Jump to content
×
×
  • Create New...

რატომ დუმს ამერიკა?


Guest Civilian
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

 

9 minutes წინ, ASIA said:

И с тех пор стали римляне приносить богам в искупительную жертву не живых людей, а головку лука, прядь волос с человеческой головы и живых мелких рыбешек.

იმდენი მათ რა ვუთხარი.

გლადიატორების თამაშები, მოწყობილი სახელმწიფოს მიერ, სწორედ ადამიანთა მსხვერპლად შეწირვა იყო - კანონით დადგენილი განსაწმენდელი მსხვერპლი.

18 minutes წინ, ASIA said:

ბუნებრივად როგორ ? თუ დავუშვათ სტიპენდიას  ან სოციალურ პროგრამებში იხდის, საგადასახადო შეღავათები აქვს და კონკურენტს ამით დაამუხრუჭებს?

არანაირი შეღავათი: ადამიანის შრომის ექსპლოატაცია უკვე წარმოადგენს დანაშაულის აქტს. საქმე მხოლოდ დანაშაულის გამოსყიდვას ეხება.

ორი მეთოდია აპრობირებული - მომხმარებლის მიერ განხორციელებული ბოიკოტი და "კონკურენტების" მიერ ინსპირირებული სასამართლო პროცესები, მიმართული დისკრედიტაციისკენ.

(სასამართლო, ცხადია, ყოველთვის მიუკერძოებელ განაჩენს გამოიტანს.)

ბოიკოტი კულტურის ამბავია და გასაგებია, რა გამოვა აქედან ბ-ნი ბენდუქიძის მიერ ჩადგმული კრეპტოკრატიის პირობებში.

ჩემი აზრით, ბ-ნი სააკაშვილის მთავარი შეცდომა / დანაშაული ბ-ნი ბენდუქიძე იყო.

@kvipriane

გასაგებია, მილორდ.

Share on other sites

15 minutes წინ, York Ge said:

ორი მეთოდია აპრობირებული - მომხმარებლის მიერ განხორციელებული ბოიკოტი და "კონკურენტების" მიერ ინსპირირებული სასამართლო პროცესები, მიმართული დისკრედიტაციისკენ.

ორივე მეთოდი რთული მისაღები, გასაგები და დასანერგი ქართველებისთვის. 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, ASIA said:

ორივე მეთოდი რთული მისაღები, გასაგები და დასანერგი ქართველებისთვის. 

არა, სენიორა, ორივე მიღწევადია, განმახორციელებელი რომ იყოს ვინმე.

Share on other sites

  • ფორუმელი

გმადლობთ, York,
ძალიან  კარგი მაგალითია, რაც ახლა მოიყვანეთ რომაელ ღმერთებზე.
აქაურ საზოგადოებას უნდა ყველაფერი ხალხს გადააბრალოს და კონფორმიზმით გააფორმოს მიშასადმი გულგრილობა, რაც არაწორია.
კონფორმიზმი კი არა, ელემენტარული უნდობლობაა მიზეზი, მიშას ხალხი არ ენდობა და ვსიო, ეგაა!
აქ სოციალური ლიფტებიც ახსენეს.
მინდა ყველას შევახსენო, რომ არავითარი სოციალური ლიფტები მიშას არ გაუხსნია და რაც გახსნა, ისევ მიშმადიდებლებისთვის გახსნა. მიშაზე ოდნავ გადაბრუნებული სიტყვა რომ გეთქვა, ძაან მშვენივრად ჩაგიკეტავდნენ მაგ ლიფტს. უამრავი მაგალითი არსებობს მაგის. 
ტაკ შტო მიშას მიმართ უნდობლობის მიზეზი თვითონ მიშაა, და არა ხალხი. აღარც მაგის შიმშილობის სჯერათ.

Share on other sites

  • ფორუმელი

@Lemshveniera

პრობლემა, მილედი, შემდეგშია.

