Jump to content

გაცნობებთ რომ გიფები ედიტორიდან ისევ მუუშააოობს :fofo:

Season 9 Yes GIF by Friends

×
×
  • Create New...

ძებნა

'გამოძიება' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 2 results

  1. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში, ეპარქიის ახალი მმართველის, მიტროპოლიტ სტეფანე კალაიჯიშვილს, ეკლესიის მსახურთა და მრევლს შორის მომხდარი დაპირიპისრებისას, აივნის მოაჯირის ჩამონგრევის შედეგად, მოქალაქეთა, მათ შორის, მედიის 5-მდე წარმომადგენლის დაშავების ფაქტზე გამოძიება ჯანმრთელობის გაურთხილებლობით დაზიანების მუხლით (სსსკ-ის 124-ე) დაიწყო. მედიის ცნობით, ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც მსახურებაზე უარის თქმის გამო დიაკონების – კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურისთვის მღვდელმსახურების აკრძალვის შესახებ მიტროპოლიტ სტეფანეს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მრევლისა და ეკლესიის მსახურთა ნაწილი ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში მივიდა და მიტროპოლიტისგან განმარტებები მოითხოვა. ამავე ინფორმაციით, იმ დროს, როდესაც მიტროპოლიტი სტეფანე რეზიდენციის ერთ-ერთი შენობის მეორე სართულზე მღვდლებს ხვდებოდა, შიგნით შესვლა მრევლის ნაწილმა სცადა, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. შედეგად, ხის აივნის მოაჯირმა ხალხის მასას ვერ გაუძლო, მოინგრა და რამდენიმე ადამიანი მეორე სართულიდან გადმოვარდა. პირველადი ინფორმაციით, დაშავებულებს შორის არიან, ტელეკომპანიების – „რუსთავი 2-ის“, „ფორმულას“, „ტელეკომპანია პირველის“, „მთავარი არხისა“ და „პოს ტივის“ ოპერატორები და ჟურნალისტები. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრეს, რომ 5 დაშავებული ევექსის კლინიკათა ქსელის მარტვილის ფილიალში გადაიყვანეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სტეფანე კალაიჯიშვილი მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად, 11 თებერვალს, მას შემდეგ დანიშნა, რაც 2019 წლის 31 ოქტომბერს გამართლ სხდომაზე, სინოდმა კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ისა და წმინდა სინოდის „საჯაროდ, არაერთგზის გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების“ გამო, ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ეპარქიის მმართველობისგან გაათავისუფლა. კალაიჯაშვილის დანიშვნამდე, ეპარქიის დროებითი მმართველის მოვალეობას ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია ასრულებდა. არასამთავრობოების გამოხმაურება მარტვილის ინციდენტში „დანაშულის ნიშნები“ დაინახა „კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის“. კოალიაციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს დროული რეაგირების, „ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლისა და სხეულის დაზიანების ფაქტების“ შესწავლის, ასევე ეფექტიანი გამოძიებით მედიაზე გახშირებული თავდასხმების შეჩერებისკენ მოუწოდა.
