ძებნა
'blockchain' ძებნის შედეგები.
-
Unmarshal-ი Blockchain პროექტისთვის დაფინანსების რაუნდს აცხადებს
ვიზიტორი posted თემა in ზოგადი დისკუსიები
Unmarshal-ის ახალი პროექტის ფარგლებში, ცოტა ხნის წინ, დაფინანსების რაუნდი გამოცხადდა. ახალი პროექტი ითვალისწინებს Blockchain მონაცემთა ინდექსების გადაწყვეტილებების საფუძველზე პლატფორმის შექმნას, რომლისთვისაც გამოცხადდა 2.6 მილიარდ დოლარიანი დაფინანსების რაუნდი. ფონდები, რომლებიც Unmarshal-ის რაუნდში მონაწილეობენ მოიცავს Woodstock-ს, Black Edge Capital-ს, Genesis Block Ventures-ს, NGC Ventures-ს, AU21, Spark Ventures-ს, BitMax-ს და ა.შ. რაუნდს ასევე შეუერთდნენ ინდივიდუალური ინვესტორები, როგორიცაა რავინდრა კუმარი და ფილიპ არტურ მური, ანიკეტ ჯინდალი და სხვები. Unmarshal-ი აშენებს მონაცემთა მრავალრიცხოვანი ინდექსირების ქსელს, რაც ხელს შეუწყობს სტრუქტურირებული Blockchain მონაცემების ინდუსტრიის მონაწილეებისთვის შეთავაზებას. ქსელი მხარს უჭერს ეთერიუმზე, Binance Smart Chain-ზე, Elrond-ზე, Polkadot-სა და Substrate-ზე დაფუძნებულ ქსელებს. შეგახსენებთ, რომ ჩინეთის Blockchain ქსელმა, Nervos-მა თებერვალში განაცხადა ახალი ფონდის შესახებ, რომლის კაპიტალი 5 მილიოინი დოლარია. ფონდი ორიენტირებული იქნება დეცენტრალიზებული ფინანსების განვითარებადი პროექტების და მიმართულებების მხარდაჭერაზე. Nervos–ის განცხადების თანახმად, ფონდი მხარს დაუჭერს და გასცემს ფულად გრანტებს fintech და Blockchain მეწარმეებისთვის. The post Unmarshal-ი Blockchain პროექტისთვის დაფინანსების რაუნდს აცხადებს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.-
- unmarshal-ი
- blockchain
-
(and 4 more)
Tagged with:
-
ამერიკული უფლებადამცველი გაერთიანება Blockchain Association აშშ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ქვეყანაში კრიპტოვალუტის ინდუსტრიის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაზე იმსჯელებს. Blockchain Association-ის შემადგენლობაში შედიან კრიპტოვალუტის ბირჟები Circle, Binance.US და Kraken და ასევე საინვესტიციო კომპანია Grayscale. Blockchain Association-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კრისტინ სმიტმა (Kristin Smith) თეთრი სახლის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ გამოაცხადა, რომელთა შორის იქნებიან აშშ ფინანსთა მინისტრი ჯანეტ იელენი (Janet Yellen), BlackRock-ის ყოფილი ხელმძღვანელი და აშშ სახელმწიფო მდივნის პოსტის კანდიდატი, უოლი ადეიემო (Wally Adeyemo) და ასევე აშშ ფინანსთა სამინისტროს სხვა წარმომადგენლები. ამერიკელი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ კრიპტოვალუტები ძირითადად უკანონო საქმიანობის დაფინანსებასა და ფულის გათეთრებას ემსახურება. სმიტის თქმით, პოლიტიკოსებთან მსგავსი შეხვედრები, ბაიდენის ადმინისტრაციას დაეხმარება გააცნობიეროს კრიპტოვალუტის ინდუსტრიის მნიშვნელობა და ის, რომ ციფრული აქტივები სცილდება კრიმინალურ საქმიანობას. ცოტა ხნის წინ იელენმა ბიტკოინს ტრანზაქციების განხორციელების უკიდურესად არაეფექტური მეთოდი უწოდა, რომელიც ენერგიის გადაჭარბებულ რაოდენობას საჭიროებს. ამის გამო ის კრიპტოვალუტის ინდუსტრიის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა. თუმცა, კრიპტოვალუტების მიმართ აშკარა საწინააღმდეგო დამოკიდებულების მიუხედავად, იელენი პოზიტიურად არის განწყობილი ციფრული დოლარის მიმართ. ის ფიქრობს, რომ ციფრული დოლარი უფრო სწრაფ, უსაფრთხო და იაფ გადახდებს უზრუნველყოფს ვიდრე ფიატური ვალუტა. Blockchain Association ასევე შეშფოთებულია აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისიის (SEC) თავმჯდომარის პოსტის კანდიდატის, გერი გენსლერის (Gary Gensler) განცხადებით. თავის ერთ-ერთ ბოლო გამოსვლაში მან თქვა, რომ იმუშავებს კრიპტოვალუტის ბაზრებზე თაღლითობის აღმოსაფხვრელად. წყარო: https://bits.media The post Blockchain Association ჯო ბაიდენის ადმინისტრაციასთან კრიპტოვალუტის ინდუსტრიის განვითარებას განიხილავს appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.
