Jump to content
×
×
  • Create New...

რატომ დუმს ამერიკა?


Guest Civilian
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
51 minutes წინ, Beqa said:

თუ კი ქვეყნის განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯებისთვის ასე მკაცრად ვისჯებით,

მე არ განვიხილავ 2003-2006 წწ ქვეყნის განვითარებად. სახელმწიფო აპარატის ფუნქციობის გაუმჯობესება, როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ კლეპტოკრატიის სტაბილიზაციას ემსახურებოდა.

 

54 minutes წინ, Beqa said:

სხვა მხრივ გიჟის მეორე დუბლი, უტყუარი ნიშანია იმისა რომ რაღაც შეიცვალა?  ანუ გარანტია გვაქვს რომ ისევ "საბაბი" არ არის რისთვისაც კვლავაც თხასავით გავიყიდებით? და გაყიდვას ვინ ჩივის, მთლად წელში ხო არ გადავტყდებით? ვინმეს გარეთ ადარდებს ჩვენი წელში გადატყდომა?

რადგან ამ თამაშში მხოლოდ დაფა ვართ, ორი ვარიანტი გვრჩება: ან ფიგურებს თავიდან დაალაგებენ, ან ამ დაფას ერთი მათგანი მეორეს გადაამტვრევს თავზე და თვიც ცოდო იქნება და დაფაც.

55 minutes წინ, Beqa said:

რაც შეეხება მემარცხენე ძალას,იმჰო იმიტომ კი არ გვინდა ლუმპენს პროფკავშირმა მიხედოს, არამედ - "მხარ-თეძოთა" ჭიჭყინი, სერიოზულმა კითხვებმა რომ ჩაანაცვლოს.

მემარცხენე ძალა საჭიროა მომსახურების ზონიდან გასული კაპიტალისტების ზონაში დასაბრუნებლად.

თუმცა, თქვენ, თუ სწორად მიგიხვდით, დისკურსის რელეგიტიმაცია იგულისხმეთ. თუ ასეა, გეთანხმებით.

57 minutes წინ, Beqa said:

რენდომ კონკრეტული სოციალური კითხვა რომელსაც ბოლომდე გაყვები, "ემირატის" მთელ ნაგავს ამოქექავს. ამას "ემირატი" არ  უშვებს, მაგრამ შეხედეთ ვინ არიან. ეს ხალხი არაფერს არ წარმოადგენს რეალურად. არც სისხლით არც გენით არც ღირსებით, ერთი უუუ! და ერთმანეთს გადაასწრებენ.

საქმე ეხება არა ინდივიდებს, არამედ სპეციალურად ორგანიზებულ, ექსკლუზიურ სოციალურ ქსელს.

58 minutes წინ, Beqa said:

მაგრამ ვხედავ რომ ეს წინადადება არაფერს იძლევა, მხოლოდ დიალექტიკური ჩიხია, რომელიც წერტილს სვავს და გაჩუმებს.

ვერაფერს გავაწყობთ. კონსტანტა კონსტანტაა და მსჯელობის შედეგებით არ შეიცვლება.

Share on other sites

50 minutes წინ, Beqa said:

თუ კი ქვეყნის განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯებისთვის ასე მკაცრად ვისჯებით,

ყოველთვის ასე იქნება.

 

51 minutes წინ, Beqa said:

მავანი ეცადა 2003 -2005/6 ფეხზე წამოდგომას,  ეს პროცესი გიჟის ამბიცია იყო თუ გიჟის პატრონის მიერ სტრატეგიულად სანქცირებული გათვლა, ამას მნიშვნელობა იმდენად არ აქვს, რამდენადაც შედეგს - სახმელეთო, საჰაერო იზოლაცია, მოკლე დროში სამხედრო აგრესია, ცხვირპირის დალეწვა და თხასავით გაყიდვა.

ეს აგრესია თავპირის დალეწვა არაფერი არ იქნებოდა გიჟს რომ რეალური საჭირო რეფორმები გაეტარებინა.

არაფერი არ შეცვლილა, გიჟის აწყობილი სისტემა პირდაპირ გადაიცვა ოცნებამ.

10 იდან 9 კადრი გარდა ოდიოზური შიზოფრენიკი ნაცების, სისტემაში იგივე ხალხი დარჩა.

 

ამაზე ვისაუბროთ დროა

რატომ არ გაატარა გიჟმა რეალური რეფორმები?

რატომ არ ატარებს სტაფილო რეალურ რეფორმებს?

 

გავა დრო და ესენიც შეიცვლებიან და განმეორდება იგივე, სისტემა დარჩება სრულაიდ იგივე და 10 იდან 9 კადრი, გარდა ოდიოზური შიზოფრენიკი ქოცების.

 

რა არის ეს სისტემა რომელიც ასე წინდებივით იცვლის ესეთ პატივცემულ ხალხს და თვითონ იგივე რჩება?

