Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'ბრიუსელს' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • ხელოვნება & კულტურა
    • კიბერსამყარო
    • განათლება & მეცნიერება
    • ეკონომიკა & ბიზნესი
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • მოდა & თავის მოვლა
    • კულინარია
    • სპორტი & თამაშები
    • ბუნწიაღი
    • ზეზვა & მზია
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 21-23 იანვარს ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს სტუმრობს, სადაც იგი უკვე შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეპ ბორელს. დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ, შარლ მიშელმა Twitter-ზე დაწერა, რომ „ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია“. მან ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს გვერდითაა კოვიდ-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და „რეფორმების გაღრმავების“ საქმეში. თავის მხრივ, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ის მხარდაჭერა, რომელიც პანდემიის დაწყებისთანავე ევროკავშირისგან მივიღეთ ადასტურებს, რომ ამ გლობალური გამოწვევიდან საუკეთესო გამოსავალი სოლიდარობაა“. „ამავე სოლიდარობას ველით ვაქცინების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით“, – დასძინა მან. ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჟოზეპ ბორელთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ის, რაც ჩვენ ახლა გვჭირდება, არის მეტი ჩართულობა ევროკავშირის მხრიდან კონფლიქტების მოგვარების საქმეში“. მისი თქმით, „ევროპასა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გვაძლიერებს“. თავის მხრივ, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური იუწყება, რომ ჟოზეპ ბორელმა და პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საქართველოში არჩევნების შემდგომი ვითარების, პანდემიის, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობის, ასევე ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ იმსჯელეს. „საქართველოს ესაჭიროება სრულფასოვნად მოქმედი, წარმომადგენლობითი პარლამენტი, რომელიც მოსახლეობის ნდობით ისარგებლებს და მტკიცედ იმოქმედებს, რათა სწრაფად დააღწიოს თავი კოვიდ-19-ის პანდემიას და უფრო ფართო რეფორმების დღის წესრიგი განახორციელოს, მათ შორის, სასამართლო სისტემაში“, – იტყობინება ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური ბორელის სიტყვებზე დაყრდნობით. ბრიუსელში ასევე დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, დევიდ სასოლისთან, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, დევიდ მაკკალისტერთან, ბელგიის მეფე ფილიპთან და ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან. წყარო: Civil.ge