Jump to content
×
×
  • Create New...

1-ლი თებერვლიდან თბილისში საზ. ტრანსპორტის სააბონენტო სისტემა ამოქმედდება.


Recommended Posts

  • ფორუმელი
3 minutes წინ, York Ge said:

გარედან ჩარევა ხდება შიგნით შექმნილ ვითარებაში :)

სხვათაშორის ხშირად ჩარევა არ დასჭირდებათ ისეთი ქაქი დუღს გურჯენჯეოშნიკებში.

თუ რომელიმე სახელმწიფო ორგანიზაციაში ჩაყოფილი აქვთ ხელი იქ საერთოდ არის რა.

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
2 საათის წინ, Eric said:

რატომ იყენებს არსით ერთი, მაგრამ ორი სხვადასხვა ადამიანი განსხვავებულ მეთოდებს ურთიერთობისას?

ა) იმიტომ რომ სხვანაირად არ იცის

და

ბ) იმიტომ რომ ვინც იცის ის უქმნის ასეთ გარემოს.

ერთადაც შეიძლება ეს მიზეზები იყოს და ცალ-ცალკეც.

Edited by Seth
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

@Eric

 

აი კიდევ რატომ სენიორ

მოსამართლეობის კანდიდატი - უნივერსიტეტი, რომელშიც ვსწავლობდი, ფასიანი იყო, ვაკეში, 2 თუ 3-სართულიან შენობაში იყო, 2005 წლამდე იარსება, მერე აკრედიტაცია ვერ გაიარა | საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" (interpressnews.ge)

არცერთი ოდნავ მაინც თავმოყვარე ოლიგარქია :დ არ დაუშვებს რომ მსგავსი განათლების მქონე სუბიექტი იყოს ნებისმიერი სასამართლოს, მით უმეტეს უზენაესი სასამართლოს წევრი.

შედარებისთვის - ბრიტანეთში კონკრეტულად სასამართლოს აბსოლუტური უმრავლესობა სადღაც 80% დაკომპლექტებულია ე.წ. რასელ ჯგუფის უნივების ტოპ 5-ეულიდან, ხოლო ამ 80%-ის უდიდესი უმრაველესობა ოქსფორდისა და კემბრიჯის კურსდამთავრებულებიდან.

პ.ს. მესმის რომ შედარება არარელევანტურია, ამიტომ ხარისხის მიხედვით არც ვადარებ. ვადარებ მეთოდების და მიდგომების კუთხით.

Edited by Seth
Share on other sites

მე მგონია რომ პრობლემა არა იმდენად პოლიტიკური რამდენადაც ანთროპოლოგიური ხასიათისაა, უხსოვარი დროიდან ადამიანების გვერდიგვერდ ცხოვრობენ ქაჯები, ძალიან ადრე ეს ორი მოდგომა იზოლირებული იყო ერთმანეთისგან და შემდეგ არევა მოხდა, ერთმანეთში აირივნენ და ადამიანებმა ქაჯების გადაიღეს და ქაჯებმა ადამიანების. ძველ საბერძნეთში ცივილიზაციური აფეთქება იმიტომ მოხდა რომ ძველმა ელინებმა კატასტროფულად შეამცირეს ქაჯების რიცხვი, ძველ ელინურ ლიტერატურას რომ ეცნობი ქაჯები არ ფიქსირდებიან საერთოდ. ესეიგი რაღაც მანქანებით მათ ეს შესძლეს, მათივე მემკვიდრე ე.წ დასავლური ცივილზიაციაც მაქსიმალურად ცდილობს (აქამდე ყოველშემთხვევაში) ფილტრების დაყენებას სოციალურ კიბეზე რომ ქაჯმა არ ააღწიოს ზევით და განსაკუთრებით პოლიტიკაში და ძალაუფლებაში რადგან ეს იქნება კატასტროფა, მათ შიდა სამზარეულში ჩახედული არ ვარ მაგრამ მათ სოციალურ ქსელებს რომ ეცნობი მათ დიალოგებს კითხულობ გრძნობ რომ ადამიანი პოსტავს თუ ქაჯი ვერ გაარკვევ, ესეიგი ძლიერი ადამიანური ფილტრები აყენია და ყოველშემთხვევაში შეიძლება ქაჯია მარა ცდილობს რომ თავი წარმოაჩინოს რომ ადამიანია იმიტომ რომ ქაჯობა ტეხავს ცუდია და არ შეიძლება და არ გამოადგება.