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Beqa said:

თუ კი ქვეყნის განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯებისთვის ასე მკაცრად ვისჯებით,

ამისთვის არ ვისჯებით, ვისჯებით კონკრეტული საგარეო კურსისთვის.

1 საათის წინ, Beqa said:

სხვა მხრივ გიჟის მეორე დუბლი, უტყუარი ნიშანია იმისა რომ რაღაც შეიცვალა?  ანუ გარანტია გვაქვს რომ ისევ "საბაბი" არ არის რისთვისაც კვლავაც თხასავით გავიყიდებით? და გაყიდვას ვინ ჩივის, მთლად წელში ხო არ გადავტყდებით? ვინმეს გარეთ ადარდებს ჩვენი წელში გადატყდომა?

გიჟის მეორე დუბლი რა არის ამას ახლა ვერ გავიგებთ. გავიგებთ ეს ეპოპეა რომ მორჩება. შედეგებით. 

 

1 საათის წინ, Beqa said:

მავანი ეცადა 2003 -2005/6 ფეხზე წამოდგომას,  ეს პროცესი გიჟის ამბიცია იყო თუ გიჟის პატრონის მიერ სტრატეგიულად სანქცირებული გათვლა

იმჰო, არც ერთი და არც მეორე. უბრალოდ გიჟის ინტერესები დაემთხვა ქვეყნის ინტერესებს და გიჟს აღმოაჩნდა ნება და საშუალება რაღაცეები გაეკეთებინა.

 

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Eric said:

ამაზე ვისაუბროთ დროა

რატომ არ გაატარა გიჟმა რეალური რეფორმები?

რატომ არ ატარებს სტაფილო რეალურ რეფორმებს?

სამი ვარიანტი:

  • არ აწყობთ რეფორმები
  • ვერ მიიღეს რეფორმებისათვის აუცილებელი ინვესტიცია
  • არ იცოდნე, რა ეკეთებინათ: რაც რეფორმა ეგონათ, ასთმა ყოფილა

განვავრცოთ თემა. რა რეფორმები უნდა გატარებულიყო?

16 საათის წინ, კიჭარტი said:

სულ მაინტერესებდა სენიორებით რატო მიმართავთ ერთმანეთს?

ადამიანს პატივისცემით უნდა მოეპყრან, მილედი, იმიტომ რომ ადამიანია. სხვა არაფერია საჭირო.

Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, Beqa said:

რენდომ კონკრეტული სოციალური კითხვა რომელსაც ბოლომდე გაყვები, "ემირატის" მთელ ნაგავს ამოქექავს. ამას "ემირატი" არ  უშვებს, მაგრამ შეხედეთ ვინ არიან. ეს ხალხი არაფერს არ წარმოადგენს რეალურად. არც სისხლით არც გენით არც ღირსებით, ერთი უუუ! და ერთმანეთს გადაასწრებენ.

ბოროტების ისეთი სისტემა შექმნა "ვიღაცამ" რომელმაც უამრავ საუკუნეს გაუძლო, ეს სისტემა ცრუმოჩვენებით გონებას ემყარება და მთავარ პერსონად მასში მოჭკვიანო-გიჟები ფიგურირებენ ...

მრავალჯერ გექნებათ წაკითხული გრაფი სეგედის აზრი ამასთან დაკავშირებით

 

შეიძლება გასაკვირიც იყოს, მაგრამ კაცობრიობას დანამდვილებით ჭკვიანი კაცები ერთობ ნაკლებად ურევია. ეს განსაკუთრებით ცხადი და ნათელია მონარქების, პრეზიდენტებისა და კანცლერებისათვის, რომელთა ენაზე ამასჭკვიანი კაცების პრობლემაჰქვია. მაგრამ მათ წინაშე მუდამ დგას მეორე, გაცილებით მძიმე და მარადის გადაუჭრელიგონებაშეზღუდული კაცების პრობლემაც” _ კაცობრიობის უდიდესი ჭირი.