  2. ავტორი: ელეანორ როუზი თექვსმეტი წლის წინ აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი, ელმარ ჰუსეინოვი ცეცხლსასროლი იარაღით ბაქოში, მისი ბინის სადარბაზოში ჩაცხრილეს. ახლახანს ამოღებული დოკუმენტები მიუთითებს ოფიციალური გამოძიების მსვლელობისას დაშვებულ გაურკვევლობებსა და შეცდომებზე. მთავარი მიგნებები: ფედერალური საგამომძიებლო ბიუროს (FBI ) მიერ ამ საქმეზე დანიშნულმა იურიდიულმა ატაშემ მიუთითა დანაშაულის ადგილის დამუშავების ძირითად შეცდომებზე და შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ აზერბაიჯანელმა გამომძიებლებმა აიკვიატეს თეორია, თითქოს, მკვლელობა უცხო ქვეყნის მიერ იყო ორგანიზებული. მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილი, რომელსაც აზერბაიჯანის ხელისუფლება თითქოსდა ეძებდა, დიდი ხნის განმავლობაში თავისუფლად ცხოვრობდა მეზობელ საქართველოში და იქ სხვადასხვა ქონებას იძენდა. საქმეს დიდი ხანია გამოძიების ვადა გაუვიდა, თუმცა, როგორც ჩანს, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ჰუსეინოვის ოჯახი გამოძიების სტატუსის შესახებ შეცდომაში შეიყვანა. აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო სიბნელემ მოიცვა, როდესაც 2005 წლის 2 მარტს გამომძიებელი ჟურნალისტი, ელმარ ჰუსეინოვი სამსახურიდან სახლში დაბრუნდა. ჰუსეინოვისთვის მის მიერ რედაქტირებული ჟურნალის, „The Monitor“-ის ოფისში გვიანობამდე დარჩენა ჩვეულებრივი ამბავი იყო. ამ საღამოს სადარბაზოში კიბეებზე განსაკუთრებით ბნელოდა, რადგან ჰუსეინოვის ბინის კარის ზემოთ შუქი არ მუშაობდა. როდესაც ჰუსეინოვმა მესამე სართულისკენ გეზი აიღო, ნახევრად ავტომატური პისტოლეტით შეიარაღებული მკვლელი მის შესახვედრად სიბნელიდან დაიძრა. შვიდი გასროლა გაისმა. ექვსმა ტყვიამ იპოვა მათი სამიზნე. ჰუსეინოვის გულ-მკერდის მარცხენა ზედა ნაწილში მოხვედრილი ტყვია, რომელმაც სისხლძარღვები ჩახია და ფილტვი გაუხვრიტა, ფატალური აღმოჩნდა. ჰუსეინოვმა ბარბაცით ბინამდე მისვლა მოახერხა, სადაც მას მეუღლე, მამა და და ელოდნენ. კარის გაღებისთანავე ის შესასვლელში უგონოდ დაეცა. თავდასხმის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, ჰუსეინოვის მეგობარი, ჟურნალისტი ჩინგიზ სულთანსოი სასწრაფოდ დანაშაულის ადგილისკენ გაემართა. პოლიციის თანამშრომლები შენობის წინ იდგნენ, ხალხი იკრიბებოდა. სულთანსოი იხსენებს, რომ უეცრად რუშანიამ, ჰუსეინოვის მეუღლემ, ფანჯარა გააღო და იკივლა: „მათ ის მოკლეს.“ ჟურნალისტი ელმარ ჰუსეინოვი 2005 წლის 2 მარტს ჩაცხრილეს, როდესაც ის სამსახურიდან სახლში დაბრუნდა. წყარო: Monitor პოლიცია განზე გადგა, რომ ჟურნალისტებისთვის, მეზობლებისა და მეგობრებისთვის შესვლა-გამოსვლის შესაძლებლობა მიეცა. სულთანსოი იმავე კიბეზე ავიდა, რომელზეც ჰუსეინოვი ცოტა ხნის წინ ასულიყო და ბინის კარი შეღებული დაინახა. მისი მეგობარი ნახევრად შიგნით იწვა, სვიტრიდან მუცელი მოუჩანდა, სახეზე კი სისხლი ეცხო. სულთანსოი ჩაიმუხლა და ჰუსეინოვის ჯერ კიდევ თბილი ხელი აიღო. თავისი თვალით ნახა, რომ მისი მეგობარი გარდაცვლილი იყო, აკოცა და წავიდა. ჰუსეინოვი წერდა აზერბაიჯანულ ელიტაზე, პოლიტიკოსებიდან დაწყებული, მსხვილი ბიზნესით დამთავრებული. მუქარები და დაშინება მის გარდაცვალებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. იმ ღამის შემდეგ, მისი მეგობრები და ოჯახის წევრები ვარაუდობდნენ, რომ გავლენიან პიროვნებებს მისი განეიტრალება სურდათ. „ელმარის მიმართ მის მკვლელობამდე განხორციელებული ზეწოლის ფორმა ძალიან ჰგავს სხვა ქვეყნებში მომხდარ შემთხვევებს, როდესაც ჟურნალისტები განზრახ სამიზნედ იქცეოდნენ“, – ამბობს რებეკა ვინსენტი, აშშ-ის ყოფილი დიპლომატი ბაქოში, რომელიც ჰუსეინოვის მკვლელობის შემდეგ იყო წარგზავნილი და ახლა უკვე „Reporters Without Borders“-ის საერთაშორისო კამპანიების დირექტორია. ჰუსეინოვის მკვლელობის მე-16 წლისთავზე „ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის კვლევის პროექტმა“ (OCCRP) შესაძლოა მკვლელობის ბურუსით მოცულ გამოძიებას ნათელი მოჰფინოს. ჩვენი სტატია ეყრდნობა სასამართლოს საქმისწარმოებასა და სხვა საბუთებს, რომელიც საჯარო ინფორმაციის სახით მოვიპოვეთ, ასევე გამოძიების დასახმარებლად მოწვეული FBI-ს აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტის ანალიზს. ეს ინფორმაცია ააშკარავებს 2005 წლიდან აზერბაიჯანული ხელისუფლების მიერ დაშვებულ რიგ შეცდომებსა და გაურკვევლობს, როდესაც ეს უკანასკნელი პასუხისმგებელი იყო ჰუსეინოვის მკვლელისა თუ მკვლელების მართლმსაჯულებაში მიცემაზე. საქმე ჯერ კიდევ გაუხსნელია, OCCRP-მა კი დაადგინა, რომ ძირითადი ეჭვმიტანილი თავისუფალია, ხოლო აზერბაიჯანმა ჰუსეინოვის ოჯახი გამოძიების სტატუსის შესახებ შეცდომაში შეიყვანა. შედეგად, ამ უკვე შემაშფოთებელ საქმეს შეუძლია, აზერბაიჯანის ისედაც შერყეული პრესის თავისუფლება კიდევ უფრო შეზღუდოს. „შავი ლაქა“ 2005 წლის მარტისთვის აზერბაიჯანში პრესის თავისუფლება უკვე განიცდიდა მნიშვნელოვან ზეწოლას პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მხრიდან, რომელსაც სამხრეთ კავკასიის ერის მართვის სადავეები წლინახევრით ადრე მამამისგან მემკვიდრეობით ერგო. უმცროსი ალიევის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რვა ჟურნალისტი დააკავეს, ხოლო 2005 წლის ნოემბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მედია შემდგომი დაპირისპირებისთვის ემზადებოდა. იმ წელს, აზერბაიჯანმა RSF-ის მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში 167 ქვეყანას შორის 141-ე ადგილი დაიკავა. „მონიტორი“, ჰუსეინოვის გამომცემლობა, ცნობილი იყო კორუფციის შესახებ მამხილებელი რეპორტაჟებით, რომელიც პრეზიდენტსა და მის ოჯახსაც ეხებოდა. როდესაც გავრცელდა ხმები, რომ ჰუსეინოვი გავლენიანი ადამიანებმა დაადუმეს, ალიევმა კატეგორიულად უარყო მოსაზრებები, რომ მისი ოჯახი ან მათი მოკავშირეები ჩართულები იყვნენ ამ საქმეში. მან ეს დანაშაული აზერბაიჯანის ისტორიის „შავ ლაქად“ შერაცხა, ძირფესვიანი გამოძიების პირობა დადო და მოუწოდა იმდროინდელ აშშ-ის ელჩს აზერბაიჯანში, რენო ჰარნიშს, მოეთხოვა აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) ექსპერტული დახმარება. აზერბაიჯანის სათავეში ილჰამ ალიევის მოსვლის შემდეგ, მედიაზე თავდასხმა მალევე დაიწყო. წყარო: აზერბაიჯანის მთავრობა „ეს დანაშაული საფუძვლიანად უნდა იქნას გამოძიებული და დამნაშავეები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ,“ – განაცხადა ალიევმა მკვლელობის მეორე