Jump to content
×
×
  • Create New...

1-ლი თებერვლიდან თბილისში საზ. ტრანსპორტის სააბონენტო სისტემა ამოქმედდება.


Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
2 საათის წინ, Damnoc said:

ძალაუფლება, როგორც ენერგია, ორნაირია, აქტუალიზებული და პოტენციური.

ფრიად რომანტიზებული წარმოდგენაა, იმჰო.

არადა, ძალაუფლება ძალიან ტრივიალური და კონკრეტული რამაა - კონკრეტულად კონტროლი. მეტი ძალაუფლება არაფერია. და რადგან კონტროლია ის პოტენციური ვერ იქნება პოტენციური, ის იქნება თუ თქვენს ტერმინოლოგიას ვიხმართ აქტუალიზირებული (თუ სწორად გავიგე რასაც გულისხმობთ). 

ასევე თქვენს წინა პოსტებსაც გამოვეხმაურები, რომ ძალაუფლება რყვნის. იმჰო, ეს არასწორი მტკიცებაა და აი რატომ - ძალაუფლება რომ რყვნიდეს მაშინ დასავლური ცივილიზაცია დღეს ამ სახით და ფორმით არ იარსებებდა.

ჩემი აზრით, ძალაუფლება კი არ რყვნის, კონკრეტულ პირთა ჯგუფს რომელიც ისტორიის კონკრეტულ მონაკვეთში ახორციელებს კონტროლს, რაღაც კონკრეტულ მომენტში აღარ შესწევს უნარი ადაპტირდეს არსებულ გამოწვევებთან და მიმართავს ძალისმიერ ხერხებს კონტროლის შესანურჩენებლად. რამდენადაც ვიცით, ამ ვითარებაში და მსგავსი მეთოდებით კონტროლის შენარჩუნება ხდება ძალიან მცირე ხნით და მსგავსი ადამიანები როგორც წესი, ცუდად ამთავრებენ. 

Edited by Seth
Share on other sites

  • ფორუმელი
8 საათის წინ, Seth said:

ასევე თქვენს წინა პოსტებსაც გამოვეხმაურები, რომ ძალაუფლება რყვნის. იმჰო, ეს არასწორი მტკიცებაა და აი რატომ - ძალაუფლება რომ რყვნიდეს მაშინ დასავლური ცივილიზაცია დღეს ამ სახით და ფორმით არ იარსებებდა.

ჩემი აზრით, ძალაუფლება კი არ რყვნის, კონკრეტულ პირთა ჯგუფს რომელიც ისტორიის კონკრეტულ მონაკვეთში ახორციელებს კონტროლს, რაღაც კონკრეტულ მომენტში აღარ შესწევს უნარი ადაპტირდეს არსებულ გამოწვევებთან და მიმართავს ძალისმიერ ხერხებს კონტროლის შესანურჩენებლად. რამდენადაც ვიცით, ამ ვითარებაში და მსგავსი მეთოდებით კონტროლის შენარჩუნება ხდება ძალიან მცირე ხნით და მსგავსი ადამიანები როგორც წესი, ცუდად ამთავრებენ. 

ანუ , თუ სწორად გავიგე მუსიე სეტ, თქვენი ფორმულირება მოკლედ ასე გამოითქმის : - ფუფუნებაა ის რაც რყვნის და არა ძალაუფლება, ხოლო ძალაუფლება გარდამავალი ოლიმპიური მედალივითაა, რომელსაც მჯობნის-მჯობნი არ დაელევა ???

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
7 საათის წინ, Seth said:

ძალაუფლება ძალიან ტრივიალური და კონკრეტული რამაა - კონკრეტულად კონტროლი.

სტატისტიკაში ძალიან ხშირადაა შემთხვევა როცა მონაცემები იქამდე არ ჯდება არანაირ ლოგიკაში სანამ რამდენიმე ჯგუფად არ გავყოფთ.

აი დაახლოებით ის თემაა ზოგი რომ კომბოსტოს ჭამს, ზოგი ხორცს და საშუალოდ ტოლმა გამოდის.

იგივეა მანდაც. კი, შეგვიძლია გავირთულოთ ცხოვრება და ვთქვათ რომ ერთი რამეა მაგრამ ეგეთი ობფუსკაცია რაში გვაწყობს ვერ მივხვდი.

 

ან პრინციპში სხვანაიად შემიძლია გადავალგო ალბათ, სადაც არც ხორცი დაიწვება და არც შამფური:

ძალაუფლება შეგვიძლია დავყოთ აქტუალიზაციისთვის საჭირო წინაპირობების სირთულის მიხედვით.

