ძებნა
'როგორ' ძებნის შედეგები.
-
სულ დატესტილი და მანუალი პროფებისგან! სენიორ@Eric თქვენი იმედი მაქვს! 31 მარტია, 2022 წლის, მზე იცინის და ჩიტი გალობს. მართლა-მართლა გადავწყვიტეთ რომ ომისთვის და აპოკალიფსისთვის სწორედ ასეთ ამინდში უნდა მოემზადოს ადამიანი, დაიწყოს მაინც სამზადისი. ჰო და შენ დაბუნკერებულო არსებავ თუ ახლა ამას კითხულობ, გამაგრდი, გამხნევდი სენიორ ერიკი შენთანაა პირველ რიგში საჭიროა სია და მერე ამ სიის გავლა სათითაოდ. ვიწყებთ
- 131 replies
-
- როგორ
- მოვემზადოთ
-
(and 1 more)
Tagged with:
-
ბავშვებმა დუხი დაასხსეს, სუნი არ აქვსო და ესეთ დღეშია. რამდენიმე დღის ამბავია, ახლა შევამჩნიე SOS HELP და ა.შ.
- 19 replies
-
- როგორ
- გადავარჩინო
-
(and 1 more)
Tagged with:
-
არაფერია იმაზე ცუდი, როდესაც ინტერვიუზე გიჭირთ საუბარი საკუთარი თავის ან მოსალოდნელი ანაზღაურების შესახებ. ჩვენ მოგაწვდით პასუხს იმ ჩამჭრელ შეკითვებზე, რომლებიც შეიძლება დაგისვან გასაუბრებაზე, ასე რომ შეგიძლიათ გასაუბრებაზე ასეთი შეკითხვებისთვის მომზადებული მიხვიდეთ. „მომიყევით თქვენ შესახებ“ ნუ მოყვებით მთელ თქვენ ისტორიას, ისაუბრეთ მხოლოდ იმ ფაქტების შესახებ, რომლებიც წარმოგაჩენთ უნარიანს და ენთუზიაზმით აღსავსეს. ისაუბრეთ იმ უნარები,ს სამუშაო გამოცდილების და კვალიფიკაციის შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ სასურველი სამუშაოს წარმატებით შესრულებაში. შეგიძლიათ ასევე ისაუბროთ თქვენს ინტერესებზე, გატაცებებსა და სურვილებზეც. „როგორ გრძნობთ თავს ხელმძღვანლის როლში?“ ამ შემთხვევაში იყავით გულწრფელი, თუმცა დარწმუნდით რომ პოზიტიურად წარმოაჩენთ საკუთარ კარგ გუნება-განწყობილებას. თქვით „მე სიამოვნებას მანიჭებს, როცა ვარ....“ და არა „მე არ მომწონს/არ მსიამოვნებს, როცა ვარ....“.თუ თქვენ მოგწონთ მენეჯერი, რომელიც გასწავლით ან გეხმარებათ სამუშაოების გადანაწილებაში, აღნიშნეთ. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/23%20job.jpg„სად ხედავთ საკუთარ თავს მომავალ 5 წელში?“ ეს განსაკუთრებით ჩამჭრელი შეკითხვაა, იმ შემთხვევაში თუ სამომავლოდ გეგმავთ ისეთ რაიმეს, რომელიც ამ შემთხვევაში თქვენთვის სასურველი სამუშაოსგან რადიკალურად განსხვავდება. ასეთ შემთხვევებში იყავით მოხერხებული, კეთილგანწყობილი, თუმცა ნუ იქნებით კონკრეტული. თქვით რომ მომავალი 5 წლის განმავლობაში სიამოვნებით იმუშავებდით აღნიშნულ პოზიციაზე, შეასრულებდით დაკისრებულ მოვალეობებს, სიამოვნებით გაუმკლავდებით არსებულ გამოწვევებს და მიიღებთ სიამოვნებას თქვენი სამუშაოსგან. „რა ოდენობის ანაზღაურებას მოელით?“ http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/21%20job.jpgთქვენთვის მისაღები ანაზღაურების ოდენობის შესახებ გასაუბრებამდე იფიქრეთ. მოიძიეთ ინფორმაცია, რა ოდენობის ანაზღაურებას უხდიან მსგავსი სამუშაოების შესრულებისთვის და იფიქრეთ, რა ოდენობის ანაზღაურება უნდა შემოგთავაზონ, რომ სამუშაო სერიოზულად აღიქვა. მსგავს შეკითხვებზე პასუხისას ნუ დაკონკრეტდებით. დაუბრუნეთ შეკითხვა ინტერვიუერს და შეეკითხეთ, რა ოდენობის ანაზღაურებაა დაწესებული ამ პოზიციაზე. ამ გზით თქვენ თავიდან აირიდებთ ძალიან დაბალი და ძალიან მაღალი თანხის დასახელებას. თუ ინტერვიუერი თავს შეიკავებს ანაზრაურების დასახელებისგან, იყავით ამბიციური, თუმცა არა არარეალისტი. „რატომ გსურთ სამსახურის მიტოვება?/რატომ წამოხვედით ბოლო სამსახურიდან?“ გამოამჟღავნეთ პოზიტიური დამოკიდებულება ახალი სამუშაოს ისეთ შემოთავაზებებზე, როგორიცაა კარიერული განვითარების შესაძლებლობები, ახალი გამოწვევები და მეტი შემოქმედებითობა. არასდროს არ თქვათ რომ არ მოგწონთ თქვენი უფროსი, გსურთ მეტი ანაზღაურება ან სამუშაო მოსაწყენია თქვენთვის. თუ წინა სამსახურიდან დაგითხოვეს, უმჯობესი იქნება თუ იქნებით გულწრფელი. მშვიდად განმართეთ მდგომარება, მოძებნეთ რაციონალური გზა ამ ინფორმაციის გასაჟღერებლად და ისაუბრეთ იმ ცოდნასა და გამოცდილებაზე, რომელიც მიიღეთ წინა სამსახურში. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/original.jpg„რა არის თქვენი სუსტი მხარე?“ არც იფიქროთ საუბრის დაწყება მსგავსი ფრაზებით: „მე ვარ პერფექციონისტი“ ან „მე ვარ შრომისმოყვარე“. აქ მნიშვნელოვანია არა თქვენი სუსტი მხარეები, არამედ გაქვთ თუ არა ცოდნა საკუთარი სუსტი მხარეების შესახებ და როგორ ცდილობთ მათ გამოსწორებას/დაძლევას. მაგალითად, თუ თქვენი უდიდესი სისუსტე არის ის, რომ ზოგჯერ მოქმედებთ ძალიან სწრაფად, მოუყევით ინტერვიუერს რომ ყოველი ახალი პროექტის ან დავალების შესრულებამდე, თქვენ კარგად სწავლობთ მათ. „სხვა შეკითხვები ხომ არ გაქვთ?“ ეს შეკითხვა ბევრ აპლიკანტს ჩიხში აქცევს. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/8%20job.jpgკითხვები გასაუბრების დაწყებამდე უნდა გამოიკვლიოთ და მოიფიქროთ. არასდროს არ აგრძნობინოთ ინტერვიუერს რომ გასაუბრების დასრულების სურვილი გაქვთ. პირიქით, დაანახეთ მას რომ მასთან სამუშაოზე და ორგანიზაციაზე საუბარი გაინტერესებთ და სიამოვნებას განიჭებთ. შეკითხვების დასმისას შეინარჩუნეთ ზომიერება. შეარჩიეთ მხოლოდ რამდენიმე, თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხი და დასვით კითხვები მათ შესახებ. ეს წარმოგაჩენთ ენთუზიას, ჭკვიან და დაინტერესებულ ადამიანად. თუ თქვენ განსაკუთრებით არაფრის დაზუსტება არ გჭირდებათ და შეკითხვებიც არ გაქვთ, მაშინ იკითხეთ „რა სახის ტრენინგებს სთავაზობს ორგანიზაცია თანამშრომლებს?“ ან „არსებობს ორგანიზაციაში დაწინაურების შესაძლებლობები?“. ასეთი შეკითხვებით თქვენ აჩვენებთ ინტერვიუერს რომ ორიენტირებული ხართ განვითარებასა და ცოდნის მიღებაზე
- 3 replies
-
- როგორ
- გავუმკლავდეთ
-
(and 4 more)
Tagged with:
-
კი დავგუგლავ, მარა თქვენი საოჯახო რეცეპტები და მეთოდები გამიზიარეთ. მოვკვდი ამ პიკულების, საუერკაუტის და კიმჩის ძოვით, კაი მამა-პაპური მწნილი მომენატრა :დ ჰოდა, აბა ჩამაიყარეთ :დ მამენტ მხოლოდ კომბოსტო არა, წიწაკა, კიტრიც გამოუშვით. სხვა მწნილები არ მევასება (ნივრის მნწილის ფანებმა ნერვი არ ამიშალოთ :დ ). ჯონჯოლს კიდე აქ ვერ ვიშოვი :დ
-
როგორც ქართველი ერის დიდ გულშემატკივარს არ შემიძლია არ ავღნიშნო ქართველი ხალხი მასობრივი გამოთაყვანება. ვაკვირდები სოციალურ ქსელში კომენტარების ველს და სამწუხაროდ ვხედავ უღარიბეს ინტელექტს რომელშიც არ იკითხება ჩანასახი შემოქმედებითი აზროვნების, კრიტიკის, გონიერების. თითქოს ხალხი მასობრივად იმეორებს ერთი და იგივე დაბეჭდილ შაბლონურ პარადიგმებს, მხოლოდ სახელი და გვარი, გარეგნობა და სქესი განსხვავდება. გადახედეთ რელიგიის, პოლიტიკის და თუნდაც მეცნიერების სტატუსებს თქვენ გაგიქრებათ ყოველგვარი ოპტიმიზმი. ერთის მხრივ საყოველთაო აბსურდული აღფრთოვანება რელიგიური პირებისადმი, მინაწერებით "ამინ!" მეორეს მხრივ ჩლუნგი აგრესია სიბრიყვის მიმართ ცინიზმის, თითქოს გეუბნება "შენ ვინ გკითხავს მაცალე სიბრიყვე". მკითხავს ბიჭო, მკითხავს იმიტომ რომ შენთან ერთად ვაკეთებთ ამ ქვეყანას! გადახედავთ პოლიტიკას იქაც ხატები და ბელადები, გახარიას სელფიზე ათრთოლებული გულები. რატომ, თვალი ჩაგიკრათ? მაკოს ჭირი სხვისი ჭირია? "ღმერთის ტოლა" კაცი ბიძინა, რომელსაც ხეები გადააქვს და მისი დამცველები, ან მუდამ ჩამოსული მაგრამ ვერ მოსული მიშა სააკაშვილი, ბოლო სუპერსტარი ვარლამ გოლეთიანია, რომელმაც პროტესტში რელიგიური საკითხებიც ჩართო ცოტა ანტილიბერალიზმიც გაურია და გადარია ყველა! ლექსები, სადრეგრძელოები, ლოცვები მიუძღვნეს, ზოგმა ქრისტესაც შეადარა, არათუ თუ შეადარა, ამჯობინა კიდეც! სამწუხარო ტენდენცია ახასიათებს ლიტერატურას და კინოს, სპორტს, აქაც განა შინაარსა და ფორმაზეა აქცენტი არამედ პიროვნებებზე, ეს აბსურდული გაფეტიშება პოეტების, მწერლების მსახიობების სპორტსმენების თითქოს რომელიმე ვაცლავ ჰაველი, ან მაჰათმა განდი იყოს. მათი წვილი კულტურული კაპიტალის დაგროვებაში შინაარსშია და არა პიროვნებაში, ხოდა რა საჭიროა ეს თრთოლვა?! ყველაზე სამარცხვინო და სასაცილო მაინც მეცნიერების ბლოგია, ილონ მასკზე მიძღვნილი სტატუსების კომენტარები წაიკითხეთ, "სატანა", "აქ ვერ ეტევი იქ რა ჯანდაბა გინდა?!"... ბილ გეიტსის ინტერვიუ გამოქვეყნდა გამონაბოლქვის კონტროლზე და ქართველი იუზრების აბსოლუტური უმრევლესობა: "სატანა";"პანდემიას კი არა სამყაროს მოუღებს ბოლოს ღმერთო დაგვიფარე";"სატანის ნაშიერი";"ჯანდაცვაში ხო აფათურა თავისი ბინძური ხელები და შემოგვახვია კოვიდ პანდემია ეხლა გარემო დამცველად უნდა მოევლინოს მსოფლიოს რას გვიმზადებს ნეტა ეს სატანა ანტიქრისტეს ველოდებით და ამ კაცის სახითქრი მოვლენილი მგონი კეფა შეუმოწმოს ვინმემ ნეტა"; სადღაც დიდი აფეთქების თეორიაზე დაიწერა, გადაავსეს რელიგიური მრაკობესიით, არც ერთს ესმის მეცნიერული ენის. სარისკოა ევოლუციის თემაზე სტატუსის კომენტარების ჩაკითხვა, თქვენ წაიკითხავთ განსვენებული მეცნიერის პირდაპირ გინებაას, რომელიც "ერთადერთია კაცობრიობის ისტორიაში ვინც მაიმუნისგან წარმოიშვა". საზოგადოებაში პოპულარულია კონპირაციული თეორიები, როგორიცაა მასონები გვმართავენ, ამერიკა გვიპყრობს; ID ბარათებში ჩადებული მხეცის ნიშანი; კოვიდ პანდემია როგორც კაცობრიობის გამოხშირვის შეთქმულება; სიცხის გაზომვა როგორც დაჩიპვაზე საზოგადოების შეგუების მცდელობა...მახსენდება ერთი კვლევა რომელიც ამტკიცებდა რომ ადამიანი რომელიც დარწმუნებულია კონსპირაციულ ბულშიტებში ინტელექტის დონე დაბალი აქვსო, ანუ კვლევა ამტკიცებდა რომ მიზეზი განა ინფორმაციონალიზაციაა, რამაც ადამიანი დააბნია, არამედ ინფორმაციონალიზებულ სისტემებს დაბალი ინტელექტის გონება მიზეზ-შედეგობრივად ვერ აღიქვამს და კოგნიტური დისონანსის დაძლევას გამარტივებული თეორიებით ახერხებსო, კონსპიურაციული ბულშიტი ფსიქიკის დამცავი მექანიზმიაო. ხოდა მე ვკითხულობ რატომაა ქართველი ერი ინტელექტუალურად ჩამორჩენილი? PISA კვლევის შედეგების მიხედვით 79 ადგილი გვიკავია და მთლად კატასტროფული მდგომარეობა არ უნდა გვქონდეს, მაგრამ ნება მიბოძეთ და ეჭვი მინდა შევიტანო კვლევის შედეგებში. ჯერ ერთი რომ ქართულ აკადმიურ სივრცეში საბჭოთა კავშირის დროსაც მეცნიერული ნოუ ჰაუს მცოდნე მეცნიერები ცოტა გვყავდა და ბევრი "მეცნიერი" უბრალოდ სოციალური კაპიტალის მქონე კოლორიტი პიროვნება იყო რომელმაც გაიჩალიჩა საკანდიდატო, თქვენს საცხოვრებელ სახლში ვერ ნახავთ თუნდაც ერთ ნივთს რომელიც ქართველი მეცნიერის მიერ შექმნილია. მეორეც, წაკითხულის გაგებაში ბოლო კვლევების მიხედვით ქართველი სკოლის მოსწავლეები ყველაზე ცუდ შედეგებს აფიქსირებენ, რაც შეეხება მათემატიკას აქ კიდევ უფრო კატასტროფულად გვაქვს საქმე, მასწავლებლების 80% საგნის გამოცდებს ვერ აბარებს, ახალგაზრდების აბსოლუტური უმრავლესობა უფრო მარტივ გზას ეძებს ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, რათა კვლიფიკაცია რაც შეიძლება ბევრ პროფესიას კრეფდეს რომ დასაქმება გამარტივდეს. რაც შეეხება IQ ტესტებს, საქართველოში მასობრივად არასდროს ჩატარებულა და ჩვენი სავარაუდო კოეფიციენტი გამოყავთ აზერბაიჯანის და სომხეთის მონაცემებზე ვარაუდის მიხედვით. ანუ PISA-ს შედეგი არის ზედაპირული, არასიღრმისეული და ზოგადი სტატისტიკური მონაცემებით შეკოწიწებული სპეკულაცია. ჩემი აზრით ქართველი ერის დაბალი ინტელექტი გამოწვეულია კულტურული თვითკმარობის ილუზიით. საზოგადოებამ შექმნა ხატები და თაყვანისცემის ობიექტები რომელიც ღრმად ისტორიულ არქეტიპებშია და ჰგონია რომ ისეთი რამ ესმის რაც სხვებისთვის დაფარულია და გაუგებარია, ეს არის დიდი სიბრძნე რომელიც ჩვენ გაგვეხსნა. ასეთი არქეტიპებია, დავით აღმაშენებელი, სტალინი, ქართული სუფრა, ქართული მართლმადიდებლობა, კაცური კაცობა, ქურდული გაგება... ამ და კიდევ სხვა მრავალმა არქეტიპმა შეგვიქმნა ილუზია რომ არაფერი არ უნდა შევცვალოთ, ნამოხვან ჰესის ხეობის დაცვაც სწორედ ამ თვითკმარობის ილუზიიდან მოდის__ხეობა რომელიც სახელმწიფოს საკუთრება იყო და პატარა ქოხიც არ იდგა შეუძლია გამოიმუშაოს ელექტროენერგია და დაასაქმოს 2000 ადამიანი, მაგრამ ეს ხომ მიჩვეულ ჰარმონიას არღვევს, სწორედ ცვლილების შიშია არის ქართველთა გამოთაყვანების მიზეზიც. ყველაზე ცუდი კიდევ ისაა რომ ქართველი ერი გაუნათლებელ ადამიანზე ზეწოლას არ ახდენს, რადგან გაუნათლებელ ადამიანს თავისუფლად შეუძლია თავი დაიმკვიდროს, ოჯახიც შექმნას და მაღალანაზღაურებადი სამსახურიც იშოვოს, იმიტომ რომ მას აქვს ისეთი განათლება როგორიცაა "კაცური კაცობა", სწორედ ეს არის თვითკმარობის ილუზია, სწორედ აქედან მოდის ჩვენი ლპობაც! ქართული ეკონომიკა თითქმის არაფერს აწარმოებს ჩამოეკიდა ტურიზმს, პანდემიამ ისიც მოგვიკლა და ველოდებით ელექტროშოკით მომაკვდავის მოსულიერებას. როგორ შეიძლება ეშველოს ქართველი ერის ინტელექტს?__ ჩემთვის განათლება განა ფაქტების დამახსოვრება, არამედ კრიტიკული გონებაა. ადამიანი რომელიც აზროვნებს და იცის გადამოწმებული ინფორმაციის გამოყენება ის განათლებულია. შესაბამისად ქართველი ერის ინტელექტს ეშველება თუკი აზროვნებას ვასწავლით. აუცილებლად უნდა განათლების სისტემაში პრიორიტეტები და სკოლა უნდა ფოკუსირდეს საბუნებისმეტყველო მეცნერებათა შესწავლაზე: მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ასტრონომია. ამ საგნებში უდნა ჩაიდოს ყველაზე დიდი თანხა რომ მოხდეს არა უბრალოდ წიგნებიდან დაზუთხვა არამედ სკოლებში შეიქმენა სასწავლო ექსპერიმენტების ჩატარების პირობები, წაიყვანონ ახალგაზრები ობსერვატორიაში(მართალია აღარ გვაქვს, ხოდა უნდა შევქმნათ, ახალი გავაკეთოთ აბასთუმანში!!!). მათემატიკის შესწავლა უდნა დაუკავშირდეს, ფიზიკას, და ასტრონომიას რომ ბავშვებმა მიხვდნენ ამ უნივერსალური ენის მნიშვნელობა და გაიგონ როგორ მუშაობს მათემატიკა კოსმოსური ობიექტების ახსნაში. აუხსნან როგორ გამოიყურება დიდი აფეთქების თეორია ორიგინალში. აუხსნან ფარდობითობის თეორია ისევ მათემატიკური ენით. შეიცვალოს ლიტერატურის შესწავლის მეთოდიკა. ასწავლეთ რუსთაველი კი ბატონო, დააზეპირებინეთ თუ გინდათ ესეც არაა ცუდი, მაგრამ აუხსენით რაზეა ეს შედევრი, რომ მასში სოფიზმია, რომ მასში ეროტიკაა, რომ მასში არის ისეთი სიყვარული რომელიც მე 12 საუკუნეში არავინ იცოდა, არავინ!!! იცით თქვენ რომ სიყვარულით ოჯახის შექმნა მეოცე საუკუნის მოვლენაა? გადაამზადეთ პედაგოგები არ ესმით რას ასწავლიან და იმიტომ! ასწავლეთ შუშანიკის წამება როგორც პირველი ნაწარმოები გენდერულ უთანასწორობაზე, ასაუბრეთ ბავშვები უფლებრივ უთანასწორობაზე, შეეშვით რელიგიურ მრაკობესიას! ასწავლეთ ილიას შემოქმედება როგორც ქართველი ერის სოციოლოგია, იმიტომ რომ სულმნათმა ილიამ დავით კლდიაშვილთან ქართველი ერის მეტასტაზები რენტგენის სურათზე გვიჩვენა. ასწავლეთ ჯაყოს ხიზნები როგორც სულიერების კრიზისი, შეეშვით კონსტანტინე გასახურდიას, მასში სასკოლო არაფერია, იმიტომ რომ დიდოსტატის მარჯვენაში სოციალური კომენტარი არ გვაქვს. ჩართეთ ლიტერატურის სწავლებაში დონ კიხოტი როგორც შლეგი კეთილშობილება რომელიც მეამიტურად ცდილობს ბოროტების დამარცხებას, ყველა ბავშვში უნდა გაიზარდოს დონ კიხოტი, ასწავლეთ დოსტოევსკის იდიოტი როგორც ქრისტეს გაცოცხლება თანამედროვე საზოგადოებაში, ასწავლეთ დოსტოევსკის მოთამაშე, დანაშაული და სასჯელი, ასწავლეთ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრი, აიზეკ აზიმოვი, ფრენკ ჰერბერტი, რომ ბავშვებმა კოსმოსზე იოცნებონ იდეალისტური ოცნებები გაუჩნდეთ რატომ იციკლებით ქართული ლიტერატურით?! ასწავლეთ საქართველოს ისტორია ისე რომ გვესმოდეს ჩვენი მარცხის პრობლემები, დიახ მარცხის, იმიტომ რომ დღეს საქართველო სავალალო მდგომარეობაშია და ეს მარტო ჩვენი ბრალია! უკვე მერამდენე ბავშვი შეეწირა დიდების და მოზარდების სექსუალურ გაუნათლებლობასა და უკულტურობას? ორი შემთხვევა მინდა გაგახსენოთ როცა მოზარდმა გოგონამ გადაწყვიტა თავი ჩამოიხრჩო იმიტომ რომ საზოგადოების განსჯის შეეშინდა, გავატაროთ ვითომ არ მომხდარა, პრობლემის იგნორირება ყოველთვის ადვილია, მხოლოდ გამბედავი ხელისუფლება დახარჯავს საზოგადობის მხარდაჭერას და გამოსავალს შესთავაზებს, მერე რა რომ ბევრი ბრიყვი სკოლებში სექსუალური განათლების შესახებ ინიციატივას ისტერიულად დაუპირისპირდება? სახელმწიფო ქირურგიული ჩარევით ბევრ ახალგაზრდას გადაარჩენს დასახიჩრებული ცხოვრებისგან. ეს ადვილი არაა, უნდა მომზადდეს მეთოდიკა, ლიტერატურა, კადრები და მაინც ყოველთვის არის შესაძლებლობა რომ გაკვეთილი ქრინჯული გახდეს. მე ასე წარმომიდგენია: მე-10 კლასი: გენდერის სოციოლოგია, ოჯახის სოციოლოგია, სასიყვარულო ურთიერთობების ეთიკა, ფიზიოლოგია; მე 11 კლასი: ნაადრევი ქორწინების შედეგები, კონტრაცეპტივები, სექსუალურობის ისტორია; მე 12 კლასი: სექსის კულტურა, სექსუალური პრობლემების დაძლევის მეთოდები და დაავადებები (ნაადრევი ეაკულაცია, იმპოტენცია, ვაგინიტი, ტრიპერი, სიფილისი, შიდსი...), აბორტი და აბორტის შედეგები. პედაგოგს უნდა ჰქონდეს სტუმრების მოწვევის პრაქტიკა, როგორც სექსოლოგების, ფსიქოლოგების, უროლოგების, გენეკოლოგების, რომლებიც ბავშვებს სამედიცინო პრაქტიკის ისტორიებს და საინტერესო პრეზენტაციებს გაუზიარებს... განა ასე რთულია?
