Jump to content
×
×
  • Create New...

1-ლი თებერვლიდან თბილისში საზ. ტრანსპორტის სააბონენტო სისტემა ამოქმედდება.


Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
1 საათის წინ, York Ge said:

ჩვენ უნდა განვასხვავოთ ძლიერი პოლიტიკური ხელისუფლება ბიუროკრატიის, როგორც ამომრჩევლისაგან დამოუკიდებელი ოლიგარქიული კორპორაციის ძალაუფლებისაგან.

ანუ განსხვავება არის წარმომავლობაში და არა მათ არსში, სწორად მივხვდი?

მგონი სემანტიკაში ავცდით.

მე უბრალოდ არ მაინტერესებს საიდან მოვიდა ეს ცხვარი. დედამ გააჩინა თუ ლაბორატორიაში შევქმენით. ვხედავ რომ ცხვარია . . . და ეს არ მომწონს.

ასეთი ცხვარიც შემიჭამს სიმწრით გაშენებულ ბაღს და ისეთიც. ჩემთვის ყველა ცხვარი ცხვარია.

 

1 საათის წინ, York Ge said:

თუ მთავრობას ქმნის ოლიგარქია, რა მნიშვნელობა აქვს ქაღალდზე გაწერილს?

ლეგიტიმაცია.

პუტინი დიქტატორია მაგრამ დააცდენინეთ აბა რომ დიქტატორია.

 

1 საათის წინ, York Ge said:

რატომ არ უნდა გადაეცეს მას მეტი სოციალური სამართლიანობის უზრუნველმყოფი სადავეები?

იმიტომ რომ სადავე მოჯადოებული არ არის რომ იმით მარტო სამართლიანობის მსახურება შეიძლებოდეს.

ყველა სადავე რომელიც შეიძლება ემსახურებოდეს სამართლიანობას, ზუსტად იგივე წარმატებით შეიძლება აკეთებდეს საწინააღმდეგოსაც.

მოჭიდებას კი ვერ ჰპოვებს მაგრამ მაინც გავიმეორებ - ძალაუფლება რყვნის და ხელისუფლება უბრალოდ სხვა ეტიკეტიანი ძალაუფლებაა.

 

47 minutes წინ, York Ge said:

რაამთავრობო რგანიზაციებს

ასაფრენ მოედანზე რომ დავდგე, ხელები განზე გავშალო, დავტრიალდე და "პბტ პბტ" ვიძახო, ვერტმფრენი ვიქნები?

 

47 minutes წინ, York Ge said:

ოლიგარქიისათვის საჭირო სტრუქტურა მთავრობის სტრუქტურაში არ იქნება, იგი შეიქმნება მის გარეთ, აუთსორსინგის წესითა და სრულიად რეალური უფლებამოსილებებით.

ვიმსჯელოთ ისტორიული მაგალითებით. რომელი ქვეყანა დააქცია პატარა მთავრობის ფონზე მოყოჩაღებულმა ოლიგარქიამ?

Edited by Damnoc
Share on other sites

  • ფორუმელი
15 minutes წინ, Damnoc said:

ანუ განსხვავება არის წარმომავლობაში და არა მათ არსში, სწორად მივხვდი?

წარმომავლობაშიც და არსშიც. მაგალითად, პრემიერი ღარიბაშვილი ფლობს ხელისუფლებას, მაგრამ ძალაუფლებას ფლობს ის, თუ ვინმე სხვა?

ხელისუფლებას ღებულობენ იმ პირის, ან სტრუქტურისგან, რომელსაც გააჩნია ძალაუფლება და არა პირუკუ.

17 minutes წინ, Damnoc said:

ლეგიტიმაცია.

გეთანხმებით, მაგრამ ლეგიტიმაციის გაცემა მცირე მტავრობასაც შეუძლია. მეტიც, ოლიგარქიისათვის ასე უფრო მოსახერხებელიც კია.

18 minutes წინ, Damnoc said:

იმიტომ რომ სადავე მოჯადოებული არ არის რომ იმით მარტო სამართლიანობის მსახურება შეიძლებოდეს.

არ არსებობს არცერთი პოლიტიკური, ან სხვა სახის ინსტრუმენტი, რომლის გამოყენება მხოლოდ და მხოლოდ დანიშნულებით შეიძლებოდეს.

ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ ინსტრუქციის შესაბამისად.

19 minutes წინ, Damnoc said:

ძალაუფლება რყვნის და ხელისუფლება უბრალოდ სხვა ეტიკეტიანი ძალაუფლებაა.

ძალაუფლება რყვნის, აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად, ამიტომ არის საჭირო პოლიტიკური ხელისუფლება, აღჭურვილი სათანადოდ - ხელისუფლების წყარო იქნება ან მცირე და კარგად ორგანიზებული ოლიგარქიული ქსელები, ან ვრცელი სოციალური ფენა. პირველს საკუთარ ტყავზე ვგრძნობთ, მეორეს უნდა მივაღწიოთ.

23 minutes წინ, Damnoc said:

ასაფრენ მოედანზე რომ დავდგე, ხელები განზე გავშალო, დავტრიალდე და "პბტ პბტ" ვიძახო, ვერტმფრენი ვიქნები?

თუ ამასთან ერთად 5-7 კილომეტრზე აფრინდებით, 300-400 კმ/სთ სიჩქარეს განავითარებთ და 10-15 ტონა ტვირთამწეობაც გექნებათ - იქნებით.

"If it looks like a duck, swims like a duck, and quacks like a duck, then it is probably a duck."

24 minutes წინ, Damnoc said:

ვიმსჯელოთ ისტორიული მაგალითებით. რომელი ქვეყანა დააქცია პატარა მთავრობის ფონზე მოყოჩაღებულმა ოლიგარქიამ?

