Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'კრიზისზე' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 2 results

  1. ევროპარლამენტში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე 9 მარტს დებატები გაიმართა. ქვემოთ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისა და ევროპარლამენტარების ციტატებია მოცემული: ჟოზეპ ბორელი – ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში: „საქართველო ევროკავშირის ძირითად ასოცირებულ პარტნიორად რჩება. ჩვენ საქართველოსთან ამბიციური ასოცირების შეთანხმება გვაქვს, რომელიც მას ევროკავშირთან მნიშვნელოვან პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას სთავაზობს. თუმცა, სამწუხაროდ, ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება ბოლო თვეების განმავლობაში სერიოზული შეშფოთების მიზეზს იძლევა, მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციის გამო. ამგვარი ვითარება ქმნის საფრთხეს, რომ ძირი გამოუთხაროს საქართველოს დემოკრატიას. ვიმეორებ ჩვენს ძლიერ გზავნილს, რომ ახლა მნიშვნელოვანია პარტიებმა ყველაფერი იღონონ სიტუაციის დეესკალაციისა და საერთო ენის გამონახვისთვის. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს სტუმრობდა, სადაც პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და ძირითადი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა. ამ ვიზიტის დროს, მან პოლიტიკურ პარტიებთან დისკუსიები გამართა და დაბრუნებისას განაცხადა, რომ მან, უმაღლეს წარმომადგენელთან შეთანხმებით, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის მედიაცია ევროკომისიის წარმომადგენელს, ქრისტიან დანიელსონს დაავალა. ვიმედოვნებთ, რომ ქართული პარტიები დიალოგის კუთხით პროგრესს მიაღწევენ. ჩვენ ამ პროცესს ყურადღებით დავაკვირდებით. მედიაციის პროცესს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელიც შეუწყობს ხელს. ყველა მხარის წვლილია საჭირო, რომ კომპრომისზე შეთანხმდნენ. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ინკლუზიური ხელმძღვანელობა, ქართველი ხალხის ინტერესები ყველაფერზე მაღლა უნდა დააყენოს და ყველა აქტორმა თავი უნდა შეიკავოს პროვოკაციული ქმედებებისა და რიტორიკისგან. რაც შეეხება პროგრესის ელემენტებს, ევროკავშირი პრიორიტეტებად მიიჩნევს დემოკრატიის კონსოლიდაციას, მათ შორის, საარჩევნო რეფორმას, პოლიტიკურ სტაბილურობას და ინკლუზიურ საპარლამენტო პროცესს. სამართლიან, დამოუკიდებელ და ანგარიშვალდებულ სასამართლო სისტემას ასევე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ეს არის წინაპირობა, რათა საქართველომ კიდევ უფრო გააღრმავოს ევროკავშირთან პარტნიორობა, ასოცირების შეთანხმების შესაბამისად. სულ მალე შესაძლებლობა გვექნება, რომ პროგრესი შევაფასოთ, როდესაც 16 მარტს ასოცირების საბჭოს ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს შევხვდებით. ეს მნიშვნელოვანი დღე იქნება და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ შევძლებთ პროგრესზე საუბარს. პოლიტიკური კრიზისის პირობებში ვერცერთი ქვეყანა ვერ მიაღწევს ხანგრძლივ წარმატებას. და ქართველმა პოლიტიკოსებმა თავიანთ ხალხს სტაბილური პოლიტიკური გარემო უნდა შესთავაზონ, სადაც ქვეყანა შეძლებს თავი დააღწიოს კოვიდ-19-ის პანდემიას და სრულფასოვნად მიიღეს სარგებელი, რომელსაც მას ასოცირების შეთანხმება სთავაზობს. პრეზიდენტ მიშელთან ერთად, მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ აქტორებს, რომ კონსტრუქციული დიალოგი გამართონ და ურთიერთშეთანხმებულ შედეგებს მიაღწიონ, სტაბილური, დემოკრატიული და რეფორმებზე ორიენტირებული საქართველოს ინტერესების შესაბამისად, რომელიც წარმატებით შეძლებს ევროპულ გზაზე სვლას. ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს რეფორმებს, ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას. სწორედ ამის დასტურია საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობა. დევიდ მაკალისტერი – გერმანია, ევროპის სახალხო პარტია: „ჩვენ ყველა დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს… ქვეყნის სამომავლო გზა გულისხმობს ამბიციურ საარჩევნო რეფორმას, კანონის უზენაესობასა და სასამართლო რეფორმას, ასევე პოლიტიზებული მართლმსაჯულების პრობლემის გადაჭრას, პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილებას, მათ შორის, საგამოძიებო კომისიის ჩამოყალიბებას, ასევე ახალ არჩევნებს და ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადებას, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომისთვისაა დაგეგმილი“. სვენ მიკსერი – სოციალ-დემოკრატები, ესტონეთი: „მინდა გითხრათ, რომ მაშინაც კი, როდესაც პროვოკაციებს პასუხობენ, ხელისუფლებაში მყოფებმა ცივი გონება უნდა შეინარჩუნონ და არ იმოქმედონ არაპროპორციულად ან ისე, რომ კიდევ უფრო გაამწვავონ ვითარება… ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ექვსი პუნქტი, რომლებზეც მხარეები შეთანხმდნენ, სისტემურად და ზედმიწევნით შესრულდეს… ეს ეხება საარჩევნო რეფორმებს, სასამართლო სისტემის რეფორმას და მოსამართლეთა დანიშვნებს და ბოლოს, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური უთანხმოებები დემოკრატიული საპარლამენტო დებატების ფარგლებში მოგვარდეს“. პეტრას აუშტრევიჩიუსი – განახლებული ევროპა, ლიეტუვა: „საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენები სისტემური პოლიტიკური კრიზისის მაჩვენებელია, რაც ხელს უშლის შემდგომ დემოკრატიულ კონსოლიდაციას. ის ფაქტი, რომ შარშანდელ დემოკრატიულ ინდექსში საქართველოს 165 ქვეყანას შორის 91-ე ადგილი უკავია, კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად სერიოზულადაა საქმე. საქართველო შექებას იმსახურებს ღია ეკონომიკისა და სტრუქტურული რეფორმებისთვის, მაგრამ ვერ უგულვებელვყოფთ იმ სამუშაოთა გრძელ სიას, რომელიც პოლიტიკურ სფეროში უნდა განხორციელდეს. პოლიტიკურ კრიზისში მყოფი საქართველო ვერ გახდება უსარგებლო განხილვების მძევალი მაშინ, როდესაც საზოგადოება მისი ევროპული ამბიციების განხორციელებაში განუწყვეტელ პროგრესს ითხოვს… მივესალმები თბილისში პრეზიდენტ მიშელის დროულ ვიზიტს… კონფლიქტის არცერთმა მხარემ არ უნდა აღიქვას მისი [პრეზიდენტ მიშელის] ექვსპუნქტიანი გეგმა, მათ შორის, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა კარტ ბლანშად. ასეთი მწვავე პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა მოითხოვს ჩართულობას, კომპრომისს, ურთიერთპატივისცემას და მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევისადმი სრულ ერთგულებას. საქართველოს პოლიტიკური სისტემის აქტორებს უნდა ესმოდეთ, რომ მოქალაქეები ენდობიან ხელისუფლებას და სახელმწიფო ინსტიტუტები, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და მედია, ასევე ძალაუფლების ინკლუზიური გადანაწილება მთავარი წინაპირობებია საქართველოს ევროპული მისწრაფებების გასამართლებლად“. ანა ფოტიგა – პოლონეთი, ევროპის კონსერვატორების და რეფორმატორების ჯგუფი: „მე ათწლეულების განმავლობაში ვუჭერდი მხარს საქართველოს და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ამას კვლავ ვაგრძელებ, მაგრამ მოვიდა დრო, რომ ჩემი უღრმესი შეშფოთება გამოვხატო. 2019 წლის ივნისიდან მოყოლებული, იმდენი ცუდი ამბავი გავიგეთ თბილისიდან, ერთი გამონაკლისის გარდა და ეს იყო გასული წლის 8 მარტის შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. ცუდი ამბების კულმინაცია იყო არჩევნების შემდგომი პერიოდის მოვლენები და ოპოზიციური პარტიის ოფისის შტურმი და მისი ლიდერის თვითნებური დაკავება. პრეზიდენტ მიშელის მედიაციის იმედი მაქვს და ძლიერ მხარდაჭერას ვუცხადებ ახლადდანიშნულ ევროკავშირის წარმომადგენელს თბილისში. ჩვენ ყველამ ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ, რათა ხელი შევუწყოთ დიალოგს, რასაც, შესაძლოა, ახალი ინკლუზიური არჩევნები მოჰყვეს“. კლერ დეილი – ირლანდია, მემარცხენეები: „რთულია არ დაინახო ირონია ამ დისკუსიაში. გასულ თვეს აქ ხალხის რიგი იდგა, რომლებიც გმობდნენ ოპოზიციის ლიდერის, ნავალნის დაპატიმრებას გირაოს პირობების დარღვევის გამო. საკითხი ფართოდ გაშუქდა მედიაში, ხოლო ევროპარლამენტარებმა