-
საქართველოში საპენსიო ასაკი მამაკაცებისთვის 65 წელი, ქალებისთვის კი 60 წელია. ქვეყანაში 781 934 ათასი პენსიონერი ცხოვრობს. 70 წლამდე ადამიანებისთვის პენსია 240 ლარს შეადგენს, რაც $72.7-ის ექვივალენტია, ხოლო 70 წელს გადაცილებულთათვის – 275 ლარს, ანუ $82.5-ს. მაღალმთიან რეგიონებში პენსია უფრო მაღალია – 70 წლამდე ადამიანები 288 ლარს ($86.5) იღებენ, 70 წელს გადაცილებულები კი 330 – ლარს ($99.1). 2003-04 წლებში საქართველოში 573 642 პენსიონერი იღებდა პენსიას – 14 ლარს, რაც დაახლოებით $7.7-ს უდრიდა. 2005 წელს პენსია გაორმაგდა, ხოლო მომდევნო სამი წლის განმავლობაში 10, 17 და 25 ლარით გაიზარდა. წელი პენსიის ოდენობა ლარში პენსიის ოდენობა დოლარში 2003 14 $6.8 2004 14 $7.7 2005 28 $15.6 2006 38 $22.2 2007 55 $34.6 2008 70 $42 2009 80 $47.5 2010 80 $45.1 2011 100 $59.9 2012 125 $75.5 2013 150 $86.4 2014 150 $80.5 2015 160 $66.8 2016 67.2 $68 2017 180 $69.4 2018 180 $67.2 2019 200 $69.7 2020 220 $67.5 2021 240 $72 2009 წელს პენსიამ 80 ლარს მიაღწია, რაც დაახლოებით $47 იყო. იგივე დარჩა 2010 წელსაც, თუმცა, დოლარის გაუფასურების გამო, $45-მდე შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ მისი მყიდველუნარიანობა, ანუ პენსიის „ღირებულება” შემცირდა. 2011 წელს პენსიამ 100 ლარი, ანუ დაახლოებით $60 შეადგინა. 2012 წელს 125 ლარამდე გაიზარდა და $75.5-ს გაუტოლდა. 2013 წელს 150 ლარი გახდა და იგივე დარჩა 2014-შიც. თუმცა, ინფლაციის გამო, მყიდველუნარიანობა ყველაზე მეტად სწორედ ამ დროს დაკარგა. თუ 2013 წელს ის დაახლოებით $86.5-ის ექვივალენტი იყო, 2014-ში $80.5-მდე შემცირდა. საბაზისო პროდუქტების ფასების ზრდის გამო მცირდებოდა მყიდველუნარიანობის მაჩვენებელი. მაგალითად, თუ ადამიანს 2012 წელს შემოსავალი ჰქონდა 200 ლარი, 2014 წლისთვის ამ თანხის მყიდველუნარიანობა 144 ლარამდე ჩამოვიდა, ანუ დაახლოებით მეოთხედი დაკარგა. 2015 წელს პენსიამ 10 ლარით მოიმატა და 160 ლარი გახდა. თუმცა, ლარი კვლავ გაუფასურდა და დოლარში მისი ოდენობა $66.8-მდე შემცირდა. 2016 წელს პენსია 180 ლარი გახდა და არ გაზრდილა მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ხოლო 2019 და 2020 წლებში 20-20 ლარით მოიმატა და 220 ლარს მიაღწია. The post 2003-2021: როგორ იცვლებოდა საქართველოში პენსია appeared first on BusinessFeed.
-
- 2003-2021:
- როგორ
-
(and 3 more)
Tagged with:
-
როგორ ჩამოყალიბდა სამხრეთ კავკასიის საზღვრები თურქეთთან 2021 წლის 16 მარტს სრულდება 100 წელი საქართველოსა და თურქეთის დღემდე არსებული საზღვრის ჩამოყალიბებიდან, რომელიც ჩვენი ქვეყნის სხვა საზღვრებთან შედარებით ყველაზე უპრობლემოა, ორმხრივადაა აღიარებული და ემსახურება ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობას. ასი წლის წინ ასევე მოხდა სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნების საზღვრების ფორმირება თურქეთთან და, ნაწილობრივ, ერთმანეთთან. ის პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც აყალიბებდა საზღვრებს სამხრეთ კავკასიაში, იყვნენ საბჭოთა რუსეთი და ქემალისტური თურქეთი. რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკის (რსფსრ) მთავრობის (სახალხო კომისართა საბჭოს) თავმჯდომარე იყო ვლადიმირ ლენინი. მაგრამ უმთავრეს პოლიტიკურ საკითხებზე გადაწყვეტილებას ღებულობდა არა მთავრობა, არამედ რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურო, რომელშიც სულ რამდენიმე წევრი იყო და მასაც სათავეში ედგა იგივე ლენინი. რსფსრ-ის მთავრობა და პოლიტბიურო იჯდა მოსკოვის კრემლში და, ამიტომაც, მის სინონიმად ხშირად გამოიყენება „კრემლი“. თურქეთს წარმოადგენდა ქ. ანკარაში განლაგებული დიდი ეროვნული კრების მთავრობა, რომელიც შეიქმნა 1920 წლის 23 აპრილს. თურქეთის დიდი ეროვნული კრების მოწვევის სულისჩამდგმელი და მთავრობის თავმჯდომარე იყო გენერალი (ფაშა) მუსტაფა ქემალი, რომელიც მომავალში ქემალ ათათურქს დაირქმევს (მისი სახელიდან შეიქმნა ტერმინი „ქემალისტები“). 1921 წლის 16 მარტს რსფსრ-მ და თურქეთმა მოსკოვში გააფორმეს „ხელშეკრულება მეგობრობისა და ძმობის შესახებ“. ხელშეკრულების დამდებ მხარეებს იმ დროს ფორმალური საერთო საზღვარი არ ჰქონდათ, მაგრამ, ფაქტობრივად, 1921 წლის თებერვლის ბოლოდან, რსფსრ მთლიანად აკონტროლებდა ყოფილი რუსეთის იმპერიის კავკასიურ ტერიტორიებს. „მოსკოვის ხელშეკრულებამ“ ჩამოაყალიბა დღემდე არსებული საქართველო-თურქეთის და სომხეთ-თურქეთის საზღვრები. რა გეოპოლიტიკურ ვითარებაში ხდებოდა „მოსკოვის ხელშეკრულების“ დადება? 1920 წლამდე რუსეთის ბოლშევიკ ლიდერებს ჯერ კიდევ სჯეროდათ, რომ მოხდება „მსოფლიო პროლეტარული რევოლუცია“. ეს ილუზია საბოლოოდ ჩაქრა 1920 წელს, როდესაც პოლონეთში შეჭრილ ბოლშევიკების წითელ არმიას პოლონელი მუშათა კლასის („პროლეტარიატის“) მხარდაჭერა კი არ შეხვდათ, რასაც ირწმუნებოდნენ კრემლის მარქსისტი დოგმატიკოსები, არამედ ეროვნული იდეის ირგვლივ მუშტად შეკრული პოლონელი ერი. წითელმა არმიამ 1920 წლის აგვისტო-ოქტომბერში მძიმე მარცხი განიცადა პოლონეთთან ომში. „იმპერიალიზმის სუსტ რგოლად“ მათ მიაჩნდათ „გაღვიძებული აღმოსავლეთი“, რომლის „ჩაგრულ ხალხებს ესაჭიროებოდათ დახმარება დასავლეთის კოლონიური ქვეყნების წინააღმდეგ ბრძოლაში“. დახმარების გაწევა თურქეთის ქემალისტებისათვის კარგად ესადაგებოდა ამ იდეოლოგიურ დოგმას; ნაკლებ იდეოლოგიზებული და უფრო პრაგმატული იყო კრემლის მიერ გეოპოლიტიკურ საფრთხედ მიჩნეული ანატოლიის გადაქცევა „ბრიტანული გავლენის ზონად“, რაც თითქოს შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ საბერძნეთი გაიმარჯვებდა თურქეთთან ომში, სტამბოლს ისევ კონსტანტინოპოლად აქცევდა და კონტროლს დაუწესებდა შავი ზღვის სრუტეებს. ბოლშევიკებმა ამჯობინეს დახმარება თურქებისათვის აღმოეჩინათ; 1920 წლის ბოლოსათვის ბოლშევიკებმა საბოლოოდ გაიმარჯვეს რუსეთის სამოქალაქო ომში და ყოფილი რუსეთის იმპერიის ტერიტორიის უდიდეს ნაწილზე გაბატონდნენ; სამხრეთ კავკასიის დამოუკიდებელი, მაგრამ სუსტი რესპუბლიკები რსფსრ-მ დაიპყრო: 1920 წლის 28 აპრილს წითელი არმია უბრძოლველადშევიდა ბაქოში, იმავე წლის 2 დეკემბერს - ერევანში, 1921 წლის 25 თებერვალს თითქმის ორკვირიანი ბრძოლის შემდეგ აიღო თბილისი. კრემლმა ყველა დედაქალაქში დასვა მთავრობები, დაკომპლექტებული ადგილობრივი ეროვნების კომუნისტებით; ერთდროულად, ბოლშევიკების დიპლომატია ცდილობდა ურთიერთობის ნორმალიზაციას „იმპერიალისტებთანაც“: 1920 წლის ბოლოდან ლონდონში მიმდინარეობდა მუშაობა ანგლო-რუსულ სავაჭრო ხელშეკრულებაზე, რომელიც პოლიტიკურ პუნქტებსაც მოიცავდა. ეს იყო პირველი ხელშეკრულება, რომელიც კრემლმა „ანტანტის“ ქვეყანასთან დადო. ის 1921 წლის 16 მარტს გაფორმდა. რაც შეეხება I მსოფლიო ომში დამარცხებულ ოსმალეთის იმპერიას, იქ 1919 წლიდან წარმოიქმნა ორხელისუფლებიანობა. I მსოფლიო ომში გამარჯვებულ სახელმწიფოებს, „ანტანტას“ (დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს), იტალიას და სხვებს, ურთიერთობა ჰქონდათ სტამბოლში მყოფ ოსმალეთის სულტნის სრულებით უუნარო მთავრობასთან. ისინი არ ცნობდნენ შუა ანატოლიის პატარა ქალაქ ანკარაში დაბანაკებულ თურქეთის დიდი ეროვნული კრების „მეამბოხე ნაციონალისტთა“ (ქემალისტების) მთავრობას, რომელიც საკუთარ ქვეყანას მოიხსენიებდა არა „ოსმალეთად“, არამედ „თურქეთად“; სტამბოლში შეკრებილმა ოსმალეთის პარლამენტმა 1920 წ. 28 იანვარს მიიღო კანონიMisaki-i Milli(„ეროვნული პაქტი“; ხანდახან ითარგმნება, როგორც „ეროვნული აღთქმა/ფიცი“), რომლის თანახმად თურქეთის განუყოფელ ტერიტორიად ცხადდებოდა თურქებით დასახლებული ტერიტორიები, ხოლო 1878 წლიდან რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესული ყარსის, არტაანისა და ბათუმის ოლქების ტერიტორიული კუთვნილების საკითხი რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყვეტილიყო (ოსმალეთის პარლამენტის წევრებში ასეთი რეფერენდუმის შედეგი ეჭვს არ იწვევდა, რადგან მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ხსენებულ ოლქებში მუსლიმი იყო). ამ კანონის მიღების შემდეგ მოკავშირეთა (ბრიტანეთ-საფრანგეთ-იტალიის) სამხედრო ნაწილებმა სტამბოლის ოკუპაცია მოახდინეს და ოსმალეთის პარლამენტი დაშალეს, რომლის წევრების დიდი ნაწილი შეუერთდა ანკარაში მყოფ თურქეთის დიდ ეროვნულ კრებას; ოსმალეთის პარლამენტის დაშლამ კარგი დასაბუთება მიანიჭა მუსტაფა ქემალის აზრს, მოეწვია ქ. ანკარაში ალტერნატიული საკანონმდებლო ორგანო, თურქეთის დიდი ეროვნული კრება, რომელსაც შეუერთდა ოსმალეთის პარლამენტში არჩეული დეპუტატების საგრძნობი ნაწილი. მაგრამ მოქმედება მხოლოდ იურიდიული კანონების მეშვეობით ქვეყანას ვერ გადაარჩენდა. მთავარი იყო სახელმწიფოს ხერხემლის, ბრძოლისუნარიანი არმიის, შექმნა, რაც ქემალისტებმა მოახერხეს. არმიას სათავეში ჩაუდგნენ მსოფლიო ომში გამობრძმედილი თურქი გენერლები და ოფიცრები. ეს არმია ეწეოდა მძიმე ომს დასავლეთ ანატოლიაში შეჭრილ საბერძნეთის კარგად შეიარაღებულ არმიასთან, სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიაში - ფრანგულ გარნიზონებთან, აღმოსავლეთით - სომხეთთან. ამასთან, ქემალისტებს აკლდათ სამხედრო საჭურველი და, აგრეთვე, ფინანსები, თუნდაც იმისათვის, რომ ხელფასი გადაეხადათ სახელმწიფო მოხელეებისა და ოფიცრებისათვის; დასავლეთიდან დახმარების მიღების იმედი ქემალისტებს იმ დროს არ ჰქონდათ. ოსმალეთის ძველი მოკავშირე, მსოფლიო ომში დამარცხებული გერმანია, დიდ პოლიტიკას გამოეთიშა; დიდი ბრიტანეთი, იმ დროს მსოფლიო ჰეგემონი, ნომინალურად ბერძნებს უჭერდა მხარს, თუმცა პროგერმანულად განწყობილმა საბერძნეთის მეფემ ლონდონს მალე აუცრუა გული; 1921 წლის პირველ ნახევარში საფრანგეთი, რომელმაც სირიისა და ლიბანის ოკუპაცია მოახდინა, ქემალისტებს ევრძოდა, მართალია, წარუმატებლად. საბოლოოდ კი საფრანგეთი „ანტანტის“ პირველი ქვეყანა აღმოჩნდა, რომელმაც de facto აღიარა ანკარის მთავრობა, როდესაც 1921 წლის 20 ოქტომბერს „ანკარის ხელშეკრულებით“ გაურიგდა მას თურქეთ-სირიის საზღვრის საკითხზე. შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ქემალისტებმა ერთადერთ „მეგობრად“ დაიგულეს რუსეთის ბოლშევიკური მთავრობა, რომელიც თავის მტრად „დასავლეთის იმპერიალიზმს“ სახავდა, ხოლო კომუნისტური პროპაგანდა დახმარებას ჰპირდებოდა „აღმოსავლეთის ჩაგრული ხალხების ეროვნულ-გამანთავისუფლებელ ბრძოლას იმპერიალისტების წინააღმდეგ“. გამჭრიახმა პოლიტიკოსმა მუსტაფა ქემალმა კარგად გამოიყენა ბოლშევიკების მოსაწონი იდეოლოგიური კლიშეები (“იმპერიალისტებთან ბრძოლა“, „ჩაგრული მასები“ და ა.შ.), როდესაც თავისი ახალშექმნილი მთავრობის სახელით 1920 წლის 26 აპრილს ოფიციალურად მიმართა რსფსრ-ის მთავრობას წინადადებით - დაემყარებინათ დიპლომატიური ურთიერთობა, და თხოვნით - აღმოეჩინათ მისი ქვეყნისათვის დახმარება შეიარაღებით, ფინანსებით, სურსათით და ა.შ. 1920-1921 წლებში რსფსრ-მ აღმოუჩინა ფინანსური დახმარება ქემალისტებს 8,4 მილიონი ოქროს რუბლით. უსასყიდლო სამხედრო დახმარება დიდი არ ყოფილა, მაგრამ მაინც საგრძნობი: 37,8 ათასი შაშხანა, 324 ტყვიამფრქვევი, ვაზნების 45 ათასი ყუთი, 54 ქვემეხი 130 ათასი ყუმბარით და სხვ. მუსტაფა ქემალის წერილში ასევე ეწერა: „ვიღებთ პასუხისმგებლობას გავაერთიანოთ რუსეთის ბოლშევიკებთან მთელი ჩვენი მუშაობა და ყველა ჩვენი სამხედრო ოპერაცია, რომელთა მიზანია იმპერიალისტურ მთავრობებთან ბრძოლა და ყველა ჩაგრულის განთავისუფლება... თუ საბჭოთა ძალები გეგმავენ წამოიწყონ სამხედრო ოპერაციები საქართველოს წინააღმდეგ ან დიპლომატიური გზით, თავისი გავლენის მეშვეობით, აიძულონ საქართველო შევიდეს [მათთან] კავშირში ინგლისელების კავკასიიდან გასაძევებლად, თურქეთის მთავრობა თავის თავზე იღებს სამხედრო ოპერაციებს იმპერიალისტური სომხეთის წინააღმდეგ და ვალდებულებას კისრულობს აიძულოს აზერბაიჯანის რესპუბლიკა შევიდეს საბჭოთა სახელმწიფოების წრეში“. მართლაც, როდესაც სულ ორი დღის შემდეგ, 1920 წლის 28 აპრილს, რუსეთის წითელი არმიის ჯავშნოსანი მატარებლები ბაქოში შევიდნენ და იქ კომუნისტური მთავრობა დასვეს, იქვე მყოფმა თურქულმა სამხედრო ნაწილებმა დახმარება აღმოუჩინეს წითელარმიელებს. ქემალისტები თანამშრომლობდნენ დამოუკიდებელ აზერბაიჯანთანაც და გააგრძელეს თანამშრომლობა საბჭოთა აზერბაიჯანთანაც, რომელსაც ტერიტორიული დავა ჰქონდა სომხეთთან, თუნდაც გასაბჭოებულთან. მუსტაფა ქემალის წერილი მოსკოვში მხოლოდ 1 ივნისს ჩაიტანეს (კომუნიკაცია მაშინ რთული იყო). რსფსრ-ის საგარეო უწყებამ მას დაუყოვნებელი პასუხი გასცა 1920 წლის 3 ივნისს, სადაც ეწერა: „საბჭოთა მთავრობა ცხოველი ინტერესით ადევნებს თვალს გმირულ ბრძოლას, რომელსაც თურქი ხალხი ეწევა თავისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისათვის და ამ, თურქეთისათვის მძიმე დღეებში, ბედნიერია საფუძველი ჩაუყაროს მეგობრობის საფუძველს, რომელმაც უნდა გააერთიანოს თურქი და რუსი ხალხები“. 1920 წლის ივლისიდან რუსეთისა და თურქეთის სამთავრობო დელეგაციებმა დაიწყეს მუშაობა ხელშეკრულებაზე და იმავე წლის 24 აგვისტოსათვის მისი პროექტი მომზადდა. ხელშეკრულების პროექტის მე-4 მუხლით რსფსრ მზად იყო აეღო შუამავლობა თურქეთსა და იმ მესამე სახელმწიფოებს შორის, რომელთა ძალაუფლება ვრცელდებოდა 1920 წლის 28 იანვარს მიღებული „ეროვნული პაქტით“ განსაზღვრულ ტერიტორიებზე. რა ტერიტორიაზე იყო ლაპარაკი და ვინ ცხოვრობდა იქ? „შუამავლობა თურქეთსა და მესამე სახელმწიფოებს შორის“ რსფსრ-ს მხრიდან გულისხმობდა იმ დროს დამოუკიდებელი საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკების დაყოლიებას ან იძულებას, რათა თურქეთისათვის დაეთმოთ ყარსის (არტაანთან ერთად) და ბათუმის ოლქები, რომლებსაც ისინი აკონტროლებდნენ. 1878 წლიდან რუსეთის იმპერიაში შედიოდა ბათუმისა და ყარსის ოლქები (ამ უკანასკნელში შედიოდა არტაანის ოკრუგი). 1918 წლის 3 მარტს ბრესტ-ლიტოვსკში გერმანიასთან და მის მოკავშირეებთან დადებული ხელშეკრულებით („ბრესტის ზავით“) საბჭოთა რუსეთმა, იმ დროისათვის ფაქტობრივად გამოყოფილი ამიერკავკასიის მონაწილეობის გარეშე, გერმანიის მოკავშირე ოსმალეთის იმპერიას გადასცა ეს ოლქები. 1918 წლის მაისის ბოლოდან დამოუკიდებელი საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკები სამხედრო ინტერვენციის მუქარით იძულებული გახდნენ 1918 წლის 4 ივნისს ბათუმში დადებული ხელშეკრულებებით „დაეთმოთ“ ეს ტერიტორიები ოსმალეთის იმპერიისათვის, რომელიც მათ მომდევნო ხუთი თვის განმავლობაში განაგებდა. „ბათუმის ხელშეკრულებით“ ოსმალეთმა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას დამატებით ჩამოაჭრა ახალციხისა და ახალქალაქის მაზრების დიდი ნაწილები. მაგრამ მსოფლიო ომში ოსმალეთი დამარცხდა „ანტანტის“ ძალებთან და 1918 წლის 30 ოქტომბრის „მუდროსის დაზავებით“, რომელიც კაპიტულაციის ტოლფასი იყო, ოსმალური არმია იძულებული გახდა დაეცალა ეს ტერიტორია. ზემოხსენებული ბრესტ-ლიტოვსკისა და ბათუმის ხელშეკრულებები ბათილად გამოცხადდა. 1878 წლიდან რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფი ბათუმის ოლქი (ფართობი 6 951 კვ. კმ) შედგებოდა ორი ოკრუგისგან: ბათუმის ოკრუგში (ფართობი 3044 კვ.კმ) 1897 წლის მოსახლეობის აღწერამ აღრიცხა 56,5 ათასი ქართველი (მთელი მოსახლეობის 64 პროცენტი); ართვინის ოკრუგში (ფართობი 3907 კვ.კმ), მოსახლეობის 74 პროცენტი თურქად აღირიცხა, მათ მოსდევდნენ სომხები (14 პროცენტი) და ქართველები (10 პროცენტი). 1918 წლის 16 დეკემბრიდან ბათუმის ოლქი შედიოდა ბრიტანეთის შავი ზღვის არმიის საოკუპაციო ზონაში, როგორც ცალკე ადმინისტრაციული ერთეული. 1920 წლის 8 აპრილიდან 14 ივლისამდე ბათუმის ოლქი იყო „ერთა ლიგის“ დაცვის ქვეშ მყოფი ტერიტორია და ბრიტანული სამხედრო ნაწილები იქ იდგნენ „მოკავშირეთა ძალების“ სახელით. 