Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'რუსეთის' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 4 results

  1. გერმანიაში მმართველი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (ქდკ) თავმჯდომარე აირჩიეს, რომელიც ამ პოსტზე ანგელა მერკელს ჩაანაცვლებს. ახალი ლიდერი გახდა ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის პრემიერ-მინისტრი არმინ ლაშეტი. არმინ ლაშეტი გამოირჩევა რადიკალური რუსეთუმეობით, მხარს უჭერს ჩრდილოეთის ნაკადის ნებისმიერ ფასად აშენებას, კიცხავს ყირიმის ანექსიის გამო რუსეთზე სანქციების დაწესებას, ეწინააღმდეგება პოსტსაბჭოთა ბლოკის ქვეყნების ევროკავშირსა და ნატოში მიღებას. არის ულტრამემარცხენე. მხარს უჭერს მიგრანტების მიღების მზარდ ნაკადს გერმანიაში. ვესტფალიის პრემიერობის დროს, გამოვიდა ინიციატივით საბერძნეთში მყოფი მიგრანტები გადაეყვანათ ვესტფალიაში. მერკელს ლაშეტი კანცლერის პოზიციაზე შემოდგომაზე ბუნდესტაგის არჩევნებზე ჩაანაცვლებს. https://www.faz.net/aktuell/politik/inland/kommentar-mit-armin-laschet-geht-die-cdu-auf-nummer-sicher-17149342.html
  2. სანადირო ექსკურსიებმა და ტანმოშიშვლებულმა ცხენოსნობამ შედეგი გამოიღო – ვლადიმირ პუტინი რუსეთის მოსახლეობისთვის ყველაზე სექსუალური მამაკაცია. Superjob.ru-ს მიერ, 2 აპრილს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხული კაცების 18% და ქალების 17% ვლადიმირ პუტინს რუსეთის ყველაზე სიმპათიურ მამაკაცად მიიჩნევს. 68 წლის მარტოხელა პუტინი ერთადერთი კაცია, რომელმაც ღია გამოკითხვით ხმების ორნიშნა პროცენტული მაჩვენებელი მიიღო. "წინა წლის გამოკითხვიდან 1%-იანი ვარდნის მიუხედავად, ქვეყნის ყველაზე მიმზიდველი მამაკაცი რუსებისთვის კვლავ ვლადიმირ პუტინია. მას კონკურენციას ვერც ათლეტები უწევენ და ვერც პოლიტიკოსები" – ვკითხულობთ კვლევაში. Superjob.ru-ს განცხადებით, კვლევა 1 000 კაცსა და ამდენივე ქალს მოიცავდა და რუსეთის 300-ზე მეტ ქალაქში, ფიზიკური ფორმით ტარდებოდა. ნიშანდობლივია, რომ კვლევის შედეგების გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსეთის დუმამ პუტინს ძალაუფლების 2036 წლამდე შენარჩუნების კონსტიტუციური უფლება მიანიჭა. ამათ სიტყვის თავისუფლებაზე ხმა თუ ჰქონდეთ ამოსაღები
  3. რუსეთის ბანკის მმართველის მოადგილემ, ალექსეი ზაბოტკინმა განაცხადა, რომ ბანკი ციფრული ვალუტის წარმოებისათვის გაშვებული პროტოკოლის დასრულებას წლის ბოლომდე გეგმავს. ბანკის მიზანია 2022 წლიდან კრიპტოვალუტა სატესტო რეჟიმში გაუშვას. აღნიშნული განცხადება მოსკოვში მიმდინარე ეკონომიკური სკოლის ფორუმზე გააკეთა ზობოტკინმა. მან თქვა, რომ პროტოტიპი საცდელ რეჟიმში გაეშვება, ამიტომ რეალურ გარიგებას არ განახორციელებს, მაგრამ უფრო მეტად გახდება ეკოსისტემის მშენებლობის საწყისი წერტილი. ”ამ პროტოტიპის საფუძველზე, ჩვენ, მომავალ წელს უკვე საცდელ ეტაპზე გადავალთ”,- აღნიშნა ალექსეი ზაბოტკინმა. როგორც ცნობილი იყო, რუსეთის ბანკმა სტაბილკოინის შექმნის შესახებ 2020 წლის ბოლოს განაცხადა, რა დროსაც გამოაქვეყნა საკონსულტაციო ნაშრომი ციფრული რუბლის განვითარების შესახებ. 2021-ს დასაწყისში ბანკის წარმომადგენლებმა ასევე დასძინეს, რომ ახალი კრიპტო პლატფორმა შეიძლება შეიცავდეს დიდ რისკებს, რომელიც დაკავშირებული იქნება ჰაკერულ თავდასხმებთან და თაღლითობასთან. შესაბამისად, მათ გადაავადეს მიმდინარე პროექტი, რათა შეძლონ პროგრამის დახვეწა და უსაფრთოხების უზრუნველყოფა. The post რუსეთის ცენტრალური ბანკი ციფრული რუბლის საპილოტე პროგრამას 2022 წელს დაიწყებს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  4. რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ „ბოლო დროს ვაშინგტონში სულ უფრო იზრდება უკმაყოფილება მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ქმედებებით, რომელიც ამერიკული მოთხოვნების ცალსახად შესრულებას თავს არიდებს“. 9 მარტს გავრცელებულ განცხადებაში, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა აღნიშნა, რომ „საქართველოში წესრიგის დასამყარებლად, ამერიკელები სისტემური სამუშაოს განხორციელებას გეგმავენ, რათა ოპოზიციას დაუჭირონ მხარი, ხოლო „ქართული ოცნების“ პოზიციებს ძირი გამოუთხარონ“. აღნიშნა რა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ევროპელ პარტნიორებსაც უბიძგებს ოპოზიციის მხარდაჭერისკენ, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ „ვაშინგტონში საქართველოს ხელისუფლებას მიანიშნებენ, რომ თეთრი სახლის შემდგომი პოლიტიკა თბილისთან მიმართებით განპირობებული იქნება საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნით, რომ ზუსტად დაიცვას ამერიკული მითითებები“. „საქართველოს მაგალითი მკაფიოდ აჩვენებს, რომ ცალკეული ეროვნული ელიტების სურვილი, რომ საკუთარი მიმდინარე ამოცანების გადასაწყვეტად ვაშინგტონის მფარველობა მოიპოვონ, დე ფაქტო სუვერენიტეტის, ასევე საერთაშორისო არენაზე და ქვეყნის შიგნით დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარების შესაძლებლობის დაკარგვას იწვევს“, – ნათქვამია განცხადებაში. განცხადებაში საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის, სერგეი ნარიშკინის სიტყვებზე დაყრდნობით ნათქვამია, რომ „ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის დროიდან, აშშ მიეჩვია საქართველოში პოლიტიკური პროცესების საკუთარი ხელით მართვას და კარნახს, თუ როგორ უნდა იმოქმედოს ხელისუფლებამ და რა პოლიტიკა უნდა გაატაროს ოპოზიციასთან მიმართებით“.