Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'კრიპტო' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 9 results

  1. Robinhood-ი მარეგულირებელს დოკუმენტაციას საჯარო შეთავაზებისთვის უგზავნის. პოპულარულმა კრიპტო სავაჭრო აპლიკაციამ, რომელმაც, ცოტა ხნის წინ, ციფრული ვალუტის ბიზნესი გააფართოვა დოკუმენტები წარადგინა ამერიკის შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისიაში. კომპანიამ დაადასტურა, რომ მან მარეგულირებელს სარეგისტრაციო განცხადების ფორმა, S-1 პროექტთან დაკავშირებით წარუდგინა. პროექტი ეხებოდა კომპანიის აქციების საერთო საჯარო შეთავაზებას. ფორმა S-1 კომპანიებისგან მოითხოვს უფრო დეტალური ინფორმაციის მიწოდებას შემოსავლის დაგეგმილი გამოყენების შესახებ, აგრეთვე შეთავაზებული უსაფრთხოების შესახებ მოკლე ჩანაწერს. სავაჭრო პლატფორმამ დაადასტურა, რომ საჯარო შეთავაზება უნდა განხორციელდეს მას შემდეგ, რაც მარეგულირებელი დოკუმენტებს განიხილავს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია Robinhood-ის თანადამფუძნებლის ბაიჯუ ბატმას განცხადება, რომლის თანახმადაც, ნელ-ნელა ქვეყნები მივლენ იმ გადაწყვტილებამდე, რომ კრიპტოვალუტის გლობალურ შესაძლებლობებს აღიარებენ. შეგახსენებთ, რომ Robinhood-ის კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმა 2018 წლის თებერვალში შეიქმნა. პლატფორმაზე თავდაპირველად წარმოდგენილი იყო ორი ციფრული ვალუტა: ბიტკოინი და ეთერიუმი. The post კრიპტო პლატფორმა Robinhood-მა პროექტის დასაწყებად საჭირო დოკუმენტები მარეგულირებელს წარუდგინა appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  2. გერმანიის ფედერალური ფინანსური ზედამხედველობის ორგანო მომხმარებელს კრიპტოვალუტის ინვესტიციების დროს არსებული რისკების შესახებ აფრთხილებს. მარეგულირებელმა პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია მომხმარებლების დაცვაზე. პოსტში განსაკუთრებული ყურადღება იმ ინვესტორებს დაეთმოთ, ვინც ბიტკოინით და სხვა კრიპტოვალუტებით ვაჭრობენ. მარეგულირებლის თანახმად, ინვესტორებმა უნდა გაითვალისწინონ კრიპტო ინვესტიციების განხორციელებისას 100%–იანი ზარალის რისკები. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის დეპუტატები კვლავ მუშაობენ ციფრული ვალუტების კანონმდებლობის შესაქმნელად, გერმანიის მარეგულირებელ ორგანოებს უკვე აქვთ გარკვეული სამართლებრივი ბაზა. კრიპტო პროვაიდერებს, ბირჟებს და სხვა ბიზნესებს გერმანიაში შეუძლიათ ფუნქციონირება ქვეყნის მარეგულირებლის მიერ გაცემული ლიცენზიით. შეგახსენებთ, რომ 2020 წელს გერმანიის ერთ-ერთმა ბანკმა, Hauck & Aufhäuser-მა თავისი ციფრული ვალუტის ფონდი შექმნა. ”ჩვენ ვხედავთ, რომ კრიპტოვალუტები სულ უფრო მიმზიდველი ხდება ინსტიტუციური ინვესტორებისთვის. ჩვენი პირველი კრიპტო ფონდის ამოქმედებით, Kapilendo-სთან ერთად, შევქმენით ინოვაციური საინვესტიციო მანქანა, რომელიც მომხმარებლებს აძლევს იაფ და უსაფრთხო წვდომას ციფრულ ვალუტებზე. ასევე აკმაყოფილებს Hauck & Aufhäuser-ის ხარისხის სტანდარტებს და მაღალ მოთხოვნებს”,-აღნიშნა ბანკის მმართველი საბჭოს წევრმა, ჰოლგერ სეპმა. The post გერმანიის მარეგულირებელი კრიპტო ინვესტორებს აფრთხილებს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  3. ბრაზილიის ფასიანი ქაღალდების კომისიამ გასული ერთი კვირის განმავლობაში დაამტკიცა და ხელმისაწვდომი გახადა ბანკებისათვის ორი კრიპტოვალუტის სერვისი. პირველი ეს არის ბიტკოინი, რომელსაც 100%-ით უჭერს მხარს, ხოლო მეორე სერვისია ხუთი კრიპტოვალუტისაგან შემდგარი ჯგუფი. აღნიშნული, რასაკვირველია, ხელს შეუწყობს ადგილობრივი ბიზნესის უფრო მარტივ კავშირს შეერთებულ შტატებთან, რადგან ბრაზილიის