Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'ბრძოლაში' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 2 results

  1. ახალი Blockchain სისტემა კალიფორნიის შტატის მრავალ სკოლაში სტუდენტებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებში COVID-19 ზემოქმედების მართვისა და თვალყურისდევნების მიზნით იქნება გამოყენებული. COVID-19 პანდემიის დროს მთელ მსოფლიოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოების მიერ განხორციელებულმა ახალმა განაცხადებმა და ზომებმა გამოიწვია კამათი იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა დააბალანსდეს ფიზიკურ პირთა პირადი ინფორმაციის დაცულობა. კალიფორნიაში სერვისულმა ორგანიზაციამ, რომელიც სკოლებს ადმინისტრაციული დახმარების მომსახურებას უწევს, აირჩია პანდემიის მართვის სისტემის დანერგვა, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს მომხმარებლების მონაცემთა კონფიდენციალურობას. “Team.Care Network”-ად წოდებული, Blockchain გადაწყვეტა შეიქმნა ჯანდაცვის სფეროში დამწყები კომპანია Solve.Care–ის მიერ და მუშაობს როგორც მობილური პროგრამა (აპლიკაცია). Solve.Care–მა განაცხადა, რომ გამოსავალი სკოლებს დაეხმარება თვალყური ადევნონ COVID-19-ის გავლენას სასწავლო დაწესებულებაში. Solve.Care–ის აღმასრულებელმა დირექტორმა, პრადიპ გოელმა აღნიშნა, რომ კალიფორნიის დეპუტატებმა სულ უფრო მეტად აღიარეს მონაცემთა კონფიდენციალურობის უფლებების მნიშვნელობა და შექმნეს საკანონმდებლო სისტემა, რომელიც მოსახლეობას დაეხმარება. The post Blockchain სისტემა გამოყენებული იქნება COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  2. იმ დროს, როდესაც მსოფლიოში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევები ძალიან სწრაფად იზრდება, სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის მკვლევარები დაუღალავად მუშაობენ ვირუსის შემამსუბუქებელი სიახლეების აღმოსაჩენად. პროექტები, რომლებზეც კომპანიები მუშაობენ, 3 ძირითად ჯგუფად იყოფა, ესენია – დიაგნოზი, მკურნალობა და ვაქცინა. პოსტში თითოეულ მათგანზე მოგიყვებით. დიაგნოზი: დაავადების სწრაფად და ეფექტურად გამოვლენა, რომელიც ამცირებს გართულების და გავრცელების რისკს დღეისათვის ტესტებზე მომუშავე კომპანიების რიცხვი ბევრია. მათი მიზანი რაც შეიძლება ნაკლებ დროში, ზუსტი პასუხის მქონე ტესტების შექმნაა. უკვე შემუშავებული და მსოფლიო მაშტაბით გამოყენებული ტესტების სია 41 პროდუქტს აერთიანებს, მათგან ზოგი რამოდენიმე წუთში იძლევა ეფექტურ პასუხს: საქართველოში ანალიზი ვირუსზე ტარდება ლუგარის ლაბორატორიაში ე.წ. პოლიმერაზიული ჯაჭვური რეაციის მეთოდით, რომელიც დიდ დროს მოითხოვს და მასობრივ ტესტირებებთან შეუთავსებელია. ჩინეთის მიერ დახმარების სახით მოწოდებული სწრაფი ტესტები, რომლებიც საათნახევარში იძლევა პასუხს, ლიმიტირებული რაოდენობით გვაქვს და მისი ძირითადი ნაწილი უკვე მარნეულს მოხმარდა. რაც შეეხება 15-30 წუთიან სწრაფ ტესტებს, რომელიც საქართველოში მარტის ბოლოს შემოვიდა, უვარგისი აღმოჩნდა და ჯერ-ჯერობით ქვეყანა სწრაფი ტესტების გარეშე რჩება. 