Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'ზურაბიშვილი' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • ხელოვნება & კულტურა
    • კიბერსამყარო
    • განათლება & მეცნიერება
    • ეკონომიკა & ბიზნესი
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • მოდა & თავის მოვლა
    • კულინარია
    • სპორტი & თამაშები
    • ბუნწიაღი
    • ზეზვა & მზია
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 3 results

  1. სალომე ზურაბიშვილი - კოალიციური მთავრობა აუცილებელია „პოლარიზაციის გადალახვა ძალიან რთულია. 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია. თუმცა, რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. ეს ეხლა თავის „იდეებ“ აჟღერებს დავიჯერო?
  2. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 21-23 იანვარს ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს სტუმრობს, სადაც იგი უკვე შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეპ ბორელს. დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ, შარლ მიშელმა Twitter-ზე დაწერა, რომ „ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია“. მან ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს გვერდითაა კოვიდ-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და „რეფორმების გაღრმავების“ საქმეში. თავის მხრივ, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ის მხარდაჭერა, რომელიც პანდემიის დაწყებისთანავე ევროკავშირისგან მივიღეთ ადასტურებს, რომ ამ გლობალური გამოწვევიდან საუკეთესო გამოსავალი სოლიდარობაა“. „ამავე სოლიდარობას ველით ვაქცინების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით“, – დასძინა მან. ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჟოზეპ ბორელთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ის, რაც ჩვენ ახლა გვჭირდება, არის მეტი ჩართულობა ევროკავშირის მხრიდან კონფლიქტების მოგვარების საქმეში“. მისი თქმით, „ევროპასა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გვაძლიერებს“. თავის მხრივ, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური იუწყება, რომ ჟოზეპ ბორელმა და პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საქართველოში არჩევნების შემდგომი ვითარების, პანდემიის, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობის, ასევე ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ იმსჯელეს. „საქართველოს ესაჭიროება სრულფასოვნად მოქმედი, წარმომადგენლობითი პარლამენტი, რომელიც მოსახლეობის ნდობით ისარგებლებს და მტკიცედ იმოქმედებს, რათა სწრაფად დააღწიოს თავი კოვიდ-19-ის პანდემიას და უფრო ფართო რეფორმების დღის წესრიგი განახორციელოს, მათ შორის, სასამართლო სისტემაში“, – იტყობინება ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური ბორელის სიტყვებზე დაყრდნობით. ბრიუსელში ასევე დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, დევიდ სასოლისთან, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, დევიდ მაკკალისტერთან, ბელგიის მეფე ფილიპთან და ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან. წყარო: Civil.ge
