთ პროტესტს, რომელიც საბოლოო ჯამში სისტემას შეცვლას არ ემსახურება?

ცვლის. უკვე შეცვალა. სოციალური დისტანცია მაგალითად (კოვიდშმოვიდ). ფესვები მანდ აქვს.

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, CHAOS said:

ცვლის. უკვე შეცვალა.

frame-დან გაღწევა ფრეიმისთვის ბოდიშის მოხდით. WTF-ის განცდას მარტო მე მიტოვებს?

მასათა პასიური ამბოხი, როცა დომინანტურ კულტურას პასიური ქმედებით უპირისპირდები, სადღაც 50წელში რაღაცას შეცვლის მოლოდინით, ჰმ. საით მიექანება მსოფლიო, საფრანგეთის რვოლუციის ეპოქაში დამაბრუნეთ))

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
28 minutes წინ, Vermillion said:

პასიური ამბოხი


:user:

თითქმის მთელი Underground პასიური ამბოხებაა არაა? :user:

Edited by Alfred Albion
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

ჰიკიკომორი სად იყო, დოსტოევსკი რომ წერდა სახლში გამოკეტილ ამბოხებულებზე! :) 

https://ru.wikipedia.org/wiki/Записки_из_подполья

Edited by Alfred Albion
Share on other sites

  • ფორუმელი
12 minutes წინ, Alfred Albion said:

თითქმის მთელი Underground პასიური ამბოხებაა არაა?

მერე ათწლეულები სჭირდება იმ თაობის გამოსაზრდელად, რომელიც აქტიურ ამბოხში გადავა.

თან ამ ჰიკიკიმორის იდეას ვუტრიალებ, ანუ მე სახლიდან არ გავიდე, სოც. კონტაქტები შევზღუდო, ათი წელი იმიტომ, რომ მთავრობა, კულტურა თუ სოციალური იერარქია არ მომწონს,უმოქმედებით მათი სოციუმის აქტიურ წევრად ყოფნაზე უარი ვთქვა და ჩემი სახით, რეალურად, რა აკლდება, ასეთ სახელმწიფოს?

მინუს ერთი პოტენციური "მსახური", ქვეყანაში, სადაც ხალხი ისედაც ჭარბადაა და შვილების ყოლის განსაზღვრული რაოდენობაც კი არის დადგენილი.

ამ უხმო და ოსტრაკიზმისეული პროტესტით რას ვცვლი? მილიონ ადამიანემდე ასე ცხოვრობს, მთლად უკეთესი იაპონიისთვის, ეს ადამიანები არ გამრავლდებიან, სახელმწიფოს პრობლემებს არ შეუქმნიან. ქუჩაში რომ გამოვიდეს ეს ხალხი და გააპროტესტოს რაც  არ მოსწონთ, თუნდაც დაიმხონ ქალაქი, უფრო საინტერესო იქნება. 

ჩემთვის ნიჰილისტურ-დეპრესიული განწყობაა უფროა, ვიდრე რეალური ამბოხი. ადვილია სახლში გამოიკეტო, პროდუქტები მოიმარგო და შეუმჩნევლად იცხოვრო, ვიდრე ეჯაჯგურო სახელმწიფოს/სოციუმს და იმის გამოსწორება მოსთხოვო, რაც არ მოგწონს. თორე მოუჯახუნე შენი სახლის კარები სოციუმს და შორს გააგზავნე, ამით სოციუმს რა აკლდება?

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
36 minutes წინ, Vermillion said:

ეჯაჯგურო სახელმწიფოს/სოციუმს და იმის გამოსწორება მოსთხოვო, რაც არ მოგწონს.

თუ რაღაცის გამოსწორება შეგიძლია და არაფერს არ აკეთებ, ეგ შეიძლება, დანაშაულიც კი იყოს?
მაგრამ როცა აზრი არ აქვს?

აი, გავიდნენ გარეთ ყაზახები ცოტა ხნის წინ და დაიმხეს ქალაქი - შეცვალეს რამე?
ან ბელარუსებმა რა შეცვალეს?
ან რუსებმა?
ან ჩვენ რად არ გავდივართ?
და როცა გავედით, რა შევცვალეთ?
20 ივნისს დატეხილმა თავებმა და გამოთხრილმა თვალებმა რა შეცვალეს? 
სიზიფის შრომაც კი არაა - უბრალოდ თავით ასკდები კედელს.
ეს აზიაა - უზარმაზარი, ცივი, ულმობელი. 

რა აზრი აქვს, ისრები დაუშინო ზეცას?
იქნებ ჯობდეს კიდეც განდგომა მიწისქვეშეთში და თუ ოდესმე ზამთარი დასრულდა, ჯეჯილივით კვლავ აღმოცენება გაზაფხულზე? :)   

Edited by Alfred Albion
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share