2. მკურნალობა: სიმპტომების შემსუბუქება იმ ადამიანებში რომლებსაც აქვთ დაავადება და საბოლოოდ, საერთო სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირება. მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ით ინფიცირებულთა უმრავლესობას ნაკლებად მწვავე სიმპტომები ახასიათებთ, დაავადებამ ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა, მძიმე შედეგები გამოიწვიოს. რისკ ჯგუფში ქრონიკული დაავადებების მქონე და ასაკოვანი პაციენტები შედიან. მკურნალობის ფორმების უმეტესობა 2 კატეგორიისგან შედგება: რესპირატორული სიმპტომების მკურნალობა, განსაკუთრებით პნევმონიის, რომელიც მძიმე შემთხვევებში გვხვდება;ორგანიზმში ანტივირუსების ზრდა ანუ ადამიანის სხეულში ვირუსების გამრავლების შეჩერება.ცხრილში მოცემულია COVID-19-ის მკურნალობისთვის გათვალისწინებული მედიკამენტები, რომლებსაც უმეტეს შემთხვევაში, სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის ორგანიზაციები ინფიცირებულთა სამკურნალოდ იყენებენ და მათი ტესტირება ჯერ კიდევ პროცესშია: თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ ისეთ ექსპერიმენტულ მედიკამენტებს იყენებენ როგორიცა მაგალითად, რემდესივირი. საქართველომ აირჩია პრეპარატები, რომლებმაც ჩინეთის გამოცდილებით დიდი ეფექტი აჩვენეს და ჯერ-ჯერობით ჩვენი მედიკოსების სწორი გადაწყვეტილება სიკვდილიანობის ნულოვან მაჩვენებელზეც ისახება. 3. ვაქცინა: მოსახლეობაში COVID-19-ის მიმართ ხელოვნური იმუნიტეტის გამომუშავების გზით ინფექციის გავრცელების შეჩერება. დღეისათვის დაახლოებით 35 კომპანია და აკადემიური ინსტიტუტი იბრძვის COVID-19-ის საწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინის შესაქმნელად. მათგან რამოდენიმემ კი უკვე დამაიმედებელ შედეგებსაც მიაღწია: როგორც წესი, ვაქცინა ჯერ კლინიკურ ცდებს გადის ცხოველებზე, შემდეგ კი გადადის მომდევნო ეტაპზე და იწყება მათი ადამიანებზე გატესტვა, რასაც ჩვეულებრივ წელიწადი ან მეტი დრო სჭირდება. თუმცა რადგან ვითარება სულ სხვაგვარია, საჭირო გახდა ვაქცინის შემუშავების დაჩქარება. ვაშინგტონში კომპანია Moderna Therapeutics-მა დროის მოგების მიზნით მათ მიერ შემუშავებული ვაქცინა mRNA-1273, პირდაპირ ადამიანზე გამოსცადა, რაც ჯერ-ჯერობით დამაიმედებელ შედეგს იძლევა და თუ ყველაფერმა გეგმის შესაბამისად ჩაიარა, აღნიშნულ კომპანიას ვაქცინა 2020 წლის შემოდგომისთვის ექნება მზად. ცნობილია, რომ ვაქცინის ყველაზე ადრეული ვერსიები რისკ ჯგუფებისთვის და სამედიცინო პერსონალისთვის იქნება ხელმისაწვდომი. გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, მეცნიერები ცდილობენ ვირუსის ზემოქმედება ორგანიზმზე ადამიანის დნმ-ის დონეზე გამოიკვლიონ, ამით ისინი ცდილობენ ახსნან კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მიზეზი იმ პაციენტებში, რომლებიც არ შედიოდნენ რისკ ჯგუფებში. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ვირუსისადმი მგრძნობელობა შესაძლოა გენეტიკური ფაქტორებით იყოს განპირობებული. ასევე, ქიმიკოსების ჯგუფი ცდილობს შექმნას ცილის ფრაგმენტი ე.წ. პეპტიდი, რომელსაც ვირუსის ცილების ადამიანის უჯრედში შეღწევის ბლოკირება შეუძლია. მკვლევარები ამ მხრივ დამაიმედებელ ცნობებს იძლევიან და გვპირდებიან, რომ მეთოდის გამოცდას პაციენტებზე რამოდენიმე კვირაში დაასრულებენ. წყარო: VISUAL CAPITALIST