-
- blockchain
- association
- (and 6 more)
-
Blockchain სისტემა გამოყენებული იქნება COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში
ვიზიტორი posted თემა in ზოგადი დისკუსიები
ახალი Blockchain სისტემა კალიფორნიის შტატის მრავალ სკოლაში სტუდენტებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებში COVID-19 ზემოქმედების მართვისა და თვალყურისდევნების მიზნით იქნება გამოყენებული. COVID-19 პანდემიის დროს მთელ მსოფლიოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოების მიერ განხორციელებულმა ახალმა განაცხადებმა და ზომებმა გამოიწვია კამათი იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა დააბალანსდეს ფიზიკურ პირთა პირადი ინფორმაციის დაცულობა. კალიფორნიაში სერვისულმა ორგანიზაციამ, რომელიც სკოლებს ადმინისტრაციული დახმარების მომსახურებას უწევს, აირჩია პანდემიის მართვის სისტემის დანერგვა, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს მომხმარებლების მონაცემთა კონფიდენციალურობას. “Team.Care Network”-ად წოდებული, Blockchain გადაწყვეტა შეიქმნა ჯანდაცვის სფეროში დამწყები კომპანია Solve.Care–ის მიერ და მუშაობს როგორც მობილური პროგრამა (აპლიკაცია). Solve.Care–მა განაცხადა, რომ გამოსავალი სკოლებს დაეხმარება თვალყური ადევნონ COVID-19-ის გავლენას სასწავლო დაწესებულებაში. Solve.Care–ის აღმასრულებელმა დირექტორმა, პრადიპ გოელმა აღნიშნა, რომ კალიფორნიის დეპუტატებმა სულ უფრო მეტად აღიარეს მონაცემთა კონფიდენციალურობის უფლებების მნიშვნელობა და შექმნეს საკანონმდებლო სისტემა, რომელიც მოსახლეობას დაეხმარება. The post Blockchain სისტემა გამოყენებული იქნება COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.-
- blockchain
- სისტემა
-
(and 5 more)
Tagged with:
-
Blockchain Association-მა, წამყვანმა სავაჭრო ასოციაციამ და ლობისტურმა ჯგუფმა რონ ჰამონდი Blockchain-თან დაკავშირებული საკითხების ახალ დირექტორად დანიშნა. დაარსების დღიდან Blockchain ასოციაცია იყო ვაშინგტონის კრიპტო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი. რონ ჰამონდი მუშაობდა კრიპტო წარმომადგენლობაზე უორენ დევიდსოინისათვის და უშაულოდ წარმართავდა მოლაპარაკებებს Token Taxonomy Act -სთვის, როემლიც დაკავშირებული იყო Blockchain ასოციაციასთან. რონ ჰამონდმა 2018 წლის სექტემბერში, დევიდსონის მრგვალ მაგიდაზე კრიპტო ინდუსტრიით დაინტერესებული მხარეებისთვის Blockchain ასოციაციის შესახებ ვრცელი მოხსენება გააკეთა. რონ ჰამონდი ასევე მუშაობდა Ripple–ის ლობისტად. უნდა აღინიშნოს, რომ რონ ჰამონდი არის Blockchain ასოციაციის მეოთხე დირექტორი. მისი ახალი თანამდებობა მოიცავს ტექნოლოგიის ლობირებას. რონ ჰამონდს ასევე ევალება თვალყური ადევნოს Blockchain ტექნოლოგიის ინდუსტრიაში მინდინარე საინტერესო და ახალ პროექტებს. The post Blockchain Association-ს ახალი დირექტორი ჰყავს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
-
- blockchain
- association-ს
-
(and 3 more)
Tagged with:
-
ევროკავშირი Blockchain ტექნოლოგიის განვითარებას განაგრძობს
ვიზიტორი posted თემა in ზოგადი დისკუსიები