დღეს. მოგვიანებით, ბაქოში FBI შეხვდა წამყვან გამომძიებლებსა და აზერბაიჯანელ მინისტრებს, მოინახულა დანაშაულის ადგილი, შეამოწმა არსებული მტკიცებულებები და გაკვეთის პირველადი ანგარიშები, ასევე თავად შეაგროვა მტკიცებულებები. თუმცაღა, გამოძიებას თავიდანვე აფერხებდა აზერბაიჯანის ოფიციალური პირების მხრიდან აშკარა თავშეკავება იმის მიმართ, რომ გაერკვიათ, ჰუსეინოვი მოკლეს თუ არა მისი ჟურნალისტური მოღვაწეობის გამო. ნაცვლად ამისა, გამოძიებაზე პასუხისმგებელი მინისტრები მხარს უჭერდნენ დაუსაბუთებელ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ეს მკვლელობა სომხეთის მიერ იყო შეკვეთილი, აზერბაიჯანის მთავრობისთვის ზიანის მისაყენებლად. თექვსმეტი წლის შემდეგ, მკვლელობაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, როგორც ჩანს, თავისუფლად ცხოვრობს საქართველოში, იძენს უძრავ ქონებას თბილისში და მიწის ნაკვეთს მარნეულში, ქვეყნის სამხრეთით. აზერბაიჯანის ეროვნული უსაფრთხოების სამინისტრო დაჟინებით არწმუნებდა რუშანია ჰუსეინოვას, რომ გამოძიება გრძელდებოდა, თუმცა ოფიციალური პირები ამავე დროს FBI–ს ეუბნებოდნენ, რომ საქმე შეჩერებულია. ვინსენტის (RSF) განცხადებით, სანამ ხელისუფლება ერთ ადგილს ტკეპნიდა, ჰუსეინოვის მკვლელობამ მყისიერი გავლენა იქონია. ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟურნალისტის მკვლელობამ სხვა საგამოძიებო ჟურნალისტებს შიში გაუჩინა, რომ ისინი შესაძლოა შემდეგნი ყოფილიყვნენ. „ელმარის საქმე განსაკუთრებით პრობლემატური იყო არა მხოლოდ აზერბაიჯანში, არამედ მთელ რეგიონში”, – განაცხადა ვინსენტმა. „მისი მკვლელობა უთუოდ გამიზნული იყო მკაფიო სიგნალის მიცემაზე, არ გადაელახათ გარკვეული წითელი ზოლი და ეფექტური აღმოჩნდა დამთრგუნველი ეფექტის შესაქმნელად, რაც დღემდე იგრძნობა”. FBI-ის ეჭვები სააგენტომ აღნიშნა, რომ მკვლელობის ფაქტზე 2005-2008 წლებში ფედერალური ბიუროს მიერ საქმეზე მოპოვებული მასალა იმდენად სერიოზული იყო, რომ „მას ხელისუფლების გადატრიალება შეეძლო“. OCCRP-ის მიერ გაშუქებული მასალები ცხადყოფს იურიდიული ატაშე ბრაიან პაარმანის სერიოზულ ეჭვებს, რომელმაც აღნიშნა, რომ შესაძლებლობები თავიდანვე იყო ხელიდან გაშვებული. პაარმანმა მიუთითა მკვლელობის ღამეს დანაშაულის ადგილის კონტროლის ძირითად შეცდომებზე, როდესაც პოლიციამ ხალხი ვერ შეაჩერა, რომელიც კიბეზე სისხლის კვალზე ყვავილებს ალაგებდა. ამან კვალისა და ფეხსაცმლის შესახებ მტკიცებულების შეგროვების ყოველგვარი შესაძლებლობა გაანადგურა. ელმარ ჰუსეინოვის მეგობარ-კოლეგები ეჭვობენ, რომ გავლენიან ხალხს მისი დადუმება სურდა. წყარო: Monitor დანაშაულის ადგილის ფოტოები გადაღებულია მტკიცებულების წაშლიდან დიდი ხნის შემდეგ, რაც „ძალიან მძიმე პროცედურული შეცდომაა”, – წერს პაარმანი. საგამოძიებო ჯგუფის წევრებს, დასძინა მან, ძირითადი მტკიცებულების ამოღების დროს ხელთათმანებიც კი არ ეცვათ. პაარმანმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ ჰუსეინოვის სადარბაზოში იმ ღამეს ჩვეულებრივზე უფრო ბნელოდა, რადგან მისი კარის ზემოთ ნათურა სწორად არ იჯდა მის ბუდეში, ადგილობრივ გამომძიებლებს ამ ადგილას ანაბეჭდები არ აუღიათ. „დავინტერესდი, შესწავლილი იყო თუ არა ამ ნათურაზე დარჩენილი