შემჩნეულია, რომ სახელმწიფო მართვისთვის დაბადებულად თავის თავს, სწორედ და უპირველესად ყოვლისა, შეზღუდული და სულიერად ხელმოკლე კაცები სთვლიან. ისინი გასაოცარი მხნეობითა და შეუპოვრობით მიიწევენ წინ და მათგან უბეჯითესნი აღწევენ კიდეც მიზანს _ მართვის მეტნაკლებად მნიშვნელოვან სადავეებს. მე ბევრი მიფიქრია ასეთთა წარმატების ბუნებასა და მიზეზებზე; მგონი, არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ ყოველივე ეს ძირითადად, მანიაკობიდან მოდის: როდესაც კაცს თავისი უპირატესობა უყოყმანოდ, ფანატიკურად სწამს, მაშინ მისი ყოველი ქმედება, ყოველი საქციელი თავხედობამდე გაბედულია. ეს ცნობილია. თავხედობა გოდოლებს მუსრავს, მაგრამ დაპყრობილის შესანარჩუნებლად არ კმარა, _ იქ ჭკუა, განზოგადების უნარი, შემოქმედებაა საჭირო, რაც ჩვენს შემთხვევაში, თავიდანვეა გამორიცხული, _ ჩვენ ხომ შეზღუდულ კაცებზე გვაქვს საუბარი. ამდენად, გოდოლი შედარებით მალე გადადის ხოლმე სხვის ხელში დაკაცობრიობის უდიდესი ჭირიქრონიკულ ხასიათს იღებს, საქმე ის არის, რომ თუნდ ერთხელ და თუნდ მოკლე ხნით მაღალ თანამდებობაზე ნამყოფი კაცისა ყველას ეშინია _ სხვათა ცოდვები იცის, ესენი იძულებულნი არიან წაბორძიკებულს მხარი დაუჭირონ. ამავე დროს, როგორც უკვე ვთქვით ჭკვიანი კაცების ნაკლებობის პრობლემაც ქრონიკულია და ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა, რომ ერთი შეზღუდულის ადგილზე მეორე, შეზღუდულმა მოიკალათოს. ასეთ შემთხვევაში მაღალი თანამდებობის პირებს ცნობილი ცოდვილის შენარჩუნება ურჩევნიათ უცნობი ჭკვიანის დაწინაურებას. ამიტომ შეზღუდულისტვის რომელიმე სავარძლის დაკარგვა მხოლოდ სხვა, ხშირად უმჯობესის მიღებას ნიშნავს. ასე გრძელდება იქამდე, სანამ ეს კაცი სოფლად გახიზვნასა და სატაცურის მოყვანას გადაწყვეტდეს ან უმჯობეს სამყაროში გადასახლდებოდეს. მისი ხანგრძლივი მოღვაწეობა, რაღა თქმა უნდა, ერისა და სახელმწიფოს კისერზე გადადის. მთავარია, რომ სანამ ერთი მანიაკის წასვლის ჟამი დაჰკრავდეს, სხვა მანიაკების შემოჭრა-დამკვიდრება ძველებურადვე ხორციელდება. ეს უწყვეტი პროცესია და არა ცალკეული შემთხვევები. ამაში მდგომარეობსშეზღუდული კაცების პრობლემა” _ შეზღუდული კაცებისა, თორემ გულწრფელი ან გაიძვერა კარიერისტების საქმე სხვაა.”

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

სპეცრაზმი გადაიყვანეს იუსტიციის სამინისტროსთან და შსს-სთან, ჩვენ მოვტრიალდით...ახლა გამოგვეკიდებიან. ისინი ვერ იგებენ რას ვაკეთებთ და ვერც გაიგებენ, ჩვენ ჩავუხვიეთ მარცხნივ იმათმა მარჯვნივ.

განაცხადა ნიკა მელიამ 

ვიშიმშილებ და ვიჯდები,
გარეთ ირბენენ ბიჭები
ჯანყი იქნება გპირდები
აურზაურზე ვგიჯდები :lool:

Share on other sites

  • ფორუმელი
18 minutes წინ, York Ge said:

განვავრცოთ თემა. რა რეფორმები უნდა გატარებულიყო?

ალბათ 3 რეფორმა  :

1. უსაფრთხოება

გააძლიერო დიპლომატიური სამსახური და გააძლიერო სამხედრო სამსახური

2. სამართლიანობა 

რეალურად დამოუკიდებელი სასამართლო ,  - არ უნდა ქონდეს მნიშვნელობა ვინაა განსასჯელის სკამზე ჩემი შვილი თუ მინისტრის

3. განვითარება 

განათლების რეფორმა, ახალი ტექნოლოგიები, სამედიცინო რეფორმა, საწარმოები, სოფ.მეურნ.რეფორმა და ა.შ. 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
3 საათის წინ, York Ge said:

არა, არ ესაჭიროებოდა. მე ვიკითხე, რამე თუ შეიცვალა-მეთქი.

შეიცვალა?

თუ შვიშტოკში გატერებისთვის საჭირო არ იყო გიჟის ჩამოსვლა გამოდის, რომ გიჟი ამათ ასაყირავებლად ჩამოვიდა. ასეა?

თუ ასეა მაშინ თქვენი კითხვა არარელევანტურია რადგან

1) როცა რაღაცას აკეთებ პოლიტიკაში წარმატების გარანტია ხშირად არ არსსბობს, არსებობს შანსები

2) ჯერ ხომ გიჟის ჩამოსვლის ისტორია ხომ არ დამთავრებულა, შესაბამისად როგორ გვეცოდინება რამე შსიცვალა თუ არა

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share