Jump to content
×
×
  • Create New...

აისიდან დაისამდე


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ვმუშაობ ალბათ ბოლო 6+ თვეა.

თავისთავად რა სოც. ცხოვრება, რი სოც. ცხოვრება, ჩავიძირე ამ ამბებში, ნელნელა, როგორც ჭაობმა იცის.

რამდენიმე დღის წინ დამირეკეს უცებ ბრაცებმა, გამო შეჩემა რამდენი ხანია არ ჩანხარო. გავედი.

ირეოდნენ გიორგები და ნინოები. ძველები ჩავპროშტნე, ახლები გავიცანი.

ამ ახლებში ერთი ნინო ურევია, მინიმალური კომპეტენციის ბარიერები ზედმეტი ძალიასხმევის გარეშე გადალახა, შორიდანაც, ახლოდანაც.

ვსაუბრობთ, ჰაერი ცოტა შესქელდა, სასიამოვნოდ. კედელს არ ვეთამაშები ტენისს აშკარად.

ბევრი საინტერესო არაფერი იმ დღეს, მაგრამ ვგრძნობ შიგნით აშკარად რაღაც დაჟანგებული ამოიქოქა ფუხფუხის და ბოლვის მერე. თვალებში გამოვიხედე. სხვანაირად მძინავს, სხვანაირად ვსუნთქავ.

აქამდე ასე ამოვარდნილი არ ვყოფილვარ უბრალოდ და ამდენი ხანი სოც. ცხოვრებიდან და ამ კონტრასტს ვერ ვხედავდი.

ალბათ რაღაც ასეთი ემართება ზვიგენს როცა სისხლის 3 ცალი მოლეკულა მოერგება ლაყუჩის რეცეპტორებზე.

ხოდა revelation ამ ყველაფერში არის ის რომ კარგად ამოქოქილ დღევანდელ მეს, 3 ცალ ერთი კვირის წინანდელ მეზე არ გავცვლიდი ახლობელმა რომ მკითხოს რომელი ვიყიდოვო.

არ ვიცი მდედრებმა როგორ უნდა მოახერხოთ რომ კაცი დაქოქილი შეინარჩუნოთ.

თან მივხვდი რომ გრძელვადიან ურთიერთობებში ვისაც ვიცნობ, ყველა რა ვიცი და აბსოლუტური უმრავლესობა ჩამქვრალი კი არა ჩაჟანგებულია. ლაბორატორიულ პირობებში ან ამოქოქავს ქერა, ენთუზიასტური და კოკა-კოლას ფორმის ტანზე მყოფი მეცნიერების ჯგუფი ან ვერა.

Share on other sites

  • ფორუმელი
Quote

აისიდან დაისამდე

 

ეს უნდა დამედო

Spoiler

ვიცი რომ იქ პირიქითაა დაისიდან აისამდე.

 

ძლიერი თუ არ ხარ, ბოძზე როგორ იცეკვებ? © marguerite
კურდღელი ხარ, მეგობარო? © ფორთოხალი

Share on other sites

  • ფორუმელი
5 საათის წინ, Damnoc said:

აქამდე ასე ამოვარდნილი არ ვყოფილვარ უბრალოდ და ამდენი ხანი სოც. ცხოვრებიდან და ამ კონტრასტს ვერ ვხედავდი.

 

აი მაქამდე მისვლა პიზდეც კაკ ტრუდნა რა

სიზარმაცე, ღმერთოოო

აი რომ წარმოვიდგენ ვინმეს უნდა ვეპრანჭო, თავი მოვაწონო, პაემანზე წავიდე, მერე მქონდეს პირველი სექსი, ან მომეწონება ან არა უფრო არა ვიდრე კი, მერე უნდა  მეტკინოს თავი, გავბრაზდე ჩემი თავის ტკივილზე და იმაზე რო არ დამეზარა ადგომა კაბის ჩაცმა და კოკეტობა. მოკლედ ნახუი

 

მოყევით ხოლმე მე მოგისმენთ

:rolf:

 

5 საათის წინ, Damnoc said:

თან მივხვდი რომ გრძელვადიან ურთიერთობებში ვისაც ვიცნობ, ყველა რა ვიცი და აბსოლუტური უმრავლესობა ჩამქვრალი კი არა ჩაჟანგებულია.

ეს დროებითი მოვლენაა, შიდა მზაობაა საჭირო თორემ ისეთები ამოქოქილან!

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
6 საათის წინ, Damnoc said:

გრძელვადიან ურთიერთობებში ვისაც ვიცნობ, ყველა რა ვიცი და აბსოლუტური უმრავლესობა ჩამქვრალი კი არა ჩაჟანგებულია.