1920 წლის ივლისში ბრიტანელები ბათუმიდან გავიდნენ და მთელი ოლქი საქართველოს გადასცეს: 20 ივლისს ის ქართულმა არმიამ ჩაიბარა. ყარსის ოლქში (ფართობი 18 926 კვ. კმ), 1920-იან წლებამდე განვლილი ასიოდე წლის მანძილზე ხშირად იცვლებოდა ეთნიკური სტრუქტურა: ნებაყოფლობით თუ იძულებით მიგრაციაში ჩართული იყვნენ სომხები, თურქები, ქურთები, ბერძნები, რუსები, თუმცა უმრავლესობას მუსლიმი მოსახლეობა შეადგენდა. ყარსის ოლქში შემავალ არტაანის ოკრუგში (ფართობი 5,6 ათასი კვ. კმ) 1897 წელს მოსახლეობის ორ მესამედზე მეტი მუსლიმი იყო (თურქები, ყარაფაფახები, თურქმენები, ქურთები), დანარჩენი კი - სომხები, ბერძნები, რუსები. არტაანის ქართულენოვანი მუსლიმი მოსახლეობა მცირერიცხოვანი იყო და დემოგრაფიულ სტატისტიკაში არც კი ჩანდა. 1918-1919 წლებში ყარსის ოლქის ტერიტორია პოლიტიკურად არამდგრადი იყო. 1918 წლის ბოლოს მიმავალმა ოსმალურმა ადმინისტრაციამ იქ დატოვა მარიონეტული „სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის დემოკრატიული რესპუბლიკა“ (ე. წ. „ყარსის რესპუბლიკა’), რომელსაც პრეტენზია ჰქონდა ბათუმის ოლქზე, მესხეთ-ჯავახეთზე, ერევნის გუბერნიის ნაწილებზე. 1919 წლის დასაწყისში ყარსის ოლქის ოკუპაცია მოახდინეს ბრიტანელებმა, რომლებმაც ზემოხსენებული „რესპუბლიკა“ იმავე წლის აპრილში გააუქმეს. ამის შემდეგ ყარსის ოლქის ტერიტორიაზე გავრცელდა იმ დროს დამოუკიდებელი სომხეთის და, ნაწილობრივ, საქართველოს ნომინალური იურისდიქცია, თუმცა ამ უკანასკნელთა შორის საზღვრის დელიმიტაცია არ განხორციელებულა და ზოგი ტერიტორია სადავო რჩებოდა. ყარსის ოლქის ოლთისის ოკრუგში მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას მუსლიმები, ძირითადად ქურთები, შეადგენდნენ. ნახ. 1-ზე წარმოდგენილია 1920 წელს თბილისში გამოქვეყნებული საქართველოს რუკის ფრაგმენტი, რომლის თანახმადაც ბათუმის, ართვინის, არტაანის ოლქები საქართველოს ეკუთვნოდა, მაგრამ ოლთისის ოლქი - საქართველოს გარეთ იყო. ნახ. 1 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთი საზღვარი (1920 წ.) ნახ. 2-ზე კი მოყვანილია სომხეთის რესპუბლიკის რუკა 1920 წლის ზაფხულის მდგომარეობით ამერიკელი პროფესორის რიჩარდ ჰოვანისიანის წიგნიდან „The Armenian Republic (vol. III)”, რომლის თანახმადაც არტაანის ოლქი სომხეთს ეკუთვნოდა, მაგრამ ოლთისი - საქართველოს! მართალია, იმავე წლის აგვისტოში სომხეთის არმიის ნაწილებმა დაიკავეს ოლთისის ოლქი, მაგრამ მალე მოუხდათ დაპირისპირება თურქეთის რეგულარულ არმიასთან და ადგილობრივ მოხალისეებთან. ნახ. 2 სომხეთის რესპუბლიკის საზღვრები (1920 წლის ზაფხულში) რსფსრ-თურქეთის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა 1920 წელს ვერ მოხერხდა. იმ დროისათვის შეიქმნა საკუთრივ თურქეთის დანაწევრების საფრთხე: 1920 წლის 10 აგვისტოს, ერთი მხრივ, მსოფლიო ომში გამარჯვებულ ქვეყნებსა და სომხეთის რესპუბლიკას და, მეორე მხრივ, ოსმალეთის სულტნის მთავრობას შორის დადებული „სევრის ხელშეკრულება“ ანაწევრებდა ოსმალეთის ტერიტორიას, მათ შორის პირდებოდა სომხეთს ფართობის გასამმაგებას თურქეთის აზიური ნაწილის ხარჯზე (იხ. ინტერპრესსნიუსი: თვალსაზრისი - „სევრის ხელშეკრულების 100 წლისთავი“, 10 აგვისტო 2020). ანკარაში მყოფმა ქემალისტებმა „სევრის ხელშეკრულება“ არ ცნეს. რეალურ ცხოვრებაში კი ამ ხელშეკრულების სომხეთთან დაკავშირებულ მუხლებს წინასწარგანზრახულის ზუსტად საწინააღმდეგო შედეგები მოჰყვა. ერთი მხრივ, „სევრის ხელშეკრულებამ“ საბაბი მისცა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას მოეთხოვა მისთვის დაპირებული ტერიტორია, რომლის პრაქტიკული დაუფლება შეუძლებელი იყო „ანტანტის“ ქვეყნების და/ან აშშ-ის ქმედითი, მათ შორის სამხედრო, მხარდაჭერის გარეშე. ერევანმა კი მათგან მხოლოდ სიტყვიერი მხარდაჭერა მიიღო. აშშ პრეზიდენტს ვუდრო უილსონს კი უნდოდა კავკასიის პრობლემებში სომხეთის მხარეს ჩართვა, მაგრამ აშშ სენატი ამას კატეგორიულად წინაღუდგა. რაც შეეხება საბჭოთა რუსეთს, მის გეოპოლიტიკურ გათვლებში თეორიულად შესაძლებელი „დიდი სომხეთი“ პროდასავლურ სახელმწიფოდ აღიქმებოდა და თავისი სახელმწიფოს ტერიტორიული გაფართოების საკითხში სომხეთის მთავრობას არ უნდა ჰქონოდა არც რუსეთის დახმარების იმედი. მეორე მხრივ, იმავე „სევრის ხელშეკრულებამ“ მისცა საბაბი თურქეთს 1920 წლის 24 სექტემბერს გამოეცხადებინა ომი სომხეთისათვის, რომელიც დამთავრდა სომხური არმიის განადგურებით. 1920 წლის 2 დეკემბერს სომხეთის რესპუბლიკა იძულებული გახდა ხელი მოეწერა მისთვის კატასტროფული შედეგების მომტანი „ალექსანდროპოლის ხელშეკრულებისათვის“, რომლის მე-10 მუხლით სომხეთი აბათილებდა „სევრის ხელშეკრულებას“ და უარს აცხადებდა მისთვის დაპირებულ ტერიტორიაზე. გარდა ამისა, ის თურქეთს გადასცემდა ყარსის ოლქს და ყოფილი ერევნის გუბერნიის ნაწილებსაც კი, მათ შორის სურმალუს მაზრას. თურქული არმია დაუდგენელი დროით რჩებოდა ქ. ალექსანდროპოლში (საბჭოთა პერიოდში - ლენინაკანი, ამჟამად გიუმრი) და კონტროლს უწევდა იქიდან სამხრეთისაკენ მიმავალ რკინიგზის ხაზს. თურქებმა მოახდინეს ადრე ერევნის გუბერნიის შემადგენლობაში შემავალი ნახჭევნისა და შარურ-დარალაგიოზის მაზრების ნაწილობრივი ოკუპაციაც, თუმცა იძულებული იყვნენ ანგარიში გაეწიათ 1920 წლის 28 ივლისს იქ შესული რუსეთის წითელი არმიის ნაწილებისათვის, რომლებმაც მაშინვე დასვეს იქ კომუნისტური რევკომი (რევოლუციური კომიტეტი) და გამოაცხადეს „ნახჭევნის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის“ შექმნა. სომხეთთან ომის შედეგმა ძალიან გაამყარა თურქეთის პოზიცია სამხრეთ კავკასიაში და მის სამეზობლოში. კრემლში დაინახეს, რომ მათ „სიტუაციურ მეგობარს“, თურქეთს, სავსებით შეეძლო რეგიონის დომინანტი ძალა გამხდარიყო. ამიტომაც, 1920 წლის ნოემბრის ბოლოს რუსეთის მე-11 წითელი არმია უბრძოლველად შევიდა სომხეთის რესპუბლიკის დარჩენილ ნაწილში, 29 ნოემბერს ქ. იჯევანში დასვა რევკომი, რომელმაც „სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის“ შექმნა გამოაცხადა. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი სომხეთის მთავრობა 2 დეკემბერს გადადგა და ძალაუფლება გადააბარა დროებით სამხედრო-რევოლუციურ კომიტეტს, რომელშიც სომეხ კომუნისტებთან ერთად შევიდა ორი წევრი იქამდე მმართველი პარტია „დაშნაკცუთიუნიდან“. 1921 წლის თებერვალში თითქმის ორკვირიანი ბრძოლის შემდეგ კრემლმა მოახდინა კავკასიის უკანასკნელი დამოუკიდებელი სახელმწიფოს, საქართველოს, ოკუპაცია და მისი ძალადობრივი გასაბჭოება, რის გასამართლებლად ჩვეული ხრიკი გამოიყენა -- „მშრომელი მასების აჯანყებისათვის მხარის დაჭერა“. 25 თებერვალს თბილისში უკვე იჯდა კომუნისტური რევკომი. ამის შემდეგ კრემლს შეეძლო პირდაპირ ეწარმოებინა მოლაპარაკება თურქეთთან სამხრეთ კავკასიის საზღვრების შესახებ, არავითარი „შუამავლობა თურქეთსა და მესამე სახელმწიფოებს შორის“ მას აღარ ესაჭიროებოდა. 26 თებერვალს მოსკოვში დაიწყო კიდეც მოლაპარაკებები რსფსრ-სა და თურქეთს შორის. მოლაპარაკებები ეხებოდა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საზღვრებს, მაგრამ მათში მონაწილეობის საშუალება არ მიეცა არც ერთი ახალგასაბჭოებული რესპუბლიკის წარმომადგენელს, თუმცა ისინი მოსკოვში ჩავიდნენ. უნდა ითქვას, რომ რუსულ მხარეს ხელს აძლევდა მოლაპარაკებებში მათი ჩართვა, რადგან საბჭოთა სომხეთის (და, იქნებ, საბჭოთა საქართველოს?) წარმომადგენლების ტერიტორიული პრეტენზიები გააძლიერებდა რსფსრ-ს პოზიციას. მაგრამ თურქული მხარე კატეგორიულად წინააღმდეგი იყო: ის ხაზს უსვამდა, რომ საქმე აქვს უშუალოდ და მხოლოდ რსფსრ-ის დელეგაციასთან. 1921 წლის 28 თებერვალს რსფრ-ის მხრიდან მთავარმა მომლაპარაკებელმა, საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა (მინისტრმა) გეორგი ჩიჩერინმა მისწერა რუსეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიურის წევრს და ეროვნებათა საკითხების სახალხო კომისარს იოსებ სტალინს, რომელიც ლენინის მითითებებს ასრულებდა და, ერთდროულად, კავკასიის საკითხების საუკეთესო მცოდნედ ითვლებოდა პოლიტბიუროში: „[თურქული დელეგაციის ხელმძღვანელის] იუსუფ ქემალ-ბეის აზრით „ეროვნული პაქტი“ და „ალექსანდროპოლის ხელშეკრულება“ ხელშეუხებლად და უპირობოდ უნდა იქნეს აღიარებული. არსებითად ამის არგუმენტაციად მათ მოაქვთ, რომ თითქოს სომეხი კომუნისტები მხოლოდ და მხოლოდ ფერშეცვლილი დაშნაკები არიან. ფორმალურად თურქებმა განაცხადეს, რომ ბათუმის საკითხი ეხება საქართველოს, ხოლო „ალექსანდროპოლის ხელშეკრულების“ საკითხი ეხება სომხეთს, ასე რომ ეს საკითხები უნდა განხილული იქნეს ამ სახელმწიფოებთან და არა ჩვენთან. მათ დელეგაციას არა აქვს არავითარი რწმუნებულება საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების თაობაზე. მისი რწმუნებულებაა მხოლოდ და მხოლოდ რუსეთთან პოლიტიკური და სამხედრო კავშირის შესახებ ხელშეკრულების დადება. მათ შეუძლიათ წავიდნენ და მათივე მთავრობას შეუძლია გამოაგზავნოს სხვა დელეგაცია საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების საწარმოებლად. მათ კი ეს არ შეუძლიათ. ეს არგუმენტი მხოლოდ დღეს გამოჩნდა. დამთავრდა იმით, რომ მათ მოითხოვეს სამდღიან ვადაში ჩვენი მთავრობის კატეგორიული პასუხი“. სასაზღვრო საკითხებზე მსჯელობისას თურქების დიდ უპირატესობას ქმნიდა fait accompli: დიპლომატიურ ენაზე ეს ფრანგული სიტყვები აღნიშნავს „დასრულებულ საქმეს, რომელიც გადასინჯვას არ ექვემდებარება“. ამ შემთხვევაში fait accompli იყო სომხეთის რესპუბლიკის მიერ „ალექსანდროპოლის ხელშეკრულებით“ თურქეთისათვის დათმობილი ტერიტორია. თურქული მხარე ულტიმატუმის ფორმით მოითხოვდა ამ ხელშეკრულების აღიარებას რსფსრ-ის მიერ. ბათუმის ოლქის გარდა დანარჩენ ტერიტორიაზე უკვე ისედაც იდგა ან თანდათან შედიოდა თურქეთის არმია. მოსკოვში მოლაპარაკებების მსვლელობისას კი, 1921 წლის მარტის დასაწყისში, თურქეთის არმია შევიდა საქართველოს (იმ დროისათვის უკვე გასაბჭოებულის) კუთვნილ ბათუმის ოლქში, ხოლო 11 მარტს - ქალაქ ბათუმშიც. თურქეთის არმიის შენაერთები შევიდნენ ახალციხისა და ახალქალაქის მაზრების ნაწილებშიც კი, სადაც ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობა მათ დაუფარავი სიხარულით შეხვდა. ამ მაზრებიდან თურქები ორიოდე კვირაში გავიდნენ: მათ შესახებ მოსკოვის მოლაპარაკებისას მსჯელობაც კი არ ყოფილა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა 17 მარტამდე ბათუმში იმყოფებოდა, იქამდე, სანამ ემიგრაციაში წავიდოდა, მაგრამ ქმედითუნარიანობა მას დაკარგული ჰქონდა. საბჭოთა საქართველოს მთავრობას კი დამოუკიდებლად მოქმედება არ შეეძლო: ის კრემლის დირექტივების შემსრულებელი იყო. მოსკოვის მოლაპარაკება ჩიხში შედიოდა, როდესაც ჩიჩერინის თხოვნით 1921 წლის 6 მარტს თავისი მოსაზრება წერილობით ჩამოაყალიბა იოსებ სტალინმა: „ბათუმის ოლქის დიდი ნაწილი რსფსრ-ს რჩება,ართვინი და არტანუჯი თურქეთს გადაეცემა,ახალი საზღვარი რსფსრ-სა და თურქეთს შორის გადის დაახლოებით ლიმან-ბორჩხა -მდ. ჭოროხი -მდ. იმერხევის ხაზზე და, უფრო აღმოსავლეთით, ყარსის ოლქის საზღვრამდე. თავისთავად იგულისხმება, რომ მე ვლაპარაკობ დაახლოებით ხაზზე, რადგან ზუსტი საზღვარი ამ დაახლოებითი ხაზის საფუძველზე უნდა განსაზღვროს შესაბამისმა კომისიამ. სამხედროები არ თანხმდებიან დაუთმონ არტაანი თურქეთს, რადგან მიაჩნიათ, რომ იგი ტფილისის გასაღებია. მიუხედავად ამისა, მე იმედი მაქვს დავითანხმო სამხედროები და მივაღწიო დათმობას ისე, რომ საზღვარი რსფსრ-სა და თურქეთს შორის გადიოდეს დაახლოებით ყარსის ოლქისა და ტფილისის გუბერნიის ძველი საზღვრის ხაზზე. ამასთან მე აქაც ვაკეთებ შენიშვნას ზუსტი საზღვრის შესახებ იმ დაახლოებითი ხაზის მიხედვით, რომელიც ვახსენე პირველ პუნქტში. თურქეთი გადის ალექსანდროპოლიდან, ამასთან ალექსანდროპოლ-კამარლუს მთელი სარკინიგზო ხაზის გასწვრივ (ამ ხაზის დასავლეთით) რსფსრ-ის სასარგებლოდ უზრუნველყოფილი იქნება დაახლოებით 20 ვერსის სიღრმის ზოლი. ნახჭევნის საკითხზე ბოლო სიტყვა აზერბაიჯანის წარმომადგენელს მიეცემა“. ნათელი იყო, რომ საბჭოთა რუსეთს სამხრეთ კავკასიაში ყველაზე მეტად აინტესესებდა ბაქო თავისი ნავთობსარეწებით და ბათუმი, როგორც ნავთობის ტერმინალი, დაკავშირებული ბაქოსთან რკინიგზითა და ნავთობპროდუქტების (კეროსინის/ნავთის) მილსადენით. სტალინი ახსენებდა საზღვარს „რსფსრ-სა და თურქეთს შორის“. ის რუსეთის ინტერესებს იცავდა, მისთვის ისტორიული ქართული ან სომხური პროვინციები არაფერს ნიშნავდა. ართვინის, არტაანის, ყარსის და სხვა ტერიტორიებისათვის ომი თურქეთთან რუსეთს არ უნდოდა და არც შეეძლო. თურქული დელეგაციის თხოვნით სტალინი 9 მარტს პირისპირ შეხვდა მას. თურქებმა, რომლებიც ისედაც იხრებოდნენ ერთგვარი კომპრომისის მიმართ ბათუმის შემთხვევაში, მიიღეს მისი შეთავაზებული საზღვრები, მაგრამ მოითხოვეს უფრო ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით მათი გადაწევა. საბოლოოდ, თურქეთს დარჩა ბათუმის ოლქის სამხრეთი ნაწილი, მათ შორის ბორჩხა, შუაზე გაიყო სოფელი სარფი, მაჭახელას ხეობა, მდ. ჭოროხის მხოლოდ შესართავი აღმოჩნდა საქართველოში. „მოსკოვის ხელშეკრულების“ II მუხლით ქ. ბათუმისა და აჭარის სტატუსი ასე განისაზღვრა: „თურქეთი თანახმაა საქართველოს დაუთმოს სიუზერენიტეტი ბათუმის ნავსადგურზე და იმ ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს ამ ხელშეკრულების პირველ მუხლში მითითებული საზღვრის ჩრდილოეთით და შეადგენს ბათუმის ოკრუგის ნაწილს, იმ პირობით, რომ ამ მუხლში მითითებული ადგილების მოსახლეობა ისარგებლებს ფართო ავტონომიით ადმინისტრაციულ საკითხებში...“ მართალია, კრემლმა სამხრეთ კავკასია თითქმის მთლიანად შეიერთა, მაგრამ მოსკოვში დადებული ხელშეკრულება თურქული დიპლომატიის წარმატება უფრო იყო. „მოსკოვის ხელშეკრულებით“ თურქეთმა მიიღო უშიშროების გარანტია საბჭოთა რუსეთისაგან თავის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვარზე, დაასრულა სამხედრო მოქმედება აღმოსავლეთის ფრონტზე და გადაისროლა ძალები დასავლეთის ფრონტზე, საბერძნეთის არმიასთან საბრძოლველად. თურქებმა მოახერხეს ძირითადად აღედგინათ ყოფილ რუსეთის იმპერიასთან 1877 წლამდე არსებული საზღვარი, დაიბრუნეს 1877-1878 წწ. ომში დამარცხების შემდეგ რუსეთისათვის დათმობილი მიწები - ყარსი, არტაანი მიმდებარე ტერიტორიითურთ, ბათუმის ოლქის სამხრეთი ნაწილი. თურქი დიპლომატები მთელ ბათუმის ოლქს მოითხოვდნენ, მაგრამ, საბოლოოდ, უარი თქვეს მის ჩრდილოეთ ნაწილზე (3 ათასი კვ. კმ). ამასთან, თურქეთმა თავის შემადგენლობაში დაიტოვა 1920 წლის შემოდგომაზე სომხეთის რესპუბლიკისაგან დაპყრობილი სურმალუს მაზრა (3 688 კვ. კმ), სადაც მდებარეობს არარატის მთის მასივი. ამ მაზრის ტერიტორია 1828 წლიდან შედიოდა რუსეთის იმპერიის, ხოლო 1918 წლიდან სომხეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში. 1828 წლამდე კი სურმალუ ეკუთვნოდა სპარსეთს და არა ოსმალეთს. ქ. ალექსანდროპოლი და მისი მაზრა თურქეთმა დაცალა, რკინიგზა სომხეთის სსრ-ს დაუბრუნა, მაგრამ „20 ვერსით“ დასავლეთით არ გადაწეულა: საზღვარი გაჰყვა მდინარეების მდ. არფა-ჩაის (ახურიანის) და მდ. არაქსის ტალვეგს (შუა ხაზს), ისე, როგორც „ალექსანდროპოლის ხელშეკრულებაში“ იყო ჩაწერილი, რკინიგზის ხაზიდან დასავლეთით სულ რამდენიმე კილომეტრში. თურქეთის მხრიდან ერთგვარი დათმობა იმაში გამოიხატა, რომ ყარსის ოლქის მცირე ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი საბჭოთა სომხეთს გადაეცა. თურქული მხარის მოთხოვნით, „მოსკოვის ხელშეკრულების“ III მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ყოფილი ერევნის გუბერნიის ნახჭევნის მაზრის ტერიტორიაზე შექმნილიყო ავტონომია „აზერბაიჯანის პროტექტორატის ქვეშ იმ პირობით, რომ აზერბაიჯანი არ გადასცემს ამ პროტექტორატს მესამე სახელმწიფოს“. „მესამე სახელმწიფოში სომხეთი იგულისხმებოდა, თუმცა ამ ტერიტორიას (5 482 კვ. კმ) სპარსეთიც ესაზღვრებოდა და 1828 წლამდე ნახჭევანი სპარსეთის ერთ-ერთი სახანო იყო. „ნახჭევნის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის, აზერბაიჯანის სსრ-ის პროტექტორატის“ (ასე ეწოდებოდა მას 1931 წლამდე, როდესაც „პროტექტორატის“ ნაცვლად ის გახდა „ავტონომიური სსრ“) შემადგენლობაში თურქული მხარის მოთხოვნით შევიდა შარურ-დარალგიოზის მაზრის ტერიტორიის ნაწილიც (შარური). სურმალუს მაზრის ანექსია თურქეთს აძლევდა საშუალებას მიახლოებოდა ნახჭევანს. თუმცა, შარურის ტერიტორიამაც იმ დროს ვერ უზრუნველჰყო თურქეთის უშუალო დამეზობლება ნახჭევანთან: ეს შესაძლებელი გახდა მხოლოდ 1932 წელს, როდესაც თურქეთმა და სპარსეთმა ტერიტორიების გაცვლის გზით შეცვალეს თავიანთი საზღვრის მცირე მონაკვეთების კონფიგურაცია და თურქეთს გაუჩნდა 9 კილომეტრის სიგრძის საზღვარი მდ. არაქსზე, რომლის გადაღმა ნახჭევნის ავტონომიის ტერიტორია მდებარეობს. თურქეთის საზღვრები სამხრეთ კავკასიასთან კიდევ ერთხელ დამტკიცდა 1921 წლის 13 ოქტომბრის „ყარსის ხელშეკრულებით“, რომელზეც სამხრეთ კავკასიის საბჭოთა რესპუბლიკების წარმომადგენლები აწერდნენ ხელს. ხანდახან გამოითქმის ხოლმე აზრი, თითქოს „ყარსის ხელშეკრულებას“ რაღაც ვადა აქვს. სინამდვილეში ის უვადოდაა დადებული, საზღვრებთან დაკავშირებით კი მთლიანად იმეორებს იმავე წლის 16 მარტის „მოსკოვის ხელშეკრულების“ პირობებს. 