ევროკავშირი მსხვილ სერვისულ კომპანიას შექმნის, რომელიც Blockchain-ის სოციალური მედიის პროექტს უხელმძღვანელებს. პროექტი, რომელსაც TruBlo ეწოდება, გააკონტროლებს Blockchain განვითარებას, ევროკომისიის შემდეგი თაობის ინტერნეტ ინიციატივის ფარგლებში. TruBlo–ს ხელმძღვანელად დაინიშნა საფრანგეთის ფინანსური მომსახურების კომპანია, Worldline-ი. Worldline-ი დაარსდა 1970 წელს და 2019 წელს გამოიმუშავა 2.3 მილიარდი ევროს (2.8 მილიარდი დოლარი) შემოსავალი. Finextra–ს ინფორმაციით, დაახლოებით 450 წინადადება შეფასდება უახლოეს წლებში, როგორც ინიციატივის მიზანი. ინიციატივების მიზანი Blockchain ტექნოლოგიის მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სანდოობის შეფასება იყო. მოსალოდნელია, რომ 45 წინადადება მიიღებს ნაწილობრივ დაფინანსებას. TruBlo–ს კოორდინატორმა და R&D მენეჯერმა, ტონი პარადელმა განაცხადა, რომ ფუნდამენტური საკითხია ნდობის მოდელების განვითარება სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიის ხანაში. აღსანიშნავია რომ, ჯერ კიდევ 2019 წელს ევროკავშირის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა Blockchain ტექნოლოგიის მნიშვნელობა საბეჭდი ტექნოლოგიის გამოგონებას შეადარა. ”ჩვენ შეგვიძლია პარალელების გავლება სტამბის გამოგონებასთან. როგორც ვიცით, პირველი წიგნი, რომელიც დაიბეჭდა, ბიბლია იყო. ახლა, წარმოიდგინეთ, რომ სტამბა იქცა ისეთი საშუალებად, რომელმაც მხოლოდ ბიბლია უნდა დაბეჭდოს – ეს არ იქნებოდა სწორი, რადგან ბეჭდვის ტექნოლოგიამ რევოლუციური გავლენა მოახდინა ევროპის ცხოვრებაში”,- განაცხადა ჯუზეპე გუარინინიმ. The post ევროკავშირი Blockchain ტექნოლოგიის განვითარებას განაგრძობს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.-
- ევროკავშირი
- blockchain
-
(and 3 more)
Tagged with:
-
Blockchain კომპანია ნევადის უდაბნოში კრიპტო ქალაქს ააშენებს
ვიზიტორი posted თემა in ზოგადი დისკუსიები
Blockchain ინკუბატორი და საინვესტიციო კომპანია Blockchains LLC კონცენტრირდება “ჭკვიანი ქალაქის” მშენებლობის გეგმებზე. ციფრული ქალაქის მშენებლობას კი ნევადას უდაბნოში აპირებს. Associated Press-თან ინტერვიუში კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეფრი ბერნსმა აღნიშნა, რომ მან ნევადის შტატის ადგილობრივ მთავრობას სთხოვა 67,000 ჰექტარის საკუთრებაში გადაცემა. თუ მისი შუამდგომლობა წარმატებით დასრულდა Blockchain კომპანიას საშუალება ექნება იმოქმედოს, როგორც “ინოვაციური ზონა”, სადაც კომპანიას შეეძლება დააწესოს გადასახადები და შექმნას სასამართლო, რომელიც თავისიფალი იქნება სასაქონლო და მომსახურების გადასახადებისაგან. ჯეფრი ბერნსი საზოგადოებას “კრიპტო ქალაქს” სთავაზობს, როგორც ადგილს, სადაც ყველა მზად არის საქმის ნულიდან დასაწყებად. კომპანიამ თავდაპირველად შეიძინა მიწა 170 მილიონ დოლარად 2018 წლის იანვარში. იმ დროს, ჯეფრი ბერნსმა აღნიშნა, რომ შემოთავაზებულ “კრიპტო ქალაქში” განთავსდება Blockchain კამპუსი, ელექტრონული სპორტის არენა და საცხოვრებელი სახლები. მიუხედავად იმისა, რომ აღმასრულებელმა დირექტორმა გამოთქვა იმედი 75 წლის განმავლობაში 15.000 სახლის აშენების შესახებ, აღნიშნულ “კრიპტო ქალაქში”, ამჟამად კომპანიის მიწის უმეტეს ნაწილში საცხოვრებელი ფართის მშენებლობა დაუშვებელია. The post Blockchain კომპანია ნევადის უდაბნოში კრიპტო ქალაქს ააშენებს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.-
- blockchain
- კომპანია
- (and 5 more)
-
