Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'აქციები' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 3 results

  1. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიების ლიდერები, მათი მხარდამჭერები და აქტივისტები, „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლებისა და ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით დღეს პარლამენტის შენობის წინ კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. დღესვე ოპოზიციამ, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში დედაქალაქის მასშტაბით რამდენიმე საპროტესტო აქციაც დაანონსა. აქციის მონაწილეებმა შეკრება დღის პირველი საათისთვის ფილარმონიასთან დაიწყეს და საპროტესტო მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ გაემართნენ, სადაც ოპოზიციონერმა ლიდერებმა შეკრებილებს სიტყვით მიმართეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ პროტესტანტებს პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ საპატიმროდან გამოგზავნილი წერილი წაუკითხა, სადაც ის მხარდამჭერებს თანადგომისთვის მადლობას უხდის და „საბოლოო გამარჯვებამდე“ ბრძოლისკენ მოუწოდებს. ამის შემდეგ, დეკანოიძემ მომდევნო ორი კვირის საპროტესტო აქციების გეგმა წარადგინა. კერძოდ, 2 მარტს ოპოზიცია პარლამენტს შენობის, ხოლო 5 მარტს მთავრობის კანცელარიის პიკეტირებას აპირებს. 9 მარტს საპროტესტო აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, 11 მარტს კი – საქალაქო სასამართლოსთან მოეწყობა, 13 მარტს კი – ოპოზიცია კვლავ პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბება. დეკანოიძემ ასევე აღნიშნა, რომ დღესვე ოპოზიცია პარლამენტის შენობის წინ კარვებს გაშლის და საკანონმდელო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიას „მუდმივი პროტესტის“ კერად აქცევს. „ჩვენ არ ვაპირებთ ამ უსამართლობის მოთმენას“, – დაამატა მან. ქვეყანაში არსებული „კრიზისის განსამუხტად“ „პოლიტპატიმრების“ – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიასა და „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის გიორგი რურუას გათავისუფლების, ასევე ხელახალი არჩევნების ჩატარების შესახებ ოპოზიციის საერთო მოთხოვნები შეკრებილებს პარტია ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ გააცნო და ხაზი გაუსვა, რომ „ეს პოზიცია არ გადაისინჯება“. ლიდერების მიმართვის შემდეგ, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობიდან მსვლელობით მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლეს. ქვეყანაში საპროტესტო აქციები მას შემდეგ განახლდა, რაც სამართალდამცველებმა 23 თებერვალს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში ჩატარებულ სპეცოპერაციის შედეგად პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. ნიკა მელიას დაკავებას ერთი დღით ადრე წინ ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ გაპრემიერება უძღოდა, რომელიც მართველმა გუნდმა მთავრობის მეთაურობის კანდიდატად მას შემდეგ წარადგინა, რაც გიორგი გახარია მელიას დაკავებაზე თანაგუნდელებთან არსებული უთანხმოების გამო 18 თებერვალს გადადგა. პროკურატურამ მელიას დაპატიმრება მას შემდეგ მოითხოვა, რაც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა ნოემბერში, „გაყალბებული“ არჩევნების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურის პროტესტის ნიშნად გადაგდების გამო გირაოზე დამატებული 40 000 ლარი გადაეხადა. ოპოზიციის დიდი ნაწილი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს დღემდე არ ცნობს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. აღსანიშნავია, რომ მელიას 2019 წლის 20-21 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება-ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის საქმეზე თავდაპირველად 30 000 ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომელიც მან გადაიხადა. ასევე წაიკითხეთ: ფოტოამბავი: ოპოზიციის საპროტესტო აქცია ნიკა მელიას დაკავების შემდეგ დღევანდელ მიტინგზე ოპოზიციამ ახალი მასშტაბური აქცია დააანონსა