1921 წლის სასაზღვრო ცვლილებები ასახულია ნახ. 3-ზე, სადაც მოცემულია 1921 წლიდან არსებული თურქეთის საზღვარი საქართველოსთან და სომხეთთან. დანარჩენი საზღვრები ძირითადად თანამედროვე მდგომარეობითაა ასახული (გარდა 1932 წელს ჩატარებული თურქეთ-სპარსეთის საზღვრის ზემოაღნიშნული ცვლილებისა). 1921 წლიდან სომხეთ-საქართველოს საზღვარი „ლორეს ნეიტრალური ზონის“ ჩრდილოეთის ხაზზე გადის. ნახ. 3 სამხრეთ კავკასიის საზღვრები „მოსკოვის ხელშეკრულების“ თანახმად 1920-იანი წლების დამდეგს კრემლში მიხვდნენ, რომ თურქების საბოლოო მიზანი იყო საერთო საზღვრის შექმნა ენობრივად მოძმე აზერბაიჯანთან. ამიტომაც რსფსრ-ის მთავრობამ მიიღო ზომები, რათა ექსკლავად ექცია ნახჭევანი და დაეშორებინა ის აზერბაიჯანის ძირითადი ტერიტორიისათვის. კრემლმა ახალშექმნილი სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ნაწილად ცნო ზანგეზური, იგივე სიუნიქი (პირობითი ცენტრით ქ. გორისში), რომელიც ერთმანეთისაგან აშორებს ზემოხსენებულ ტერიტორიებს. კრემლმა არ გაიზიარა ბაქოს კომუნისტური მთავრობის არგუმენტები, რომ რუსეთის იმპერიის დროს ზანგეზურის მაზრა შედიოდა ელისავეტპოლის (განჯის) გუბერნიაში და იქ იყო შერეული, აზერბაიჯანულ-სომხური, მოსახლეობა. 1921 წლის 20 მარტს ქართულმა სამხედრო ნაწილებმა ბათუმიდან განდევნეს ცხრა დღით ადრე იქ შესული თურქული ჯარის ნაწილები, რომლებსაც „მოსკოვის ხელშეკრულების“ თანახმად უნდა დაეცალათ ქალაქი და მიმდებარე ტერიტორია. მას შემდეგ, რაც ქართულმა ჯარმა წარმატებით ჩაატარა ეს სამხედრო აქცია, ქალაქი წითელმა არმიამ ჩაიბარა. როგორც ჩანს, ოთხი დღით ადრე „მეგობრობისა და ძმობის ხელშეკრულების“ ხელმომწერმა ერთი-ერთმა მხარემ „უხერხულად“ მიიჩნია სამხედრო ოპერაციის ჩატარება მეორე ხელმომწერი მხარის წინააღმდეგ! 1991 წლის ბოლოს საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად მოკავშირე რესპუბლიკები საერთაშორისო სამართლის სუბიექტებად გადაიქცნენ. თურქეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა 1991 წლის 16 დეკემბერს აღიარა. 1992 წლის 21 მაისს ხელი მოეწერა პროტოკოლს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შესახებ, ხოლო იმავე წლის 30 ივნისს ორმა სახელმწიფომ დადო ხელშეკრულება „მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლობის შესახებ“. ამ ხელშეკრულებაში მოხსენიებულია „ყარსის ხელშეკრულება“ იმ თვალსაზრისით, რომ მან საბოლოოდ დაადგინა საზღვარი ორ ქვეყანას შორის. 1921 წლის მარტში ჩამოყალიბდა დღემდე მოქმედი საქართველო-თურქეთის, სომხეთ-თურქეთის საზღვრები და საზღვრის ნაწილი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ერთობლივ საზღვარს აღიარებენ თურქეთი და აზერბაიჯანი. მაგრამ სომხეთსა და თურქეთს ჯერჯერობით არა აქვთ დამყარებული დიპლომატიური ურთიერთობებიც კი. რევაზ გაჩეჩილაძე ipn
-
- როგორ
- ჩამოყალიბდა
- (and 4 more)
-
ავტორი: ელეანორ როუზი თექვსმეტი წლის წინ აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი, ელმარ ჰუსეინოვი ცეცხლსასროლი იარაღით ბაქოში, მისი ბინის სადარბაზოში ჩაცხრილეს. ახლახანს ამოღებული დოკუმენტები მიუთითებს ოფიციალური გამოძიების მსვლელობისას დაშვებულ გაურკვევლობებსა და შეცდომებზე. მთავარი მიგნებები: ფედერალური საგამომძიებლო ბიუროს (FBI ) მიერ ამ საქმეზე დანიშნულმა იურიდიულმა ატაშემ მიუთითა დანაშაულის ადგილის დამუშავების ძირითად შეცდომებზე და შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ აზერბაიჯანელმა გამომძიებლებმა აიკვიატეს თეორია, თითქოს, მკვლელობა უცხო ქვეყნის მიერ იყო ორგანიზებული. მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილი, რომელსაც აზერბაიჯანის ხელისუფლება თითქოსდა ეძებდა, დიდი ხნის განმავლობაში თავისუფლად ცხოვრობდა მეზობელ საქართველოში და იქ სხვადასხვა ქონებას იძენდა. საქმეს დიდი ხანია გამოძიების ვადა გაუვიდა, თუმცა, როგორც ჩანს, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ჰუსეინოვის ოჯახი გამოძიების სტატუსის შესახებ შეცდომაში შეიყვანა. აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო სიბნელემ მოიცვა, როდესაც 2005 წლის 2 მარტს გამომძიებელი ჟურნალისტი, ელმარ ჰუსეინოვი სამსახურიდან სახლში დაბრუნდა. ჰუსეინოვისთვის მის მიერ რედაქტირებული ჟურნალის, „The Monitor“-ის ოფისში გვიანობამდე დარჩენა ჩვეულებრივი ამბავი იყო. ამ საღამოს სადარბაზოში კიბეებზე განსაკუთრებით ბნელოდა, რადგან ჰუსეინოვის ბინის კარის ზემოთ შუქი არ მუშაობდა. როდესაც ჰუსეინოვმა მესამე სართულისკენ გეზი აიღო, ნახევრად ავტომატური პისტოლეტით შეიარაღებული მკვლელი მის შესახვედრად სიბნელიდან დაიძრა. შვიდი გასროლა გაისმა. ექვსმა ტყვიამ იპოვა მათი სამიზნე. ჰუსეინოვის გულ-მკერდის მარცხენა ზედა ნაწილში მოხვედრილი ტყვია, რომელმაც სისხლძარღვები ჩახია და ფილტვი გაუხვრიტა, ფატალური აღმოჩნდა. ჰუსეინოვმა ბარბაცით ბინამდე მისვლა მოახერხა, სადაც მას მეუღლე, მამა და და ელოდნენ. კარის გაღებისთანავე ის შესასვლელში უგონოდ დაეცა. თავდასხმის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, ჰუსეინოვის მეგობარი, ჟურნალისტი ჩინგიზ სულთანსოი სასწრაფოდ დანაშაულის ადგილისკენ გაემართა. პოლიციის თანამშრომლები შენობის წინ იდგნენ, ხალხი იკრიბებოდა. სულთანსოი იხსენებს, რომ უეცრად რუშანიამ, ჰუსეინოვის მეუღლემ, ფანჯარა გააღო და იკივლა: „მათ ის მოკლეს.“ ჟურნალისტი ელმარ ჰუსეინოვი 2005 წლის 2 მარტს ჩაცხრილეს, როდესაც ის სამსახურიდან სახლში დაბრუნდა. წყარო: Monitor პოლიცია განზე გადგა, რომ ჟურნალისტებისთვის, მეზობლებისა და მეგობრებისთვის შესვლა-გამოსვლის შესაძლებლობა მიეცა. სულთანსოი იმავე კიბეზე ავიდა, რომელზეც ჰუსეინოვი ცოტა ხნის წინ ასულიყო და ბინის კარი შეღებული დაინახა. მისი მეგობარი ნახევრად შიგნით იწვა, სვიტრიდან მუცელი მოუჩანდა, სახეზე კი სისხლი ეცხო. სულთანსოი ჩაიმუხლა და ჰუსეინოვის ჯერ კიდევ თბილი ხელი აიღო. თავისი თვალით ნახა, რომ მისი მეგობარი გარდაცვლილი იყო, აკოცა და წავიდა. ჰუსეინოვი წერდა აზერბაიჯანულ ელიტაზე, პოლიტიკოსებიდან დაწყებული, მსხვილი ბიზნესით დამთავრებული. მუქარები და დაშინება მის გარდაცვალებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. იმ ღამის შემდეგ, მისი მეგობრები და ოჯახის წევრები ვარაუდობდნენ, რომ გავლენიან პიროვნებებს მისი განეიტრალება სურდათ. „ელმარის მიმართ მის მკვლელობამდე განხორციელებული ზეწოლის ფორმა ძალიან ჰგავს სხვა ქვეყნებში მომხდარ შემთხვევებს, როდესაც ჟურნალისტები განზრახ სამიზნედ იქცეოდნენ“, – ამბობს რებეკა ვინსენტი, აშშ-ის ყოფილი დიპლომატი ბაქოში, რომელიც ჰუსეინოვის მკვლელობის შემდეგ იყო წარგზავნილი და ახლა უკვე „Reporters Without Borders“-ის საერთაშორისო კამპანიების დირექტორია. ჰუსეინოვის მკვლელობის მე-16 წლისთავზე „ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის კვლევის პროექტმა“ (OCCRP) შესაძლოა მკვლელობის ბურუსით მოცულ გამოძიებას ნათელი მოჰფინოს. ჩვენი სტატია ეყრდნობა სასამართლოს საქმისწარმოებასა და სხვა საბუთებს, რომელიც საჯარო ინფორმაციის სახით მოვიპოვეთ, ასევე გამოძიების დასახმარებლად მოწვეული FBI-ს აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტის ანალიზს. ეს ინფორმაცია ააშკარავებს 2005 წლიდან აზერბაიჯანული ხელისუფლების მიერ დაშვებულ რიგ შეცდომებსა და გაურკვევლობს, როდესაც ეს უკანასკნელი პასუხისმგებელი იყო ჰუსეინოვის მკვლელისა თუ მკვლელების მართლმსაჯულებაში მიცემაზე. საქმე ჯერ კიდევ გაუხსნელია, OCCRP-მა კი დაადგინა, რომ ძირითადი ეჭვმიტანილი თავისუფალია, ხოლო აზერბაიჯანმა ჰუსეინოვის ოჯახი გამოძიების სტატუსის შესახებ შეცდომაში შეიყვანა. შედეგად, ამ უკვე შემაშფოთებელ საქმეს შეუძლია, აზერბაიჯანის ისედაც შერყეული პრესის თავისუფლება კიდევ უფრო შეზღუდოს. „შავი ლაქა“ 2005 წლის მარტისთვის აზერბაიჯანში პრესის თავისუფლება უკვე განიცდიდა მნიშვნელოვან ზეწოლას პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მხრიდან, რომელსაც სამხრეთ კავკასიის ერის მართვის სადავეები წლინახევრით ადრე მამამისგან მემკვიდრეობით ერგო. უმცროსი ალიევის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რვა ჟურნალისტი დააკავეს, ხოლო 2005 წლის ნოემბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მედია შემდგომი დაპირისპირებისთვის ემზადებოდა. იმ წელს, აზერბაიჯანმა RSF-ის მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში 167 ქვეყანას შორის 141-ე ადგილი დაიკავა. „მონიტორი“, ჰუსეინოვის გამომცემლობა, ცნობილი იყო კორუფციის შესახებ მამხილებელი რეპორტაჟებით, რომელიც პრეზიდენტსა და მის ოჯახსაც ეხებოდა. როდესაც გავრცელდა ხმები, რომ ჰუსეინოვი გავლენიანი ადამიანებმა დაადუმეს, ალიევმა კატეგორიულად უარყო მოსაზრებები, რომ მისი ოჯახი ან მათი მოკავშირეები ჩართულები იყვნენ ამ საქმეში. მან ეს დანაშაული აზერბაიჯანის ისტორიის „შავ ლაქად“ შერაცხა, ძირფესვიანი გამოძიების პირობა დადო და მოუწოდა იმდროინდელ აშშ-ის ელჩს აზერბაიჯანში, რენო ჰარნიშს, მოეთხოვა აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) ექსპერტული დახმარება. აზერბაიჯანის სათავეში ილჰამ ალიევის მოსვლის შემდეგ, მედიაზე თავდასხმა მალევე დაიწყო. წყარო: აზერბაიჯანის მთავრობა „ეს დანაშაული საფუძვლიანად უნდა იქნას გამოძიებული და დამნაშავეები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ,“ – განაცხადა ალიევმა მკვლელობის მეორე დღეს. მოგვიანებით, ბაქოში FBI შეხვდა წამყვან გამომძიებლებსა და აზერბაიჯანელ მინისტრებს, მოინახულა დანაშაულის ადგილი, შეამოწმა არსებული მტკიცებულებები და გაკვეთის პირველადი ანგარიშები, ასევე თავად შეაგროვა მტკიცებულებები. თუმცაღა, გამოძიებას თავიდანვე აფერხებდა აზერბაიჯანის ოფიციალური პირების მხრიდან აშკარა თავშეკავება იმის მიმართ, რომ გაერკვიათ, ჰუსეინოვი მოკლეს თუ არა მისი ჟურნალისტური მოღვაწეობის გამო. ნაცვლად ამისა, გამოძიებაზე პასუხისმგებელი მინისტრები მხარს უჭერდნენ დაუსაბუთებელ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ეს მკვლელობა სომხეთის მიერ იყო შეკვეთილი, აზერბაიჯანის მთავრობისთვის ზიანის მისაყენებლად. თექვსმეტი წლის შემდეგ, მკვლელობაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, როგორც ჩანს, თავისუფლად ცხოვრობს საქართველოში, იძენს უძრავ ქონებას თბილისში და მიწის ნაკვეთს მარნეულში, ქვეყნის სამხრეთით. აზერბაიჯანის ეროვნული უსაფრთხოების სამინისტრო დაჟინებით არწმუნებდა რუშანია ჰუსეინოვას, რომ გამოძიება გრძელდებოდა, თუმცა ოფიციალური პირები ამავე დროს FBI–ს ეუბნებოდნენ, რომ საქმე შეჩერებულია. ვინსენტის (RSF) განცხადებით, სანამ ხელისუფლება ერთ ადგილს ტკეპნიდა, ჰუსეინოვის მკვლელობამ მყისიერი გავლენა იქონია. ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟურნალისტის მკვლელობამ სხვა საგამოძიებო ჟურნალისტებს შიში გაუჩინა, რომ ისინი შესაძლოა შემდეგნი ყოფილიყვნენ. „ელმარის საქმე განსაკუთრებით პრობლემატური იყო არა მხოლოდ აზერბაიჯანში, არამედ მთელ რეგიონში”, – განაცხადა ვინსენტმა. „მისი მკვლელობა უთუოდ გამიზნული იყო მკაფიო სიგნალის მიცემაზე, არ გადაელახათ გარკვეული წითელი ზოლი და ეფექტური აღმოჩნდა დამთრგუნველი ეფექტის შესაქმნელად, რაც დღემდე იგრძნობა”. FBI-ის ეჭვები სააგენტომ აღნიშნა, რომ მკვლელობის ფაქტზე 2005-2008 წლებში ფედერალური ბიუროს მიერ საქმეზე მოპოვებული მასალა იმდენად სერიოზული იყო, რომ „მას ხელისუფლების გადატრიალება შეეძლო“. OCCRP-ის მიერ გაშუქებული მასალები ცხადყოფს იურიდიული ატაშე ბრაიან პაარმანის სერიოზულ ეჭვებს, რომელმაც აღნიშნა, რომ შესაძლებლობები თავიდანვე იყო ხელიდან გაშვებული. პაარმანმა მიუთითა მკვლელობის ღამეს დანაშაულის ადგილის კონტროლის ძირითად შეცდომებზე, როდესაც პოლიციამ ხალხი ვერ შეაჩერა, რომელიც კიბეზე სისხლის კვალზე ყვავილებს ალაგებდა. ამან კვალისა და ფეხსაცმლის შესახებ მტკიცებულების შეგროვების ყოველგვარი შესაძლებლობა გაანადგურა. ელმარ ჰუსეინოვის მეგობარ-კოლეგები ეჭვობენ, რომ გავლენიან ხალხს მისი დადუმება სურდა. წყარო: Monitor დანაშაულის ადგილის ფოტოები გადაღებულია მტკიცებულების წაშლიდან დიდი ხნის შემდეგ, რაც „ძალიან მძიმე პროცედურული შეცდომაა”, – წერს პაარმანი. საგამოძიებო ჯგუფის წევრებს, დასძინა მან, ძირითადი მტკიცებულების ამოღების დროს ხელთათმანებიც კი არ ეცვათ. პაარმანმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ ჰუსეინოვის სადარბაზოში იმ ღამეს ჩვეულებრივზე უფრო ბნელოდა, რადგან მისი კარის ზემოთ ნათურა სწორად არ იჯდა მის ბუდეში, ადგილობრივ გამომძიებლებს ამ ადგილას ანაბეჭდები არ აუღიათ. „დავინტერესდი, შესწავლილი იყო თუ არა ამ ნათურაზე დარჩენილი ფარული თითის ანაბეჭდები, რაზეც შემატყობინეს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი შეეხო მას, ამიტომ ეს ნაბიჯი უკვე არაპროდუქტიული იყო”, – წერს ის. ჰუსეინოვის გაკვეთასთან დაკავშირებით, პაარმანმა იკითხა, აიღეს თუ არა შესამოწმებლად ნიმუშები ფრჩხილებიდან, შესაძლო კანის ნარჩენების შესამოწმებლად, რითაც მკვლელის იდენტიფიცირება შეიძლება მომხდარიყო. მას დაუდასტურეს, რომ ეს გაკეთდა, მაგრამ შედეგები უარყოფითი აღმოჩნდა. ამასთან, აზერბაიჯანელების თავდაპირველ ანგარიშში „ეს პროცედურა ნახსენები არაა“. ამ ყველაფრის მიუხედავად, ზოგიერთი სამხილი იმედისმომცემი აღმოჩნდა. მკვლელობის მეორე დღეს იპოვეს 5.45 მმ Baikal PSM ნახევრად ავტომატური პისტოლეტი, რომელიც ჰუსეინოვის შენობის წინ თვალთახედვის არეალში მდებარე ქოთანში იდო. იარაღზე აღბეჭდილი იყო სერიული ნიშნები, რომლებიც მიუთითებდა, რომ ის რუსეთში იყო წარმოებული. ცოტა ხნის შემდეგ, მუქი ფერის ნაქსოვი ქუდი იღეს სხვა, ახლომდებარე ქოთნიდან. მკვლელობა, როგორც ჩანს „ნაჩქარევად და დაუდევარად შესრულდა“, – წერს პაარმანი. იარაღი იპოვნეს იქ, სადაც ის „უთუოდ ნაპოვნი იქნებოდა“, მისი სერიული ნიშნები აშკარად იკითხებოდა. აზერბაიჯანის მთავრობა ფიქრობდა, რომ თავდასხმა „კვალიფიციურმა პიროვნებამ“ შეასრულა, თუმცა პროფესიონალი ყოველგვარ ნიშნებს გაანადგურებდა, იარღს კი დაშლიდა, – ასაბუთებს პაარმანი. FBI-ს ატაშე იმედოვნებდა, რომ გამომძიებლებს საქმე, მისი სიტყვებით, „შესაძლო მოყვარულთან“, ჰქონდათ. თუმცა, მას