Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'მარეგულირებელი' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 6 results

  1. გერმანიის ფედერალური ფინანსური ზედამხედველობის ორგანო მომხმარებელს კრიპტოვალუტის ინვესტიციების დროს არსებული რისკების შესახებ აფრთხილებს. მარეგულირებელმა პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია მომხმარებლების დაცვაზე. პოსტში განსაკუთრებული ყურადღება იმ ინვესტორებს დაეთმოთ, ვინც ბიტკოინით და სხვა კრიპტოვალუტებით ვაჭრობენ. მარეგულირებლის თანახმად, ინვესტორებმა უნდა გაითვალისწინონ კრიპტო ინვესტიციების განხორციელებისას 100%–იანი ზარალის რისკები. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის დეპუტატები კვლავ მუშაობენ ციფრული ვალუტების კანონმდებლობის შესაქმნელად, გერმანიის მარეგულირებელ ორგანოებს უკვე აქვთ გარკვეული სამართლებრივი ბაზა. კრიპტო პროვაიდერებს, ბირჟებს და სხვა ბიზნესებს გერმანიაში შეუძლიათ ფუნქციონირება ქვეყნის მარეგულირებლის მიერ გაცემული ლიცენზიით. შეგახსენებთ, რომ 2020 წელს გერმანიის ერთ-ერთმა ბანკმა, Hauck & Aufhäuser-მა თავისი ციფრული ვალუტის ფონდი შექმნა. ”ჩვენ ვხედავთ, რომ კრიპტოვალუტები სულ უფრო მიმზიდველი ხდება ინსტიტუციური ინვესტორებისთვის. ჩვენი პირველი კრიპტო ფონდის ამოქმედებით, Kapilendo-სთან ერთად, შევქმენით ინოვაციური საინვესტიციო მანქანა, რომელიც მომხმარებლებს აძლევს იაფ და უსაფრთხო წვდომას ციფრულ ვალუტებზე. ასევე აკმაყოფილებს Hauck & Aufhäuser-ის ხარისხის სტანდარტებს და მაღალ მოთხოვნებს”,-აღნიშნა ბანკის მმართველი საბჭოს წევრმა, ჰოლგერ სეპმა. The post გერმანიის მარეგულირებელი კრიპტო ინვესტორებს აფრთხილებს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  2. 2021 წელს ტაილანდი რეგულირების მხრივ მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს. ამასთანავე, ქვეყნის ცენტრალური ბანკი სტაბილკოინის განვითარებას განაგრძობს. ბანკი გეგმავს რეგულაციების გამკაცრებას. დაგეგმილია უცხოური ვალუტით გამყარებული სტაბილური მონეტების დარეგულირება, მაგრამ არა დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტებისა, როგორიცაა, მაგალითად, ბიტკოინი ან ეთერიუმი. ამისათვის, ბანკმა განაცხადა, რომ ინვესტორებს შეუძლიათ შეაფასონ საკუთარი რისკები თავდვე. ბანკის წარმომადგენლები კი მხოლოდ რეკომენდაციებით შემოიფარგლებიან. აღნიშნული რეგულაციები ითვალისწინებს სინგაპურის, იაპონიისა და გაერთიანებული სამეფოს მაგალითებს, რაც გულისხმობს, რომ ლიცენზიების მისაღებად საჭირო იქნება ქვეყნის ცენტრალური ბანკის თანხმობა. ასევე სარისკო ოპერაციების შემთხვევაში კლიენტები გაივლიან შემოწმებას ბანკის ანალიტიკოსებთან და მაქიმალურად იქნება თავიდან აცილებული ფულის გათეთრების შემთხვევები და თაღლითობის რისკები. ცენტრალური ბანკის მმართველის, თანაშემწემ, სირიტიდა აიუდჰიმ ბრიფინგის დროს აღნიშნა, რომ ბანკი გაითვალისწინებს ბაზრის მარეგულირებლისა და მონაწილეების მოსაზრებებს, სანამ გარკვეულ ზომებს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ამ კვირაში, ფინანსურმა ინსტიტუტმა გააფრთხილა მოქალაქეები Thai Baht Digital-ის შესახებ. Bangkok Post-ის თანახმად, 18 მარტს, ცენტრალურმა ბანკმა მოქალაქეებს განუცხადა, რომ Thai Baht Digital-ს არ აქვს სამართლებრივი გარანტიები და დაცვა. ამიტომ მომხმარებლები შეიძლება იყვნენ კიბერ ქურდობის ან ფულის გათეთრების რისკის ქვეშ. The post ტაილანდი მარეგულირებელი