Jump to content
×
×
  • Create New...

1-ლი თებერვლიდან თბილისში საზ. ტრანსპორტის სააბონენტო სისტემა ამოქმედდება.


Recommended Posts

  • ფორუმელი
3 minutes წინ, Damnoc said:

ციტატა გამახსენდა "ყველა ერი იმსახურებს საკუთარ მმართველს"-ო და სხვა გზა არ მაქვს გარდა იმისა რომ დავეთანხმო.

ვერ ვხდები, რა კავშირშია ეს ჩემს წერილთან.
რაკი ასეთი მემარცხენე პოზიცია მაქვს, ამიტომ ახლანდელ რეჟიმს ვიმსახურებ? ამის თქმა გსურთ?

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, Alfred Albion said:

რაკი ასეთი მემარცხენე პოზიცია მაქვს, ამიტომ ახლანდელ რეჟიმს ვიმსახურებ? ამის თქმა გსურთ?

დიახ-თ.

ძალაუფლება რყვნის და აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად.

ადამიანი რომელიც იმის მცდელობაშია რომ რაც შეიძლება მეტი ძალაუფლება შეაჩეჩოს ხელში ვიღაცას ვინც მესიად წარმოუდგენია, პრინციპში იმსახურებს იმას რასაც უდიდესი ალბათობით მიიღებს კიდეც.

 

კრილოვის იგავი გამახსენდა კიდე, "ბაყაყები".

Share on other sites

  • ფორუმელი
15 საათის წინ, Alfred Albion said:

მოგვეჭრა თავი მთელს დუნიაზე!

რას იტყვის ევროპა, ამერიკა!

:)

მე იმის თქმა მინდა, რომ 50 თეთრი რომ ღირს ხარისხიც შესაბამისია. ჩამძღნერილი, სუნიანი დადის ტრანსპორტი.

და ეგ გაძვირება ისევ ტრანსპორტის მოვლა-პატრონობას თუ მოხერხდება მაშინ ნორმალურია.

 

ერთი რამ მართალია, რომ ახალი, გასისინებული ავტობუსები შემოიყვანეს. სამარშუტო ტაქსებიც ნელნელა ახლდება და ფასი რომ მოიმატებს მგონი გასაგებია, არა?

 

უბრალოდ ტრაგედია ის არის, რომ ეგ უმნიშვნელო მატება (რომელიც ნორმალური შემოსავლის მქონე ადამიანისთვის მართლა უმნიშვნელოა) რეალურად მართლა დააწვება ხალხს, იმის გამო რომ ტოტალური სიღარიბეა. ეს ტეხავს

 

This guy doesn't just wanna win you know, he wants to bury ya, he wants to humiliate ya, he wants to prove to the whole world that you was nothin but some kind of freak the first time out. He said you were a one time lucky bum! Well now I don't wanna get mad in a biblical place like this. But I think you're a hell of a lot more than that kid! 
Share on other sites

  • ფორუმელი
On 12/23/2021 at 11:15 PM, Damnoc said:

ძალაუფლება რყვნის და აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად.

მთავრობა ფლობს არა ძალაუფლებას, არამედ ხელისუფლებას.  ძალაუფლებას ფლობენ განსაკუთრებული ტოპოლოგიის სოციალური ქსელები, მაგალითად, ოლიგარქია. ცეხავიკური ოლიგარქიის გამოყენება მთავრობისაგან დასაცავად კი კატასტროფული შეცდომაა.

მცირე მთავრობის იდეა მანკიერია და ემსახურება მხოლოდ ოლიგარქიის ინტერესებს. ამ იდეის მხარდაჭერა მათ მიერ, ვინც ასეთი, მაგალითად, ფინანსური, ოლიგარქიის ნაწილია, გასაგებია და რაციონალური, მაგრამ როგორ უნდა შეფასდეს ლიბერტარიანობის მხარდაჭერა მათ მიერ, ვინც ოლიგარქიისათვის ხელსაყრელი ეკონომიკური რეჟიმით გამოწვეულ ყოველდღიურ ზარალს განიცდის და სანაცვლოდ ადვანსირებულის საეჭვო სოციალურ კაპიტალს იძენს?

