Jump to content
×
×
  • Create New...

რატომ დუმს ამერიკა?


Guest Civilian
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
12 minutes წინ, Alfred Albion said:

ვისაც დაფინანსება შეუძლია, ის რიტორიკის დონეზეც კი არ და ვერ დაუშვებს "მემარცხენე პოპულიზმს"

მაგრამ უნდათ კი ნაცებს ხელისუფლება?

იქნებ მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსი, თანაც ისეთი პარტიისა, რომელიც სასარგებლოა ბანგალეზა-ბაფალანსას შორის მარადიული დაპირისპირებისას, ურჩევნიათ?

გამორიცხულია ეს ამბავი?

რაც შეეხება ფინანსებს, დამფინანსებლებს მხოლოდ ე.წ. inner money აქვთ, ამიტომ მხოლოდ მათი პოზიციაა მნიშვნელოვანი, ვინც outer money-ს განკარგავს. ეს უკანასკნელნი კი წესებს იცავენ. გარეგნულად მაინც.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
25 minutes წინ, Seth said:

მარქსიზმი, ლიბერტანიანიზმი და ჰერმენევტიკული თეორიები არარელევანტურია...

დიახ. ეკონომიკურ პროგრამებსა და პოლიტიკურ დოქტრინებს ან შუაშისტები იწუნებენ თავისი პოზიციის გასამართლებლად (თუმცა კი უზოგადესი წარმოდგენაც კი არა აქვთ იმაზე, რაზეც საუბრობენ), ან პოლიტიკური ნერდები. :) 
 

25 minutes წინ, Seth said:

ა) პოლიტ. ლიდერია საჭირო ჟოპოში (რომელიც ეხლა არ არის, გიჟი ზის)

ბოლოს ყველაფერი აქამდე დადის პატივცემულო, პიროვნებამდე, ადამიანამდე.
ვიდრე პოლიტიკისა და ეკონომიკის კანონებს შევეხებით, მარტივ ადამიანურ კანონებზე უნდა შევთანხმდეთ, რაც, როგორც ჩანს, საერთოდ დაავიწყდათ რეჟიმის აპოლოგეტებს.
მეორე მხარეს კი ხორცშესხმული ადამიანი სჩანს, რომელიც ციხეში იტანჯება და ამით კათარზისს განიცდის. :)
გიჟი ციხეში მყოფიც კი ბევრად მეტს აკეთებს, ვიდრე გარეთ მყოფები გააკეთებდნენ ოდესმე. 

  

14 minutes წინ, York Ge said:

გამორიცხულია ეს ამბავი?

არათუ გამორიცხული, არამედ ჭეშმარიტებასთან ყველაზე ახლოს მყოფი იყო სულ ცოტა ხნის წინ, თუმცა გიჟის დაბრუნებამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

Edited by Alfred Albion
Share on other sites

  • ფორუმელი
5 minutes წინ, Alfred Albion said:

თუმცა გიჟის დაბრუნებამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

შესაძლოა, ეს მხოლოდ გიჟის პრობლემაა, მილორდ.

საკითხავია, აგრეთვე, თუ რატომ, რამ თუ ვინ დააბრუნა ბ-ნი სააკაშვილი საქართველოში მას შემდეგ, რაც ის არა მხოლოდ ემიგრაციაში წავიდა (გააძევეს) და არა მხოლოდ მოქალაქეობაზე თქვა უარი, არამედ აქტიურად ჩაერთო სხვა ქვეყნის პოლიტიკაში. არ არის ბ-ნი სააკაშვილი დამოუკიდებელი აქტორი. ის ფიგურაა, რომლითაც თამაშობენ.

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
25 minutes წინ, Alfred Albion said:

გიჟი ციხეში მყოფიც კი ბევრად მეტს აკეთებს, ვიდრე გარეთ მყოფები გააკეთებდნენ ოდესმე. 

ნუ გიჟი მარსზე რომ წავიდეს ამ ყველა დანარჩენ ჟოპოზე მეტს ისედაც გააკეთებს :დ მაგაში არაა საქმე სენიორ. რაუნდებს კი იგებს, მაგრამ მისი შესაძლებლობები არის მკაცრად შეზღუდული. 