  2. სკოლების, ბაღებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნით, 24 და 25 იანვარს აქციები გაიმართება თბილისში. მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სკოლები პირველ მარტამდე არ გაიხსნება, ასევე არ იმუშავებს საზ.ტრანსპორტიც. აქცია მზიურის პარკში “მშობლები ვითხოვთ გეგმავს!” – ამ სახელწოდებით კვირას, 24 იანვარს თბილისში, მზიურის პარკში, 16:00 საათზე აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორების თქმით, მათთვის უცნობია, როდის გაიხსნება სკოლები და ბაღები. ისინი მთავრობისგან კონკრეტულ გეგმას ითხოვენ: “ონლაინ ვერ ფუნქციონირებს ბაღები და ინტერნეტთან წვდომის არქონის გამო, ათასობით ბავშვი მოკლებულია განათლების მიღების შესაძლებლობას. დიდ ქალაქებს მიღმა, სადაც აღდგა სასწავლო პროცესი, დაცული არ არის ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმები, რის გამოც, იზრდება ბავშვების კოვიდ-19-ით ინფიცირების რისკები.” განცხადებაში ნათქვამია, რომ მშობლები გააზრებული აქვთ პანდემიის საფრთხეები და ის რისკები, რაც მობილობის გაზრდას ახლავს თან. თუმცა UNICEF-სა და სხვა სპეციალისტების დასკვნების მიხედვით, “მიუღებელია ბაღებისა და სკოლების, ასევე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვთა საგანმანათლებლო დაწესებულებების ასეთი ხანგრძლივი ვადით დახურვა. “ჩვენთვის საერთოდ უცნობია რა ეტაპზე იგეგმება სკოლებისა და ბაღების გახსნა. მშობლები ვითხოვთ გეგმას! რომელიც მაქსიმალურად მოემსახურება ბავშვების საუკეთესო ინტერესს, გაითვალისწინებს მშობლებისა და პედაგოგების მდგომარეობას და არ დატოვებს განათლების, ზრუნვისა და განვითარების სერვისების მიღმა ჩვენს შვილებს”, – ვკითხულობთ განცხადებაში. აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნით აქცია დაიგეგმა თბილისშიც. აქცია მოძრაობა მწვანეების ორგანიზებით ორშაბათს, 25 იანვარს, 18:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართება. “უამრავი კვლევის თანახმად, საჯარო ტრანსპორტში კოვიდ-19-ს გადადების რისკი მინიმალურია, შესაბამისად სტატისტიკურადაც საჯარო ტრანსპორტში დაინფიცირების წილი საკმაოდ დაბალია და 1%-ს გარშემო მერყეობს”, – წერია განცხადებაში. აქციის ორგანიზატორების თმით, საკოორდინაციო საბჭოს არგუმენტი, რომ საჯარო ტრანსპორტის აკრძალვა ამცირებს ადამიანების მობილობას გაუგებარია, რადგან კერძო ავტომობილებისა და ტაქსების მოძრაობა დაშვებულია, ამასთან მოლებისა და სავაჭრო ცენტრების გახსნა ნებადართული გახდა. ეს ყველაფერი იძულებულს ხდის ადამიანს, რომ გამოიყენოს კერძო ავტომობილი, რაც ზრდის ქალაქში ავომობილების რაოდენობას, შედეგად კი ვიღებთ საცობებს, ხმაურსა და კიდევ უფრო მეტად დაბინძურებულ ქალაქს. “მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ ყველას არ ჰყავს ავტომობილი და არ აქვს იმის შესაძლებლობა რომ ტაქსებით იაროს, რაც პირდაპირ უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს ამ ადამიანებს, რომლებიც, რეალურად, თბილისის მოსახლეობის უმრავლესობაა. ასევე საგანგაშოა ადამიანების ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა”, – აცხადებენ ორგანიზატორები. ორგანიზატორების თქმით, საქართველოს მთავრობა არ აღიარებს მენტალურ ჯანმრთელობას, როგორც პრობლემას. 21:00-ზე გამოკეტილ ადამიანებს, გაღარიბებასთან ერთად, ერყევათ ფსიქიკური ჯანმრთელობა: “მთავრობა ყურადღებას არ აქცევს ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს და შეზღუდვებს მხოლოდ პრივილეგირებული ნაწილისთვის ხსნის!” _____________________________________ ● თებერვლიდან შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება. ძალაში რჩება კომენდანტის საათი ● საქართველო კორონავირუსის მესამე ტალღისთვის ემზადება. უცნობია, როდის გაიხსნება სკოლები და ბაღები ● როდის და რა ვაქცინით აცრიან საქართველოს მოქალაქეებს. რა ვიცით ამ დროისთვის წყარო: JAMnews