  3. ტრადიციული განათლების ფილოსოფიისა და პრაქტიკის უარყოფა ახალი ტიპის და უფრო რთული საგანმანათლებლო პრობლემების წინაშე აყენებს მათ, ვისაც ახალი ტიპის განათლების სწამს. თუ ამ ფაქტს არ ვაღიარებთ და ბოლომდე არ გავაანალიზებთ, ბრმად და გაურკვევლად ვიმოქმედებთ. მხოლოდ ძველი გზიდან გადახვევით პრობლემებს ვერ გადავჭრით. ჯონ დიუი განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში ინიცირებული პროექტის „ახალი სკოლის მოდელის“ განხორციელება უკვე მეორე წელია მიმდინარეობს და 2024 წლამდე საქართელს ყველა სკოლა უნდა მოიცვას. რეფორმის იდეა გამარტივებულად ასე გამოიყურება: ტრადიციული საკლასო ოთახი უნდა ჩანაცვლდეს პროგრესული, კონსტრუქტივისტული სასკოლო კურიკულუმით. სასკოლო კლიმატი უნდა შეიცვალოს დემოკრატიული, სწავლა-გამოცდილებით და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოთი. მოდელი ასევე ითვალისწინებს მასწავლებლებისთვის ICT უნარების განვითარებას, სკოლის მენეჯმენტის მხარდაჭერას და მოსწავლეების შეფასებას. რეფორმა შეიცავს პროგრესული განათლების ელემენტებს და მისი მთავარი რიტორიკაა ტრადიციული სასწავლო გარემო ტრანსფორმირდეს პროგრესული, “ახალი” მოდელით. უფრო ფართო მნიშვნელობით, ტრადიციულის პროგრესულით ჩანაცვლებაზე დებატები განათლების სფეროში დიდი ხანია არსებობს და უკავშირდება განათლების მნიშვნელობის გააზრებას, სწავლა-სწავლების მეთოდებსა და კურიკულუმის იდეაზე განსხვავებულ მოსაზრებებს. ცენტრალურ განსხვავებას ამ ორ ხედვას შორის მივყვართ საკვანძო კითხვამდე: როგორია მათი მსოფლმხედველობა და როგორ აღიქვამენ ისინი მე და საზოგადოების ურთიერთკავშირს. პროგრესივისტებისთვის, ადამიანებმა თვითონ უნდა შექმნან მათთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო ცოდნა, მაშინ როდესაც ტრადიციულ მიდგომაში მთავარი აქცენტი უნივერსალური აკადემიური კომპეტენციების განვითარებაზეა, რომელიც სტანდარტიზებულად იზომება. პროგრესული ხედვის ერთ-ერთი მანიფესტაცია კონსტრუქტივისტული კურიკულუმია, რომელიც ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში ტრადიციულ კურიკულუმს ანაცვლებს. დისკურსების და ხედვების ამგვარი ჩანაცვლების დროს, განათლების სფეროში დისკუსია ხშირად მხოლოდ მეთოდური განსხვავებების ფოკუსში მიმდინარეობს, ნაცვლად მისი უფრო ფართო მნიშვნელობით გააზრებისა. ვფიქრობთ, რომ “ახალი სკოლის მოდელის” შემთხვევაშიც ასე მოხდა, პრობლემების მოგვარების გზა კონკრეტულ სასწავლო მეთოდებშია წარმოდგენილი. სურათი რომ გავამარტივოთ, რეფორმა ტრადიციული სასწავლო მეთოდების პროგრესული სწავლების ელემენტებით ჩანაცვლების მცდელობაა, ანუ, “მეთოდური ფეტიში”, როგორც ამ პროცესესს ლილია ბარტოლომე უწოდებს. პროგრესული ხედვით არ არის გაჯერებული განათლების სამინისტროს სხვა ინიციატივები, მაგალითად სკოლებში უსაფრთხოების მიღწევის გარანტად მანდატურები, ვიდეოკამერები და მეტალოდეტექტორები გვევლინება, რაც ტრადიციული ხედვის განსხეულება უფროა ვიდრე პროგრესულის, რომელიც უსაფრთხოების ქვაკუთხედად ჯანსაღ და პატივისცემაზე დამყარებულ ურთიერთობებს მოიაზრებს, ნაცვლად კონტროლის გაძლიერებისა. პროგრესული ხედვისგან დაცლილია მასწავლებლების პროფესიული განვითარების ჩვენეული მოდელიც, რომელიც ნაცვლად ცოდნის გაზიარებაზე და ურთიერთგანვითარებაზე ორიენტირებული მასწავლებელთა ქსელების მხარდაჭერისა, ცენტრალიზებულად გეგმავს მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროცესს და მათი