აზერბაიჯანის მინისტრების დამოკიდებულება მაინც აღაშფოთებდა. ისინი, მართალია, აღიარებდნენ, რომ გამოძიების რამდენიმე ხაზი არსებობდა, მაგრამ პაარმანს აძრწუნებდა ის ფაქტი, თუ რამდენად შეპყრობილი იყო აზერბაიჯანის ხელისუფლება იმ თეორიით, რომ ვითომდა უცხო ქვეყანამ შეუკვეთა ჰუსეინოვის მკვლელობა, აზერბაიჯანში ქაოსის დასათესად. მინისტრების შესაძლო დამნაშავეთა სიის სათავეში იყო სომხეთი, ასევე განიხილებოდნენ რუსეთი და ირანი. „შეკრებილი მინისტრები აცნობიერებდნენ, რომ ამ მკვლელობის მოტივი სრულიად პირადული, ან ჰუსეინოვის ანთებული ჟურნალისტური პოზიციების გამო სამაგიეროს გადახდის აქტი შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ დროის დიდ ნაწილს უთმობნენ იმაზე არგუმენტირებას, თუ რატომ თვლიდნენ, რომ ეს იყო კოორდინირებული, უცხოეთის მიერ დაფინანსებული მკვლელობა, რომლის მიზანიც ხელისუფლების დესტაბილიზაცია იყო”, – წერს ის. იარაღი, რომელიც ელმარ ჰუსეინოვის მკვლელობის შემდეგ ქოთნიდან იქნა ამოღებული. წყარო: ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო / European Court of Human Rights/file პაარმანი წერდა, რომ ხელისუფლების ოფიციალურმა პირებმა „რამდენიმე რამ სწორად“ გააკეთეს, თუმცა მისი ადრეული დასკვნები მათ ამხელდნენ. „[მე] შეშფოთებული ვარ დანაშაულის ერთ თეორიაზე ნაადრევად ფოკუსირების გამო, რადგან ამას შეიძლება მოჰყვეს ფაქტების ამ თეორიაზე მორგება, ნაცვლად მეთოდური და მიუკერძოებელი გამოძიებისა, რომელიც დაფუძნებული იქნება ლოგიკასა და დედუქციაზე, დასაბუთებული დასკვნის გამოსატანად“, – წერს ის. როდესაც მან აზერბაიჯანელი გამომძებლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა, მას უთხრეს, რომ „მათ გაითვალისწინებდნენ“. თუმცა, FBI საქმეს მალევე ჩამოაშორეს. ორი ეჭვმიტანილი გამოძიებიდან ორი თვის შემდეგ, ხელისუფლებამ ორი ეჭვმიტანილი დაადგინა: ტაჰირ ხუბანოვი და თეიმურაზ ალიევი. ორივე აზერბაიჯანის მეზობელი ქვეყნის, საქართველოს მოქალაქეა, რომელთაც მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ჰუსეინოვის სახლთან ახლოს ბინა იქირავეს, მოგვიანებით კი აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარი გადაკვეთეს დასაბრუნებლად. როდესაც აზერბაიჯანელმა გამომძიებლებმა ბაქოს ბინაში ორი ბალიშისპირი და ტანსაცმელი აღმოაჩინეს, FBI-მ ამ ნივთებზე ნაპოვნი დნმ შეადარა დანაშაულის ადგილზე ნაპოვნ ქუდზე არსებულ კვალს. ხელისუფლების თქმით, ამან ორივე ადამიანი მკვლელობასთან დააკავშირა. FBI-მ მათ წინააღმდეგ მტკიცებულებას „ძლიერი“ უწოდა, მაგრამ არაფერი ქმნიდა იმის ეჭვს, რომ ამ მამაკაცებიდან რომელიმეს კავშირი ჰქონდა ჰუსეინოვის ჟურნალისტურ საქმიანობასთან, რაც შესაძლო მოტივს ამოუხსნელს ტოვებდა. დაიწყო ძებნა, მაგრამ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, არ ისურვა ამ ორი ადამიანის სურათების საჯაროდ გამოქვეყნება. 2005 წლის ივლისის საინფორმაციო სააგენტო „Turan“-ის ანგარიშში იძებნება ოფიციალური პირების ნათქვამი, რომლის თანახმადაც, „ამ ადამიანების სურათების განთავსება ინტერნეტში საჭიროებას არ წარმოადგენს“. ალიევი საბოლოოდ საქართველოში აღმოაჩინეს. 2006 წლის სექტემბერში საქართველოს საგამოძიებო უწყებების მიერ დაკითხვისას მან დანაშაულში მონაწილეობა უარყო. წყლები აიმღვრა მას შემდეგ, რაც 2006 წლის ზაფხულზე აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა თანამდებობის პირმა, ჰაჯი მამედოვმა, რამდენიმე მკვლელობის სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მის მიერ დაქირავებული მკვლელების რაზმმა ჰუსეინოვი მოკლა. სიტუაციის გასარკვევად, 2007 წლის იანვარში FBI-მ ალიევისთვის პოლიგრაფიული ტესტის ჩატარების რეკომენდაცია გასცა. FBI-ს იურიდიული ატაშეს თანაშემწემ წერილით მიმართა აზერბაიჯანის მაშინდელ ეროვნული უსაფრთხოების მინისტრ ელდარ მაჰმუდოვს და აცნობა, რომ ალიევი და სხვა ეჭვმიტანილი ჯერ კიდევ საქართველოში იმყოფებოდნენ და რომ საქართველოს ხელისუფლება, სავარაუდოდ, მზად იქნებოდა თანამშრომლობისთვის. FBI-სგან აზერბაიჯანში წარგზავნილი აშშ-ს ელჩის, ანა დერსისადმი გაგზავნილი შიდა წერილის თანახმად, FBI აზერბაიჯანის ჩართულობას პოლიგრაფის ჩასატარებლად „დაბრკოლებად“ აღიქვამდა. FBI-ს საქმის მასალებში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ეს ოდესმე ჩატარდა, გამოძიება კი გაყინულია. 2008 წლის სექტემბერში ატაშე ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს შეხვდა, რაზეც დაწერა: „[სამინისტრო] თვლის, მათი გამოძიება ჩიხშია და მათ აღარ სჭირდებათ FBI-ს დახმარება”. სულ რაღაც რამდენიმე თვით ადრე, ივლისში, სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა რუშანიას უთხრეს, რომ ისინი დაუღალავად ცდილობდნენ მკვლელების პოვნას. მაღალჩინოსანმა მის ადვოკატს მისწერა: „ამ დროისთვის მიმდინარეობს საქმის სრული, ყოვლისმომცველი და ობიექტური გამოძიება”. რუშანია აგრძელებდა გამოკითხვებს, როდესაც მან 2009 წლის მარტში სამინისტროს უფროსის თანამდებობის პირისაგან კიდევ ერთი საპასუხო წერილი მიიღო. მან მას ხელმეორედ დაუდასტურა, რომ გამოძიება მიმდინარეობდა. თუმცა მან ასევე დასძინა, რომ „წინასწარი გამოძიება“ 2009 წლის სექტემბრამდე გაგრძელდებოდა. ეს ბოლო დეტალი მნიშვნელოვანია, რადგან კანონის თანახმად, რუშანიას საქმის მასალების ნახვის უფლება მხოლოდ წინასწარი გამოძიების დასრულების შემდეგ ექნებოდა. მოგვიანებით, მისმა ადვოკატმა აღნიშნა, რომ მკვლელობიდან ოთხი წლის გასვლის შემდეგ და აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ ძირითადი ეჭვმიტანილების გამოვლენის შემდეგ საეჭვო იყო, რომ წინასწარი გამოძიება კვლავ მიმდინარეობდა. სასამართლოში განცხადების შეტანისას მან თქვა, რომ ეს „არასავარაუდოა“. RSF-ის ვინსენტის თქმით, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ „აშკარად განზრახ შეუშალა ხელი სამართლის აღდგენას“ და დასძინა, რომ ახალი დოკუმენტები „ცხადყოფს, საუკეთესო შემთხვევაში, პოლიტიკური ნების არარსებობას სამართლიანობის უზრუნველსაყოფად, ხოლო უარეს შემთხვევაში, მავნებლურ მცდელობას, ხელი შეუშალონ, წინააღმდეგობა გაუწიონ და მცდარ გზაზე წაიყვნანონ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება.“ ბინები თბილისში მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა რუშანიას 2009 წლის წერილში განუცხადეს, რომ ისინი კვლავ ეძებდნენ ხუბანოვსა და ალიევს, ამ ადამიანების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია უკვე არსებობდა. OCCRP-ის მიერ საჯარო რეესტრში უბრალო დაძებნამ აჩვენა, რომ მავანმა, ალიევის პირადობის გამოყენებით, თბილისში ორი ბინა იყიდა, ერთი 2008 წლის მაისში, ხოლო მეორე – 2008 წლის ივნისში. ბინები იყო შენობაში, რომელშიც მისი უახლოესი ოჯახის რამდენიმე წევრი ცხოვრობდა, მათ შორის დედა. OCCRP-მ აზერბაიჯანის ხელისუფლებას ჰკითხა, მიჰყვებოდნენ თუ არა ამ მინიშნებებს, მაგრამ ამაზე კომენტარი არ მიუღიათ. ალიევმა არ უპასუხა OCCRP-ის წერილობით შეკითხვებს, რომლებიც პირადად გადავეცით მის ნათესავს მისივე საცხოვრებელ ადგილზე. 2009 წლის 17 მარტს, იმავე დღეს, როდესაც ეროვნული უსაფრთხოების სამინისტრომ რუშანიას წერილი მისწერა, ინტერპოლმა წერილობით აცნობა სამინისტროს, რომ ალიევი თბილისში ცხოვრობდა. ხუბანოვის შესახებ ახალი ცნობები არ იყო. საქმის მასალებიდან გაურკვეველი რჩება, გადასცა თუ არა აზერბაიჯანულმა ხელისუფლებამ ეს ცნობები რუშანიას. მან ამ სტატიისთვის კომენტარის გაკეთება არ ისურვა. საბოლოოდ, ჰუსეინოვის მეუღლემ 2010 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანა საქმე. ამ საქმეში მის ბრალდებებზე პასუხის გაცემისას, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ ისინი, ფაქტობრივად, ალიევისა და ხუბანოვის ექსტრადიციას ითხოვდნენ, თუმცა მათი მტკიცებით, საქართველომ ამაზე უარი თქვა, რადგან ისინი საქართველოს მოქალაქეები იყვნენ. საქმის მასალების თანახმად, აზერბაიჯანმა საქართველოს ამ თხოვნით 2005 წელს მიმართა. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ არ უპასუხა კითხვას, მიუმართავთ თუ არა ხელმეორედ ამ მოთხოვნით. ამასთან, ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლოს 2017 წლის განჩინებაში აღნიშნულია, რომ 2005 წელს საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ აზერბაიჯანს მისი მზაობა განუცხადა, დაეწყო სისხლის სამართლის გამოძიება ალიევის წინააღმდეგ, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის ფარგლებში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ალიევის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შესაძლებელი იქნებოდა, თუ აზერბაიჯანი საქმეს საქართველოს გადასცემდა. დოკუმენტებიდან ჩანს, რომ საქართველომ დაიწყო პირველადი საქმის წარმოება, მაგრამ მათ არაფერი გამოუვიდათ. უხერხული კითხვები რუშანიას ადვოკატმა, კნუტ როგნლიენმა ECHR-ს განუცხადა, რომ როდესაც აზერბაიჯანის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ეჭვმიტანილები უცხოელები არიან, რომლებსაც ვერც პოულობენ და ვერც ელაპარაკებიან, ისინი თავიდან იცილებდნენ არასასიამოვნო შეკითხვებს. FBI-ს საქმის მასალების თანახმად, ეს იგივე ტიპის კითხვები იყო, რომლებსაც მინისტრები თავიდანვე თავს არიდებდნენ. „მათი დაკავების შემთხვევაში, თეიმურაზ ალიევსა და თაჰირ ხუბანოვს, სავარაუდოდ, დაკითხავდნენ ხელისუფლებასთან შესაძლო კონტაქტისა და მკვლელობის მოტივის შესახებ“, – წერს როგნლიენი. ელმარ ჰუსეინოვის მკვლელობა 16 წლის შემდეგ ჯერ კიდევ ამოუხსნელი რჩება. წყარო: Monitor ჰუსეინოვის ნაცნობები ამბობენ, რომ ამ საქმეზე დაუსჯელობა სერიოზულ ზიანს აყენებს პრესის თავისუფლებას აზერბაიჯანში. სტეინარ გილმა, მომხდარი მკვლელობის დროს ნორვეგიის ელჩმა აზერბაიჯანში განაცხადა, რომ ეს „საგანგაშო სიგნალია ჟურნალისტებისთვის, რომლებიც ღია კრიტიკას გამოთქვამენ და თავისუფალი პრესის ფასეულობებს იზიარებენ, რომ ისინი შესაძლოა რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ“. ალიევი აგრძელებს თავის ცხოვრებას, ხუბანოვის კვალი კი ნაპოვნი არ არის. ერთადერთი ადამიანი, ვინც მკვლელობასთან დაკავშირებით დააპატიმრეს, ტურგა ბაირამოვია. მას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რადგან ამ ორი ადამიანისთვის ტელეფონი იყიდა. OCCRP-სგან დამატებითი ინფორმაციის თხოვნის საპასუხოდ, ქართველმა პროკურორებმა ჟურნალისტებს ECHR-ის განჩინებაზე მიუთითეს. აზერბაიჯანის პროკურატურამ მსგავს მოთხოვნას არ უპასუხა. მას შემდეგ, რაც ჰუსეინოვი მისი ბინის სადარბაზოში ცეცხსასროლი იარაღით ჩაცხრილეს და გამოძიება ჩიხში შევიდა, კიდევ სამი რეპორტიორი გარდაიცვალა აზერბაიჯანში მათი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას. აზერბაიჯანმა RSF-ის მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში 180 ქვეყნიდან 168-ე ადგილზე გადაინაცვლა. „აზერბაიჯანში დღეს მედიის თავისუფლება არ არის,” – ამბობს გილი. „ის ნულის ტოლია, არ არსებობს. ამის შემდეგ ხალხი ფიქრობს, „ეს თუ ელამარს დაემართა, შეიძლება, ყველას დაემართოს.“ ელეანორ როუზი ლონდონში მცხოვრები გამომძიებელი ჟურნალისტია. მისი სპეციალიზაციაა ადამიანთა უფლებები. ის წერდა ისეთი გამომცემბლობებისთის, როგორებიცაა „Guardian“, „The Evening Standard“ და „The Independent” „აი, ფაქტის“ აიდან იუსუბოვა მონაწილეობდა კვლევაში. The post FBI ააშკარავებს, როგორ მიაფუჩეჩა აზერბაიჯანმა ჟურნალისტის სიკვდილის გამოძიება appeared first on www.ifact.ge.
-
- ააშკარავებს
- როგორ
-
(and 5 more)
Tagged with:
-
რაღაც აპლიკაციები რომ არის. მუშაობს ძალიან მარტივი ლოგიკით ხო იწერ აპს რთავ აპს ნებას წაიკითხოს შენი კონტაქტები სადღაც ატვირთოს და ნუ ხვდებით ხო როგორც მუშაობს მაგრამ ეხლა მე რა მაინტერესებს მაგალითად ჩემი ძმაკაცი "### ზურა" (ასე ვეძახით და ტელეფონშიც ასე გვიწერია ყველას და ჩვენი საქმეა როგორ ჩავწერთ ტელეფონში) მას არ უთქვამს / ნება არ მოუცია რომ მისი ნომერი სადღაც რაღაცა აპლიკაციის 14 წლის დეველოპერისთვის გამეხადა ხელმისაწვდომი რომელიც თავის მხრივ 10000 კაცს უზიარებს ხო ###ზურას ნომერს/სახელს. რატო? აი რატო პროსტა? ამას ვინ არეგულირებს? ვის მოვთხოვო პასუხი? ანუ გამოდის რომ მე ის ნომრები რაც მიწერია შემიძლია ამოვპრინტო და ლიფტებში გავაკრა ხო? მერე რა თუ არ მოსწონთ მიწერია ტელეფონში და სადაც მინდა იქ დავაშეარებ?
-
ადგილი, სადაც, ლეგენდის მიხედვით, მაიმუნი ადამიანთან შეაჯვარეს, რათა ზეადამიანი შეექმნათ. სადაც უკვდავების ელექსირს ქმნიდნენ. და ადგილი, იმ დროისთვის არნახული ექსპერიმენტი ჩაატარეს – მაიმუნები კოსმოსში გასაფრენად მოამზადეს. ჩვენი მონათხრობი აფხაზეთის იმ ექსპერიმენტული პათოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფანტასტიკური პროექტების და დღევანდელი კვლევების შესახებაა, რომელიც უფრო სოხუმის მაიმუნების საშენის სახელით არის ცნობილი. დღევანდელი დღით დავიწყოთ. • შემზარავი ისტორიები აფხაზეთში უსახლკარო ძაღლების შესახებ – მაგრამ ოდნავი იმედიც • აფხაზეთი: როგორ უნდა დაიწყო ბიზნესი ნულიდან და არ გაკოტრდე რთული პირობები მაიმუნებისთვის მაიმუნების საშენი აფხაზეთში საშენი, რომელიც საბჭოთა ეპოქაში მნიშვნელოვან სამეცნიერო ცენტრს წარმოადგენდა, სსრკ-ს დაშლისა და განსაკუთრებით, 1990-იან წლებში მომხდარი აფხაზეთის ომის შემდეგ ძლერ დაზარალდა. უზარმაზარი სამეცნიერო ცენტრის რჩენა დამოუკიდებლად ძალიან რთული გახდა. ის სოხუმში თავლწარმტაც ადგილას, მთა ტრაპეციაზე მდებარეობს. აქ XX საუკუნის დასაწყისში რუსი ექიმისა და მეცენატის პროფესორ ალექსეი ოსტროუმოვის აგარაკი იყო. მისი სახლი, რომელიც არქიტექტურულ და ისტორიულ ძეგლადაა მიჩნეული, ინგრევა და უკვე კრიტიკულთან მიახლოებულ მდგომარეობაშია. ინსტიტუტის ნაწილი შენარჩუნებულია, და ის კვლევებს აგრძელებს. თუმცა, აქ მაიმუნებისთვის არცთუ კარგი საცხოვრებელი პირობებია. უსახლკარო ცხოველები საქართველოში. რატომ არ მცირდება მათი რიცხვი დაავადებები და ცხოველთა სიკვდილი. თითქმის დეტექტიური ისტორია ერევნის ზოოპარკიდან მაიმუნების საშენის ნაწილი ტურისტებისთვის გახსნილია. მაიმუნები გალიებში არიან, შესასვლელში მათთვის ყუთებით ხილის ყიდვა და მათთვის ხელით ჭმევა შეიძლება. საშენი საბჭოთა დროიდან არ გარემონტებულა, გალიები მცირე ზომისაა და ძველი. აფხაზეთის სხვადასხვა ტურისტულ პორტალებზე ბევრი კრიტიკული კომენტარია, მაგალითად აქ, სადაც მნახველები წერენ, რომ საშენისა და საკუთრივ მაიმუნების მდგომარეობა შეიძლება „ცხოველების აბუჩად აგდებას“ შეადარო. მაიმუნების საშენი აფხაზეთში მაიმუნების საშენს აქვს ექსპერიმენტული ლაბორატორიები, სადაც უცხო პირთათვის შესვლა აკრძალულია. იქ კვლევები გრძელდება და მაიმუნებზე ექსპერიმენტები ტარდება, მათ შორის – სამედიცინო. როგორც ინსტიტუტის თანამშრომლები ირწმუნებიან, ეზოში მაიმუნის მსოფლიოში ერთადერთი ქანდაკება დგას. ბიუსტი სოხუმში მაიმუნების საშენის ეზოში ძეგლის პოსტამენტზე წერია: „პოლიომელიტი, ყვითელი ციებ-ცხელება, პარტახტიანი ტიფი, ტკიპისმიერი ენცეფალიტი, ყვავილი, ჰეპატიტი და სხვა ბევრი ადამიანური დაავადება შესწავლილია მაიმუნებზე ჩატარებული ცდების დახმარებით“ ქანდაკება 1997 წელს სოხუმის მაიმუნების სადგომის 50 წლისთავთან დაკავშირებით დაიდგა. და ეს თარიღი იმას შეგვახსენებს, რომ თავდაპირველად ცენტრის შექმნის იდეა და მაიმუნებზე ექსპერიმენტების დაწყება საშიში დაავადებების წინააღმდეგ წამლების ძიებას არ უკავშირდებოდა. სადგომისა და სამეცნიერო ცენტრის შექმნა საბჭოთა ბელადების დაკვეთა იყო – მას შემდეგ, რაც ლენინი გარდაიცვალა. ამოცანა „უბრალო“ იყო – მათ სიკვდილი არ სურდათ და უნდოდათ სამუდამო სიცოცხლის საშუალებისთვის მიეგნოთ. იქნებ ამიტომაცაა, რომ ადმინისტრაციული შენობის დარბაზის კუთხეში ლენინის ძეგლი ისევ დგას. როდესაც ლენინი გარდაიცვალა – საბჭოთა ბელადები მიხვდნენ, რომ სურდათ მუდმივად ეცოცხლათ „აქ ტურისტები არ მიჰყავთ, თუმცა აქ სანახავი ბევრია“, – ამბობს სადგომის სამეცნიერო-პრიმატოლოგიური ცენტრის გამგე ალდონა სალაყაია. ის ჰყვება ორი ისტორიის შესახებ, რომლებიც სავსებით შესაძლებელია, რომ სიმართლე იყოს. „ლენინის სიკვდილის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში სიცოცხლის გახანგრძლივებაზე დაფიქრდნენ. ალბათ ამ მიზნით შეიქმნა მსოფლიოში პირველი ექსპერიმენტული პათოლოგიისა და თერაპიის ინსტიტუტი. სოხუმი მაიმუნებისთვის მშობლიური ტროპიკული კლიმატის მსგავსებისა და მათ გამოსაკვებად საჭირო ხილის სიმრავლის გამო აირჩიეს. საბოლოოდ ქალაქი საბჭოთა ექსპერიმენტული მედიცინის ცენტრად იქცა“, – ჰყვება სალაყაია. თუმცა, ეს ერთ-ერთი ვერსიათაგანია, თუ რატომ შეიქმნა ეს ინსტიტუტი. ახალი რასის შექმნა – ადამიანისა და მაიმუნის ჰიბრიდი სხვა პოპულარული თეორიაა – უნივერსალური საბჭოთა ჯარისკაცის/ მუშის სახეობის გამოყვანის მიზნით, ადამიანისა და მაიმუნის შეჯვარების ცდები. საბჭოთა ლიდერების თვლსაზრისით, ასეთ ჰუმანოიდში ორი მნიშვნელოვანი თვისება უნდა ყოფილიყო შერწყმული: ძალიან ძლიერი და ამტანი უნდა ყოფილიყო – მაგრამ, ამავდროულად – გონებრივად ნაკლებად განვითარებული. აფხაზმა მეცნიერმა ვლადიმირ ბარქაიამ, რომელმაც ამ ინსტიტუტში 1961 წელს დაიწყო მუშაობა, 2008 წლის გაზაფხულზე ბრიტანულ გაზეთ Guardian-ს ახალი რასის შექმნის ექსპერიმენტების შესახებ უამბო. მისი თქმით, 1930-იან წლებში კვლევებს ატარებდა ცნობილი რუსი ბიოლოგი ილია ივანოვი, რომელიც პარიზში არსებულ პასტერის ინსტიტუტთან თანამშრომლობდა. მაშინ ევროპა ევგენიკის იდეის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. საბჭოთა კავშირი კი განსაკუთრებულად ცდილობდა იმის დამტკიცებას, რომ დარვინიზმმა რელიგია ჩაანაცვლა. „პროფესორმა ივანოვმა ეს ექსპერიმენტები აფრიკაში დაიწყო და სოხუმში აგრძელებდა. ის მამაკაცის სპერმას იღებდა და მდედრი შიმპნაზეების ორგანიზმში შეჰყავდა, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა“, – ჰყვება ვლადიმირ ბარქაია. შეკითხვას – შეიძლებოდა თუ არა ექსპერიმენტები პირიქით ჩატარებულიყო: მაიმუნის სპერმა ქალის ორგანიზმში რომ შეეყვანათ – ბარქაიამ კატეგორიული უარყოფით უპასუხა. ეს თეორია, როგორც ინსტიტუტის შექმნის მიზეზი, დღესაც ანგარიშგასაწევად მიაჩნიათ. მაგრამ ამ პროექტის არსებობისა და მისი განხორციელების პირდაპირი მტკიცებულები არ არსებობს. ასეა თუ ისე, 1927 წელს აფხაზეთში გვინეიდან 15 მაიმუნი ჩაიყვანეს. ცხოველების უმრავლესობამ ტრანსპორტირებას ვერ გაუძლო. გადარჩა მხოლოდ ორი პავიანი, და ორი შიმპანზე. სწორედ მათ დაუდეს სათავე სოხუმში დაკვირვებებისა და ექსპერიმენტების თითქმის ასწლიან საქმიანობას. სადგომის ბაზაზე 1985 წელს დაარსდა ექსპერიმენტული პათოლოგიისა და თერაპიის ინსტიტუტი, რომელიც საბჭოთა კავშირში უდიდეს და მსოფლიოში საკმაოდ ცნობილ პრიმატების შემსწავლელ ცენტრად იქცა. მისი მნიშვნელოვანი პროფილი ონკოლოგიურ დაავდებებთან ბრძოლისთვის საჭირო წამლების დამუშავება გახდა. მაიმუნების საშენი აფხაზეთში სოხუმის მაიმუნების საშენის მაიმუნები კოსმოსში აფხაზეთის ექსპერიმენტული პათოლოგიისა და თრაპიის ინსტიტუტი ბევრი წლის განმავლობაში იყო საბჭოთა კოსმოსური პროგრამის ცენტრში. ამ საშენის მაიმუნებზე ცდები ტარდებოდა და რამდენიმე მათგანი კოსმოსური ხომალდებით გააფრინეს. ირჩევდნენ ორ-სამი წლის ასაკის, მცირე ზომის მაკა-რეზუსის ჯიშის ჯანმრთელ და გონიერ მაიმუნებს და მათზე უწონადობის ფაქტორის მოქმედებას იკვლევდნენ: მამოძრავებელი აქტივობისა და საყრდენი განტვირთვის არასებობას. კვლევების საბჭოთა დაოკუმენტაცია, დღევანდელი საზომებით, საკმაოდ სასტიკ ცდებს აღწერს: მაიმუნებს გულში, ტვინში, სახსრებსა და კუნთებში ელეტროდებს უნერგავდნენ, სპეციალურ კომბინიზონებს აცმევდნენ, ტროსებზე ჰკიდებდნენ, და მათ ამ მდგომარეობაში 60 დღე-ღამის განმავლობაში ამყოფებდნენ. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატისა და ნერვული სისტემის შედეგებს შეისწავლიდნენ, შემდეგ კი დაწვრილებით აღწერდნენ ცხოველების რეაბილიტაციის ვადებს. სოხუმის მაიმუნების საშენიდან უკანასკნელი წყვილი კოსმოსში 1992 წლის 29 დეკემბერს გააუშვეს. ესენი იყვნენ მაკაკები – კროშა და ივაშა. ისინი ფრენიდან 1993 წლის 10 იანვარს დაბრუნდნენ, ორივე – კეთილსაიმედო მდგომარეობაში. როგორც სადგომში ჰყვებიან, კროშა შემდეგ თავისი სახეობისთვის ყველაზე ხანგრძლივი სიცოცხლის მაგალითი გახდა – 25 წელიწადი იცოცხლა. გაფრენის შემდეგ ის უკვე რუსეთის ქალაქ ადლერის სადგომში ბინადრობდა. მაიმუნების კოსმოსში გასაფრენად მოსამზადებელი ექსპერიმენტები. ფოტო: ТАСС 1990-იანი წლების საქართველო-აფხაზეთის ომის დროს მაიმუნების დაღუპვა და გადარჩენა 1992-1993 წლების საქრთველო-აფხაზეთის ომამდე სოხუმის მაიმუნების საშენში ექვს ათასზე მეტი მაიმუნი ცხოვრობდა. მდინარე გუმისთას ველზე გაიხსნა მცირე საშენი, სადაც ექსპერიმენტის სახით პავიანები და გამდრილები თავისუფლად გაუშვეს. იქვე, სოფელ ტამიშში ინსტიტუტის ფილიალი გაიხსნა. საბოლოოდ, როდესაც საომარი მოქმედებები დაიწყო, თითქმის ყველა ცხოველი დაიღუპა – მოკლეს ან სიცივეს და შიმშილს ვერ გაუძლეს. ომის შემდეგ საშენში მხოლოდ 250 მაიმუნი დარჩა. „ჩვენ მათთვის საკუთარი ბაღებიდან ხილი მიგვქონდა, სატვირთოებით მინდვრებში გავდიოდით მაიმუნებისთვის სიმინდის დასაკრეფად: რაც შეგვეძლო, ვაკეთებდით, რათა ჩვენთან შემორჩენილი სახეობები გამოგვეკვება“ – იხსენებს ომის შემდეგომ დროს ალდონა სალაყაია. ეკონომიკური ბლოკადისა და სრული ნგრევის პირობებში, განიხილებოდა საკითხი – ინსტიტუტი უნდა შენარჩუნებულიყო, თუ მისი ლიკვიდაცია მომხდარიყო? საბოლოოდ საშენისაც და ინსტიტუტის მუშაობის გაგრძელების გადაწყვეტილება მივიღეთ. ყივანა-ხველა და ახალგაზრდობის ელექსირი დღეს ინსტიტუტში დაახლოებით 200 თანამშრომელი მუშაობს. საშენში რვა სხვადასხვა სახეობის დაახლოებით 600 მაიმუნი ბინადრობს. სამეცნიერო კონტაქტები მხოლოდ რუს კოლეგებთან ნარჩუნდება. ინსტიტუტის მიერ შემუშავებული პრეპარატებიდან მნიშვნელოვანი გახდა 2017 წელს ყივანა-ხველის წინააღმდეგ შემუშავებული ახალი ვაქცინა. კვლევები ხუთ წელიწადს გრძელდებოდა, შემდეგ პრეპარატი რუსეთის ჯანმრთელობის სამინისტრომ მიიღო და ახლა მისი ტესტირება მიმდინარეობს. დღესდღეობით ინსტიტუტის ერთ-ერთი მთავარი სამეცნიერო მიმართულებაა – კვლევები გერონტოლოგიის სფეროში. კერძოდ, მიმდინარეობს ახალი ჰორმონალური პრეპარატის გამოცდა. მას მაიმუნებზე ცდიან; წინასწარი მონაცემებით – მოხუც მამრებს შთამომავლობა გაუჩნდათ, მახსოვრობა გაუუმჯობესდათ და ბეწვის ზრდაც კი დაეწყოთ. Go to top სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო წყარო: JAMnews
-
http://4.bp.blogspot.com/_PegUx3I4QjU/SxSG-PwVOgI/AAAAAAAAABo/ulqT5UBk9io/s320/religion.jpg ჰანს კიუნგი მსოფლიო დღესაც ელის ისეთი საერთაშორისო წესრიგს, სადაც, მართალია, არ იქნება იდეალური ვითარება, მაგრამ ძალადობა, ომი, უსამართლობა, შიმშილი და გაჭირვება შემცირდება მაინც. ცივი ომის დასრულების შემდეგ ხალხებსა და ეთნიკურ ჯგუფებს შორის ახალმა კონფლიქტებმა და ომებმა იჩინა თავი. დაძაბულობა განსაკუთრებით იმ ჯგუფებში შეინიშნება, რომელთა თვითმყოფადობა ძალადობით იქნა დათრგუნული. მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტი, რომ ამ კონფლიქტებში ხშირად დიდი წვლილი რელიგიებს მიუძღვით. რელიგიის საშუალებით ხომ ძალიან ადვილია პრეტენზიების დასაბუთება, კონფლიქტის გაღვივება, მოწინააღმდეგის დადანაშაულება თუ სამხედრო კოლონების დარაზმვა. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში რელიგიური ლიდერები და მათი მიმდევრები ძალიან ხშირად ფანატიზმს, ქსენოფობიასა და სიძულვილს თესენ. ისინი ადამიანებს ძალადობრივი და სისხლიანი დაპირისპირებისაკენ უბიძგებენ და ამ დაპირისპირებათა ლეგიტიმაციას ახდენენ. სამწუხაროდ, რელიგიები ხშირად დგანან პოლიტიკური და მილიტარისტული მიზნების სამსახურში. ა. რელიგია სახელმწიფოთა სივრცეში როდესაც ნაციონალური, რეგიონალური და საერთაშორისო კონფლიქტების მოგვარებაში რელიგიების როლზე ვსაუბრობთ, საჭირო არ არის გაზვიადება. ვიყოთ რეალისტები და რელიგიებთან ერთად სხვა საზოგადოებრივი ფაქტორებიც გავაანალიზოთ. ცნობილი მშვიდობის მკვლევარი ბრემენიდან, დიტერ ზენგჰაასი, ექვს ფუნდამენტურ ფაქტორზე საუბრობს: ძალაუფლების (ძალაუფლების მონოპოლიის) დეპრივატიზაცია, სამართლებრივი სახელმწიფო (კონსტიტუციური სახელმწიფო), ურთიერთდამოკიდებულება (Interdependence) და აფექტების კონტროლი, დემოკრატიული მონაწილეობა, სოციალური სამართლიანობა და კონფლიქტის კონსტრუქციული პოლიტიკური კულტურა. ზენგჰაასი ასკვნის: <<,,თუ გვინდა მშვიდობა, პოლიტიკისა და საზოგადოების ცივილიზირების თვალსაზრისით, ქვეყნის შიგნით თუ საერთაშორისო დონეზე, მაშინ უნდა მოვემზადოთ მისთვის: ,,Si vis pacem para pacem!”>> ეს პროგრამა უარყოფს უძველეს მოწოდებას: para bellum (ემზადე ომისათვის). აქ მთავარი არის მაქსიმა: para pacem (ემზადე მშვიდობისათვის). ასეთ პირობებში განსაკუთრებულ როლს სწორედ რელიგიები ასრულებენ. ეს პროგრამა არ ითვალისწინებს ერი-სახელმწიფოების ჩანაცვლებას მსოფლიო სახელმწიფოთი ან მსოფლიო მთავრობით (,,Gloval Government”), რისიც ძალიან ეშინიათ ამერიკელ რესპუბლიკელებს. ისინი ხომ საშინლად მტრობენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას. ზენგჰაასი კი სრულიად მართებულად ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველყოფა კვაზი-კონფედერაციული მექანიზმებითაა შესაძლებელი. ამ პარადიგმის წინააღმდეგ არსებობს ორი საპირწონე პოზიცია: ერთის მხრივ, ,,გლობალისტების” ჰომოგენური მსოფლიო სახელმწიფოს მოდელი და მეორეს მხრივ, ,,კომუნიტარისტების” სუვერენული სახელმწიფოს მოდელი. ამ პოზიციებთან შედარებით საჭირო ზომიერებას ამჟღავნებს ფილოსოფოსი ოტფრიდ ჰოფე ტიუბინგენიდან. ჰოფემ თავისი პოზიცია კანტის ,,მარადიული მშვიდობის” (1795) კონცეფციაზე ააგო: არც ხალხთა (მინიმალური) გაერთიანება და არც (მაქსიმალური) უნივერსალური მონარქია! ზომიერი გამოსავალი _ მსოფლიო რესპუბლიკაა. ჰოფემ მართებულად უკუაგდო მცდარი ალტერნატივა: ,,მსოფლიო სახელმწიფო ან სუვერენული სახელმწიფო”. ,,მან წარმოგვიდგინა სახელმწიფოს მრავალსაფეხუროვანი ცნება. ჰოფე სახელმწიფოთა რესპუბლიკურ გაერთიანებაზე, უფრო სწორედ, სახელმწიფოთა რესპუბლიკაზე საუბრობს. ასეთი ტიპის გაერთიანებაში სახელმწიფოს ავტონომია გარანტირებული იქნება ქვეყნის შიგნით და შეზღუდული ქვეყნის გარეთ.” ჰოფე, საბოლოო ჯამში, იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ,,კანტის ძირითადი მოსაზრებების დამაჯერებლობა და მართებულობა არა მხოლოდ თანამედროვე პოლიტიკურ პრაქტიკასთან მიმართებაში, არამედ პოლიტიკური თეორიის თვალსაზრისითაც მტკიცდება.” დავუბრუნდეთ მთავარ საკითხს, რომელიც რელიგიათა სპეციფიურ კონტექტს ეხება. ბ. როგორ მივუდგეთ ისლამიზმსა და ფუნდამენტალიზმს? სამწუხაროდ, ადამიანებს ნაკლებად ახსოვთ ის, თუ რა აერთიანებთ ერთმანეთთან. აქცენტი ყოველთვის განხეთქილებაზე კეთდება. ასეა დღესაც: • იუდეველებისა და ქრისტიანების საერთო ფუნდამენტზე არავინ საუბრობს. სამაგიეროდ, ქრისტიანებს არასოდეს ავიწყდებათ მაცხოვრის უარყოფა ებრაელთა მიერ. არც ებრაელებს სურთ, დავიწყებას მისცენ ქრისტიანთაგან განცდილი დევნა და შევიწროვება. მათ არ სურთ, დაივიწყონ ჰოლოკოსტი, რომლის დროსაც 6 მილიონი ებრაელი დაიღუპა. • ებრაელები და მუსლიმები საუკუნეების განმავლობაში მშვენივრად თანაცხოვრობდნენ ერთმანეთის გვერდიგვერდ (ეგვიპტე, ესპანეთი, სტამბული). დღეს კი მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი წმინდა მიწის თაობაზე ატეხილი დავაა, რომელიც ჩვენი საუკუნის დამსახურებას წარმოადგენს. • ქრისტიანები და მუსლიმები, როგორც იუდეველები, თავს აბრაამის შვილებად (ასევე ,,წიგნიერი რელიგიის” მიმდევრებად) მიიჩნევენ. მათ ძალიან ბევრი აქვთ საერთო, მაგრამ მათ მეხსიერებას მხოლოდ ის ხუთი დიდი კონფრონტაცია აქვს შემონახული, რომელსაც ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის ჰქონდა ადგილი: პირველი კონფრონტაცია (VIIს.): მუსულმანებმა დაიპყრეს უძველესი ქრისტიანული მიწები: პალესტინა, სირია და ეგვიპტე. ადრე ამ ქვეყნებს აღმოსავლეთ რომის ქრისტიანული იმპერია აკონტროლებდა. მეორე კონფრონტაცია (VIIIს): ისლამმა მოიცვა სამხრეთ აფრიკა და ესპანეთი. მესამე კონფრონტაცია (XII-XIIIსს.): ქრისტიანი ჯვაროსნების წყალობით წმინდა მიწასა და იერუსალიმზე ქრისტიანების კონტროლი ნაწილობრივ აღდგა. ესპანეთის ქრისტიანული რეკონქუისტა (Reconquista 1492) წლამდე (გრენადეს აღება). მეოთხე კონფრონტაცია (XV-XVIსს.): თურქებმა დაიპყრეს კონსტანტინოპოლი (1454) და ბალკანეთი, სადაც ბევრი ისლამზე მოექცა (უპირველეს ყოვლისა ბოსნიელები). მეხუთე კონფრონტაცია (XIX-XXსს.): ევროპის ქრისტიანული სახელმწიფოები გაბატონდნენ მუსულმანურ ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ აფრიკაზე, ახლო და შორეულ აღმოსავლეთზე. მათი ძალაუფლემა ვრცელდებოდა სპარსეთზე, ინდოეთზე, მალაიზიასა და ინდონეზიაზე. ეს არის ოცნება, რომელიც დღემდე არ აძლევს მოსვენებას მუსლიმებს. ამ მრავალსაუკუნოვანი დაპირისპირების ფონზე სახელმწიფო მოღვაწეთა შორის ნუთუ ვერავინ დაამყარებს მშვიდობას ებრაელებს, ქრისტიანებსა და მუსლიმებს, არაბებსა და ებრაელებს, ისრაელსა და პალესტინას შორის? თუ მშვიდობა ილუზიების მარადიულ ტყვეობაში უნდა დარჩეს? ბალკანეთში ხომ კვლავ ლაღად დაჰქრის სიკვდილის, წმენდის, ძალადობის, ცეცხლისა და განადგურების გრიგალი. ახლო აღმოსავლეთში ექსტრემისტებმა კვლავ აღიდგინეს გავლენა და ომიც გააჩაღეს. ისრაელში დღეს ბევრი ასეთ კითხვას სვამს: თუ კათოლიკებსა და პროტესტანტებს შორის ყოველგვარი ცივი თუ ცხელი ომების შემდეგ შესაძლებელი გახდა მშვიდობის დამყარება, რატომ არ არის ეს შესაძლებელი დღეს ებრაელებს, მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის? თუ გერმანიასა და საფრანგეთს შორის ,,მემკვიდრეობითი მტრობა” მშვიდობამ შეცვალა, რატომ ვერ ხერხდება ეს ებრაელებსა და არაბებს შორის? ეს პრობლემა ერთ მნიშვნელოვან კითხვას წარმოშობს: როგორ მივუდგეთ ისლამურ ფუნდამენტალიზმსა და ისლამიზმს? ამის თაობაზე მოკლედ და თანმიმდევრულად: ისლამი არ ცნობს რადიკალურ ფუნდამენტალიზმს. ისლამურ სამყაროშიც არსებობენ რეფორმატორები, რომელთა შორის ფუნდამენტალისტიც ბევრია. ისინი უარყოფენ ტოტალურ სეკულარიზაციას და არა მოდერნიზაციას. არც ქრისტიანობა გახლავთ ზედმიწევნით ტოლერანტული. ქრისტიანებშიც არსებობს ფუნდამენტალიზმი, რომელსაც შეიძლება პროტესტანტულ-ბიბლიცისტური ან რომაულ-კათოლიკური (ვატიკანური ,,რე-ევანგელიზაცია) წარმომავლობა ჰქონდეს. ფუნდამენტალიზმი არსებობს იუდაიზმშიც (როგორც ისრაელში, ისე მის ფარგლებს გარეთ). ფუნდამენტალიზმს რელიგიურის გარდა ეკონომიური, პოლიტიკური და სოციალური საფუძვლები აქვს. მას ინდივიდუალისტურ-ლიბერტიანი სტული მოდერნის დეფექტები იწვევს. მოდერნიზაციამ ისლამურ სამყაროში ვესტერნიზაციასა და სეკულარიზაციას მისცა ბიძგი, რამაც იდენტობის კრიზისი გამოიწვია. ადამიანები ორიენტაციისათვის ახალ ღირებულებებსა და იდეალებს ეძებენ და სწამთ, რომ მათ თავიანთ რელიგიაში იპოვნიან. ფუნდამენტალიზმს, როგორც რელიგიურ ფენომენს, მკაფიო დემოკრატიულ-ტოლერანტული ქცევა უნდა დავუპირისპიროთ. ფუნდამენტალიზმი გონებითა და ემპათიით უნდა დავძლიოთ. ჩვენ უნდა მოვსპოთ ის საფუძველი, რაც მის წარმოქმნას უწყობს ხელს. ინსტიტუციონალური ინტეგრაცია (თურქეთში არჩევნებში გამარჯვებულმა ისლამისტებმა მთავრობის ფორმირების