  3. მასობრივისაპროტესტოაქციები 23 იანვარს მთელირუსეთის მასშტაბით გაიმართა. მომიტინგეების მთავარი მოთხოვნა დაკავებული ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის გათავისუფლება იყო. საპროტესტო აქცია რუსეთის ოპოზიციის ლიდერის ალექსე ინავალნის განთავისუფლების მოთხოვნით. სანქტ-პეტერბურგი, 2021 წლის 23 იანვარი. REUTERS/Anton Vaganovაქციები და მსვლელობები რუსეთის ბევრ დიდ ქალაქში გაიმართა. ყველაზე ხალხმრავალი აქციები მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ჩატარდა. როიტერის მონაცემებით, მოსკოვში აქციის მონაწილეთა რაოდენობამ 40 ათას ადამიანს გადააჭარბა. მომიტინგეები სკანდირებდნენ “თავისუფლება ნავალნის!”, “პუტინი ქურდია” და “რუსეთი თავისუფალი იქნება”. საპროტესტო აქცია რუსეთის ოპოზიციის ლიდერის ალექსე ინავალნის განთავისუფლების მოთხოვნით. სანქტ-პეტერბურგი, 2021 წლის 23 იანვარი. REUTERS/Anton Vaganovსაპროტესტო აქცია რუსეთის ოპოზიციის ლიდერის ალექსე ინავალნის განთავისუფლების მოთხოვნით. მოსკოვი, 2021 წლის 23 იანვარი. REUTERS/Yuri Belyat საპროტესტო აქცია რუსეთის ოპოზიციის ლიდერის ალექსე ინავალნის განთავისუფლების მოთხოვნით. მოსკოვი, 2021 წლის 23 იანვარი. REUTERS/Maxim Shemetovსაპროტესტო აქცია რუსეთის ოპოზიციის ლიდერის ალექსე ინავალნის განთავისუფლების მოთხოვნით. მოსკოვი, 2021 წლის 23 იანვარი. REUTERS/Maxim Shemetovმომიტინგეების წინააღმდეგ მობილიზებული იყო პოლიციისა და ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფები. გამოცემა “ნოვაია გაზეტას” ცნობით, 23 იანვრის საღამოსთვის ქვეყნის მასშტაბით 1,800-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, აქედან 600-ზე მეტი მოსკოვში. დააკავეს და ცემეს რამდენიმე ჟურნალისტი. აქციის დაწყებამდე კი ალექსეი ნავალნის მეუღლე, იულია დააკავეს. მომიტინგის დაკავება აქციაზე ოპოზიციის დაკავებული ლიდერის ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად. მოსკოვი, 2021 წლის 23 იანვარი. REUTERS /Yuri Belyat მომიტინგის დაკავება აქციაზე ოპოზიციის დაკავებული ლიდერის ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად. მოსკოვი, 2021 წლის 23 იანვარი. REUTERS/Evgenia Novozheninaმომიტინგის დაკავება აქციაზე ოპოზიციის დაკავებული ლიდერის ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად. მოსკოვი, 2021 წლის 23 იანვარი. REUTERS/Maxim Shemetov – მომიტინგის დაკავება აქციაზე ოპოზიციის დაკავებული ლიდერის ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად. სანქტ-პეტერბურგი, 2021 წლის 23 იანვარი REUTERS/Anton Vaganovმოსკოვში რამდენიმე შეტაკება მოხდა პოლიციასა და მომიტინგეებს შორის. ხელისუფლების ცნობით, 39 ძალოვანი დაშავდა. Люди перестали боятся. Такого в Москве не было со времён манежки. Только теперь довели самых обычных людей. Не бойцов и не фанатов. pic.twitter.com/Q67bUlTEAe — Mikhail Svetov (@msvetov) January 23, 2021 რუსეთის ოპოზიციის დაპატიმრებული ლიდერის, ალექსეინავალნის მხარდასაჭერი მიტინგის დაჭრილი მონაწილე. მოსკოვი, 2021 წლის 23 იანვარი REUTERS//Maxim Shemetovშეტაკება პოლიციასა და მომიტინგეებს შორის რუსეთის ოპოზიციის დაპატიმრებული ლიდერის, ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე. მოსკოვი, 2021 წლის 23 იანვარი. REUTERS//Maxim Shemetov რატომ აშინებს პუტინს ნავალნი? რუსული ფეიკების ტოპ-შვიდეული: ევროპელი ექსპერტების მიმოხილვა რუსეთში დემონსტრაციაში მონაწილეობის გამო, ოჯახისთვის ბავშვების წართმევას აპირებენ წყარო: JAMnews