ჩვენთან პირიქითაა, ქაჯებმა დაიკავეს მოწინავე ადგილები, ამიტომ ადამიანებიც გრძნობენ რა ქაჯების უპირატესობას ცდილობენ არა ადამიანობას არამედ ქაჯობას და ხშირად ამას ქაჯებზე უკეთესად ახერხებენ.  აქვე საინტერესოა რომ ქაჯები მიუხედავად წარმატებებისა ყველანაირად ცდილობენ რომ ადამიანები იყვნენ მარა ეს ბიოლოგიურად შეუძლებელია, ამიტომ მოიფიქრეს შემდეგი რომ კიი ქაჯები კი არსებობენ მარა ეს ჩვენ კი არა ვართ, არამედ ისინი ვინც

-აი ესე იცვავს

-ესე საუბრობს

- ესე დადის

-.. და ა.შ

შექმნეს მთელი იდენტიფიცირების სისტემა როგორ ამოვიცნოთ ქაჯი , თვითონ ქაჯებმა სენიორეს

და რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ქაჯთან. მცდარი ყალბი ორიენტირია.

 

ჰოდა აქ რა შუაშია პოლიტიკა?

ქაჯის ადამიანად გარდაქმნა შეუძლებელია

ქაჯისთვის ძალაუფლების წართმევა პოლიტიკით შეუძლებელია (ამიტომ ეშინიათ და ამიტომაა ესეთი მკცარი ფილტრები დასავლეთში ქაჯებზე )

მითუმეტეს როცა ადამიანების დიდი უმრავლესობაც გაქაჯებულია?

სამხედრო ოპერაცია სპეციალური ქაჯთამომცნობი დეტექტორებით ერთადერთი ვარიანტია, ნუ თეორიულად. პრაქტიკულად რამდენად მიღწევადია რთული სათქმელია.

 

Share on other sites

  • ფორუმელი
6 minutes წინ, Eric said:

ფილტრების დაყენებას სოციალურ კიბეზე

ეს ძალიან საინტერესო საკითხია სენიორ. 

მე ვიტყოდი არამარტო სოციალურ კიბეზე, არამედ არამედ ზოგადად კონკრეტულ სოციუმში. ამ მხრივ ჩრდილო-დასავლეთ ევროპა უაღრესად საინტერესოა სენიორ.

კონკრეტულად ბრიტანეთში - ემიგრირებულთა (მათ შორის ლეგალურად) ძალიან დიდი ნაწილი ცხოვრობს საკუთრივ ლონდონში. აქვე დავამატებ რომ ეს პოსტი განსაკუთრებით ეხება ფინანსურად მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილ ემიგრანტებს. ლონდონში ცხოვრება არ გაძლევს აქაურ სოციალურ წრეებში ინტეგრირების საშუალებას, შესაბამისად თუ ამ სოციალურ წრეში ინტეგრირებული არ ხარ სოციალურ (და არა კარიერულ) კიბეზე ახვალ კი არა, საერთოდ ვერ მოხვდები :დ.

თუ სოციალურ კიბეზე მოხვედრა გინდა უნდა მოხვდე ბრიტანულ გარემოში. ეს გულისხმობს ა) ოჯახით უნდა მოხვდე ბრიტანულ გარემოში; ბ) ლონდონს გარეთ უნდა იყო (რაც თავის მხრივ უამრავ სხვა რამესთანაა კავშირში) და გ) თუ ოჯახი არ გყავს უნდა მოხვდე ბ რ ი ტ ა ნ უ ლ პროფესიულ გარემოში (ეს თითქმის შეუძლებელია ან ძალიან რთულია).

როგორც კი ამ გარემოში ხვდები ეგრევე ირთვება ფილტრაციის პროცესი. რა არის სწორი, რა არის არასწორი და რას მოელიან შენგან რომ საერთოდ წესიერად დაგელაპარაკონ :დ როგორც კი საბაზისო ფილტრებს გადიხარ, მერე უფრო სერიოზული ფილტრები ირთვება და საბოლოო ჯამში (ამ ფილტრების წარმატებით გავლის შემთხვევაში) პირველი თაობის ემიგრანტი ხდება "არაქაჯი" ანუ ამ გარემოს არაორგანული მაგრამ მიღებული წევრი. ეს თავისთავად გულისხმობს რომ მისთვის ხსნილია სოციალურ კიბის 70-80% . ეს გულისხმობს (შესაბამისი მონაცემების არსებობის შემთხვევაში) ბიზნეს სექტორსა და/ან კონკრეტულ პროფესიონალურ გაერთიანებაში ძალიან მაღალი (CEO-ს ქვეშ) თანამდებობების დაკავების შესაძლებლობას.

Share on other sites

  • ფორუმელი

თქვენს პოსტთან რომ დავაკავშიროთ. როდესაც ამ თანამდებობას დაიკავებს ტიპი, უკვე არის არაქაჯი სენიორ. დასავლური სტანდარტით. ანუ ის უკვე ქაჯობას აღარ გააკეთებს, მის სიტყვას მოუსმენს და გაიაზრებს დასავლელი. მისი რეკომენდაცია იქნება valid.

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, t-90 said:

სხვათაშორის ხშირად ჩარევა არ დასჭირდებათ ისეთი ქაქი დუღს გურჯენჯეოშნიკებში.

განცვიფრებული ვარ :)

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
1 საათის წინ, Eric said:

მე მგონია რომ პრობლემა არა იმდენად პოლიტიკური რამდენადაც ანთროპოლოგიური ხასიათისაა

პოლიტიკურია.

გვაქვს:

  • ძალაუფლების გენერაციის უნარის მქონე სოციალური ქსელები
  • სხვა, ნაკლებად ოპტიმალური ტოპოლოგიის ქსელები

პირველი ტიპის ქსელებს ესაჭიროება ორი ელემენტი ფუნქციობისათვის:

  • მოდერატორი
  • ქვედა რგოლის წევრი პროფესიონალები

შემდეგ საჭიროა სახელისუფლებო აპარატი. მისი დაკომპლექტება შეიძლება ორი გზით:

  • მხოლოდ პირველი ტიპის ქსელებს შორის შეთანხმებით
  • პირველი ტიპის ქსელების ქვედა რგოლის წევრებითა და კანდიდატებით, მაგრამ მეორე ტიპის კონსოლიდირებული ქსელების თანხმობითა და კონტროლით

აქედან გამომდინარეობს მოდერატორის ფუნქციებს შორის განსხვავება. ის შეიძლება, იყოს

  • ერთ-ერთი ქსელის წევრი, როტაციის შესაბამისად
  • მეორე ტიპის ქსელების მაკონსოლიდებელი აგენტი

აქედან გამომდინარეობს ფუნდამენტური განსხვავება სოციალური ლიფტების ფუნქციობაში. წარმოიდგინეთ ორი საგრაფო. პირველს უწევს განუწყვეტელი ბრძოლა, მეორეს - არა. პირველის ბარონები იძულებული იქნებიან, მოახდინონ გრაფის ხელისუფლების ლეგიტიმაცია და იერარქიის ქვედა დონე დააკომპლექტონ ერთგული პროფესიონალებით - ეკიუერებით, მეორის ბარონებისთვის საკმარისი იქნება კლოუნი და ისეთი ხალხი, ვინც ცხენზე ვერ შეიმაგრებს თავს, მაგრამ ბარონების ერთგული იქნება.

ესაა, ჩემი ვარაუდით, განმსაზღვრელი. თუ ხელისუფლების ლეგიტიმაციის წყარო მეორე ტიპის კონსოლიდირებული ქსელებია, მაშინ პირველი ტიპის ქსელები ყალიბდება ელიტად, ხოლო თუ მეორე ტიპის ქსელების კონსოლიდაცია არ ხერხდება - კლეპტოკრატიად. როგორც პირველი, ისე მეორე, არსებითად, ოლიგარქიაა.

 

როგორ გახდა ინგლისი ზღვათა მბრძანებელი? სახელოვანი რევოლუციის შემდეგ ინგლისური ოლიგარქია შეთანხმდა, არ ეკეთებინა ფული სამხედრო ფლოტის მომარაგებით. თუ საფრანგეთსა და ესპანეთში ფლოტის მომარაგება ჩაბარებული ჰქონდა საჭირო ხალხს, რომელიც დამპალ პროდუქტებს უგზავნიდა ფლოტს, ინგლისური ფლოტი მარაგდებოდა გაცილებით მაღალი ხარისხის პროდუქციით. ფრანგულ ფლოტს ღია ზღვაში ყოფნა შეეძლო რამდენიმე კვირა, ინგლისურს - სამჯერ-ოთხჯერ მეტხანს. ამან გამოიწვია საზღვაო სტრატეგიის შეცვლა ინგლისის სასარგებლოდ (ორი-სამი კვირა გაძლება აღარ იყო საკმარისი) და, ასევე, ინგლისის სამხედრო ფლოტის ეკიპაჟების თვისობრივად უკეთესი მომზადება (ბევრად მეტ დროს ატარებდნენ ხომალდზე, ღია ზღვაში).

Edited by York Ge
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share