შეადარეთ ერთმანეთს მე-19 ს ბრაზილიისა და აშშ ისტორია.

Share on other sites

  • ფორუმელი
8 საათის წინ, Eric said:

ოლიგარქია ქმნის მთავრობას, მასმედიას, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ბაზას

ასეა.

თუ ოლიგარქიის ერთი და იმავე განსაზღვრებას ვგულისხმობთ, რომელ განვითარებულ ქვეყანაში არ არის ასე სენიორ?

 

საინტერესო ისაა რომ ეს პოსტულატი არ ეხება გურჯისტანს :დ

 

Share on other sites

  • ფორუმელი

მომავალი ორი წელი არ მეხება

და 2023-დან შემოგიერთდებით ვიშვიშში))

 

პ.ს. პოლიტგანყზე პრეჯუდისი მაქვს,

სულ მგონია რომ მამისტოლა კაცები პოსტავენ

ნეტა რამდენად მართალია:wtf:

Share on other sites

  • ფორუმელი
37 minutes წინ, Vermillion said:

სულ მგონია რომ მამისტოლა კაცები პოსტავენ

 

ვისი მამის?

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
3 საათის წინ, York Ge said:

არა, არა.

ძალაუფლება, ხელისუფლება, auctoritas, potestas, imperium, regnum - სრულიად განსხვავებული ფენომენებია და მათი აღრევა არ ღირს.

ჩვენ უნდა განვასხვავოთ ძლიერი პოლიტიკური ხელისუფლება ბიუროკრატიის, როგორც ამომრჩევლისაგან დამოუკიდებელი ოლიგარქიული კორპორაციის ძალაუფლებისაგან.

ისე პრობლემა ჩვენი ენის ისიცაა რო მსგავსი ტერმინები ვერ შევიმუშავეთ თავის დროზე.

3 საათის წინ, York Ge said:

აი, ნახეთ: აქვთ, თუ არა, ასოებს (რაამთავრობო რგანიზაციებს) რეალური გავლენა? აქვთ. რას ნიშნავს ეს ფენომენი, თუ არა სახელისუფლებო სტრუქტურების აუთსორსინგს? სწორედ ეს მოხდება და ხდება სუსტი პოლიტიკური ხელისუფლების პირობებში, როდესაც რეალური ძალაუფლება ეკუთვნის კლეპტოკრატიულ ოლიგარქიას. გნებავთ, მცირე მთავრობა ქმენით, გნებავთ, დიდი, მაგრამ თუ ოლიგარქიისათვის საჭირო სტრუქტურა მთავრობის სტრუქტურაში არ იქნება, იგი შეიქმნება მის გარეთ, აუთსორსინგის წესითა და სრულიად რეალური უფლებამოსილებებით.

ასოებში გარე ჩარევები როგორია ეგაა საინტერესო.

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, York Ge said:

წარმომავლობაშიც და არსშიც. მაგალითად, პრემიერი ღარიბაშვილი ფლობს ხელისუფლებას, მაგრამ ძალაუფლებას ფლობს ის, თუ ვინმე სხვა?

ხელისუფლებას ღებულობენ იმ პირის, ან სტრუქტურისგან, რომელსაც გააჩნია ძალაუფლება და არა პირუკუ.

ამ ჩარჩოში ხელისუფლება გამოდის დელეგირებული ძალაუფლება. რაც ჩემს თვალში ისევ უბრალოდ ეტიკეტის ცვლილებაა.

2 საათის წინ, York Ge said:

ლეგიტიმაციის გაცემა მცირე მტავრობასაც შეუძლია. მეტიც, ოლიგარქიისათვის ასე უფრო მოსახერხებელიც კია.

ვერ დავეთანხმები ამას. მთავრობა ვერ გააკეთებს იმის დელეგირების ლეგიტიმიზაციას რისი უფლება თვითონაც არ ჰქონდა.

ანუ იმ ძალაუფლებას ვერ გასცემს რომელიც არ აქვს.

2 საათის წინ, York Ge said:

ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ ინსტრუქციის შესაბამისად.

"უნდა"-ზე გრანდიოზულად ჟღერადი და მასზე უშინაარსო ბევრი სიტყვა არ მეგულება :D

2 საათის წინ, York Ge said:

აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად, ამიტომ არის საჭირო პოლიტიკური ხელისუფლება

ისევ ახლა :boli:

2 საათის წინ, York Ge said:

"If it looks like a duck, swims like a duck, and quacks like a duck, then it is probably a duck."

იგივეს ვამბობ მე ხელისუფლებაზე :D

2 საათის წინ, York Ge said:

ბრაზილიისა და აშშ ისტორია.

რომელი რა როლს ასრულებს ბარემ დავთქვათ თორე დავიბენი :D

 

 

1 საათის წინ, Vermillion said:

მგონია რომ მამისტოლა კაცები პოსტავენ

"Daddy მინდააა, დაგიძაააახოოო, მაგრამ არ ვიცი ასაკობრივ ამბავში რამდენად თემატურია და მრცხვენიიიიიიიიიიიიაააააააა" იბაზრე :boli:

Share on other sites

  • ფორუმელი

@Moor ნოდარის მამის

ონლაინ, Damnoc said:

"Daddy მინდააა, დაგიძაააახოოო, მაგრამ არ ვიცი ასაკობრივ ამბავში რამდენად თემატურია და მრცხვენიიიიიიიიიიიიაააააააა" იბაზრე

უფრო ჰიპოთეზა მაქვს რომ პოლიტიკის გარჩევისადმი ინტერესი

რაღაც ასაკის შემდეგ,

ნაკლებად აქტიური ცხოვრების შედეგად ყალიბდება))

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share