უმაღლეს წარმომადგენელს სანქციების დაწესებისკენ მოუწოდეს. მიმდინარე თვეში ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერი, ნიკა მელია დააკავეს, მის ოფისზე განხორციელებული შტურმის შემდეგ და კვლავ გირაოს პირობების დარღვევის გამო. თუმცა, ერთი სიტყვაც არ თქმულა მედიაში; შარლ მიშელი ჩადის ვიზიტით, ყველას სადილზე ეპატიჟება და ეუბნება, რომ დამშვიდდნენ და ევროპარლამენტარები ამით ბედნიერები არიან. რა გასაკვირია, რომ ინტერვენტები სერიოზულად შეშფოთდნენ? მე ვემხრობი იმ პოზიციას, რომ არავისი მხარე არ დავიკავო, მე ვემხრობი მოწოდებას დიალოგისა და დიპლომატიისკენ. რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ უნდა ისაუბრონ და მათ უნდა ისაუბრონ იმ დამღუპველ ზემოქმედებაზე, რასაც ნეოლიბერალური შოკური თერაპია და თავისუფალი ბაზრის რეფორმები წლების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებზე ახდენენ. სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ევროკავშირის ჩაურევლობა იმით აიხსნება, რომ ისინი ბედნიერები არიან იმით, რომ ყველა მათგანთან აკეთონ საქმე. ჩვენი მხარი უნდა დავუჭიროთ დიალოგს და არა ინტერვენციას ყველგან, არა მხოლოდ საქართველოში“. ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი – გერმანია, მწვანეები: „საქართველო, აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი, პოლიტიკურ კრიზისში იმყოფება. ამ არეულობაში ბრალი ორივე ბანაკის პოლიტიკოსებს მიუძღვით. მათ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა საკუთარი ეგო დააყენეს და თანამშრომლობას პოლარიზაცია არჩიეს. ამ კრიზისის მოსაგვარებლად, ევროკავშირი ფასილიტატორობიდან მედიაციაზე უნდა გადავიდეს, რაც ახლა გავაკეთეთ. ქვაკუთხედი ამ სიტუაციაში ქართველი ხალხი უნდა იყოს – სწორედ მათ უნდა გადაწყვიტონ მომდევნო არჩევნების ბედი და დრო. ეს არჩევნები მხოლოდ უკიდურესი გამოსავალი იქნება და არა გრძელვადიანი მოგვარება. სრულყოფილი, ახალი საარჩევნო სისტემის გარეშე კრიზისი კვლავ განმეორდება. სასამართლო სისტემის რეფორმა და ოპოზიციის მიერ მეტი საპარლამენტო ზედამხედველობა პოლიტიკური პრიორიტეტი უნდა გახდეს. ორივე ზიანის მომტანმა ჩრდილოვანმა აქტორმა, სააკაშვილმა და ივანიშვილმა, უნდა შეწყვიტოს შემდგომი ჩარევა. საჭიროა, რომ უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკავშირმა იმოქმედონ საქართველოში. არ შეიძლება, რომ რეგიონში მომდევნო კრიზისის დროს ჩვენ იქ არ ვიყოთ. ევროპარლამენტი, ჩემი ჩათვლით, მზად არის ამ გზაზე გასაძღოლად“. ნიკოლაე შტეფანუცა – განახლებული ევროპა, რუმინეთი: „… ქართველები ვეღარ დარჩებიან ნამდვილ დემოკრატიასა და იმიტირებულ დემოკრატიას შორის. ძალადობრივი შეტაკებები, გადაჭარბებული ძალის გამოყენება და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება მიუღებელია. ვიმედოვნებ, რომ საქართველო იპოვის ბალანსს, სადაც პოლიტიკური პლურალიზმი იქნება დაცული და საზოგადოების პოლარიზაცია შემცირებული. თუ საქართველოს ევროპული და [ევრო] ატლანტიკური ინტეგრაცია სურს, ის კორუფციაში არ უნდა ჩაეფლოს“. რიჰო ტერასი – ევროპის სახალხო პარტია, ესტონეთი: „ნება მომეცით, იმ კოლეგებს შევუერთდე, რომელთაც შეშფოთება გამოხატეს იმის თაობაზე, რაც საქართველოში ხდება. ჩვენ, ევროკავშირი, ვერ დავუშვებთ მთავარი ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევას და მისი თავმჯდომარის დაპატიმრებას. როგორ უნდა ველოდოთ ოპოზიციისგან მოლაპარაკებებში მონაწილეობას, როდესაც ამ მოლაპარაკებების ერთ-ერთი მონაწილე დააპატიმრეს? და ბოლოს, ევროკავშირს ძლიერი ბერკეტი უნდა ჰქონდეს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელიც ისე იქცევა, თითქოს მარიონეტებს მართავს. იგი, ფაქტობრივად, კულისებიდან მართავს მათ“. სხვა გამომსვლელებს შორის ასევე იყვნენ ევროპარლამენტარები – მარკეტა გრეგოროვა, მაიკლ გალერი, ზდისლავ კრასნოდებსკი, ანდრიუს კუბილიუსი, კარმენ ავრამი, კოსმა ზლოტოვსკი, ვლადიმირ ბილჩიკი და რასა იუკნევიჩიენე. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეპ ბორელის დასვკნითი სიტყვა: „მინდა გამოვეხმაურო კლერ დეილის განცხადებას, რომელმაც ნიკა მელიას საქმე ახსენა და გამოთქვა მოსაზრება, რომ ევროკავშირი ამ საკითხზე დუმდა. ნება მომეცით, მკაფიოდ გითხრათ, რომ დუმილი არ ყოფილა. 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მელიას მიმართ წინასწარი პატიმრობის შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილებისა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მომდევნო დღეს, 18 თებერვალს, განცხადება ჩემმა პრესმდივანმა გამოაქვეყნა. ამ განცხადებაში ჩვენ მოვუწოდეთ როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას თავშეკავება და პასუხისმგებლობა გამოეჩინათ შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, რა დროსაც კონკრეტულად მელიას საქმე იყო ნახსენები. საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ ამ დებატის მიზეზი არსებობს, ყველა თქვენგანი ახსენებდით ამას და შემიძლია კიდევ ერთხელ განვმარტო, როგორია ჩვენი პოზიცია და რას შეიძლება ველოდოთ იმისათვის, რომ ეს რთული სიტუაცია მოვაგვაროთ. ჩვენ ბევრს ვეხმარებით საქართველოს, ჩვენ ვართ საქართველოს უმსხვილესი დონორები, მნიშვნელოვან დახმარებას ვუწევთ საქართველოს კორონავირუსის პანდემიასთან გასამკლავებლად. იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ დაწყებული მედიაციის პროცესით ჩვენ უფრო მეტად ვიქნებით მზად იმისათვის, რომ დავეხმაროთ პრობლემების მოგვარებაში და პოლიტიკური შეთანხმების მიღწევაში. მთავარი საკითხები – საარჩევნო რეფორმა, მართლმსაჯულების რეფორმა, პოლიტიზირებული მართლმსაჯულების აღქმა, პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილება და, ყველაზე რთული საკითხი, ვადამდელი არჩევნების ან შესაძლო პლებისციტის საკითხი – ყველა ამ საკითხზე უნდა ვისაუბროთ იმ ძალისხმევის ფარგლებში, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ და ვიმედოვნებ, რომ ეს საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მოგვარებას დაეხმარება.
  2. აშშ-ის სენატისა და შვიდი ევროპული ქვეყნის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც ნათქვამია, რომ ნაციონალური მოძრაობის ოფისში პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას დასაკავებლად ჩატარებულმა სპეცოპერაციამ „საქართველოში დემოკრატიისა და თავისუფლების სიმყიფე გამოავლინა“ და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 2020 წლის მარტში მიღწეული შეთანხმება დაარღვია. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „საქართველოს, როგორც ევროპული ოჯახის თავისუფალი წევრის ადგილი ეჭვგარეშეა, თუმცა ძალადობა და თავისუფლებაზე განხორციელებული თავდასხმები მას საფრთხეს უქმნის“. კანონმდებლების თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი „დესტაბლიზაცია და ანტიდემოკრატიული ქმედებები“ თავშეკავების გამოჩენაზე საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობას უსვამს ხაზს. ერთობლივი განცხადება მოუწოდებს მხარეებს, რომ ეცადონ და ერთად გამონახონ ქვეყანაში არსებული პრობლემების „პოლიტიკური გამოსავალი“ და არ მიმართონ იმგვარ პრაქტიკას, რომელიც ქართველი ხალხისთვის საზიანო იქნება. ლიეტუვის სეიმას საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა, რომ „ეს სოლიდარობის განცხადება“ იმის დასტურია, რომ „ჩვენ მარტონი არ ვართ საქართველოში ანტიდემოკრატიულ ქმედებებთან გამკლავების საქმეში“. განცხადებას ხელს აწერენ: რობერტ მენენდესი აშშ-ის სენატიდან; ტომ ტუგენდჰატი გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატიდან; ნორბერტ როტგენი გერმანიის ბუნდესტაგიდან; პაველ ფიშერი ჩეხეთის სენატიდან; მარეკ კუჩინსკი პოლონეთის სეიმიდან; ჟიგიმანტას პავილიონისი ლიეტუვის სეიმიდან; მარკო მიჰკელსონი ესტონეთიდან და რიჰარდს კოლსი ლატვიიდან. ასევე წაიკითხეთ: სამართალდამცველებმა ნიკა მელია დააკავეს ღარიბაშვილი: ლიეტუველი დეპუტატის განცხადებები ქართული ოცნებისთვის „არაფერს ნიშნავს“ ოპოზიცია ხელისუფლებას მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს, ლიეტუველი დეპუტატი სანქციებზე საუბრობს