შესაძლებლობა მიიღეს) გაცილებით უკეთეს გამოსავალს წარმოადგენს, ვიდრე პოლიტიკური პოლარიზაცია (ალჟირში არჩევნებში გამარჯვებული ისლამისტები ძალადობით დაამხეს). როგორც ვთქვით, ფუნდამენტალისტები ყველა რელიგიაში არსებობენ. როგორ უნდა მოიქცნენ ისინი? ფუნდამენტალისტებმა არ უნდა დაივიწყონ ის, რომ მათ ტრადიციებს (ებრაული ბიბლია და თალმუდი, ახალი აღთქმა და ეკლესიის ტრადიციები, ყურანი და სუნა) თავისუფლების, პლურალიზმისა და ინკლუზივიზმის ფუნდამენტი უდევს საფუძვლად. ლიბერალებმა არ უნდა შეწყვიტონ თვითკრიტიკა: თანამედროვე ლიბერალური რელიგია ხომ არ სცნობს რელიგიურ სუბსტანციას, თეოლოგიურ პროფილსა და ეთიკურ მოვალეობებს. რაზე უნდა გაამახვილონ ყურაღება ამ დროს რელიგიებმა? საჭიროა ახალი ხედვა, ახალი სპირიტუალური ორიენტირები, ახალი იდენტობა და რწმენა. საჭიროა მათთვის, ვინც კრიტიკულად არის განწყობილი რომაულ-კათოლიკური ავტორიტარიზმის, პროტესტანტული ბიბლიციზმის, ორთოდოქსული ტრადიციონალიზმისა და ებრაული თუ ისლამური წარმომავლობის რეაქციული მიმდინარეობების მიმართ. წინააღმდეგობისა და გართულებების მაგიერ, საჭიროა დიალოგი და თანამშრომლობა ფუნდამენტალისტებთან პოლიტიკურ, სოციალურ თუ რელიგიურ-თეოლოგიურ სფეროში. იქ, სადაც ფუნდამენტალისტებს ხელთ უპყრიათ სამხედრო-პოლიტიკური, პოლიციური (ზოგიერთი ისლამური სახელმწიფო, რუშდის შემთხვევა) და რელიგიური (ვატიკანი თეოლოგების, ქალებისა და ეპისკოპოსების წინააღმდეგ) ძალაუფლება, საჭიროა წინააღმდეგობა (163 თეოლოგიის პროფესორის კიოლნის დეკლარაცია, მილიონობით კათოლიკეთა საერთო სახალხო ინიციატივა ვატიკანის ავტორიტარული საეკლესიო კურსის წინააღმდეგ). ასე რომ, მსოფლიოს დიდმა რელიგიებმა გარდამავალ ეპოქაში, რომელიც სავსეა რელიგიური თუ ეთიკური ხასიათის წინააღმდეგობებით, უნდა იპოვონ გზა უფუნდამენტო მოდერნიზმსა და ფუნდამენტალიზმს შორის, რომელიც არ ცნობს არც მოდერნს, არც თვითკრიტიკას, არც ტოლერანტობასა და არც დიალოგს. გ. რეგიონალური, ეროვნული და საერთაშორისო კონფლიქტები თუ რელიგიები მაქსიმალურად გამოიყენებენ მათ სამშვიდობო პოტენციალს, შეუძლიად განუზომელი წვლილი შეიტანონ მშვიდობის დამყარების საქმეში. ყველა დიდ რელიგიაში არსებობს მოტივაცია, რომელიც არა მხოლოდ ადამიანის შინაგან სულიერ სიმშვიდეზე, არამედ საზოგადოებაში აგრესიისა და ძალადობის დაძლევაზეა ორიენტირებული. ვიმეორებ: რელიგიებს შეუძლიათ შეამცირონ და თავიდან აარიდონ კაცობრიობას ომები. მაგრამ მშვიდობა რელიგიებსა და ერებს შორის შესაძლებელი გახდება მხოლოდ მაშინ, როდესაც იარსებებს ნდობის საფუძველი მათ შორის. ნდობამ უნდა ჩაანაცვლოს ცრურწმენები და დაპირისპირებები. სიბნელე, არატოლერანტობა და გაურკვევლობა, სიძულვილი და ძალადობა წარსულს უნდა ჩაბარდეს. ბნელ უფსკრულზე ნდობის ხიდია გასადები. მაგრამ როგორ? ამ შეკითხვას პასუხს მარტივად ვერ გავცემთ, თუმცა ნამდვილად დადგა ის დრო, როდესაც უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა შეიძლება გახდეს რელიგიებს შორის ნდობის ფუნდამენტი. კონფლიქტების გაღვივებისა და ომების გაჩაღების მიზნით რელიგიების გამოყენების წინააღმდეგ საჭიროა პრაქტიკული გზების ძიება. რელიგიებმა თავიანთი წვლილი უნდა შეიტანონ კონფლიქტის მოგვარების პროცესში და თავად არ უნდა მოექცნენ პრობლემათა წყებაში. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ამ თვალსაზრისით რელიგიურ ლიდერებს ეკისრებათ. მსოფლიო ეთოსის ჩიკაგოს დეკლარაცია კონფლიქტურ სიტუაციებში კონკრეტულ რეკომენდაციებს გვთავაზობს. ამ რეკომენდაციების თაობაზე სქელტანიანი წიგნის დაწერა შეიძლება. მე მხოლოდ მოკლე მიმოხილვას შემოგთავაზებთ: (1) ისტორიისა და თანამედროვეობის გამოცდილება გვასწავლის, რომ რელიგიებს პოლიტიკური ინტერესების ლეგიტიმაცია და მტრობის ჩამოგდება შეუძლია. როდესაც რელიგია ტანჯვის, დევნის, განადგურებისა და მკვლელობის საბაბი ხდება, მაშინ მას აღარაფერი აქვს საერთო სინდისთან. ვერ დამყარდება მშვიდობა რელიგიებს შორის, თუ ისინი აქცენს კონფლიქტებზე და არა ერთიანობაზე გააკეთებენ. ასეთ შემთხვევაში კონფლიქტებს მხოლოდ ერთი შედეგი ექნება: კოლექტიური თვითგანადგურება. რა შეიძლება გააკეთონ რელიგიებმა ამ დროს? მათ კარგად უნდა გაიაზრონ თუ, მიუხედავად ყოველგვარი განსხვავებისა, რა აერთიანებთ მათ ერთმანეთთან. ერთიანობა რელიგიებს შორის ოქროს წესით უნდა იყოს გამყარებული: გავუკეთოთ სხვას ის, რაც გვინდა გაგვიკეთონ ჩვენ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძენენ რელიგიათა სპირიტუალური ტრადიციები (ლოცვა, მედიტაცია) განსაკუთრებულ მნიშვნელობას მშვიდობიანი თანაცხოვრებისათვის. რელიგიებს შეუძლიათ და მოვალენიც არიან, თავიანთი წვლილი შეიტანონ კონფლიქტების მოგვარებისა და დარეგულირების პროცესში. როცა რელიგია ბოროტი მიზნების სამსახურში დგას, უდიდეს ზიანს აყენებს როგორც კაცობრიობას, ისე საკუთარ თავს. რელიგიის ამოცანაა, ყოველგვარ პოლიტიკურ თუ იდეოლოგიურ ფანატიზმს სინდისი დაუპირისპიროს. (2) კონფლიქტებს ხშირად უდანაშაულოთა სიცოცხლე და ბედნიერება ეწირება. ეს ხდება მაშინ, როდესაც მყუდროება ირღვევა და ლტოლვილთა ნაკადებს ბოლო აღარ უჩანს, როდესაც ქალაქები ალყაშია მოქცეული და მოსახლეობა შიმშილობს, როდესაც გენოციდს აქვს ადგილი, როდესაც ბუნება უვარგისი ხდება ადამიანური ცხოვრებისათვის. მოწანააღმდეგენი ერთმანეთის ,,თავდაცვისუნარიანობის” შესასუსტებლად, მიზანმიმართულად ძალადობენ ქალებსა და ბავშვებზე. რა უნდა გააკეთონ რელიგიებმა ამ დროს? მათ ხელი უნდა შეუშალონ რელიგიის სახელით კაცობრიობისა და ბუნების წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენას. რელიგიებმა პრაქტიკული მნიშვნელობით უნდა გამსჭვალონ თავიანთი ტრადიციები ადამიანის ღირსების თუ ყოველივე იმის მიმართ, რაც ცოცხლობს და არსებობს. (3) სამშვიდობო პროცესს აბრკოლებენ ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ძალადობის ენას ცნობენ. ამიტომ კონფლიქტს ხშირად თან ახლავს ცეცხლი და ომი. რა უნდა გააკეთონ რელიგიებმა ამ დროს? მათ უნდა იზრუნონ იმაზე, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები კონფლიქტურ მხარეებს შორის, რათა აღდგეს მშვიდობა. მათ უნდა გადადგან ,,პირველი ნაბიჯი” მშვიდობისაკენ. (4) რელიგიური არატოლერანტობა _ ისევე, როგორც ქსენოფობია, რასიზმი და ანტისემიტიზმი _ ჩვენს საზოგადოებაში კვლავ განაგრძობს არსებობას. ვისაც მხოლოდ თანამორწმუნეთა შორის ცხოვრება სურს, ის ხელიდან უშვებს შანსს, გაამდიდროს საკუთარი გამოცდილება სხვა რელიგიებით. ვისაც საკუთარი რელიგიური მემკვიდრეობის მიმართ კრატიკული გამოცდილება აქვს, ის სხვა რწმენას საფრთხედ არ მიიჩნევს. რელიგიებმა უნდა აღიარონ ტოლერანტობის მასშტაბები. არ შეიძლება რელიგიათა ინტერესებს ადამიანები შეეწირონ. ურთიერთობის შიში რელიგიებსა და კულტურებს შორის ჩნდება არა მხოლოდ მეტისმეტად მჭიდრო ურთიერთობების, არამედ მათი არარსებობის გამოც. რა უნდა გააკეთონ რელიგიებმა ამ დროს? რელიგიურ ლიდერებს უნდა ეყოთ გამბედაობა, რათა საჯაროდ დაუპირისპირდნენ მათ, ვინც საკუთარი რელიგიის საშუალებით ეთნიკურ-კულტურულ წმნედას აძლევს ბიძგს. თუ ისინი შექმნიან მოლაპარაკებებისა და დიალოგის შესაძლებლობებს, მაშინ რელიგიური მრავალფეროვნება არავისთვის აღარ იქნება საშიში. (5) კონფლიქტის დროს მოწინააღმდეგეები ერთმანეთის მიმართ მტრის ხატს ქმნიან და ერთმანეთს მშვიდობის დარღვევაში ადანაშაულებენ. ამის გამო სამხედრო მოქმედებები ხშირად ძალიან ჭიანურდება. რა უნდა გააკეთონ რელიგიებმა ამ დროს? მათი უპირველესი ამოცანა მშვიდობის აღდგენაა. საამისოდ გამოყენებული უნდა იქნას ყველა ის შესაძლებლობა, რასაც დღეს მედია გვთავაზობს. ამასთან ერთად, ნებისმიერ დონეზე: უნდა მოისპოს ყოველგვარი გაურკვევლობა უნდა დავძლიოთ არასასიამოვნო მოგონებები უნდა განადგურდეს უარყოფითი სტერეოტიპები და დაიმსხვრეს მტრის ხატი დანაშაული უნდა გაიაზროს ყველამ აღარ უნდა არსებობდეს სიძულვილისა და დესტრუქციულობის საფუძველი აქცენტი უნდა გაკეთდეს ერთიანობაზე უნდა დაისახოს კონკრეტული ინიციატივები შერიგებისათვის (6) ომის უფლებათა ჟენევის კონვენციაში არაფერი წერია რელიგიების თაობაზე. კონვენციის ტექსტში მხოლოდ კონფლიქტების ჰუმანიზაციაზეა საუბარი. ვფიქრობ, ჰუმანიტარული საერთაშორისო სამართალი სავალდებულო უნდა გახდეს რელიგიებისთვისაც. რა უნდა გააკეთონ რელიგიებმა ამ დროს? ისინი მოვალენი არიან, გამოავლინონ საერთაშორისო სამართლის დარღვევის ფაქტები მაშინაც კი, თუ დარღვევებს მათ რიგებში ექნება ადგილი. (7) არსებობს მცდელობები, ადამიანთა რწმენა ფულით, ეკონომიური დახმარებით, ძალაუფლებითა თუ ძალადობით შეცვალონ. როდესაც არ არსებობს რწმენის თავისუფლება და როდესაც მისი ,,ყიდვაა” შესაძლებელი, ვერ იქნება ადამიანის ღირსება და რელიგია პატივგებული. ადამინიას უფლებების თაობაზე მსურს შემდეგი შენიშვნები გავაკეთო: ადამიანის უფლებათა დეკლარაცია რელიგიებმა საკუთარი ტრადიციებით უნდა დაასაბუთონ და დღევანდელ ცხოვრებაში პრაქტიკულად დანერგონ. მხოლოდ სამართალი არ არის საკმარისი. რელიგიებმა ადამიანების მიერ თავიანთი მოვალეობების გააზრებისა და პრაქტიკული განხორციელებისათვის ეთიკურ იმპულსებს უნდა მისცეს ბიძგი. რელიგიებმა ხელი უნდა შეუწყონ შემდეგი ტიპის ელემენტარულ მოთხოვნილებათა განხორციელებას: თანამედროვე პლურალისტურ საზოგადოებაში ადამიანმა საკუთარი ადგილი რელიგიის დახმარებით უნდა იპოვოს ისე, რომ პრაქრიკულად პატივი სცეს მისგან განსხვავებული აზრისა და რწმენის მქონე ადამიანებს. რელიგიის დახმარებით ადამიანებმა უნდა დასძლიონ ეგოიზმი. რელიგიებმა თავიანთი სამართლიანი პრეტენზიები ყოველგავრი ძალადობისა და დაპირისპირებების გარეშე უნდა წარმოაჩინონ ისე, რომ არ დაარღვიონ სოლიდარობის პრინციპი. რელიგიათა არსებობა მხოლოდ და მხოლოდ აღმსარებლობის თავისუფლების დაცვითაა შესაძლებელი. არსებობს შემთხვევები, როდესაც ამა თუ იმ რელიგიის წარმომადგენლები სარგებლობენ გარკვეული უფლებებითა და თავისუფლებებით უცხო ქვეყანაში, მაგრამ არ არსებობს ასეთი შესაძლებლობები მათ სამშობლოში. აქედან გამომდინარე, სანამ ისინი ახალ უფლებებზე განაცხადებენ პრეტენზიებს, ანალოგიურ უფლებებსა და თავისუფლებებს თავიანთ ქვეყანაშიც უნდა დაუჭირონ მხარი. რელიგიები ღიად უნდა აღუდგნენ წინ რელიგიურ უმცირესობათა პროფესიულ დისკრიმინაციას. საჭიროა დიალოგი რელიგიურ უმცირესობებთან, რათა მოისპოს გაუცხოებისა და უნდობლობის საფუძველი. დაგმობილ უნდა იქნას ქსენოფობიის ყოველგვარი გამოვლინება. ჩვენ უნდა დავინტერესდეთ იმით, თუ რა წვლილის შემოტანა შეუძლიათ სხვა რელიგიებს ჩვენი კულტურის საგანძურში. საჭიროა ინიციატივები და ინტენსიური პუბლიცისტური საქმიანობა, რათა ცხოვრების სხვისი თვალით დანახვა ვისწავლოთ. რელიგიურ თემებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დაწყებით განათლებას და აღზრდას. მათი უმთავრესი ამოცანა იმ რწმენითი მოტივაციების რეპროდუქციაა, რომლებიც სხვადმორწმუნე ადამიანებთან მშვიდობიან თანაცხოვრებას შესაძლებელს გახდის. ეს პრინციპი უნდა გაითვალისწინონ საგანმანათლებლო დირექტივების, სასკოლო სახელმძღვანელოებისა და კონკრეტული სასწავლო პროგრამების შედგენისას, მოზარდთა განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების დროს. თენგიზ დალალიშვილის თარგმანი ჟურნალი ,,არჩევანი,,
- 5 replies
-
- როგორ
- დავამყაროთ
-
(and 3 more)
Tagged with:
-
თუ გასაუბრება გაქვს დაგეგმილი, მაშინ მომზადება აუცილებლად დაგჭირდებათ. იმ ორგანიზაციის გამოკვლევა და მასზე მეტი ინფორმაციის მიღება, სადაც გასაუბრებაზე მიდიხართ, გასაუბრების წარმატებულად გავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტორია. კანდიდატი არაჩვეულებრივი კვალიფიკაციით, რომელიც გასაუბრებაზე უხალისო იქნება და არ წარმოაჩენს ენთუზიაზს, შეიძლება დაიჩრდილოს იმ აპლიკანტით, რომელსაც ნაკლები კვალიფიკაცია ექნება, მაგრამ გასაუბრებაზე წარმოაჩენს ენთუზიასმს, გამოხატავს დაინტერესებას სამუშაოს და ორგანიზაციის მიმართ. ამიტომ, გასაუბრების წარმატებულად წარმართვის უმნიშვნელოვანესია მოიძიოთ ინფორმაცია ორგანიზაციის და სამუშაოს შესახებ, იმის მიუხედავად როგორი კვალიფიკაცია გაქვთ. რაში გვეხმარება გამოკვლევა და ინფორმაციის მოძიება? იმ ორგანიზაციის საქმიანობის შესწავლა, სადაც გასაუბრებაზე მიდიხართ, დაგეხმარებათ საკუთარი უნარები და პიროვნული მახასიათებლები დაუკავშიროთ ორგანიზაციის საჭიროებებს და მოთხოვნებს. ინფორმაციის მოძიება დაგეხმარებათ იცოდეთ მეტი ინტერვიუერის შესახებ. ეს თავს კომფორტულად გაგრძნობინებთ გასაუბრებაზე, რადგან საკმაოდ ძნელია შეხვდე ადამიანს, რომლის შესახებად არაფერი არ იცი. მზად ხართ კვლების დასაწყებად? გაითვალისწინეთ ქვემოთ მოცემული ინფორმაციები ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად. ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/19%20job.jpgთქვენი პირველი გაჩერება შეიძლება სწორედ ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი იყოს. ყურადღება განსაკუთრებით გაამახვილეთ ისეთ ინფორმაციაზე, რომელიც ეხება ორგანიზაციის მიერ წარმოებულ პროდუქციას ან მიწოდებულ მომსახურებას. გაეცანით ვებგვერდის პუნქტს „ჩვენ შესახებ“ და ეძებეთ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ეხება თქვენ სამიზნე პოზიციას/სამუშაოს. გადახედეთ შერჩევის (რეკრუიტინგის) სექციას - ორგანიზაციები ხშირად ანთავსებენ ვებგვერდზე ინფორმაციას, თუ როგორ კადრებს ეძებენ. სოციალური მედია ორგანიზაციის Twitter-ის ან Facebook-ის ოფიციალური გვერდები ხშირად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მომცემი შეიძლება იყოს ორგანიზაციული კულტურის შესახებ. შესაძლებელია აქ ინტერიუერის შესახებაც მოიძიოთ ინფორმაცია, იპოვოთ ის LinkedIn-ზე, გაეცნოთ მის სამუშაო ისტორიას იმ მიზნით, რომ აღმოაჩინოთ საერთო თემები/საკითხები. სხვა ვებგვერდები http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/17%20job.jpgგამოიყენეთ საძიებო სისტემები, სადაც შეიძლება ფასეული ინფორმაცია იყოს ორგანიზაციის შესახებ. ხშირად ინტერნეტში მოიძებნება ორგანიზაციის პროფილები, მათზე მიძღვნილი მიმოხილვა ან შეიძლება წააწყდეთ ორგანიზაციის ყოფილი თანამშრომლების მიერ გაზიარებულ ინფორმაციას. რეალური ადამიანები ხომ არ იცნობთ ადამიანს, რომელიც იმავე სფეროში მუშაობს? გამოკითხეთ ის და მიიღეთ თქვენთვის საჭირო ინფორმაცია. სიახლეები გაეცანით ნებისმიერ ინფორმაციას ტელევიზიაში, ჟურნალ-გაზეთებში, ინტერნეტში, დარწმუნდით რომ ფლობთ უახლეს ინფორმაციას ორგანიზაციაში ან ინდუსტრიაში მიმდინარე სიახლეების, ფინანსური მდგომარეობის და ბიზნესის შესახებ. მაინცდამაინც ნუ გაამახვილებთ ყურადღებას გასაუბრებამდე ორგანიზაციის მიმართ გავრცელებულ ნეგატიურ ამბებზე, თუ გსურთ რომ გასაუბრებაზე ენთუზიაზმით და დადებითი ემოციებით წარსდგეთ. მსგავსი სერვისები და პროდუქტები http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/2016_01_24_65109.jpgმცირე მასტაბის ორგანიზაციის შემთხვევაში შესაძლებელია ეს გაგიჭირდეთ, მაგრამ გასაუბრებამდე აუცილებლად მოიძიეთ ინფორმაცია და გაეცანით იმ პროდუქციასა და სერვისებს, რომელსაც ორგანიზაცია აწარმოებს/სთავაზობს მომხმარებლებს. მაგალითად, თუ თქვენ გასაუბრებაზე მიდიხართ სარესტორნო მომსახურების მომწოდებელ ორგანიზაციაში, მაშინ მოიძიეთ ინფორმაცია საკვების მომზადების ან კვების წარმოების შესახებ. კონკურენტები კარგი იქნება თუ გეცოდინებათ ორგანიზაციის მთავარი კონკურენტების შესახებ. შეეცადეთ მოიძიოთ იმ კომპანიების შესახებ, რომლებიც მსგავს პროდუქტს სთავაზობენ მომხმარებელს. ეს ბაზრის შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიებაში დაგეხმარებათ, ეს ინფორმაცია კი მაშინაც გამოგადგებათ, თუკი სასურველ ორგანიზაციაში არ აგიყვანენ.