Autorité des Marchés Financiers-ის თავმჯდომარემ, რობერტ ოფელმა ფინტეკის ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს კრიპტოვალუტის რეგულაციაზე ისაუბრა. ოფიციალური წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ ფინანსურმა ზედამხედველებმა უნდა მიიღონ ახალი მიდგომა Blockchain-ზე დაფუძნებული ფინანსური ინსტრუმენტების დასარეგულირებლად. ახალი წესები ციფრული ვალუტის ბაზრის ზრდას უკავშირდება. რობერტ ოფელის აზრით, ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების ევროპული ორგანო, ESMA უნდა იყოს პასუხისმგებელი რეგულირებასა და ზედამხედველობაზე. მან ასევე ისაუბრა ხელსაყრელი რეგულაციების შესახებ. ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, არსებული წესები ხელს უშლის Blockchain ტექნოლოგიის განვითარებას, რადგან აღნიშნული რეგულაცია ცენტრალიზებული სისტემებისთვის არის შემუშავებული. რობერტ ოფელმა აღნიშნა, რომ Blockchain-ის დეცენტრალიზებულ ხასიათს შეუძლია ევროპის ეკონომიკაში გადამწყვეტი როლი ითამაშოს: ”DLT შეამცირებს რისკებს მისი დეცენტრალიზებული ხასიათის გამო, რამაც შეიძლება შეამციროს ცენტრალური ბაზრის ინფრასტრუქტურებით გამოწვეული ზოგიერთი კიბერ რისკი”. შეგახსენებთ რომ, ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების ევროპული ორგანო, ESMA პარიზში მდებარეობს. ESMA არის ევროკავშირის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც მიზნად ისახავს კავშირის ფინანსური სისტემის სტაბილურობის დაცვას სტაბილური ფინანსური ბაზრების განვითარების გზით. ამასთანავე, 2018 წლის დასაწყისში ESMA–მ გამოაქვეყნა გაფრთხილება კრიპტოვალუტის შესახებ. ორგანო ციფრულ ვალუტაში განხორციელებულ ინვესტიციას სარისკო საქმიანობად აფასებდა. The post საფრანგეთის მარეგულირებელი კრიპტოვალუტისა და Blockchain რეგულაციების ცვლილებაზე საუბრობს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
-
- საფრანგეთის
- მარეგულირებელი
- (and 5 more)
-
Autorité des Marchés Financiers-ის თავმჯდომარემ, რობერტ ოფელმა ფინტეკის ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს კრიპტოვალუტის რეგულაციაზე ისაუბრა. ოფიციალური წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ ფინანსურმა ზედამხედველებმა უნდა მიიღონ ახალი მიდგომა Blockchain-ზე დაფუძნებული ფინანსური ინსტრუმენტების დასარეგულირებლად. ახალი წესები ციფრული ვალუტის ბაზრის ზრდას უკავშირდება. რობერტ ოფელის აზრით, ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების ევროპული ორგანო, ESMA უნდა იყოს პასუხისმგებელი რეგულირებასა და ზედამხედველობაზე. მან ასევე ისაუბრა ხელსაყრელი რეგულაციების შესახებ. ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, არსებული წესები ხელს უშლის Blockchain ტექნოლოგიის განვითარებას, რადგან აღნიშნული რეგულაცია ცენტრალიზებული სისტემებისთვის არის შემუშავებული. რობერტ ოფელმა აღნიშნა, რომ Blockchain-ის დეცენტრალიზებულ ხასიათს შეუძლია ევროპის ეკონომიკაში გადამწყვეტი როლი ითამაშოს: ”DLT შეამცირებს რისკებს მისი დეცენტრალიზებული ხასიათის გამო, რამაც შეიძლება შეამციროს ცენტრალური ბაზრის ინფრასტრუქტურებით გამოწვეული ზოგიერთი კიბერ რისკი”. შეგახსენებთ რომ, ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების ევროპული ორგანო, ESMA პარიზში მდებარეობს. ESMA არის ევროკავშირის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც მიზნად ისახავს კავშირის ფინანსური სისტემის სტაბილურობის დაცვას სტაბილური ფინანსური ბაზრების განვითარების გზით. ამასთანავე, 2018 წლის დასაწყისში ESMA–მ გამოაქვეყნა გაფრთხილება კრიპტოვალუტის შესახებ. ორგანო ციფრულ ვალუტაში განხორციელებულ ინვესტიციას სარისკო საქმიანობად აფასებდა. The post საფრანგეთის მარეგულირებელი კრიპტოვალუტისა და Blockchain რეგულაციების ცვლილებაზე საუბრობს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
-
- საფრანგეთის
- მარეგულირებელი
- (and 5 more)