არსებობს მრავალრიცხოვანი სოციალური ფენა, რომელსაც ქოცური კლეპტოკრატია სრულიად აწყობს. მათ რიგებში არიან ე.წ. შუაშისტები, რომლებიც დანარჩენებისაგან მხოლოდ იმით განსხვავდებიან, რომ ქოცებს 1-ლ ტურში არ აძლევენ ხმას. მათი ანტიქოცური რიტორიკის ძირითადი მიზეზი კი ნიჰილიზმისა და მონური შრომის პირობების შენარჩუნება-განმტკიცებაა ("ქოცები როგორ აირჩიეთ?! არაფრის ღირსები ხართ!"). სხვა არაფერი აქვთ შუაშისტებს ქოცებთან გასაყოფი. შუაშისტები ნაცებს არასოდეს დაუჭერენ მხარს, რადგან ნაცებს ისინი აღიქვამენ სახელმწიფოებრიობის განმამტკიცებლების სახით, იმის მიუხედავად, ასეთი აღქმა მცდარია თუ სწორი (ჩემი აზრით, მცდარია), რადგან სახელმწიფოებრიობის შემდგომი განმტკიცება გულისხმობს შრომითი უფლებების დაცვას და, შესაბამისად, ოთხასპროცენტიანი მარჟის დაკარგვას - მონური შრომის გარეშე მათ მოგებაზე გასვლა არ შეუძლიათ.

არავისტებს ელექტორიალური წონა არ გააჩნიათ.

აი, ნაცებს რაც შეეხება, ნაცებს...

ნაცების ძირითადი ამომრჩეველი სწორედ რომ დაბალანაზღაურებადი მოჯამაგირეების კლასია და ამ ვითარებაში ნაცებმა აირჩიეს ის იდეოლოგია, რომელიც სავსებით აწყობს მათ მონინააღმდეგეებს და მონურ პირობებში ამყოფებს მათ მომხრეებს. აი, ამის მიზეზი რა უნდა იყოს? ის, რომ ნაცების ლიდერები ინდოქტრინებული შიზოფრენიკები არიან, თუ ის, რომ რეფორმისტული ფასადის მიღმა ისეთივე კლეპტოკრატები იმალებიან, როგორიც ქოცები არიან? თუ სხვა რამ მიზეზია?

Share on other sites

  • ფორუმელი
46 minutes წინ, York Ge said:

თუ სხვა რამ მიზეზია?

ფული, მილორდ. :)
ვისაც დაფინანსება შეუძლია, ის რიტორიკის დონეზეც კი არ და ვერ დაუშვებს "მემარცხენე პოპულიზმს", თორემ ორთოდოქს ნაცებში მრავლად არიან ლევაკები. :)
 

:D

  

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Alfred Albion said:

ფული

დიახ, ოღონდ დასაკონკრეტებელია რომელი ფული. ბიუჯეტის კორუფციული ფული. საქართველოში დღეს არის ძალიან მცირე რაოდენობა ადამიანებისა რომლებსაც აქვთ ბიუჯეტისგან დამოუკიდებელი წყარო ნორმალური შემოსავლისა. ელექტორალური თვალსაზრისით მათი რაოდენობა 0-ს უტოლდება.

 

აი ვისიც არ უტოლდება :დ ისინი უჭერენ არსებულ ხელისუფლებას მხარს. არის შესაძლებლობა ამ ნაწილის ჟოპოს მხარეს წამოყვანის, მაგრამ ამისთვის ა) პოლიტ. ლიდერია საჭირო ჟოპოში (რომელიც ეხლა არ არის, გიჟი ზის) და ბ) საჭიროა შეუქცევადი პოლიტიკური ცვლილების პერსპექტივის შექმნა. ეს გააკეთეს გიჟმა და ზურიკომ 2003 წელს, შემდეგ 2008 წელს (აქ პირიქით) და ეს გააკეთა კოლმეურნემ 2012 წელს (მათ შორის).

მარქსიზმი, ლიბერტანიანიზმი და ჰერმენევტიკული თეორიები არარელევანტურია... პლებსის 40% როდესაც გიჭერს მხარს და მაინც ვერ ახერხებ ცვლილებას პრობლემა მხოლოდ ზემოთაღნიშნულ 2 პუნქტშია.

Share on other sites

  • ფორუმელი
On 11/12/2021 at 2:10 PM, Eric said:

კიდევ იმის თქმა შეიძლება რომ მიშას საკუთარი ფული არ ჰქონდა, ის დაყრდნობილი იყო ლიბერალების შემოტანილ მაყუთზე (და პოლიტიკურადაც მათზე იყო დამოკიდებული ამის გამო)

წინა გვერდებზე სწორად შენიშნა სენიორ ერიკმა.

სააკაშვილის აგრესიული, ხშირად ეტატისტური ეკონომიკური პოლიტიკა არაერთხელ გამხდარა ბენდუქიძის ლიბერალების მწვავე კრიტიკის საგანი.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   247 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 246 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(16)
    • YandexBot(2)
    • Googlebot(4)
    • t-90