25 minutes წინ, Alfred Albion said:

ვიდრე პოლიტიკისა და ეკონომიკის კანონებს შევეხებით

ველურებთან სენიორ, ეს პრინციპები არ მოქმედებს. ველური იმიტომ არის ველური რომ ეს პრინციპები არ ესმის. რომ ესმოდეს ხომ არ იქნებოდა? :დ ამიტომ ველურს უნდა ელაპარაკო ველურად :დ 

+ მერამდენედ ვკითხულობ :დ მეტი რა ქნას ლუმპენმა გამოვიდა და ჟოპოს მხარი დაუჭირა ადგილობრივ!!! არჩევნებზე... აი რა ქნას მეტი?

Edited by Seth
Share on other sites

9 საათის წინ, York Ge said:

და ამ ვითარებაში ნაცებმა აირჩიეს ის იდეოლოგია, რომელიც სავსებით აწყობს მათ მონინააღმდეგეებს და მონურ პირობებში ამყოფებს მათ მომხრეებს. აი, ამის მიზეზი რა უნდა იყოს? ის, რომ ნაცების ლიდერები ინდოქტრინებული შიზოფრენიკები არიან, თუ ის, რომ რეფორმისტული ფასადის მიღმა ისეთივე კლეპტოკრატები იმალებიან, როგორიც ქოცები არიან? თუ სხვა რამ მიზეზია?

ფრიად საინტერესო კითხვაა.

Share on other sites

7 საათის წინ, York Ge said:

 არ არის ბ-ნი სააკაშვილი დამოუკიდებელი აქტორი. ის ფიგურაა, რომლითაც თამაშობენ.

რომელია მისი ოპონენტებიდან დამოუკიდებელი აქტორი? ბნ სტაფილო გახლავთ ასეთი თუ მისი შერჩეული სტაფიდან რომელიმე

ან რომელ საუკუნეში გყვავდა ასეთი საერთოდ ბოლოს?

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

რამდენჯერაც რაცხა, ქვეყნის სასიკეთოდ გავიფაფხურეთ, იმდენჯერ გავილახეთ ძღრენიანი წკეპლით (ბოდიში მომითხოვია).

ამ კონტექსტში იმის გარჩევა ვინ ჯობია მმართველად მთავარი საკითხის ფრჩხილებიდან გატანაა. 

მთავარი საკითხი კი იმჰო ასეთია:  რეალურად გვაქვს თუ არა იმის უფლება,  რომ განვვითარდეთ?. მოპოვებული გვაქვს თუ არა ეს უფლება, როგორც სახელმწიფოს "დანარჩენი მსოფილოსგან"?

რა ნაბიჯი გადავდგით ამ მიმართულებით და რა არგუმენტები გვაქვს ამგვარი ამბიციური სურვილის სასარგებლოდ? რატომ ვფიქრობთ რომ უკეთესი ცხოვრება გვეკუთვნის? ეს არ არი რიტორიკული კითხვა. ამის უკან უნდა არსებობდეს სერიოზული არგუმენტი. 

ხოლო საკუთარ ქვეყანაში ვინ იქნება მეფისნაცვალი (რომელი ქვეყნისაც არ უნდა იყოს) ამაზე დავა მიმაჩნია რომ მარაზმია. 

Share on other sites

  • ფორუმელი
3 საათის წინ, Eric said:

რომელია მისი ოპონენტებიდან დამოუკიდებელი აქტორი? ბნ სტაფილო გახლავთ ასეთი თუ მისი შერჩეული სტაფიდან რომელიმე

არცერთი, რა თქმა უნდა.

3 საათის წინ, Eric said:

ან რომელ საუკუნეში გყვავდა ასეთი საერთოდ ბოლოს?

მე-16 საუკუნეში, უკეთეს შემთხვევაში.

ეს თავადაც იცით.

თეთრი მხედარი f3-დან e5-ზე რომ აღმოჩნდება, მხედრის მოტივაციას ხომ არ განვიხილავთ, ან e5 უჯრაზე უკეთესი ბალახი იყო, თუ წყალი? მოთამაშის მოტივაცია უნდა განვიხილოთ, ასე არაა?

40 minutes წინ, Beqa said:

რეალურად გვაქვს თუ არა იმის უფლება,  რომ განვვითარდეთ?. მოპოვებული გვაქვს თუ არა ეს უფლება, როგორც სახელმწიფოს "დანარჩენი მსოფილოსგან"?

ეს ყველაზე უარესი არაა.

უამრავი პროექტია, რომელსაც ინვესტიცია ვერ მიუღია, მაგრამ თუ გაგიგიათ ინვესტიციების შესახებ, რომელიც პროექტის გარეშე მიუღიათ?

რა პროექტი გვაქვს?

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   229 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 229 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(20)
    • Googlebot(4)
    • YandexBot(1)