მეფეს შეუძლია ხელი გაიშვიროს და ვიღაცას თავი გააგდებინოს. ხალხსაც შეუძლია რომ მეფეს თავი გააგდებინოს, მაგრამ მათი ძალაუფლების აქტუალიზაციას ბევრად უფრო მეტი წინაპირობა აქვს (ამ შემთხვევაში ფსიქო-სოციო-ლოგისტიკური) ვიდრე მეფისას.

შეგვიძლია ისინი ერთ ჯგუფში შევიყვანოთ მაგრამ მგონი თვალსაჩინოა რატომაც ვარჩიე რომ გამეყო.

7 საათის წინ, Seth said:

ძალაუფლება რომ რყვნიდეს მაშინ დასავლური ცივილიზაცია დღეს ამ სახით და ფორმით არ იარსებებდა.

ვერ გავიგე ამ წინადადების არსი. რა არის დასავლეთის ისტორიაში იმის ლაკმუსი რომ ძალაუფლება არ რყვნის?

7 საათის წინ, Seth said:

პირთა ჯგუფს რომელიც ისტორიის კონკრეტულ მონაკვეთში ახორციელებს კონტროლს, რაღაც კონკრეტულ მომენტში აღარ შესწევს უნარი ადაპტირდეს არსებულ გამოწვევებთან და მიმართავს ძალისმიერ ხერხებს კონტროლის შესანურჩენებლად.

და სანამ კონტროლის შენარჩუნება დადგება დღის წესრიგში იქამდე პირთა ეს ჯგუფი ანგელოზთა ანსამბლს ჩამოგავს ხოლმე ქცევით?

 

არის ადამიანში დრაივები რომლებიც მიყუჩებულია იმის ფონზე რომ მათი გამოვლინება სოციალურად მიუღებელია.

იმ ყველაფრის ჯამი რაზეც ვთანხმდებით რომ მიღებულია და რაც მიუღებელი, პრინციპში არის კიდეც მორალის კოდექსი.

ძალაუფლების მატებასთან ერთად ადამიანს აქვს საშუალება უფროდაუფრო ნაკლები ანგარიში გაუწიოს ზემოხსენებულ კოდექსს და სხვა რა დავარქვათ ამას თუ არა რყვნა?

Share on other sites

9 საათის წინ, Seth said:

კონკრეტულ პირთა ჯგუფს რომელიც ისტორიის კონკრეტულ მონაკვეთში ახორციელებს კონტროლს, რაღაც კონკრეტულ მომენტში აღარ შესწევს უნარი ადაპტირდეს არსებულ გამოწვევებთან და მიმართავს ძალისმიერ ხერხებს კონტროლის შესანურჩენებლად. რამდენადაც ვიცით, ამ ვითარებაში და მსგავსი მეთოდებით კონტროლის შენარჩუნება ხდება ძალიან მცირე ხნით და მსგავსი ადამიანები როგორც წესი, ცუდად ამთავრებენ.

ასეა, და დაახლოებით იწყება ძალაუფლების ამღებების შემდგომ მესამე თაობიდან.

პირველმა თაობამ ხელში აიღო ძალაუფლება -> მგლები

მეორე თაობა იმდენად დიდ იდეოლოგიურ ფსიქოლოგიურ წნეხშია რომ ყველანაირაც ცდილობს მიბაძოს პირველს -> მოდარაჯე ძაღლები

მესამე თაობა - აქედან უკვე ქვევით სვლა იწყება, ესენი ჯერ მამებზე (მოდარაჯე ძაღლებზე) ქირქილებენ ტიპა - რაღა დროს ესენია, ალემაო ფალკაო დროს ჩამორჩით იუზგარ :gigi:, ხოლო პაპების (მგლების)  თაობაზე უაბშე ანეკდოტებს ქმნიან. -> სახლის დეკორატიული ძაღლები

 

ამათ თუ გაიარეს ეპოქა მშვიდად (რაც უამრავ სხვა გარე ფაქტორზეა დამოკიდებული)

ამათი შემდგომი თაობა უკვე სრული კატასტროფაა. ამათ როგორც წესი ან გარედან მოსულები ჭამენ ან შიგნით კონტრელიტა ყლაპავს.

სულ სადღაც 150 წლიანი ციკლია.

 

Share on other sites

  • ფორუმელი
16 საათის წინ, Damnoc said:

ამიტომ ჯობს თუ აქტუალიზებულს ავიღებთ ეტალონად.