ფარული თითის ანაბეჭდები, რაზეც შემატყობინეს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი შეეხო მას, ამიტომ ეს ნაბიჯი უკვე არაპროდუქტიული იყო”, – წერს ის. ჰუსეინოვის გაკვეთასთან დაკავშირებით, პაარმანმა იკითხა, აიღეს თუ არა შესამოწმებლად ნიმუშები ფრჩხილებიდან, შესაძლო კანის ნარჩენების შესამოწმებლად, რითაც მკვლელის იდენტიფიცირება შეიძლება მომხდარიყო. მას დაუდასტურეს, რომ ეს გაკეთდა, მაგრამ შედეგები უარყოფითი აღმოჩნდა. ამასთან, აზერბაიჯანელების თავდაპირველ ანგარიშში „ეს პროცედურა ნახსენები არაა“. ამ ყველაფრის მიუხედავად, ზოგიერთი სამხილი იმედისმომცემი აღმოჩნდა. მკვლელობის მეორე დღეს იპოვეს 5.45 მმ Baikal PSM ნახევრად ავტომატური პისტოლეტი, რომელიც ჰუსეინოვის შენობის წინ თვალთახედვის არეალში მდებარე ქოთანში იდო. იარაღზე აღბეჭდილი იყო სერიული ნიშნები, რომლებიც მიუთითებდა, რომ ის რუსეთში იყო წარმოებული. ცოტა ხნის შემდეგ, მუქი ფერის ნაქსოვი ქუდი იღეს სხვა, ახლომდებარე ქოთნიდან. მკვლელობა, როგორც ჩანს „ნაჩქარევად და დაუდევარად შესრულდა“, – წერს პაარმანი. იარაღი იპოვნეს იქ, სადაც ის „უთუოდ ნაპოვნი იქნებოდა“, მისი სერიული ნიშნები აშკარად იკითხებოდა. აზერბაიჯანის მთავრობა ფიქრობდა, რომ თავდასხმა „კვალიფიციურმა პიროვნებამ“ შეასრულა, თუმცა პროფესიონალი ყოველგვარ ნიშნებს გაანადგურებდა, იარღს კი დაშლიდა, – ასაბუთებს პაარმანი. FBI-ს ატაშე იმედოვნებდა, რომ გამომძიებლებს საქმე, მისი სიტყვებით, „შესაძლო მოყვარულთან“, ჰქონდათ. თუმცა, მას აზერბაიჯანის მინისტრების დამოკიდებულება მაინც აღაშფოთებდა. ისინი, მართალია, აღიარებდნენ, რომ გამოძიების რამდენიმე ხაზი არსებობდა, მაგრამ პაარმანს აძრწუნებდა ის ფაქტი, თუ რამდენად შეპყრობილი იყო აზერბაიჯანის ხელისუფლება იმ თეორიით, რომ ვითომდა უცხო ქვეყანამ შეუკვეთა ჰუსეინოვის მკვლელობა, აზერბაიჯანში ქაოსის დასათესად. მინისტრების შესაძლო დამნაშავეთა სიის სათავეში იყო სომხეთი, ასევე განიხილებოდნენ რუსეთი და ირანი. „შეკრებილი მინისტრები აცნობიერებდნენ, რომ ამ მკვლელობის მოტივი სრულიად პირადული, ან ჰუსეინოვის ანთებული ჟურნალისტური პოზიციების გამო სამაგიეროს გადახდის აქტი შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ დროის დიდ ნაწილს უთმობნენ იმაზე არგუმენტირებას, თუ რატომ თვლიდნენ, რომ ეს იყო კოორდინირებული, უცხოეთის მიერ დაფინანსებული მკვლელობა, რომლის მიზანიც ხელისუფლების დესტაბილიზაცია იყო”, – წერს ის. იარაღი, რომელიც ელმარ ჰუსეინოვის მკვლელობის შემდეგ ქოთნიდან იქნა ამოღებული. წყარო: ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო / European Court of Human Rights/file პაარმანი წერდა, რომ ხელისუფლების ოფიციალურმა პირებმა „რამდენიმე რამ სწორად“ გააკეთეს, თუმცა მისი ადრეული დასკვნები მათ ამხელდნენ. „[მე] შეშფოთებული ვარ დანაშაულის ერთ თეორიაზე ნაადრევად ფოკუსირების გამო, რადგან ამას შეიძლება მოჰყვეს ფაქტების ამ თეორიაზე მორგება, ნაცვლად მეთოდური და მიუკერძოებელი გამოძიებისა, რომელიც დაფუძნებული იქნება ლოგიკასა და დედუქციაზე, დასაბუთებული დასკვნის გამოსატანად“, – წერს ის. როდესაც მან აზერბაიჯანელი გამომძებლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა, მას უთხრეს, რომ „მათ გაითვალისწინებდნენ“. თუმცა, FBI საქმეს მალევე ჩამოაშორეს. ორი ეჭვმიტანილი გამოძიებიდან ორი თვის შემდეგ, ხელისუფლებამ ორი ეჭვმიტანილი დაადგინა: ტაჰირ ხუბანოვი და თეიმურაზ ალიევი. ორივე აზერბაიჯანის მეზობელი ქვეყნის, საქართველოს მოქალაქეა, რომელთაც მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ჰუსეინოვის სახლთან ახლოს ბინა იქირავეს, მოგვიანებით კი აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარი გადაკვეთეს დასაბრუნებლად. როდესაც აზერბაიჯანელმა გამომძიებლებმა ბაქოს ბინაში ორი ბალიშისპირი და ტანსაცმელი აღმოაჩინეს, FBI-მ ამ ნივთებზე ნაპოვნი დნმ შეადარა დანაშაულის ადგილზე ნაპოვნ ქუდზე არსებულ კვალს. ხელისუფლების თქმით, ამან ორივე ადამიანი მკვლელობასთან დააკავშირა. FBI-მ მათ წინააღმდეგ მტკიცებულებას „ძლიერი“ უწოდა, მაგრამ არაფერი ქმნიდა იმის ეჭვს, რომ ამ მამაკაცებიდან რომელიმეს კავშირი ჰქონდა ჰუსეინოვის ჟურნალისტურ საქმიანობასთან, რაც შესაძლო მოტივს ამოუხსნელს ტოვებდა. დაიწყო ძებნა, მაგრამ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, არ ისურვა ამ ორი ადამიანის სურათების საჯაროდ გამოქვეყნება. 2005 წლის ივლისის საინფორმაციო სააგენტო „Turan“-ის ანგარიშში იძებნება ოფიციალური პირების ნათქვამი, რომლის თანახმადაც, „ამ ადამიანების სურათების განთავსება ინტერნეტში საჭიროებას არ წარმოადგენს“. ალიევი საბოლოოდ საქართველოში აღმოაჩინეს. 2006 წლის სექტემბერში საქართველოს საგამოძიებო უწყებების მიერ დაკითხვისას მან დანაშაულში მონაწილეობა უარყო. წყლები აიმღვრა მას შემდეგ, რაც 2006 წლის ზაფხულზე აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა თანამდებობის პირმა, ჰაჯი მამედოვმა, რამდენიმე მკვლელობის სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მის მიერ დაქირავებული მკვლელების რაზმმა ჰუსეინოვი მოკლა. სიტუაციის გასარკვევად, 2007 წლის იანვარში FBI-მ ალიევისთვის პოლიგრაფიული ტესტის ჩატარების რეკომენდაცია გასცა. FBI-ს იურიდიული ატაშეს თანაშემწემ წერილით მიმართა აზერბაიჯანის მაშინდელ ეროვნული უსაფრთხოების მინისტრ ელდარ მაჰმუდოვს და აცნობა, რომ ალიევი და სხვა ეჭვმიტანილი ჯერ კიდევ საქართველოში იმყოფებოდნენ და რომ საქართველოს ხელისუფლება, სავარაუდოდ, მზად იქნებოდა თანამშრომლობისთვის. FBI-სგან აზერბაიჯანში წარგზავნილი აშშ-ს ელჩის, ანა დერსისადმი გაგზავნილი შიდა წერილის თანახმად, FBI აზერბაიჯანის ჩართულობას პოლიგრაფის ჩასატარებლად „დაბრკოლებად“ აღიქვამდა. FBI-ს საქმის მასალებში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ეს ოდესმე ჩატარდა, გამოძიება კი გაყინულია. 2008 წლის სექტემბერში ატაშე ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს შეხვდა, რაზეც დაწერა: „[სამინისტრო] თვლის, მათი გამოძიება ჩიხშია და მათ აღარ სჭირდებათ FBI-ს დახმარება”. სულ რაღაც რამდენიმე თვით ადრე, ივლისში, სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა რუშანიას უთხრეს, რომ ისინი დაუღალავად ცდილობდნენ მკვლელების პოვნას. მაღალჩინოსანმა მის ადვოკატს მისწერა: „ამ დროისთვის მიმდინარეობს საქმის სრული, ყოვლისმომცველი და ობიექტური გამოძიება”. რუშანია აგრძელებდა გამოკითხვებს, როდესაც მან 2009 წლის მარტში