სისტემის განვითარებას განაგრძობს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  3. მარეგულირებლის კომისარი ჰესტერ პირსი მიიჩნევს, რომ კრიპტოვალუტის მკაფიო წესები ახლა უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ისეთი კომპანიების აქტიურობა, როგორიცაა Tesla და Mastercard-ი. ჰესტერ პირსმა მედიასთან ინტერვიუს დროს განიხილა კრიპტოვალუტის მიღების შედეგები. ეს განხილვა მოჰყვა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასის მკვეთრ მატებას. მას შემდეგ, რაც ელონ მასკის კომპანია, Tesla–მ ბიტკოინის გადახდის ფორმად მიღების შესახებ განაცხადა სულ უფრო მეტმა კომპანიამ, მათ შორის აშშ-ს უძველესმა ბანკმა, BNY Mellon-მა და გადახდის გიგანტმა Mastercard–მა განაცხადეს, რომ აპირებენ კრიპტო მომსახურების დანერგვას. ”ეს კიდევ უფრო აჩქარებს იმ პროცესს, რომ გარკვეული ზომები მივიღოთ ამ სფეროში, რათა უფრო მეტი სიცხადე გვქონდეს”, – აღნიშნა კომისარმა. კრიპტო საზოგადოებაში ჰესტერ პირსი მუდმივად ემხრობოდა მკაფიო კრიპტო მარეგულირებელი სისტემის არსებობას. ის ხშირად აკეთებდა განცხადებებს, რომ კრიპტო ინდუსტრია კანონის დარღვევის შიშის გარეშე უნდა განვითარებულიყო. ჰესტერ პირსმა აღნიშნა, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია კრიპტოვალუტის რეგულირების ახალ პერსპექტივისკენ ხსნის გზას. The post ჰესტერ პირსი: მკაფიო მარეგულირებელი სისტემის არსებობა აუცილებელია appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  4. Autorité des Marchés Financiers-ის თავმჯდომარემ, რობერტ ოფელმა ფინტეკის ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს კრიპტოვალუტის რეგულაციაზე ისაუბრა. ოფიციალური წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ ფინანსურმა ზედამხედველებმა უნდა მიიღონ ახალი მიდგომა Blockchain-ზე დაფუძნებული ფინანსური ინსტრუმენტების დასარეგულირებლად. ახალი წესები ციფრული ვალუტის ბაზრის ზრდას უკავშირდება. რობერტ ოფელის აზრით, ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების ევროპული ორგანო, ESMA უნდა იყოს პასუხისმგებელი რეგულირებასა და ზედამხედველობაზე. მან ასევე ისაუბრა ხელსაყრელი რეგულაციების შესახებ. ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, არსებული წესები ხელს უშლის Blockchain ტექნოლოგიის განვითარებას, რადგან აღნიშნული რეგულაცია ცენტრალიზებული სისტემებისთვის არის შემუშავებული. რობერტ ოფელმა აღნიშნა, რომ Blockchain-ის დეცენტრალიზებულ ხასიათს შეუძლია ევროპის ეკონომიკაში გადამწყვეტი როლი ითამაშოს: ”DLT შეამცირებს რისკებს მისი დეცენტრალიზებული ხასიათის გამო, რამაც შეიძლება შეამციროს ცენტრალური ბაზრის ინფრასტრუქტურებით გამოწვეული ზოგიერთი კიბერ რისკი”. შეგახსენებთ რომ, ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების ევროპული ორგანო, ESMA პარიზში მდებარეობს. ESMA არის ევროკავშირის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც მიზნად ისახავს კავშირის ფინანსური სისტემის სტაბილურობის დაცვას სტაბილური ფინანსური ბაზრების განვითარების გზით. ამასთანავე, 2018 წლის დასაწყისში ESMA–მ გამოაქვეყნა გაფრთხილება კრიპტოვალუტის შესახებ. ორგანო ციფრულ ვალუტაში განხორციელებულ ინვესტიციას სარისკო საქმიანობად აფასებდა. The post საფრანგეთის მარეგულირებელი კრიპტოვალუტისა და Blockchain რეგულაციების ცვლილებაზე საუბრობს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  5. Autorité des Marchés Financiers-ის