შეყოვნდი წამო, ხარ მშვენიერი! :user:

ჭეშმარიტად მზე უნდა იყო, რომ მუდამ ცეცხლში იწვოდე და მაინც არ ჩაიწვა და ჩაიფერფლო! :old:

ღვთაებრივი ცეცხლის ეფემერული ელვარება ღირს ჩამქრალ სიცოცხლედ! <3 
 

მომიტევეთ ეს პათოსი :user:

Share on other sites

  • ფორუმელი
17 საათის წინ, Mulan said:

აი რომ წარმოვიდგენ ვინმეს უნდა ვეპრანჭო, თავი მოვაწონო, პაემანზე წავიდე, მერე მქონდეს პირველი სექსი, ან მომეწონება ან არა უფრო არა ვიდრე კი, მერე უნდა  მეტკინოს თავი, გავბრაზდე ჩემი თავის ტკივილზე და იმაზე რო არ დამეზარა ადგომა კაბის ჩაცმა და კოკეტობა. მოკლედ ნახუი

ცხოვრება მეზარება იბაზრე იდეაში თორე არაფერი არ არის აუცილებელი მანდედან.

ალტერნატიული მიდგომაა რომ სოციალური დაფარვის ზონა გაიზარდო და მაგის ხარჯზე ისეთ ტიპზე გადაყრის შანსები რომელსაც ეგრევე მოერგები.

ან უფრო სწორად ეგრე კი არა მაგრამ როცა ადამიანს უბრალოდ შენზე ჩაერთო, ყველაფერი ე.წ. "самотёк"-ზე მიდის და არსებითი ძალისხმევა არ უნდა.

როგორც ერთი ჭკვიანი ტიპი ამბობს "ერთს უჭირს, თორე ორი ადამიანი დივანს ძალიან ადვილად გადადგამს".

 

 

16 საათის წინ, Alfred Albion said:

ჭეშმარიტად მზე უნდა იყო, რომ მუდამ ცეცხლში იწვოდე და მაინც არ ჩაიწვა და ჩაიფერფლო! :old:

ღვთაებრივი ცეცხლის ეფემერული ელვარება ღირს ჩამქრალ სიცოცხლედ! <3 

თუ სწორად გავიგე, არა-პოეტურად იმას ნიშნავს რომ ყველა წვამ უნდა გამოიწვიოს ჩაფერფვლა მაგრამ ეს ამად ღირს?

პრინციპში კი ეგრეა მაგრამ ზოგი შეშასავით იწვის და ზოგი გაზის ქურასავით.

ერთი თავის არსს წვავს და მეორე საწვავს, რასაც თავისი ფასი აქვს.

მე ადამიანს უფრო მეორე ვარიანტს მივაწერ.

Share on other sites

  • ფორუმელი
15 minutes წინ, Damnoc said:

ალტერნატიული მიდგომაა რომ სოციალური დაფარვის ზონა გაიზარდო და მაგის ხარჯზე ისეთ ტიპზე გადაყრის შანსები რომელსაც ეგრევე მოერგები.

 

ოკ ვგრძნობ რომ სულ ცოტაც და აღარ დამეზარება. შინაგანი დუღილის ტემპერატურა მაქსიმუმზეა, მომბეზრდება ეს მდგომარეობა და ავიშვებ იალაღებზე. სოციალური დაფარვის ზონასაც გავზრდი. ჩემზეა ყველაფერი დამოკიდებული, ან ბოლოს და ბოლოს გადმოვწერ ტინდერს და კასტინგს მოვაწყობ სივებით და რამე :rolf:

 

და მაინც მგონია რომ ჩემ ასაკში ურთიერთობები ძნ თავის ტკივილია რა, კაცის გამო რატო უნდა მეშალოს ნერვები და ჩემი მშვიდი ყოველდღიურობა. :wtf:

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
18 საათის წინ, Mulan said:

აი რომ წარმოვიდგენ ვინმეს უნდა ვეპრანჭო, თავი მოვაწონო, პაემანზე წავიდე, მერე მქონდეს პირველი სექსი, ან მომეწონება ან არა უფრო არა ვიდრე კი, მერე უნდა  მეტკინოს თავი, გავბრაზდე ჩემი თავის ტკივილზე და იმაზე რო არ დამეზარა ადგომა კაბის ჩაცმა და კოკეტობა. მოკლედ ნახუი

ონლაინში ვინმე რომ მწერს, მეც ეგრე ვარ :D წარმოვიდგენ რამდენი უნდა ვწერო, რამდენი რაღაც უნდა გადავლახოთ, რამდენი ენერგია დავხარჯო, მეზარება.

ლაივში უკეთესია, პირდაპირ, ნახე, გაესაუბრე, ქიმია იგრძენი, გააგრძელე ურთბა.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share