სტატუსებისა და დაწინაურების ფორმულებს. ამგვარ ამორფულობაში ახალი სკოლის მოდელის შემოტანით რეალური ტრანსფორმაციის შანსები მინიმალურია და არგუმენტი “საიდანღაც ხო უნდა დავიწყოთ” – ადვილად მსხვრევადი, რადგან ყველა ზემოდან ქვემოთ მიმართული ინიციატივა გზად სამინისტროდან მოსწავლემდე მახინჯდება, ფორმასა და შინაარსს იცვლის და საბოლოო ჯამში ჩაფიქრებულისგან ხარისხობრივად განსხვავებული სახით აღწევს მოსწავლემდე. ტრადიციულის და პროგრესულის დაპირისპირებაში ერთ-ერთი ცენტრალური პრობლემა თვითონ ტრადიციულის და პროგრესულის ურთიერთწინააღმდეგობრიობის დაშვებაა. ისინი ავტომატურად საპირისპირო ცნებები არ არის. მაგალითად, პროგრესულის საპირისპირო შეიძლება იყოს ანტიპროგრესივიზმი და არა ტრადიციონალიზმი. ტრადიციონალიზმი ცალკე მდგომი მოცემულობაა. არსებობს პროგრესულობის პოზიტიური კონოტაცია და გაბატონებულ რწმენა, რომ ის აუცილებლად „კარგია“ და ტრადიციული „ცუდი“. ამის საპირისპიროდ, თვითონ სიტყვა ტრადიციული უკვე დაკნინებულ პოზიციაშია, ასოცირებული სიძველესთან და სტატიკურობასთან. ახალი სკოლის მოდელის შემთხვევაში, მცირე ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ რომ ახალი მოდელი არის “კარგი” და სკოლებში არსებული ტრადიციული მოდელი “ცუდი”. ასეთ დროს, პოტენციური საფრთხე პროგრესულობის ინერციით, გაუაზრებლად მიღებაშია. ინერციას თავის მხრივ, მივყავართ მეორე პრობლემასთან, რომელიც ჩანაცვლების დროს, კონტექსტის აღქმას და თანმიმდევრულობას უკავშირდება. განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როცა ჩანაცვლება არა ბუნებრივი კატალიზატორების მეშვეობით, არამედ ხელოვნურად/დაგეგმილად ხორციელდება. ბუნებრივი კატალიზატორის მაგალითი შეიძლება იყოს COVID-19 -ის დროს, სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების აქტიური ინტეგრირება, მასწავლებლებმა დაინახეს საჭიროება და თვად გახდნენ პროგრესის დანერგვის ინიციატორები. თუ პროცესში მონაწილე ადამიანები ვერ იაზრებენ ცვლილების მნიშვნელობას და ის მხოლოდ ცენტრალიზებულად (ზემოდან ქვემოთ) ხორციელდება, ჩანაცვლება კონტრპროდუქტიული შეიძლება იყოს, ან უკეთეს შემთხვევაში, დახარჯული რესურსებთან/შენატანებთან შედარებით, შედეგი არაპირდაპირპროპორციული და დაგვიანებული. ამგვარ დაშვებებში განსხვავება ხშირად იწვევს პროგრამების/რეფორმების განხორციელების დროს გაუგებრობებს, წინააღმდეგობებს, დაბნეულობას. მაგალითად, ტრადიციულ სასწავლო გარემოში მასწავლებლებისთვის არარეალური მოლოდინების ჩამოყალიბება, სასკოლო კლიმატის შეცვლის ერთ სემესტრიანი ილუზია. განათლების სპეციალისტების პროგრესული რიტორიკა, რომელსაც პოზიტიური განზრახვები აქვს , ზოგჯერ უფრო მეტად დამაზიანებელი შეიძლება იყოს, ვიდრე სასარგებლო. რეფორმის ნაპრალები ახალი სკოლის მოდელი არის მთავარი მოვლენა, რაც ამჟამად ხდება განათლების სამინისტროში, თუმცა უამრავ საჭიროებას შორის, რაც სკოლების წინაშე დგას, გაუგებარი და დაუსაბუთებელია, რატომ გვჭირდება მაინც და მაინც ახალი სკოლის მოდელი და არა სხვა მოდელი. რეფორმა გადაწყვეტილებების მიღების საუკეთესო პრაქტიკის დაცვით – ჩაკეტილ კაბინეტებში, საჯარო განხილვების გარეშე, ექსპერტების მიერ განხორციელდა. ამასთან, ახალი სკოლის მოდელში ახალი მხოლოდ ცნებებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდია. ძირეულ ცვლილებებს განათლების სისტემაში ახალი სკოლის მოდელი არ გვთავაზობს. რეფორმის შედეგების და გავლენის შეფასების კვლევა არც სამინისტროს, არც გარე ინსტიტუტების მიერ ჯერჯერობით არ ჩატარებულა, თუმცა, ზოგად ინტერვენციებზე დაკვირვებით არსებულ პრობლემებზე და რეფორმის ნაპრალებზე მსჯელობა მაინც შეიძლება. ნაპრალი 1: უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოვკვეთოთ, თუ ვინ ან რა იყო ჩანაცვლების იდეის ინიციატორი/ტრიგერი. რეფორმა ცალსახად სამინისტროში დაიგეგმა, ამიტომ ეს ცვლილებაც არის დაგეგმილი ცვლილება, რომელიც ცენტრალიზებულად ხორციელდება ყველა სკოლაში. ეს მოცემულობა სადაოს ხდის, რამდენად იარსებებს ახალი მიდგომების დანერგვის და შენარჩუნების მოტივაცია რეფორმის დასრულების შემდგომ. რამდენად ექნებათ მასწავლებლებს მიკუთვნებულობის განცდა, რამდენად იქნება კონსტრუქტივიზმის ღირებულებები ორგანული და არა ტექნიკური ხასიათის. მიუხედავად საწინააღმდეგოს მტკიცებისა, ახალი სკოლის მოდელის დანერგვით ძლიერდება განათლების სისტემის ცენტრალიზაციის პროცესი. სკოლებში ამ მოდელის წარმატებით დანერგვა ტექნიკურად პირდაპირაა დამოკიდებული მასწავლებელთა სახლიდან მივლენილ სპეციალისტებზე. დაპირება, რომ მოდელის დანერგვის პროცესის დეცენტრალიზება იგეგმება რესურს ცენტრების ჩართულობის გაზრდით, ბუნდოვანია და წინააღმდეგობაში მოდის მიმდინარე ქმედებებთან. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ რესურს ცენტრები სწორედ ცენტრალიზებული მართვის ინსტრუმენტად ფუნქციონირებს, მათი, როგორც დეცენტრალიზებულ ერთეულებად წარმოჩენის მცდელობა უსაფუძვლოა. ნაპრალი 2: დეკლარირებულად, ახალი სკოლის მოდელი სკოლის ავტონომიას ზრდის. სწავლის ცენტრალური კომპონენტი ხდება ცნება და მასწავლებელს აღარ უწევს სახელმძღვანელოზე მიჯაჭვულობა. თავად არჩევს ცნებას და მოსწავლესთან ერთად გეგმავს თუ რა თემებით მივიდეთ აღნიშნული ცნების გააზრებამდე. შედეგად იქმნება უნიკალური სასკოლო სახელმძღვანელო. თუმცა, აღნიშნული თავისუფლება რამდენად საკმარისია იმის მისაჩნევად, რომ სკოლის ავტონომია იზრდება, საკამათოა. სკოლას შეუძლია არჩევანი გააკეთოს მხოლოდ წინასწარ გამზადებული ცნებების შიგნით. მასწავლებლებს ახალი ცნებების შემოტანის უფლება არ აქვთ. ეს ძალიან გავს მშობლების მიერ მცირეწლოვანი შვილებისთვის ლიმიტირებული არჩევანის შეთავაზებას – ეს გინდა თუ ეს? ფუნდამენტური ცვლილებები ავტონომიის გაზრდის თვალსაზრისით ახალი სკოლის მოდელს არ მოაქვს. იქმნება მხოლოდ ავტონომიის ილუზია. ნაპრალი 3: ახალი სკოლის მოდელის ფილოსოფიაში მართებულადაა მოაზრებული, რომ მოსწავლის მიერ ახალი ცოდნის მიღების პროცესი უნდა დაშენდეს მის არსებულ ცოდნებზე. ამავე დროს გაურკვეველია, თავად ახალი სკოლის მოდელი თუ არის დაფუძნებული მასწავლებლებში არსებულ ცოდნაზე, მათ მოტივაციაზე, წარმოდგენებსა და რესურსზე. პასუხგაუცემელია კითხვები – არის თუ არა ყველა მასწავლებელი ამ რეფორმისთვის მზად? კვალიფიციური მასწავლებლები სადაც მეტი გვყავს, უკეთ დაინერგება თუ არა რეფორმა? თუ კი, მაშინ რომელ სკოლებში უფრო მეტი კვალიფიციური კადრი გვყავს, ქალაქში თუ სოფელში? გარდა ამისა, ახალი სკოლის მოდელით მასწავლებელი ვალდებული ხდება ჩაანაცვლოს მისი წარმატებული თუ წარუმატებელი მეთოდები ექსპერტების მიერ შემუშავებული ახალი სწავლების მეთოდით. ნაპრალი 