მარეგულირებელი ისევე, როგორც აშშ-ს ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისია საერთაშორისო ორგანიზაციის ნაწილია. ორივე ორგანო ერთიანდება ფასიანი ქაღალდების კომისიების სახელწოდების ქვეშ. ვაჭრობა სრულად იქნება ნებადართული ადგილობრივ საფონდო ბირჟებზე, მეტიც ორმა ადგილობრივმა ბანკმა Itaú-მა და BTG Pactual-მა უკვე განაცხადეს, რომ კომისიის მიერ დამტკიცებულ ბირჟებს მომსახურეობას უახლოეს მომავალში შესთავაზებს. QR Capital-ის აღმასრულებელი დირექტორი, ფერნანდო კარვალიო ამ ამბავს ბრაზილიის კაპიტალის ბაზარზე ინოვაციის განვითარების მნიშვნელოვან ეტაპად მიიჩნევს. შეგახსენებთ, რომ წლის დასაწყისში წამყვანმა ბრაზილიურმა ბირჟამ, Mercado Bitcoin–მა რეგიონალური გაფართოება დაანონსა. ბირჟის სავარაუდო ორიენტირად ჩილე, მექსიკა და არგენტინა დასახელდა. The post ბრაზილიაში კრიპტო სექტორი განვითარებას განაგრძობს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  4. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების სააგენტომ, ევროკავშირის დამოუკიდებელმა ფინანსურმა ორგანომ, კრიპტოვალუტის მფლობელები ინვესტიციების მაღალი რისკის შესახებ გააფრთხილა. ოთხშაბათს გამოქვეყნებულ მოხსენებაში, რომლის სათაურიც ასე ჟღერს: „ტენდენციები, რისკები და მოწყვლადობა“, სააგენტომ გააანალიზა COVID-19 – ის გავლენა ფინანსურ ბაზრებზე, ხაზი გაუსვა გაზრდილ რისკებს, რომელიც რეგულაციის არარსებობას შეეხებოდა. სააგენტომ აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტის ბაზარი 2020 წლის ბოლოს საგრძნობლად გაიზარდა. ამასთანავე, ბიტკოინმა მიაღწია ყველა დროის მაღალ დონეს. ფინანსურმა ორგანომ აღნიშნა, რომ ფასების მატების ტალღამ კრიპტო სექტორის ახალი ამბების “პოზიტიური ნაკადები” გამოიწვია. “გაზრდილი მოცულობისა და მოთხოვნის ფონზე, კრიპტოვალუტა კვლავ არამდგრადია და დიდი რისკის ქვეშ აყენებს ინვესტორებს. ციფრული ვალუტის ფასები კი მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს მომხმარებლებისთვის”,- აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ თებერვალში საფრანგეთის უმაღლესი ფინანსური მარეგულირებლის, Autorite des Marches Financiers-ის, თავმჯდომარემ ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების სააგენტოს შესთავაზა გახდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე კრიპტოვალუტის რეგულირებისა და ზედამხედველობის მთავარი ორგანო. The post ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების სააგენტო კრიპტო ინვესტორებს აფრთხილებს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  5. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების სააგენტომ, ევროკავშირის დამოუკიდებელმა ფინანსურმა ორგანომ, კრიპტოვალუტის მფლობელები ინვესტიციების მაღალი რისკის შესახებ გააფრთხილა. ოთხშაბათს გამოქვეყნებულ მოხსენებაში, რომლის სათაურიც ასე ჟღერს: „ტენდენციები, რისკები და მოწყვლადობა“, სააგენტომ გააანალიზა COVID-19 – ის გავლენა ფინანსურ ბაზრებზე, ხაზი გაუსვა გაზრდილ რისკებს, რომელიც რეგულაციის არარსებობას შეეხებოდა. სააგენტომ აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტის ბაზარი 2020 წლის ბოლოს საგრძნობლად გაიზარდა. ამასთანავე, ბიტკოინმა მიაღწია ყველა დროის მაღალ დონეს. ფინანსურმა ორგანომ აღნიშნა, რომ ფასების მატების ტალღამ კრიპტო სექტორის ახალი ამბების “პოზიტიური ნაკადები” გამოიწვია. “გაზრდილი მოცულობისა და მოთხოვნის ფონზე, კრიპტოვალუტა კვლავ არამდგრადია და დიდი რისკის ქვეშ აყენებს ინვესტორებს. ციფრული ვალუტის ფასები კი მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს მომხმარებლებისთვის”,- აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ თებერვალში საფრანგეთის უმაღლესი ფინანსური მარეგულირებლის, Autorite des Marches Financiers-ის, თავმჯდომარემ ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების სააგენტოს შესთავაზა გახდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე კრიპტოვალუტის რეგულირებისა და ზედამხედველობის მთავარი ორგანო. The post ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების სააგენტო კრიპტო ინვესტორებს აფრთხილებს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  6. FalconX–მა, კრიპტოვალუტის ბირჟამ, რომელიც ინსტიტუციონალურ ინვესტორებზე იყო ორიენტირებული, Tiger Global–ისა და B Capital Group– ისგან 50 მილიონი დოლარი მიიღო. დაფინანსების ახალ რაუნდში, ეს ორი კომპანია შეუერთდა Coinbase Ventures-ს, Accel-ს, FMR LLC-ს და სხვებს FalconX–ს მხარდაჭერაში. მიმდინარე დაფინანსების ეტაპები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზსს ციფრული აქტივების პოპულარობას. FalconX-ი არ აკონკრეტებს, თუ როგორ უნდა განაწილდეს შემოსული თანხები, მაგრამ თუ ის წინა საფონდო მოსაკრებლის განაწილების გზას გაჰყვება, სავარაუდოა, რომ აღნიშნული თანხები ბიზნესის განვითარების კუთხით დაიხარჯება. FalconX–მა 2020 წლის მაისში 17 მილიონი დოლარი გამოიმუშავა ბიზნეს სექტორის ზრდის რამდენიმე ინიციატივის დასაფინანსებლად, მათ შორის ახალი ინფრასტრუქტურის დასამატებლად და პროდუქტის შეთავაზების გაფართოების მიზნით. იმ პერიოდში, FalconX–მა მედიას განუცხადა, რომ იგი იყენებს მონაცემთა მეცნიერებას პროფესიონალური ინვესტორებისთვის უფრო კონკურენტუნარიანი სავაჭრო გარემოს შესაქმნელად. Tiger Capital-ის პარტნიორმა, სკოტ შლეიფერმა FalconX-ი აღწერა, როგორც პოტენციური ინდუსტრიის ლიდერი კრიპტოვალუტის სექტორში. FalconX-ი აცხადებს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში შემოსავალი 46-ჯერ გაიზარდა, რაც გამოწვეულია ინსტიტუციონალური ინვესტორების დაინტერესებით. The post კრიპტო პლატფორმა FalconX-მა დაფინანსების სახით 50 მილიონი დოლარი მიიღო appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  7. სამხრეთ აფრიკის კრიპტო კომპანიები აცხადებენ, რომ გაუმჭვირვალე რეგულაციები ინდუსტრიას აზიანებს. სამხრეთ აფრიკაში მოღვაწე ინვესტორები და ბიზნესმენები საზღვარგარეთ კაპიტალის გადატანას არ გამორიცხავენ, თუკი ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები არ დაადასტურებენ მარეგულირებელი კომისიების მიერ მიღებული კანონების “სიწმინდეს“. “ბლუმბერგთან” საუბრისას, ადგილობრივი კრიპტო საინვესტიციო პლატფორმის Revix–ის აღმასრულებელმა დირექტორმა, შონ სანდერსმა, რომელიც აპირებს კომპანიის სათაო ოფისის დიდი ბრიტანეთში გადატანას, განაცხადა: ”ისინი იწვევენ ბიზნესს საერთაშორისო დონეზე, დაურეგულირებელ გარემოში, სადაც მომხმარებელი ეჭვის თვალით უყურებს ჩვენს ნებისმიერ ინიციატივას და მათი პოზიცია სრულიად გასაგებიცაა.” უნდა აღინიშნოს, რომ სამხრეთ აფრიკის მარეგულირებელი ორგანოები ცდილობენ მეტად გააკონტროლონ კრიპტოვალუტით ვაჭრობა. 2021 წლის იანვარში ბიტკოინის სავაჭრო კომპანია, Mirror Trading International-ი, მოათავსეს დროებითი ლიკვიდაციის პირობებში, რადგან ინვესტორებს ვაჭრობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნათ. ამასთანავე, ფინანსური სექტორის ქცევის ორგანოს მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ კომპანია ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერებს არ ინახავდა. გარდა ამისა, ბირჟას არ ჰქონდა რაიმე სახის მომხმარებლთა მონაცემთა ბაზა შექმნილი. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გამოძიებას თაღლითური სქემის არსებობის დასკვნა არ გამოუტანია. სამართალდამცავმა უწყებამ ბირჟის მუშაობის შეწყვეტის ბრძანება გამოსცა, რადგან ბირჟა ლიცენზიის გარეშე ოპერირებდა. The post სამხრეთ აფრიკის კრიპტო სექტორი გამჭვირვალე მარეგულირებელ სისტემას მოითხოვს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  8. ონლაინ გამოცემა Cointelegraph-მა სარვამარტო კონფერენცია მოაწყო, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ კრიპტო სექტორის წარმატებული ქალები. კონფერენციის მიზანი გამოცდილებისა და შეხედულებების გაზიარება იყო. სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევების თანახმად, გენდერული უთანასწორების მიმდინარე მოცემულობით გათანაბრებას დაახლოებით ერთი საუკუნე დასჭირდება. ამ ფონზე, “ქალთა საერთაშორისო დღე” აღნიშნავს ქალთა სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ მიღწევებს. ამ მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით Cointelegraph–მა მოაწყო მრგვალი მაგიდა, რომელიც ეხებოდა კრიპტო სექტორის გავლენიანი ქალების გამოცდილების გაზიარებას. კონფერენციაში მონაწილეობდნენ: Avandis Consulting–ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი – ანინო ემუვა, Efi Pylarinou, Blockchain-ისა და ფინტეკის საკითხში მრჩეველი – ეფი ფილარინოუ, Coinmarketcap-ის კონტენტ მენეჯერი – მოლი ჯეინ ცუკერმანი, OKEx–ის კონტენტ ხელმძღვანელი – ოლივია კაპოზალო, Cointelegraph–ის რეპორტიორი და პოდკასტერი – რეიჩელ ვოლფსონი, Utrust-ის გენერალური დირექტორი – სანჯა კონი, Cointelegraph-ის მთავარი ტექნოლოგიური სპეციალისტი – ელისა შევანსკი და Nexo–ს დამფუძნებელი გუნდის წევრი, VIP ურთიერთობების მენეჯერი – თეოდორა ათანასოვა. მრგვალ მაგიდას უძღვებებოდა ქრისტინა ლუკრეზია-კორნერი – მასპინძელი ონლაინ გამოცემის მმართველი რედაქტორი. გამოცდილების გაზიარებასთან ერთად კონფერენციაზე ასევე განიხილეს გენერული თვალსაზრისით Blockchain-ისა და კრიპტოვალუტის სარგებელი, სტერეოტიპების დაძლევის გზები და ციფრული სექტორის მომავალი. The post ონლაინ კრიპტო ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონფერენცია მოაწყო appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  9. Blockchain ინკუბატორი და საინვესტიციო კომპანია Blockchains LLC კონცენტრირდება “ჭკვიანი ქალაქის” მშენებლობის გეგმებზე. ციფრული ქალაქის მშენებლობას კი ნევადას უდაბნოში აპირებს. Associated Press-თან ინტერვიუში კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეფრი ბერნსმა აღნიშნა, რომ მან ნევადის შტატის ადგილობრივ მთავრობას სთხოვა 67,000 ჰექტარის საკუთრებაში გადაცემა. თუ მისი შუამდგომლობა წარმატებით დასრულდა Blockchain კომპანიას საშუალება ექნება იმოქმედოს, როგორც “ინოვაციური ზონა”, სადაც კომპანიას შეეძლება დააწესოს გადასახადები და შექმნას სასამართლო, რომელიც თავისიფალი იქნება სასაქონლო და მომსახურების გადასახადებისაგან. ჯეფრი ბერნსი საზოგადოებას “კრიპტო ქალაქს” სთავაზობს, როგორც ადგილს, სადაც ყველა მზად არის საქმის ნულიდან დასაწყებად. კომპანიამ თავდაპირველად შეიძინა მიწა 170 მილიონ დოლარად 2018 წლის იანვარში. იმ დროს, ჯეფრი ბერნსმა აღნიშნა, რომ შემოთავაზებულ “კრიპტო ქალაქში” განთავსდება Blockchain კამპუსი, ელექტრონული სპორტის არენა და საცხოვრებელი სახლები. მიუხედავად იმისა, რომ აღმასრულებელმა დირექტორმა გამოთქვა იმედი 75 წლის განმავლობაში 15.000 სახლის აშენების შესახებ, აღნიშნულ “კრიპტო ქალაქში”, ამჟამად კომპანიის მიწის უმეტეს ნაწილში საცხოვრებელი ფართის მშენებლობა დაუშვებელია. The post Blockchain კომპანია ნევადის უდაბნოში კრიპტო ქალაქს ააშენებს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.