-
როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის? http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/1%20job.jpgსამუშაო ინტერვიუ ყველაზე გაწონასწორებულ ადამიანებშიც კი სტრესს იწვევს. მაგრამ მომზადების შედეგად შესაძლებელია მსგავსი პრობლემების მოგვარება. გთავაზობთ ჩამონათვალს, რომელიც დაგეხმარებათ სამუშაო ინტერვიუ წარმატებულად დასრულებაში. 1. ჩაატარეთ კვლევა. დაკვირვებით გადახედეთ სამუშაოს აღწერილობას და ჩამოწერეთ ის უნარები და ძლიერი მხარეები, რომელსაც დამქირავებელი ეძებს. შეამოწმეთ ორგანიზაციის ვებგვერდი, გაიგეთ რას საქმიანობს ის და რა მიზნები აქვს. ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ განსაზღვროთ როგორ უკავშირდება თქვენი პიროვნული მახასიათებლები ორგანიზაციის საჭიროებებს. გაიგეთ მეტი და გაეცანით სტატიას როგორ მოვიძიოთ ინფორმაცია დამსაქმებელზე? http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/6%20job.jpg2. გადახედეთ თქვენ რეზიუმეს. ინტერვიუ ყოველთვის წნეხის ქვეშ გამყოფებთ, ამიტომ შესაძლებელია ინტერვიუს მსვლელობისას მნიშვნელოვანი საკითხებისთვის ხაზის გასმა დაგავიწყდეთ. გადახედეთ თქვენ რეზიუმეს. თუ ის შეიცავს ისეთ ინფორმაციას, რომელზეც შეიძლება საუბარი წარიმართოს გასაუბრებაზე, უმჯობესი იქნება თუ წინასწარ მოემზადებიით. ყურადღებაა გაამახვილეთ სამუშაო გამოცდილებაზე,მიღწევებსა და კვალიფიკაციაზე, რათა გასაუბრებაზე უკეთ წარმოაჩინოთ საკუთარი თავი. 3. ინტერვიუზე დროზე გამოცხადდით. ჩაიწერეთ მისამართი, იფიქრეთ რა დრო დაგჭირდებათ ინტერვიუზე მისასვლელას. გასაუბრებაზე მიდით დანიშნული დროიდან 15 წუთით ადრე, რითაც გამოხატავთ თქვენ ინტერესს ვაკანსიის და ორგანიზაციის მიმართ. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/7%20job.jpg4. შეიმოსეთ შესაბამისად. რა უნდა ჩაიცვათ გასაუბრებაზე, ეს დამოკიდებულია ინდუსტრიაზე, რომელსაც წარმოადგენთ ან რომელშიც მუშაობს თქვენი სამიზნე ორგანიზაცია. თუმცა, ყველა შემთხვევაში, არ დაგავიწყდეთ რომ უნდა გამოიყურებოდეთ სუფთად და ელეგანტურად. ეძებთ შთაგონებას? მაშინ გაეცანით რეკომენდაციებს გასაუბრებისთვის შესაბამისი ჩაცმულობის შესახებ. 5. იყავით პოზიტიური. საკუთარ თავზე საუბრისას, მოყევით სამომავლო გეგმების და წარსული სამუშაო გამოცდილების შესახებ. 6. ჩაეძიეთ დეტალებს. გაიხსენეთ რამდენიმე შემთხვევის დრო, როდესაც რაიმე მნიშვნელოვანი გააკეთეთ. იყავით კონკრეტული. ისაუბრეთ არგუმენტირებულად რა დავალებებს ასრულებდით წარსულში, როგორ ასრულებდით, რა პრობლემების წინაშე აღმოჩენილხართ მათი შესრულებისას და რომელი უნარები და ძლიერი მხარეები გეხმარებოდათ სამუშაოს წარმატებით შესრულებაში. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/25%20job.jpg7. ხაზი გაუსვით თქვენ ყველა ძლიერ მხარეს. დარწმუნებული იყავით რომ ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადს გააკეთებდა ბევრი ისეთი ადამიანი, რომლესაც თქვენსავით სამუშაოს შესაბამისი სამუშაო გამოცდილება და კვალიფიკაცია აქვს, წარმოაჩინეთ თქვენი თავი გამორჩეულად, თუმცა ამბიციებს და არაზომიერად მაღარ თვითშეფასებას ნუ გამოავლენთ. ნუ დაკმაყოფილდებით მხოლოდ იმ ძლიერი მხარეების წარმოჩენით, რომლებიც უშუალოდ სამუშაოს შესრულებას და საგანმანათლებლო საქმიანობებთანაა დაკავშირებული. კარგი კომუნიკატორი ხართ? ხართ ჟინიანი და შრომისმოყვარე? აცნობეთ ეს ინტერვიუერს. 8. იყავით გულწრფელი. არასდროს იცრუოთ გასაუბრებაზე. ძალიან ადვილია თქვენ მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმება. 9. იყავით კარგი მსმენელი. ყურადღებით უსმინეთ ინტერვიუერს და ყოველთვის დაამთავრებინეთ საუბარი. გამოიყენეთ ეს დრო, რათა მოიფიქროთ საუკეთესო პასუხი. 10. დასვით შეკითხვები. შეკითხვების დასმა არა მხოლოდ გაძლევთ შესაძლებლობას მიიღოთ სასურველი ინფორმაცია ან დააზუსტოთ რაიმე, არამედ გამოავლინოთ თქვენი გონიერება და ჭეშმარიტი დაინტერესება სამუშაოს მიმართ
-
- როგორ
- მოვემზადოთ
-
(and 1 more)
Tagged with:
-
როგორ მოვემზადოთ კომპეტენციებზე ორიენტირებული ინტერვიუსთვის? http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/4%20job.jpgკომპეტენციებზე ორიენირებული ინტერვიუ გაქვთ და თქვენ ჯერ კიდევ არ გესმით მისი მნიშვნელობა? ნუ შეშინდებით. მისი შინაარსი ძალიან მარტივია და გასაუბრებისთვის მომზადებაც არ არის რთული. მთავარი განსხვავება, რითაც კომპეტენციებზე ორიენტირებული გასაუბრება განსხვავდება სხვა ტიპიური გასაუბრებებისგან, არის ის რომ, ამ ტიპის გასაუბრებისას დასმული შეკითხვები ძირითადად დაკავშირებულია წარსულ სიტუაციებთან. იმის ნაცვლად რომ გკითხონ, რა მოგწონდათ სამუშაოს შესრულებისას, როგორც გუნდის წევრს, კომპეტენციებზე ორიენტირებული გასაუბრებისას აქცენტს გააკეთებენ იმ პერიოდის აღწერაზე, როდესაც გიწევდათ კონკრეტული სამუშაოების შესრულება. ამ ტიპის გასაუბრებების მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ თქვენი წარსული სამუშაო ქმედებების აღწერით და ყოფილ დამსაქმებელთან ურთიერთობების განსაზღვრით, ივარაუდონ როგორ მოიქცევით შემდგომში, თუ ორგანიზაციაში დაიწყებთ მუშაობას. მოემზადეთ http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/430xNxFotolia_65081460_XS.jpg.pagespeed.ic.HTO3pFkg_r.jpgრა შეკითვებს დაგისვამენ გასაუბრებაზე დამოკიდებულია სამუშაოს კონტენტსა და ტიპზე. დამსაქმებელმა შეიძლება ისურვოთ მომავალზე და წარმოიდგინოთ რა სამუშაოს როგორ შეასრულებთ. იმისთვის რომ მსგავსი შეკითხვებისთვის მზად იყოთ, გასაუბრებამდე გადახედეთ სამუშაოს აღწერილობას და ყურადღებით გაეცანით იმ უნარებს და ძლიერ მხარეებს, რომლებიც მნიშვნელოვანია თქვენთვის სასურველი სამუშაოს შესასრულებლად. მაგალითად, სამუშაოს მოთხოვნებაში შეიძლება მითითებული იყოს, რომ სასურველ კანდიდატს უნდა ჰქონდეს კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარები, უნდა იყოს დეტალებზე ორიენტირებული და შეეძლოს ადამიანების მართვა. შექმენით იმ კომპეტენციების ჩამონათვალი, რომლებზეც სამუშაოს აღწერილობიდან გამომდინარე თქვენი აზრით გასაუბრებაზე შეეხებიან და მოიფიქრეთ ორი ან 2 მაგალითი, როდესაც გამიყენეთ ეს უნარები და ძლიერი მხარეები და მიაღწიეთ წარმატებულ შედეგებამდე. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/15%20job.jpgმაგალითად, თუ ფიქრობთ რომ გასაუბრებაზე აუცილებლად შეეხებიან კომუნიკაციის უნარებს, გაიხსენეთ თქვენი წარსული სამუშაო გამოცდილებიდან ისეთი შემთხვევები, როდესაც ამ უნარების მიხედვით წარმატებით მოაგვარეთ უთანხმოება, მოაწყეთ პრეზენტაცია ან ასწავლეთ სხვა ადამიანს კონკრეტული სამუშაოს შესრულება. იმისთვის რომ გასაუბრებისისას თქვენი პასუხები სტრუქტურირებული იყოს, გამოიყენეთ STAR ტექნიკები - სიტუაცია, დავალება, მოქმედება/აქტივობა და შედეგები. გამოიყენეთ ქვემოთ მოცემული ინსტრუქციები: იფიქრეთ ისეთ სიტუაციებზე, სადაც შეძელით კომპეტენციის წარმატებით გამოყენება აღწერეთ რა დავალებების/სამუშაოების შეასრულეთ განმარტეთ, კონკრეტულად რომელი აქტივობები/მოქმედებები განახორციელეთ აღნიშნული დავალების/სამუშაოს წარმატებით შესრულებისათვის გამოყავით შედეგები, რომელსაც საბოლოოდ მიაღწიეთ არ გაქვთ საკმარისი სამუშაო გამოცდილება? http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/job-interview-nerves_0.jpgთუ თქვენ არ გაქვთ საკმარისი სამუშაო გამოცდილება, მაგალითები მოიყვანეთ სასკოლო ცხოვრებიდან, გამოიყენეთ თქვენი გატაცებები ან შემთხვევები ცხოვრებისეული სიტუაციებიდან. გაიხსენეთ წარმატებული შემთხვევები, თუ სტაჟიორად გიმუშავიათ. თუ ამ შემთხვევებშიც მკაციო აქცენტს გააკეთებთ მოთხოვნილ კომპეტენციებზე, ინტერვიუერისთვის სრულიად მისაღები იქნება თქვენი ინფორმაცია, რამეთუ ის აქცენტს იმ უნარებზე, რომლებიც სამუშაოს შესრულებისთვისაა საჭირო, ხოლო უნარების განვითარების დონე ისევე თანაბრად შეიძლება შეფასდეს წარსული სამუშაო გამოცდილების შეფასებით, როგორც ცხოვრებისეული გამოცდილებით. ისაუბრეთ უარყოფით შედეგებზეც ნუ აარიდებთ თავს ისეთ საკითხებზე საუბარს, რომელიც არ დასრულდა წარმატებით. მნიშვნელოვანია ინტერვიუერს დაანახოთ რა ისწავლეთ და რა გამოცდილება მიიღეთ მსგავსი სიტუაციებიდან. აღწერეთ რატომ მიხვედით ცუდ შედეგებამდე და როგორ მოიქცევიტ მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.
-
- როგორ
- მოვემზადოთ
-
(and 3 more)
Tagged with:
-
რა არის პროფორიენტაცია და როგორ გამოვიყენო Myprofession.gov.ge? http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/6%20car_1.jpgვებგვერდი Myprofession.ge ცდილობს ხელი შეუწყოს საქართველოში პროფესიული ორიენტაციის განვითარებას, რაც თავისთავად გულისხმობს დაეხმაროს ადამიანებს აირჩიონ მათთვის შესაფერისი პროფესია. გამომდინარე იქიდან, რომ პროფესიული ორიენტაცია სრულიად ახალი დისციპლინაა ქართულ რეალობაში, ადამიანებს უჭირთ გაიგონ რაში მდგომარეობს მისი არსი, რაში შეიძლება მისი გამოყენება და რა დადებითი მხარეები აქვს მას. საქართველოშიპროფესიას ძირითადად ირჩევენ ოჯახის წევრების, ახლობელების რჩევით ან პროფესიის მოდურობიდან გამომდინარე, მოტივით, რომ ეს პროფესია „რომანტიული“ ან და „ინტელექტუალურია“, თუმცა არ აცნობიერებენ, რომ ამ ტიპის პროფესიებში საკუთარი თავის წარმატებულად რეალიზაციისათვის მათ მოუწევთ რუტინული „არარომანტიული“ და „არაინტელექტუალური“ სამუშაოების შესრულება. ამასთანავე, არსებობს იმის რისკი, რომ გარკვეული დროის შემდეგ ესა თუ ის პროფესია აღარ იქნება „მოდური“ ან „პრესტიჟული“, ან თუნდაც, „მოდური“ და „პრესტიჟული“ პროფესია სულაც არ შეესატყვისება ადამიანის უნიკალურ მახასიათებლებს. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/3%20car.jpgხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანები, პროფესიას ირჩევენ იმის გამო, რომ ის „დიდ ფულს პირდება“ მათ, თუმცაღა დროთა განმავლობაში ხვდებიან, რომ მოცემული პროფესია არა მხოლოდ მატერიალურ კეთილდღეობის უზრუნველყოფის შესაძლებლობას, არამედ მისგანაც საკმაოდ ბევრს მოითხოვს, იქნება ეს თავდადებული შრომა, დიდი რისკი, პირად მოთხოვნილებებსა და სურვილებზე უარის თქმა და ა.შ. ამ პირობებში საჭიროდ მიგვაჩნია ვისაუბროთ პროფესიული ორიენტაციის შესახებ: რა არის პროფორიენტაცია, რა არის მისი მიზანი, ვისთვისაა აქტუალური, რა შემთხვევაში ვიყენებთ მას, რა არის მისი დადებითი შედეგები და ა.შ. პროფესიული ორიენტაცია საკუთარი თავის, შრომითი ბაზრისა და საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, ორგანიზება და სისტემაში მოყვანაა. ეს ყველაფერი კი, სწორი, თქვენთვის შესაფერისი პროფესიის არჩევაში გეხმარებათ. პროფესიული ორიენტაცია რამდენიმე სფეროს მოიცავს: ფსიქოლოგიას, განათლებას, სოციოლოგიას, შრომის ეკონომიკას. თუმცაღა ფსიქოლოგია პროფესიული ორიენტაციის ძირითად საფუძველს წარმოადგენს
-
- არის
- პროფორიენტაცია
-
(and 3 more)
Tagged with:
-
როგორ მოვიძიოთ ინფორმაცია პროფესიების შესახებ? http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/1%20profesiis%20archeva.pngგაიგეთ მეტი პროფესიების შესახებ. ადამიანი არასდროს არის კმაყოფილი, სანამ არ იპოვის იმ სამუშაოს, რომლის შესრულებაც სიამოვნებას ანიჭებს - იპოვის პროფესიას, რომელიც მას ყველაზე მეტად შეესაბამება. თანამედროვე სამყაროში პროფესიებისა თუ სამუშაოების ძალიან ფართო არჩევანი არსებობს, რაც ერთგვარად ურთულებს საქმეს პროფესიის არჩევისა და შეცვლის მსურველებს. თანამედროვე სამყაროში უამრავი გზა არსებობს ჩვენთვის საინტერესო პროფესიის შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად: შესაძლებელია წაიკითხო წიგნები, სტატიები ან სხვა ლიტერატურა, დააკვირდე ან დაუსვა შეკითხვები იმ ადამიანებს, რომლებიც დასაქმებულნი არიან თქვენთვის საინტერესო პროფესიით და ა.შ.. შესაძლებელია პროფესიის მორგებისათვის საუკეთესო გზა მცირე სამუშაო გამოცდილების მიღებაა, თუმცა შეუძლებელია ამგვარი გამოცდილება მიიღო ყველა იმ პროფესიაში, რომელსაც სამომავლო ალტერნატივად განიხილავ. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ გარდატეხის ასაკში ადამიანებს მრავალმხრივი ინტერესები აქვთ და ბევრი განსხვავებული პროფესია აინტერესებთ. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჯერ კიდევ სკოლაში ყოფნის პერიოდშივე მოსწავლეებმა გაიგონ მეტი პროფესიების, სამუშაოებისა და შრომის ბაზრის შესახებ. პროფესიების შესახებ ინფორმაციის მოძიების პროცესში სასარგებლო იქნება თუ გეცოდინებათ რას ეძებთ, რა კითხვები გაქვთ და როგორ აპირებთ მიღებული ინფორმაციის გამოყენებას რეალურ ცხოვრებაში. პროფესიის გაანალიზება http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/20%20pro_0.jpgპროფესიის რაობა. პირველი კითხვა, რომელიც შეიძლება პროფესიის შესახებ დასვათ, შემდეგში მდგომარეობს - „რა არის/რას წარმოადგენს ეს პროფესია?“. მაგალითად, თქვენ შეიძლება სამომავლოდ ინჟინრის პროფესიის დაუფლება გსურდეთ. შესაძლებელია სხვადასხვა ლიტერატურაში ან/და განმარტებათა ლექსიკონში ამოიკითხოთ, რომ „ინჟინერი არის ადამიანი, რომელიც მართავს/შეაკეთებს ძრავებს“. თუმცა თქვენ არ გსურთ იყოთ ამ პროფილის ინჟინერი და შეასრულოთ მსგავსი ტიპის სამუშაოები. შესაძლებელია უპირატესობას ანიჭებდეთ ხიდების, სარკინიგზო ხაზების ან აეროდრომების მშენებლობას. შედეგად, პროფესიების გაანალიზებისას არ უნდა დაეყრდნოთ მხოლოდ მათ მოკლე აღწერას, რადგან პროფესიათა უმეტესი ნაწილი ძალიან ფართო და კომპლექსურია; შესაბამისად, მოკლე აღწერილობა მისი შინაარსის სრულად წვდომის შესაძლებლობას არ იძლევა. თუ გსურთ მეტი გაიგოთ ინჟინერიის შესახებ, რაც შეიძლება მეტ სტატიას, ლიტერატურას თუ დამატებით მასალას უნდა გაეცნოთ. სასურველია, თუ პროფესიონალს შეხვედებით, რომელიც ინჟინერიის თქვენთვის სასურველი მიმართულებით მუშაობს და თქვენთვის საინტერესო კითხვებს დაუსვამთ. იდეალურ შემთხვევაში, შესაძლებელია დააკვირდეთ მას რეალურ სამუშაო სიტუაციაში, რათა უფრო ახლოდან შესძლოთ სამუშაო გარემოსა და შესასრულებელი სამუშაოების/დავალებების შეფასება და გაცნობა. პროფესიის უკეთ გასაცნობად სასარგებლოა მცირეხნიანი სტაჟირების გავლაც. ჩამოთვლილი გზების საშუალებით მეტს გაიგებთ თქვენთვის საინტერესო პროფესიის შესახებ, რაც დაგეხმარებათ მიღებული ინფორმაცია რეალურ კარიერულ სიტუაციაში გამოიყენოთ და გააზრებული არჩევანი გააკეთოთ. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/8%20car_1.jpgსაჭირო ინფორმაცია პროფესიების შესახებ. არსებობს რიგი თემები, რომლებსაც აუცილებლად უნდა ჩაუღრმავდეთ პროფესიის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას, სანამ ამ პროფესიას აირჩევთ. მაგალითად, აუცილებლად უნდა დაინტერესდეთ პროფესიის მნიშვნელოვნებით, რისი განსაზღვრაც რამდენიმე გზით შეიძლება. მათგან ერთ-ერთი გზაა, გაარკვიოთ რამდენი ადამიანია დასაქმებული ამ პროფესიით თქვენს ქვეყანაში, რეგიონსა თუ ქალაქში. ამგვარად შეგიძლიათ დაადგინოთ, რომ თქვენს რეგიონში ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ მიმართულებაში, რაც მნიშვნელოვანწილად მეტყველებს მის მნიშვნელოვნებაზე. პროფესიის მნიშვნელოვნების განსაზღვრის კიდევ ერთი გზაა, შეაფასო რამდენი ადამიანი სარგებლობს თქვენთვის საინტერესო პროფესიის მომსახურებით. მაგალითად, თუ განვიხილავთ ისევ სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ დარგს - კვების წარმოებას, აღმოვაჩენთ, რომ ქვეყანაში ყოველი ადამიანი სარგებლობს ამ დარგის მიერ წარმოებული პროდუქციით; შესაბამისად, ამ დარგის მომსახურებით. ამასთანავე, შესაძლებელია ზოგიერთი პროფესია ძალიან მნიშვნელოვანი იყოს და მისი მომსახურებით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობდეს, მაგრამ მასში ცოტა ადამიანი იყოს დასაქმებული. ეს ერთი მხრივ მიანიშნებს პროფესიის მნიშვნელოვნებაზე, ხოლო ხოლო მეორე მხრივ სამომავლოდ მისი განვითარების პოტენციალზე
-
ტკიპები საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ფართოდ არიან გავრცელებულნი. ვხვდებით, ფაქტობრივად, მთელ ქვეყანაში (მაღალმთიან რეგიონებშიც, სვანეთისა და რაჭის ჩათვლით). განსაკუთრებით ბოლო დროს იმატა ტკიპების გააქტიურების შემთხვევებმა. ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომელმა, გვანცა ბრაჭულმა ისაუბრა. რა უნდა ვიცოდეთ, რას ველოდოთ და როგორ დავიცვათ თავი მწერების ამ სახეობისგან: ჯამში, 5 გვარის 15-მდე სახეობა გვხვდება (Ixodes, Dermacentor, Haemophysalis, Hyalomma, Rhipicephalus) .ვიზუალურად რომ ამოიცნოთ, ოვალური ფორმის ტანი, თავი და 4 წყვილი ფეხი აქვთ. ტანის ნაწილი შეიძლება იყოს ერთი ფერის (მაგალითად, Ixodes ricinus ერთგვაროვნად მოწითალო ფერისაა), ან ჭრელი (მაგალითად, Dermacentor marginatus ულამაზესი, ჭრელი ფერის ტკიპაა). თავის, ანუ კაპიტულუმის, ნაწილში ვხვდებით საკვებ აპარატს, სწორედ მის შემადგენლობაში არსებული ჰიპოსტომით ახერხებს ტკიპა კანზე მიმაგრებას და, შემდგომ, კვებას. ფეხებსა და ტანზე, სხვადასხვა შემთხვევაში, შეიძლება ბუსუსებიც შეგვხვდეს და მათი არსებობა სახეობის იდენტიფიცირებისთვის არის მნიშვნელოვანი.საყვარელი გავრცელების არეალები – ხშირად ბალახიანი, ტყიანი, თუმცა შეიძლება მშრალ, არიდულ გარემოშიც შევხვდეთ, მაგალითად ჰიალომას. ცხოვრობენ მიწის ზედაპირზე და, შესაბამისად, ხიდან ვერ დაგეცემათ ვერანაირად. სამაგიეროდ, ხტებიან მშვენივრად და ბალახიდან ამოხტომისას ჩვენს სხეულებზე უმარტივესად მოხვდებიან. სისხლით კვება ზრდასრულ ტკიპებში მხოლოდ მდედრებს ახასიათებთ, თუმცა ლარვა და ნიმფაც იკვებებიან სისხლით. კანზე ხანგრძლივად ჩერდებიან სისხლის წოვისას და ზომაშიც საკმაოდ იზრდებიან ამ დროს (100ჯერაც კი არის შესაძლებელი ზომაში ზრდა). თუ ტკიპას იპოვნით სხეულზე, ძალიან მნიშვნელოვანია მისი სწრაფად მოცილება კანიდან. ხალხური მეთოდები ზეთის დასხმის ან ცეცხლის შენთების – დაუშვებელია, ვინაიდან, ამ დროს შეშინებული ტკიპა მეტ “ნერწყვს” უშვებს თქვენს კანში და ინფიცირების რისკი იზრდება. გამოიყენეთ პინცეტი, რომელსაც უშუალოდ საკვებ ორანოს ჩასჭიდებთ (არ შეეხოთ სხეულს) და მშვიდად ამოაძრეთ კანიდან. ხანდახან კანში რჩება ნესტრისმაგვარი საკვები ორგანო, რომელიც საშიში არ არის და ნუ შეშფოთდებით. ტკიპა არ გასრისოთ. სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს.საქართველოს ბევრ რეგიონში, მათ შორის თბილისში და მის შემოგარენშიც, ფართოდ არის გავრცელებული დაავადებები, რომლებიც ტკიპებს გადააქვთ, ორი მათგანის შესახებ ძალიანძალიან მოკლედ: ბორელიოზი (Lyme disease), გამომწვევი – სპიროქეტა Borrelia burgdorferi. ყველაზე ნაკლებად პრობლემური და მარტივად სადიაგნოსტიკო, ვინაიდან, თუ ტკიპა გიკბენთ, კბენის გარშემო ვითარდება წითელი რკალი, თეთრი ცენტრით, ეს რკალი დროთა განმავლობაში ფართოვდება. სხვა სიმპტომები გრიპისმაგვარია, სხეულის ზოგადი სისუსტე, მაღალი ტემპერატურა. მკურნალობა ანტიბიოტიკურია, თუმც სიმპტომები შეიძლება ხანგრძლივად გაგრძელდეს. საქართველოში ბორელიოზი სეზონურად საკმაოდ ხშირად გვხვდება.ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება CCHCF – განსაკუთრებით საშიში დაავადება, BSL-3 დონის ვირუსული პათოგენით (Nairovirus) არის გამოწვეული. ორფაზიანი მსვლელობა აქვს, პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში მწვავე მოწამვლის სიმპტომებით, შემდგომ კი მულტი-ორგანული დაზიანებები და ჰემორაგიები იწყება. დროული მკურნალობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვინაიდან ვირუსს 40%-მდე აქვს სიკვდილიანობა. საქართველოში ყოველწლიურად, სეზონურად გვხვდება შემთხვევები, განსაკუთრებით საშიშია შიდა ქართლისა და ჯავახეთის ტეროტორია, თუმცა ტკიპებიდან ვირუსის რნმ სხვა ბევრ რეგიონშია გამოყოფილი. წელს, როცა სეზონი ჯერ ახლაღა იწყება, უკვე დაფიქსირდა შემთხვევები და , სამწუხაროდ, გვქონდა ლეტალური გამოსავალიც.თუ თავის არიდება გსურთ პრობლემებისგან, ბუნებაში გადით დახურული ფეხსაცმლითა და გრძელი შარვლით. პირდაპირ ბალახზე დაჯდომა-წამოწოლას ერიდეთ, სახლში დაბრუნებისას შეიმოწმეთ სხეული და კარგი იქნება, ველზე გასვლამდე რეპელენტებსაც თუ გამოიყენებთ. დამატებით ფაქტად, ტკიპები ერთერთი პირველები იყვნენ, ვინც წყლიდან ხმელეთზე ამოვიდა (ობობებთან და მორიელებთან ერთად). ისტრუქცია, თუ როგორ მოვიშოროთ ტკიპა სხეულიდან