Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'მარში' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 2 results

  1. ამ წუთებში მოქალაქეები საპროტესტო მარშით ვარდების მოედნიდან მთავრობის კანცელარიისკენ მიემართებიან. 1 000 მშობლის მარშის სახელით მიმდინარე აქცია ნაწილია იმ 100-დღიანი კამპანიისა, რომელიც ქალთა მიმართ სქესობრივი ძალადობის წინააღმდეგ დაიგეგმა. საპროტესტო აქციის მოთხოვნებია: სისხლის სამართლის კოდექსში შეიცვალოს გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა ცენტრალური ამოსავალი გახდება; პროკურატურაში შეიქმნას სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს; სქესბრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი გახდეს, რითიც ბავშვები სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას შეძლებენ; გაიზარდოს ფსიქოლოგებისა და სოცმუშაკების რაოდენობა; დადგეს ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურეობრივი გულგრილობის გამო. 100-დღიანი კამპანიის ფარგლებში „1000 მშობლის მარში“ თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან მთავრობის ადმინისტრაციისკენ დაიძრა. კამპანია უპირისპირდება სქესობრივ ძალადობას გოგოების და ქალების მიმართ. ის მას შემდეგ დაიგეგმა, რაც თებერვლის დასაწყისში, 14 წლის გოგომ თავი მოიკლა. „მომისმინეთ“ - ასე წერია მთავარ პლაკატზე, რომელიც აქციის მონაწილეებს აქვთ. „1000 მშობლის მარში“ საქართველოს რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს. 14 წლის გოგოს საქმეზე დაკავებულია და პატიმრობაში იმყოფება 23 წლის კაცი. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აქვს წარდგენილი: 140-ე მუხლის პირველი ნაწილი (სრულწლოვანის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში, (ორი ეპიზოდი)) და 115-ე მუხლი (თვითმკვლელობამდე მიყვანა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე, აგრეთვე, დაკავებულია გარდაცვლილი გოგოს ბაბუა
  2. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიების ლიდერები, მათი მხარდამჭერები და აქტივისტები, „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლებისა და ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით დღეს პარლამენტის შენობის წინ კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. დღესვე ოპოზიციამ, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში დედაქალაქის მასშტაბით რამდენიმე საპროტესტო აქციაც დაანონსა. აქციის მონაწილეებმა შეკრება დღის პირველი საათისთვის ფილარმონიასთან დაიწყეს და საპროტესტო მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ გაემართნენ, სადაც ოპოზიციონერმა ლიდერებმა შეკრებილებს სიტყვით მიმართეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ პროტესტანტებს პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ საპატიმროდან გამოგზავნილი წერილი წაუკითხა, სადაც ის მხარდამჭერებს თანადგომისთვის მადლობას უხდის და „საბოლოო გამარჯვებამდე“ ბრძოლისკენ მოუწოდებს. ამის შემდეგ, დეკანოიძემ მომდევნო ორი კვირის საპროტესტო აქციების გეგმა წარადგინა. კერძოდ, 2 მარტს ოპოზიცია პარლამენტს შენობის, ხოლო 5 მარტს მთავრობის კანცელარიის პიკეტირებას აპირებს. 9 მარტს საპროტესტო აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, 11 მარტს კი – საქალაქო სასამართლოსთან მოეწყობა, 13 მარტს კი – ოპოზიცია კვლავ პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბება. დეკანოიძემ ასევე აღნიშნა, რომ დღესვე ოპოზიცია პარლამენტის შენობის წინ კარვებს გაშლის და საკანონმდელო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიას „მუდმივი პროტესტის“ კერად აქცევს. „ჩვენ არ ვაპირებთ ამ უსამართლობის მოთმენას“, – დაამატა მან. ქვეყანაში არსებული „კრიზისის განსამუხტად“ „პოლიტპატიმრების“ – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიასა და „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის გიორგი რურუას გათავისუფლების, ასევე ხელახალი არჩევნების ჩატარების შესახებ ოპოზიციის საერთო მოთხოვნები შეკრებილებს პარტია ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ გააცნო და ხაზი გაუსვა, რომ „ეს პოზიცია არ გადაისინჯება“. ლიდერების მიმართვის შემდეგ, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობიდან მსვლელობით მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლეს. ქვეყანაში საპროტესტო აქციები მას შემდეგ განახლდა, რაც სამართალდამცველებმა 23 თებერვალს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში ჩატარებულ სპეცოპერაციის შედეგად პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. ნიკა მელიას დაკავებას ერთი დღით ადრე წინ ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ გაპრემიერება უძღოდა, რომელიც მართველმა გუნდმა მთავრობის მეთაურობის კანდიდატად მას შემდეგ წარადგინა, რაც გიორგი გახარია მელიას დაკავებაზე თანაგუნდელებთან არსებული უთანხმოების გამო 18 თებერვალს გადადგა. პროკურატურამ მელიას დაპატიმრება მას შემდეგ მოითხოვა, რაც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა ნოემბერში, „გაყალბებული“ არჩევნების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურის პროტესტის ნიშნად გადაგდების გამო გირაოზე დამატებული 40 000 ლარი გადაეხადა. ოპოზიციის დიდი ნაწილი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს დღემდე არ ცნობს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. აღსანიშნავია, რომ მელიას 2019 წლის 20-21 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება-ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის საქმეზე თავდაპირველად 30 000 ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომელიც მან გადაიხადა. ასევე წაიკითხეთ: ფოტოამბავი: ოპოზიციის საპროტესტო აქცია ნიკა მელიას დაკავების შემდეგ დღევანდელ მიტინგზე ოპოზიციამ ახალი მასშტაბური აქცია დააანონსა