თავმჯდომარემ, რობერტ ოფელმა ფინტეკის ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს კრიპტოვალუტის რეგულაციაზე ისაუბრა. ოფიციალური წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ ფინანსურმა ზედამხედველებმა უნდა მიიღონ ახალი მიდგომა Blockchain-ზე დაფუძნებული ფინანსური ინსტრუმენტების დასარეგულირებლად. ახალი წესები ციფრული ვალუტის ბაზრის ზრდას უკავშირდება. რობერტ ოფელის აზრით, ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების ევროპული ორგანო, ESMA უნდა იყოს პასუხისმგებელი რეგულირებასა და ზედამხედველობაზე. მან ასევე ისაუბრა ხელსაყრელი რეგულაციების შესახებ. ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, არსებული წესები ხელს უშლის Blockchain ტექნოლოგიის განვითარებას, რადგან აღნიშნული რეგულაცია ცენტრალიზებული სისტემებისთვის არის შემუშავებული. რობერტ ოფელმა აღნიშნა, რომ Blockchain-ის დეცენტრალიზებულ ხასიათს შეუძლია ევროპის ეკონომიკაში გადამწყვეტი როლი ითამაშოს: ”DLT შეამცირებს რისკებს მისი დეცენტრალიზებული ხასიათის გამო, რამაც შეიძლება შეამციროს ცენტრალური ბაზრის ინფრასტრუქტურებით გამოწვეული ზოგიერთი კიბერ რისკი”. შეგახსენებთ რომ, ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების ევროპული ორგანო, ESMA პარიზში მდებარეობს. ESMA არის ევროკავშირის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც მიზნად ისახავს კავშირის ფინანსური სისტემის სტაბილურობის დაცვას სტაბილური ფინანსური ბაზრების განვითარების გზით. ამასთანავე, 2018 წლის დასაწყისში ESMA–მ გამოაქვეყნა გაფრთხილება კრიპტოვალუტის შესახებ. ორგანო ციფრულ ვალუტაში განხორციელებულ ინვესტიციას სარისკო საქმიანობად აფასებდა. The post საფრანგეთის მარეგულირებელი კრიპტოვალუტისა და Blockchain რეგულაციების ცვლილებაზე საუბრობს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  6. დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული ციფრული ვალუტის ბირჟა, EXMO მარეგულირებელი სისტემის მიმართ კეთილგანწყობით გამოირჩევა. ბირჟის წარმომადგენლების თქმით, მარეგულირებელ სისტემასთან შესაბამისობის მიღწევას კრიპტოვალუტის მფლობელებისთვის არაერთი სარგებელი მოაქვს. იმ ტიპის კრიპტოვალუტის ბირჟები კი, რომლებიც რეგულაციის მიღმა მოქმედებენ, მათი მომხმარებლების საფულეები რისკის ქვეშ დგას. ასევე EXMO–ს განცხადების თანახმად, ბირჟის ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიღებული ზომები მაშინ ამოქმედდა, როდესაც 2019 წელს 662,000 EOS-ი Bithumb–დან მოიპარეს. ამასთანავე, აღსანიშნავია რომ, დაზარალებულებს თანხები წარმატებით დაუბრუნდათ. ბირჟის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რეგულაცია ბევრად მეტს აკეთებს, ვიდრე ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთაა. რეგულაცია პატიოსან მოვაჭრეებს თაღლითური საქმიანობისგან იცავს. შეგახსენებთ რომ, მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ციფრული ვალუტის უმსხვილესი კომპანიები, როგორიცაა: Binance.UK-ი, Coinbase-ი, CryptoCompare-ი, რიპლი, eToro, Electroneum-ი, Simmons & Simmons-ი ასოციაციას ქმნიან და სტრატეგიული მიმართულებით ერთიანდებიან. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის კრიპტო პოლიტიკის შემქმნელებთან ასოციაციის წევრები მარეგულირებელი სისტემის საკითხზე მუშაობენ. The post EXMO: მარეგულირებელი სისტემა სასარგებლოა appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.