4: ახალი სკოლის მოდელს არ აქვს ცვლილებების თეორია. არ არსებობს საჯაროდ ხელმისაწვდომი არანაირი დოკუმენტი / დოკუმენტები, რაც დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას მისცემს დეტალურად გაეცნოს ახალი სკოლის მოდელის კონცეფციას, დანერგვის სტრატეგიას, სამოქმედო გეგმას, ბიუჯეტს. აპელირება იმაზე, რომ ახალი სკოლის მოდელი მხოლოდ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესია არ ათავისუფლებს განათლების სამინისტროს პროგრამის განხორციელების ფუნდამენტური წესების დაცვისაგან. ნაპრალი 5: ახალი სკოლის მოდელი პროგრამულად არის რესურსებზე და არა შედეგებზე დაფუძნებული. ყოველთვის გვესმის და სავარაუდოდ კიდევ მოვისმენთ, თუ რა კეთდება, იმის მაგივრად, თუ რა შედეგი მივიღეთ. არგუმენტი, რომ შედეგები გრძელვადიანია, მისაღები არ არის, რადგან უკვე ჩატარდა მოდელის პილოტირება ერთ-ერთ სკოლაში. ასევე, უკვე წელიწადზე მეტია, რაც მოდელი რამდენიმე ათეულ სკოლაში დაინერგა. აქამდე განათლების სამინისტროს არცერთი ანგარიში არ გამოუქვეყნებია, საიდანაც გავიგებდით როგორ მიმდინარეობს დანერგვის პროცესი, რა შეიცვალა სკოლებში, რა მოკლევადიანი შედეგები მივიღეთ. იმის გათვალისწინებით, თუ რა უჯდება გადასახადის გადამხდელებს აღნიშნული მოდელის დანერგვა, მეტი ანგარიშვალდებულება მისაღები იქნებოდა. ნაპრალი 6: ახალი სკოლის მოდელს შემოაქვს ერთადერთი სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც მასწავლებელმა უნდა აწარმოოს – თემატური მატრიცა, (სხვა დოკუმენტაციის წარმოების ვალდებულება უქმდება, მათ შორის გაკვეთილის გეგმის). თემატური მატრიცების ერთობლიობა კი სასკოლო კურიკულუმს ქმნის. თემატურ მატრიცაში სულ 9 გრაფაა შესავსები, საიდანაც 8 მასწავლებელმა copy paste-ის საშუალებით უნდა შეავსოს მისთვის ხელმისაწვდომი სხვადასხვა დოკუმენტიდან. დარჩენილი მე-9 გრაფაც სრულიად შესაძლებელია რომ copy paste-ით შეივსოს, რის საშუალებასაც ახლად შექმნილი კომპლექსური დავალებების რესურსი იძლევა. ეს კი სასათბურე პირობებს ქმნის “ზარმაცი” მასწავლებლებისთვის, რომელსაც შეეძლება შემოქმედებით პროცესი მაუსის მარტივი მოძრაობებით ჩაანაცვლოს. გამოდის, რომ სასკოლო კურიკულუმში შეიძლება ერთი ორიგინალური იდეის გარეშეც კი შეიქმნას. და ბოლოს, პრობლემები რომ შევაჯამოთ, ახალი სკოლის მოდელისთვის პრობლემების მოგვარება იწყება გამხმარი ხის ფოთლების და არა ფესვების გაჯანსაღებით. საზოგადოებრივი ცხოვრების არცერთ განზომილებაში არ არ არსებობს რეალური დამოუკიდებლობა ფინანსური დამოუკიდებლობის გარეშე. სკოლებისთვის დამოუკიდებლობის მინიჭება სწორედ მათთვის დაფინანსების გაზრდით უნდა მოხდეს. ამავდროულად, ხომ არ ჯობდა დიდი რაოდენობის ფინანსური შენატანი დასაწყისში ინფრასტრუქტურულ, ტექნოლოგიურ, სკოლის იმიჯის/რეპუტაციის, ხელფასების გაზრდაში მომხდარიყო. ასეთ შემთხვევაში, შეიქმნებოდა პირობები, რომ დავალებების შექმნა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა მასწავლებლებს თავად დაეწყოთ. თუ ახალი სკოლის მოდელი უიმედო პროექტია, რა ვუყოთ უკვე დახარჯულ რესურსს? მივყვეთ ბოლომდე მაინც თუ დავაკონსერვოთ?. რა ჯობია დაიკარგოს უკვე დახარჯული 20 მილიონი ლარი (2019 წლის ბიუჯეტი) თუ 4 წელში ასეულობით მილიონი? ==>> განათლების შესახებ სხვაანალიტიკური სტატიების სანახავად გადადით ბმულზე