Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'მოვიძიოთ' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. როგორ მოვიძიოთ ინფორმაცია პროფესიების შესახებ? http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/1%20profesiis%20archeva.pngგაიგეთ მეტი პროფესიების შესახებ. ადამიანი არასდროს არის კმაყოფილი, სანამ არ იპოვის იმ სამუშაოს, რომლის შესრულებაც სიამოვნებას ანიჭებს - იპოვის პროფესიას, რომელიც მას ყველაზე მეტად შეესაბამება. თანამედროვე სამყაროში პროფესიებისა თუ სამუშაოების ძალიან ფართო არჩევანი არსებობს, რაც ერთგვარად ურთულებს საქმეს პროფესიის არჩევისა და შეცვლის მსურველებს. თანამედროვე სამყაროში უამრავი გზა არსებობს ჩვენთვის საინტერესო პროფესიის შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად: შესაძლებელია წაიკითხო წიგნები, სტატიები ან სხვა ლიტერატურა, დააკვირდე ან დაუსვა შეკითხვები იმ ადამიანებს, რომლებიც დასაქმებულნი არიან თქვენთვის საინტერესო პროფესიით და ა.შ.. შესაძლებელია პროფესიის მორგებისათვის საუკეთესო გზა მცირე სამუშაო გამოცდილების მიღებაა, თუმცა შეუძლებელია ამგვარი გამოცდილება მიიღო ყველა იმ პროფესიაში, რომელსაც სამომავლო ალტერნატივად განიხილავ. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ გარდატეხის ასაკში ადამიანებს მრავალმხრივი ინტერესები აქვთ და ბევრი განსხვავებული პროფესია აინტერესებთ. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჯერ კიდევ სკოლაში ყოფნის პერიოდშივე მოსწავლეებმა გაიგონ მეტი პროფესიების, სამუშაოებისა და შრომის ბაზრის შესახებ. პროფესიების შესახებ ინფორმაციის მოძიების პროცესში სასარგებლო იქნება თუ გეცოდინებათ რას ეძებთ, რა კითხვები გაქვთ და როგორ აპირებთ მიღებული ინფორმაციის გამოყენებას რეალურ ცხოვრებაში. პროფესიის გაანალიზება http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/20%20pro_0.jpgპროფესიის რაობა. პირველი კითხვა, რომელიც შეიძლება პროფესიის შესახებ დასვათ, შემდეგში მდგომარეობს - „რა არის/რას წარმოადგენს ეს პროფესია?“. მაგალითად, თქვენ შეიძლება სამომავლოდ ინჟინრის პროფესიის დაუფლება გსურდეთ. შესაძლებელია სხვადასხვა ლიტერატურაში ან/და განმარტებათა ლექსიკონში ამოიკითხოთ, რომ „ინჟინერი არის ადამიანი, რომელიც მართავს/შეაკეთებს ძრავებს“. თუმცა თქვენ არ გსურთ იყოთ ამ პროფილის ინჟინერი და შეასრულოთ მსგავსი ტიპის სამუშაოები. შესაძლებელია უპირატესობას ანიჭებდეთ ხიდების, სარკინიგზო ხაზების ან აეროდრომების მშენებლობას. შედეგად, პროფესიების გაანალიზებისას არ უნდა დაეყრდნოთ მხოლოდ მათ მოკლე აღწერას, რადგან პროფესიათა უმეტესი ნაწილი ძალიან ფართო და კომპლექსურია; შესაბამისად, მოკლე აღწერილობა მისი შინაარსის სრულად წვდომის შესაძლებლობას არ იძლევა. თუ გსურთ მეტი გაიგოთ ინჟინერიის შესახებ, რაც შეიძლება მეტ სტატიას, ლიტერატურას თუ დამატებით მასალას უნდა გაეცნოთ. სასურველია, თუ პროფესიონალს შეხვედებით, რომელიც ინჟინერიის თქვენთვის სასურველი მიმართულებით მუშაობს და თქვენთვის საინტერესო კითხვებს დაუსვამთ. იდეალურ შემთხვევაში, შესაძლებელია დააკვირდეთ მას რეალურ სამუშაო სიტუაციაში, რათა უფრო ახლოდან შესძლოთ სამუშაო გარემოსა და შესასრულებელი სამუშაოების/დავალებების შეფასება და გაცნობა. პროფესიის უკეთ გასაცნობად სასარგებლოა მცირეხნიანი სტაჟირების გავლაც. ჩამოთვლილი გზების საშუალებით მეტს გაიგებთ თქვენთვის საინტერესო პროფესიის შესახებ, რაც დაგეხმარებათ მიღებული ინფორმაცია რეალურ კარიერულ სიტუაციაში გამოიყენოთ და გააზრებული არჩევანი გააკეთოთ. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/8%20car_1.jpgსაჭირო ინფორმაცია პროფესიების შესახებ. არსებობს რიგი თემები, რომლებსაც აუცილებლად უნდა ჩაუღრმავდეთ პროფესიის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას, სანამ ამ პროფესიას აირჩევთ. მაგალითად, აუცილებლად უნდა დაინტერესდეთ პროფესიის მნიშვნელოვნებით, რისი განსაზღვრაც რამდენიმე გზით შეიძლება. მათგან ერთ-ერთი გზაა, გაარკვიოთ რამდენი ადამიანია დასაქმებული ამ პროფესიით თქვენს ქვეყანაში, რეგიონსა თუ ქალაქში. ამგვარად შეგიძლიათ დაადგინოთ, რომ თქვენს რეგიონში ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ მიმართულებაში, რაც მნიშვნელოვანწილად მეტყველებს მის მნიშვნელოვნებაზე. პროფესიის მნიშვნელოვნების განსაზღვრის კიდევ ერთი გზაა, შეაფასო რამდენი ადამიანი სარგებლობს თქვენთვის საინტერესო პროფესიის მომსახურებით. მაგალითად, თუ განვიხილავთ ისევ სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ დარგს - კვების წარმოებას, აღმოვაჩენთ, რომ ქვეყანაში ყოველი ადამიანი სარგებლობს ამ დარგის მიერ წარმოებული პროდუქციით; შესაბამისად, ამ დარგის მომსახურებით. ამასთანავე, შესაძლებელია ზოგიერთი პროფესია ძალიან მნიშვნელოვანი იყოს და მისი მომსახურებით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობდეს, მაგრამ მასში ცოტა ადამიანი იყოს დასაქმებული. ეს ერთი მხრივ მიანიშნებს პროფესიის მნიშვნელოვნებაზე, ხოლო ხოლო მეორე მხრივ სამომავლოდ მისი განვითარების პოტენციალზე