რეალური ძალაუფლება, სამოქალაქო ომებამდე, ეკუთვნოდა ცენტურიატულ კომიციას - შეიარაღებული რომაელების ერთობლიობას, ამიტომ რომაული ნობილიტეტი იძულებული იყო ეძია და მოეპოვებინა მათი თანხმობა თანადებობების მოსაპოვებლად. შესაბამისად, კომიციის მიერ არჩეულ პირებს გააჩნდათ მხოლოდ ხელისუფლება და არა ძალაუფლება.

16 საათის წინ, Damnoc said:

ეკლესიას თითქმის უსასრულო პოტენციური ძალაუფლება აქვს.

ამიტომ მივუთითე კონკრეტული დრო, ის, როცა კათოლიკურმა ეკლესიამ ძალაუფლება დაკარგა. მიუხედავად ამისა, იგი დარჩა ფეოდალური არისტოკრატიის ძალაუფლების ლეგიტიმაციის ერთ-ერთ წყაროდ (მეორე იყო რომის საღვთო იმპერიის იმპერატორი, რომელსაც, ასევე, არ გააჩნდა რეალური ძალაუფლება).

 

16 საათის წინ, Damnoc said:

მაგის პოლიტიკურ დისკუსიაში შემოტანით ძალიან ვამღვრევთ წყალს ჩემი აზრით. რვაფეხა რომ სტრესის დროს მელანს აფრქვევს იმას მაგონებს.

ვერ დაგეთანხმებით. კათოლიკური ეკლესია ჩვეულებრივ სატახტო თამაშებს თამაშობდა.

 

16 საათის წინ, Damnoc said:

მე მაქვს ვაგუიუ სტეიკის, 60 ინჩიანი QLED ტელევიზორის და გემრიელად ჩასაბღუჯი დუნდულის აუცილებლობა, გარდაუვალობა ან/და საჭიროება.

ამ დებულების არსებობამ რანაირად შეცვალა სამყარო? არანაირად.

ბავშვს რომ ხელში დატენილი იარაღი ჩავუდოთ და "ეს მხოლოდ თავდაცვისთვის უნდა გამოიყენო" ვუთხრათ, დაახლოებით ასე ვხედავ ძალაუფლების დელგირების დროს "უნდა"-ს თქმას და მშვიდად ძილს.

განსხვავება წარმატებასა და წარუმატებლობას შორის სწორედ "უნდას" დაკმაყოფილებაზე გადის. გავაკეთებთ, რაც "უნდა" - მივაღწევთ წარმატებას, ვერ გავაკეთებთ - დავრჩებით კლეპტოკრატიულ სახელმწიფოში.

მამა ხდება ის, ვინც, თქვენივე მაგალითის მიხედვით რომ ვთქვა, დუნდულა ჩაბღუჯა და ეს ცვლის სამყაროს.

 

4 საათის წინ, Eric said:

ასეა, და დაახლოებით იწყება ძალაუფლების ამღებების შემდგომ მესამე თაობიდან.

მილორდ, გარედან მოყვანილ თითოეულ მოდერატორზე, რომელსაც პოზიტიური პროექტის რეალიზაცია დაევალა, ათი ისეთი მოდის, რომელსაც საწინააღმდეგო ამოცანა დაუსვეს. გაიხსენეთ ჩილე ბალმასედას, ან არგენტინა ირიგოიენის შემდეგ.

 

16 საათის წინ, Damnoc said:

სამხრეთ ამერიკის ისტორია იმდენად არ ვიცი რომ შედარებითი ანალიზი გავაკეთო. თუ რამე შემაჯამებელი სტატიაა სადმე, არ მეზარება გადახედვა.

რუსი პუბლიცისტის სტატიების ციკლი საინტერესო საკითხავია. ეს ვერშინინი ნაფიცი და პროფესიონალი პროპაგანდისტია და სიფრთხილეა საჭირო, მაგრამ თუ დაგაინტერესათ, თავადაც გადაამოწმებთ. ციკლების უკანასკნელი სტატიების ბმულებს დავდებ და დასაწყისს იქ მოიძიებთ. მთლიანობაში ასორმოცამდე სტატიაა.

Share on other sites

1 minute წინ, York Ge said:

მამა ხდება ის, ვინც, თქვენივე მაგალითის მიხედვით რომ ვთქვა, დუნდულა ჩაბღუჯა და ეს ცვლის სამყაროს.

გენიალურია მესირ.

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
6 საათის წინ, kvipriane said:

ფუფუნებაა ის რაც რყვნის და არა ძალაუფლება, ხოლო ძალაუფლება გარდამავალი ოლიმპიური მედალივითაა, რომელსაც მჯობნის-მჯობნი არ დაელევა ?

არა სენიორ.