სამინისტროს უფროსის თანამდებობის პირისაგან კიდევ ერთი საპასუხო წერილი მიიღო. მან მას ხელმეორედ დაუდასტურა, რომ გამოძიება მიმდინარეობდა. თუმცა მან ასევე დასძინა, რომ „წინასწარი გამოძიება“ 2009 წლის სექტემბრამდე გაგრძელდებოდა. ეს ბოლო დეტალი მნიშვნელოვანია, რადგან კანონის თანახმად, რუშანიას საქმის მასალების ნახვის უფლება მხოლოდ წინასწარი გამოძიების დასრულების შემდეგ ექნებოდა. მოგვიანებით, მისმა ადვოკატმა აღნიშნა, რომ მკვლელობიდან ოთხი წლის გასვლის შემდეგ და აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ ძირითადი ეჭვმიტანილების გამოვლენის შემდეგ საეჭვო იყო, რომ წინასწარი გამოძიება კვლავ მიმდინარეობდა. სასამართლოში განცხადების შეტანისას მან თქვა, რომ ეს „არასავარაუდოა“. RSF-ის ვინსენტის თქმით, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ „აშკარად განზრახ შეუშალა ხელი სამართლის აღდგენას“ და დასძინა, რომ ახალი დოკუმენტები „ცხადყოფს, საუკეთესო შემთხვევაში, პოლიტიკური ნების არარსებობას სამართლიანობის უზრუნველსაყოფად, ხოლო უარეს შემთხვევაში, მავნებლურ მცდელობას, ხელი შეუშალონ, წინააღმდეგობა გაუწიონ და მცდარ გზაზე წაიყვნანონ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება.“ ბინები თბილისში მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა რუშანიას 2009 წლის წერილში განუცხადეს, რომ ისინი კვლავ ეძებდნენ ხუბანოვსა და ალიევს, ამ ადამიანების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია უკვე არსებობდა. OCCRP-ის მიერ საჯარო რეესტრში უბრალო დაძებნამ აჩვენა, რომ მავანმა, ალიევის პირადობის გამოყენებით, თბილისში ორი ბინა იყიდა, ერთი 2008 წლის მაისში, ხოლო მეორე – 2008 წლის ივნისში. ბინები იყო შენობაში, რომელშიც მისი უახლოესი ოჯახის რამდენიმე წევრი ცხოვრობდა, მათ შორის დედა. OCCRP-მ აზერბაიჯანის ხელისუფლებას ჰკითხა, მიჰყვებოდნენ თუ არა ამ მინიშნებებს, მაგრამ ამაზე კომენტარი არ მიუღიათ. ალიევმა არ უპასუხა OCCRP-ის წერილობით შეკითხვებს, რომლებიც პირადად გადავეცით მის ნათესავს მისივე საცხოვრებელ ადგილზე. 2009 წლის 17 მარტს, იმავე დღეს, როდესაც ეროვნული უსაფრთხოების სამინისტრომ რუშანიას წერილი მისწერა, ინტერპოლმა წერილობით აცნობა სამინისტროს, რომ ალიევი თბილისში ცხოვრობდა. ხუბანოვის შესახებ ახალი ცნობები არ იყო. საქმის მასალებიდან გაურკვეველი რჩება, გადასცა თუ არა აზერბაიჯანულმა ხელისუფლებამ ეს ცნობები რუშანიას. მან ამ სტატიისთვის კომენტარის გაკეთება არ ისურვა. საბოლოოდ, ჰუსეინოვის მეუღლემ 2010 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანა საქმე. ამ საქმეში მის ბრალდებებზე პასუხის გაცემისას, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ ისინი, ფაქტობრივად, ალიევისა და ხუბანოვის ექსტრადიციას ითხოვდნენ, თუმცა მათი მტკიცებით, საქართველომ ამაზე უარი თქვა, რადგან ისინი საქართველოს მოქალაქეები იყვნენ. საქმის მასალების თანახმად, აზერბაიჯანმა საქართველოს ამ თხოვნით 2005 წელს მიმართა. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ არ უპასუხა კითხვას, მიუმართავთ თუ არა ხელმეორედ ამ მოთხოვნით. ამასთან, ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლოს 2017 წლის განჩინებაში აღნიშნულია, რომ 2005 წელს საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ აზერბაიჯანს მისი მზაობა განუცხადა, დაეწყო სისხლის სამართლის გამოძიება ალიევის წინააღმდეგ, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის ფარგლებში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ალიევის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შესაძლებელი იქნებოდა, თუ აზერბაიჯანი საქმეს საქართველოს გადასცემდა. დოკუმენტებიდან ჩანს, რომ საქართველომ დაიწყო პირველადი საქმის წარმოება, მაგრამ მათ არაფერი გამოუვიდათ. უხერხული კითხვები რუშანიას ადვოკატმა, კნუტ როგნლიენმა ECHR-ს განუცხადა, რომ როდესაც აზერბაიჯანის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ეჭვმიტანილები უცხოელები არიან, რომლებსაც ვერც პოულობენ და ვერც ელაპარაკებიან, ისინი თავიდან იცილებდნენ არასასიამოვნო შეკითხვებს. FBI-ს საქმის მასალების თანახმად, ეს იგივე ტიპის კითხვები იყო, რომლებსაც მინისტრები თავიდანვე თავს არიდებდნენ. „მათი დაკავების შემთხვევაში, თეიმურაზ ალიევსა და თაჰირ ხუბანოვს, სავარაუდოდ, დაკითხავდნენ ხელისუფლებასთან შესაძლო კონტაქტისა და მკვლელობის მოტივის შესახებ“, – წერს როგნლიენი. ელმარ ჰუსეინოვის მკვლელობა 16 წლის შემდეგ ჯერ კიდევ ამოუხსნელი რჩება. წყარო: Monitor ჰუსეინოვის ნაცნობები ამბობენ, რომ ამ საქმეზე დაუსჯელობა სერიოზულ ზიანს აყენებს პრესის თავისუფლებას აზერბაიჯანში. სტეინარ გილმა, მომხდარი მკვლელობის დროს ნორვეგიის ელჩმა აზერბაიჯანში განაცხადა, რომ ეს „საგანგაშო სიგნალია ჟურნალისტებისთვის, რომლებიც ღია კრიტიკას გამოთქვამენ და თავისუფალი პრესის ფასეულობებს იზიარებენ, რომ ისინი შესაძლოა რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ“. ალიევი აგრძელებს თავის ცხოვრებას, ხუბანოვის კვალი კი ნაპოვნი არ არის. ერთადერთი ადამიანი, ვინც მკვლელობასთან დაკავშირებით დააპატიმრეს, ტურგა ბაირამოვია. მას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რადგან ამ ორი ადამიანისთვის ტელეფონი იყიდა. OCCRP-სგან დამატებითი ინფორმაციის თხოვნის საპასუხოდ, ქართველმა პროკურორებმა ჟურნალისტებს ECHR-ის განჩინებაზე მიუთითეს. აზერბაიჯანის პროკურატურამ მსგავს მოთხოვნას არ უპასუხა. მას შემდეგ, რაც ჰუსეინოვი მისი ბინის სადარბაზოში ცეცხსასროლი იარაღით ჩაცხრილეს და გამოძიება ჩიხში შევიდა, კიდევ სამი რეპორტიორი გარდაიცვალა აზერბაიჯანში მათი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას. აზერბაიჯანმა RSF-ის მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში 180 ქვეყნიდან 168-ე ადგილზე გადაინაცვლა. „აზერბაიჯანში დღეს მედიის თავისუფლება არ არის,” – ამბობს გილი. „ის ნულის ტოლია, არ არსებობს. ამის შემდეგ ხალხი ფიქრობს, „ეს თუ ელამარს დაემართა, შეიძლება, ყველას დაემართოს.“ ელეანორ როუზი ლონდონში მცხოვრები გამომძიებელი ჟურნალისტია. მისი სპეციალიზაციაა ადამიანთა უფლებები. ის წერდა ისეთი გამომცემბლობებისთის, როგორებიცაა „Guardian“, „The Evening Standard“ და „The Independent” „აი, ფაქტის“ აიდან იუსუბოვა მონაწილეობდა კვლევაში. The post FBI ააშკარავებს, როგორ მიაფუჩეჩა აზერბაიჯანმა ჟურნალისტის სიკვდილის გამოძიება appeared first on www.ifact.ge.