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

ასეთ საკითხებშ საერთოდ ვერ ვერკვევი, მაგრამ რამდენიმე მოსაზრება მაქვს ჩემი დილეტანტური გადმოსახედიდან და ჭკვიანებმა დამაკორექტირეთ : )

სენიორ ალბინოსის აზრს ვიზიარებ, სახელმწიფოს/მთავრობას ბერკეტი უნდა ჰქონდეს ჩემის აზრით, რომ დაარეგულიროს რაღაც მომენტები, ანარქიაში რო არ გადავიდეთ.

მაგალითად მონოპოლია თავისთავად ვერ გაიწოვება. და ის დუოპოლიაც რაც ქვეყანაში გვაქვს (ნუ მე ესეთი შთაბეჭდილება მრჩება, რადგან ყველაფერი ან საქ. ბანკის/ თიბისისაა ან პერიოდულად ჭამენ ყველა მცირე ბიზნესს) ხელოვნურ ჩარევებს და ვექტორის მიცემას საჭიროებს.

მცირე ბიზნესი ქვეყანაში არ არსებობს. ეს სტარტაპების ბუმი კი წამოვიდა, მაგრამ რეალურად რა ბრუნვას და მოგებას წერს, ვინ გვახედებს ბუღალტერიაში აბა? : ) ან უკან რამხელა კრედიტები და რა პროცენტებით იმალება ხზ.

ეკონომიკა აშკ ძაან მოუქნელია, ჩინოვნიკები არიან მიჩვეულიი "მსხვილად" თამაშს, და ერთი და იგივე კამანდა ტრიალებს ყველა  მუშა პროექტის გარშემო. იმიტომ რომ წვრილ-წვრილები კონკურენციას  ვერ უწევენ ელემენტარულად. ესენი, ვითომ კონკურენტობენ და სინამდვილეში კარტელზე არიან მგონი. (მგონი სწორად მახსოვს სიტყვა ?:ugh:

ახლაც გალფის და რომპეტროლის ჯახი რო იყო, მარტო რეკლამაში- აზრი? საწვავის ფასი მაინც ერთნაირია 1-2 თეთრის სხვაობით. (ნუ საწვავი არც ისე კაი მაგალლითია ოკ, პროვაიდერებზეც იგივე, საბანკო პროდუქტებზეც იგივე).

არადა, მცირე ბიზნესი რო მოიხოდოს, ელემენტარულად საშუალო ფენა გვეყოლება, გაჩნდებიან წვრილი მფლობელები რომლებიც თავიანთ წესებს დადებენ და ბუნებრივი კონკურენციის გრადუსი აიწევს. ცოტათი განვითარებულ ქვეყნებს მივუახლოვდებით.

 ჩისტა პოლიტიკური ნების ამბავი მგონია. სპეცპროგრამები არა, ისევ ჩვენ რო არ დაგვაწვნენ გადასახადებზე, უბრალოდ გამარტივებული საკრედიტო წვდომა რო ჰქონდეთ და გადასახადები რო შეუმცირდეთ.

 

Edited by კიჭარტი

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

Posted (შესწორებული)
9 საათის წინ, კიჭარტი said:

ასეთ საკითხებშ საერთოდ ვერ ვერკვევი,

ჩამოთვალეთ ყველაფერი და რაღა ვერ ერკვევით ))

 

9 საათის წინ, კიჭარტი said:

ჩისტა პოლიტიკური ნების ამბავი მგონია.

ხო, ეს უკვე საკამათოა. )

Edited by Eric
Share on other sites

  • ფორუმელი
3 საათის წინ, Eric said:

ჩამოთვალეთ ყველაფერი და რაღა ვერ ერკვევით ))

გამეღადავეთ ხო? ;დ

ჩემი ნაივურ-აზრზე არმყოფული ხედვები გამოვთქვი უბრალოდ, არ ვიცი რეალობასთან რამდენად აქვს კავშირი და რამდენად სწორად აღვიქვამ.

3 საათის წინ, Eric said:

ხო, ეს უკვე საკამათოა. )

ბარემ გეკამათათ

ჰა-ააი:uxe:

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   291 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 290 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(12)
    • YandexBot(2)
    • Googlebot(1)
    • Sharp