მე ვამბობ შემდეგს - ძალაუფლების გრძელვადიანი შენარჩუნების ერთადერთი საშუალება არის ადაპტაცია (გნებავთ პროგრესი) გარემოსთან და არსებულ (ან სამომავლო) გამოწვევებთან. როდესაც ძალაუფლების მქონე პირთა წრე ამას ვეღარ აკეთებს, მაშინ ისინი მიმართავენ ძალადობის ხერხებს ხელისუფლების შესანარჩუნებლად, იმიტომ რომ სხვა გზა აღარ აქვთ. სწორედ ესაა რასაც ვუწოდებთ გარყვნას ძალაუფლების მიერ (ჩემი აზრით შეცდომით).

5 საათის წინ, Damnoc said:

მეფეს შეუძლია ხელი გაიშვიროს და ვიღაცას თავი გააგდებინოს. ხალხსაც შეუძლია რომ მეფეს თავი გააგდებინოს,

ხალხს არ შეუძლია არაფერი. უფრო სწორად ხალხს შეუძლია გააკეთოს ის რასაც ძალაუფლების ხელში ამღებთა გარკვეული კატეგორია ეტყვის, ამიტომ ეს პოსტულატი მცდარია.

ძალიან ცნობილი მაგალითები, რომლებიც პირდაპირ ჯდება ამ წინადადებაში 2-ია. ლუისა და მისი ცოლის თავების გაგდებინება და ნიკოლოზის და მისი ოჯახის დახვრეტა. პირველ შემთხვევაში საქსების მიერ ბანკირების (უვრარის თაოსნობით) გავლით დაფინანსებულმა მაქსიმილიანმა მოასუფთავა ველი ბარასისა და დირექტორიისთვის, ხოლო მეორე შემთვხვევაში ფრიცების დაწყებული საქმე საქსებმა მიიყვანეს ბოლომდე.

5 საათის წინ, Damnoc said:

რა არის დასავლეთის ისტორიაში იმის ლაკმუსი რომ ძალაუფლება არ რყვნის?

ის რომ არსებობს, ანტიკური საბერძნეთიდან დღემდე. რომ გაერყვნა, აღარ იარსებებდა რადგან ეს 2 რამ შეუთავსებელია.

5 საათის წინ, Damnoc said:

და სანამ კონტროლის შენარჩუნება დადგება დღის წესრიგში იქამდე პირთა ეს ჯგუფი ანგელოზთა ანსამბლს ჩამოგავს ხოლმე ქცევით?

არა რა თქმა უნდა, ეს არის იგივე ტიპის ჯგუფი ოღონდ კონტროლის მექანიზმების ფლობის გარეშე.

5 საათის წინ, Damnoc said:

ძალაუფლების მატებასთან ერთად ადამიანს აქვს საშუალება უფროდაუფრო ნაკლები ანგარიში გაუწიოს ზემოხსენებულ კოდექსს და სხვა რა დავარქვათ ამას თუ არა რყვნა?

პირიქით არის ეს. ძალაუფლების მატებასთან ერთად, ეგ კოდექსი მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ხდება. ეგ ე.წ. კოდექსი დიდი ნაწილია იმ აუცილებელი "რამისა" რაც საჭიროებს ადაპტაციას და პროგრესს (ამაზე ზევით ვისაუბრეთ, როდესაც ხელისუფლების გრძელვადიანად შენარჩუნებაზე ვსაუბრობდით).

აქვე, რატომ ახსენებთ ადამიანს (ერთ ადამიანს) როდესაც ძალაუფლებაზე ვსაუბრობთ? ძალაუფლება არასდროს ყოფილა და არც არის ერთი ადამიანის ხელში. ის ყოველთვის კონკრეტული ადამიანების (ბევრის) ხელშია. შესაბამისად, ერთი ადამიანის "გარყვნას" არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ ზემოთაღნიშნული პროგრესის პირობა დაკმაყოფილებულია.

 

 

Edited by Seth
Share on other sites

1 minute წინ, Seth said:

აქვე, რატომ ახსენებთ ადამიანს (ერთ ადამიანს) როდესაც ძალაუფლებაზე ვსაუბრობთ? ძალაუფლება არასდროს ყოფილა და არც არის ერთი ადამიანის ხელში. ის ყოველთვის კონკრეტული ადამიანების (ბევრის) ხელშია. შესაბამისად, ერთი ადამიანის "გარყვნას" არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ ზემოთაღნიშნული პროგრესის პირობა დაკმაყოფილებულია.

ეს უმნიშვნელოვანესი მომენტია მესირ,

შემდეგი რაც გასარჩევი გვაქვს ჩემი აზრით არის -> რა არის ძალაუფლება?

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   125 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 124 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(10)
    • Facebookexternalhit(1)