Jump to content
×
×
  • Create New...

1-ლი თებერვლიდან თბილისში საზ. ტრანსპორტის სააბონენტო სისტემა ამოქმედდება.


Recommended Posts

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Seth said:

ლუქსემბურგს? რა თქმა უნდა არა

აბა როტშილდ და კო-ს აქ რა უნდა აინტერესებდეს ?

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
5 საათის წინ, Seth said:
8 საათის წინ, kvipriane said:

აბა როტშილდ და კო-ს აქ რა უნდა აინტერესებდეს ?

გადასარევი კითხვაა სენიორ

ჯერ არ სჩანს მუსიე სეტ, გარდა ბლა ბლა ბლა - ლუქსემბურგისა, 

თუმცა თუ იმას გავითვალისწინებთ რომ მოწინავე ბებერია ფინანსების დარგში და დიდი დინასტიური გამოცდილების მქონე

სამხრეთის გზის მოსინჯვას აწარმოებს ვითომ ? (რომელიღაც სპეციფიური მარშრუტის)

თუ სართიჭალის გაზი აინტერესებს :)

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

როცა ტვინი აქვს მთავრობას (და რთქ მოტივაციაც) ისე უნდა დაალაგონ ყველაფრის გაპრივატების სქემა რომ ორგანულად ერთმანეთის ჭამაში კომპანიებმა ფასები დაწიონ რეალურ შესაძლო მინიმუმამდე.

მაგრამ მარტივი საქმე არ არის ეს.

მაგალითად ინტერნეტის ამბებში აპრობირებული სქემაა რომ დასახლება თავისი ფინანსებით აკეთებს შიდა დაქსელვას და მერე აცხადებს მაგალითად ერთწლიან კონტრაქტზე ტენდერს, ამ ქსელს რომელი პროვაიდერი მიუერთდება და მიაწოდებს სერვისს.

ამ სქემით ამერიკაში მაგალითად იგივე ფასად სისწრაფე ზოგჯერ გაათმაგდება ხოლმე.

 

ჩვენ უბრალოდ ძვლის ტვინამდე გვაქვს გამჯდარი ეს "მთავრობამ უნდა მომიგვაროს, აბა რას მიკეთებენ" და ის მგონი კიდე დიდი ხანი ვერ დარეგისტრირდება რომ ბლიად იმ ბიუროკრატს შენ, მურთაზა გელოვანი სულ *ლეზე კიდიხარ და უნდა დროზე წავიდეს სახლში. ყველაზე უარეს ადამიანს ირჩევ რომელმაც "უნდა მოგხედოს".

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
5 საათის წინ, Damnoc said:

როცა ტვინი აქვს მთავრობას (და რთქ მოტივაციაც) ისე უნდა დაალაგონ ყველაფრის გაპრივატების სქემა რომ ორგანულად ერთმანეთის ჭამაში კომპანიებმა ფასები დაწიონ რეალურ შესაძლო მინიმუმამდე.

რაც უფრო ნაკლები აქტივი რჩება სახელმწიფოს მფლობელობაში, მით უფრო ნაკლებ ინსტრუმენტს ფლობს იგი საბაზრო პროცესებზე ზემოქმედებისთვის და ამდენად, მით უფრო ნაკლებად შეუძლია, რომ ყველაფერი ისე დაალაგოს, როგორც საჭიროა. :) 

ბაზარი არაა პერპეტუუმ-მობილე, ერთხელ რომ დაქოქავ და მუდმივად იმუშავებს - მასზე გამუდმებული ზემოქმედებაა აუცილებელი. 

სწორედ ამიტომ თვით მემარჯვენე-კონსერვატიული (საერთოდ მემარჯვენე-მემარცხენე და სხვა ამისთანა დაყოფები ძალზე პირობითია ცივილიზებული ქვეყნებისთვის) ბრიტანეთიც კი უშუალოდ ფლობს და აკონტროლებს მრავალ კომპანიას და ეწევა აქტიურ რენაციონალიზაციას, უმეტეს შემთხვევებში კი ბრიტანეთის სახელმწიფო არის ე.წ. "ოქროს აქციონერი" კერძო კომპანიებში ისე, რომ აქციონერთა საბჭოში მისი  ხმა გადამწყვეტია. 

https://en.wikipedia.org/wiki/Golden_share
 
ყველაფრის პრივატიზაციის სქემები, ეს ლიბერტარიანული, გირჩული ექსპერიმენტები ადამიანებისთვის არაა გათვლილი. :) 

Edited by Alfred Albion
Share on other sites

  • ფორუმელი
22 საათის წინ, ბაყბაყდევი said:

50 თეთრი მართლა როდემდე უნდა ღირდეს სირცხვილია

მოგვეჭრა თავი მთელს დუნიაზე!

რას იტყვის ევროპა, ამერიკა!

:)

Share on other sites

  • ფორუმელი
7 საათის წინ, Alfred Albion said:

მასზე გამუდმებული ზემოქმედებაა აუცილებელი

ციტატა გამახსენდა "ყველა ერი იმსახურებს საკუთარ მმართველს"-ო და სხვა გზა არ მაქვს გარდა იმისა რომ დავეთანხმო.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share