Jump to content
×
×
  • Create New...

ეგვიპტე-შუმერიდან დღემდე ...


kvipriane
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
43 minutes წინ, Seth said:

ჩვენ დაზუსტებით არ ვიცით

ამიტომაც გავხსენი ეს თემა რომ დაზუსტებით რაც ვიცით იმას გავყვეთ, დაზუსტებით რაც ვიცით ამითაც შესაძლებელია განსხვავების და გამოსავლის პოვნა .

დაზუსტებით ვიცით ეგვიპტური მითოლოგია, შუმერული, ბერძნულ-რომაული, წარმართული, - ასევე დაზუსტებით ვიცით ქრისტიანობა , ისლამი, და სხვა რელიგიები 

იმჰო რომელი ამათგანი რას სთავაზობს ადამიანს, რომელი ამათგანი ვის/რას ემსახურება და რომელი ამათგანი სად გვეპატიჟება ამით ხომ არის შესაძლებელი დადგენა რომელი მათგანია ადამიანისთვის უკეთესი ?

43 minutes წინ, Seth said:

უარესი იყო და უკეთესი ხდება.

აქ ვერ დაგეთანხმებით მუსიე სეტ, რადგან ვიცი რომ ბოროტებას არ შეუძლია სიკეთის გარეშე არსებობა, ის სიკეთის გადაგვარებით სულდგმულობს, ეს მაშინ როდესაც სიკეთე მოწოდებულია ბოროტების გარეშე იარსებოს . - ბოროტება მილევადია, სიკეთე გამრავლებადი  ;)

 

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, kvipriane said:

რადგან ვიცი რომ ბოროტებას არ შეუძლია სიკეთის გარეშე არსებობა, ის სიკეთის გადაგვარებით სულდგმულობს, ეს მაშინ როდესაც სიკეთე მოწოდებულია ბოროტების გარეშე იარსებოს . - ბოროტება მილევადია, სიკეთე გამრავლებადი

საიდან იცით ეს პატივცემულო? კონკრეტულად, საიდან იცით რომ ჯერ იყო ნათელი და მერე ნელ-ნელა სიბნელემ დაიწყო შემოსვლა?

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, kvipriane said:

რომელი ამათგანი სად გვეპატიჟება ამით ხომ არის შესაძლებელი დადგენა რომელი მათგანია ადამიანისთვის უკეთესი ?

არ არის შესაძლებელი. რატომ? იმიტომ რომ კონკრეტული ადამიანის მისწრაფებები და მიზნები განსხვავდება სხვა კონკრეტული ადამიანის მიზნებისა და მისწრაფებებისგან. ამიტომ ვერ დაადგენს ვერავინ. თქვენ შეიძლება დაადგინოთ თქვენთვის რომელია უკეთესი, თქვენ ვერ დაადგენთ ჩემთვის რომელია უკეთესი.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

მანდ ერთია:

ბერძნული პოლისები საფუძვლიანად ახალი რამეა

ხარისხობრივად განსხვავდება ეგვიპტური  ქალაქ-რელიგიური ორდენებისგან.

შუმერული ქალაქებიდანაც ალბათ განსხვავდება.

იმიტომ რომ საბერძნეთში გაცილებით უფრო ნაყოფიერი მიწაა და არაა დაკიდებული ერთ(ნილოსი)  ან ორ (ტიგროსი და ევფრატი) მდინარეზე.

სწორედ ამიტომაც არის ბერძნული პოლისები ავტონომიური და დეცენტრალიზებული (ამასტანავე მაქსიმალურად თვითკმარი)

ხოლო ეგვიპტეში ავტორიტარიზმი.

შუმერებში კიდე პოლისების ფედერაციის ჩანასახის შედეგად შემდგარი ავტორიტარული სახელმწიფოები.

Edited by t-90
I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
17 საათის წინ, Seth said:
19 საათის წინ, kvipriane said:

რადგან ვიცი რომ ბოროტებას არ შეუძლია სიკეთის გარეშე არსებობა, ის სიკეთის გადაგვარებით სულდგმულობს, ეს მაშინ როდესაც სიკეთე მოწოდებულია ბოროტების გარეშე იარსებოს . - ბოროტება მილევადია, სიკეთე გამრავლებადი

საიდან იცით ეს პატივცემულო? კონკრეტულად, საიდან იცით რომ ჯერ იყო ნათელი და მერე ნელ-ნელა სიბნელემ დაიწყო შემოსვლა?

 

17 საათის წინ, Seth said:
19 საათის წინ, kvipriane said:

რომელი ამათგანი სად გვეპატიჟება ამით ხომ არის შესაძლებელი დადგენა რომელი მათგანია ადამიანისთვის უკეთესი ?

არ არის შესაძლებელი. რატომ? იმიტომ რომ კონკრეტული ადამიანის მისწრაფებები და მიზნები განსხვავდება სხვა კონკრეტული ადამიანის მიზნებისა და მისწრაფებებისგან. ამიტომ ვერ დაადგენს ვერავინ. თქვენ შეიძლება დაადგინოთ თქვენთვის რომელია უკეთესი, თქვენ ვერ დაადგენთ ჩემთვის რომელია უკეთესი.

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

ძალიან საინტერესო კითხვებია მუსიე სეტ !!! ესაა ამ თემის მიზანიც, რომ ამგვარ რთულ კითხვებს გავცეთ პასუხები და ორი მხარე სინათლე და სიბნელე, გნებავთ სიკეთე და ბოროტება დავახასიათოდ, - დავახასიათოდ ცოტა "ისეთი" ნათქვამია, - ჰო და რას ვგულისხმობ :  მაგალითად, ცხოველი ორ შემთხვევაში კლავს, როდესაც შია და როდესაც ეშინია , და ისიც - კლავს მარტივად , სწრაფად და სულაც არ იღებს ამისაგან სიამოვნებას, ხოლო უსულ-გულო ადამიანს ისეთი მკვლელობები აქვს მოფიქრებული რომელიც ფანტაზიის ზღვარსაც კი სცდება, - და მიზეზი კი იმდენი რამდენი ადამიანიც არსებობს, ასე არ არის ?

კითხვა შემდეგში მდგომარეობდა, საიდან ვიცით რომ ჯერ სიკეთე (დავარქვათ ნათელი) იყო და შემდგომ შემოვიდა ბოროტება (დავარქვათ სიბნელე) ???

და მეორე რომელი ამათგანი სად გვეპატიჟება, რას გვთავაზობს, - ამით ხომ არის შესაძლებელი დადგენა რომელი მათგანია ადამიანისთვის უკეთესი ??? 

მართალია მუსიე სეტ რომ , როგორც თქვენ ბრძანეთ , - "არ არის შესაძლებელი. რატომ? იმიტომ რომ კონკრეტული ადამიანის მისწრაფებები და მიზნები განსხვავდება სხვა კონკრეტული ადამიანის მიზნებისა და მისწრაფებებისგან. ამიტომ ვერ დაადგენს ვერავინ. თქვენ შეიძლება დაადგინოთ თქვენთვის რომელია უკეთესი, თქვენ ვერ დაადგენთ ჩემთვის რომელია უკეთესი." - მაგრამ ჩვენ ხომ ადამიანის არჩევანს არ ვეხებით ??? ჩემი იმჰო მიზანია ადამიანებს დავუდოთ ამ ორის (სინათლე - სიბნელე) განმარტება, დახასიათება, მათი ურთიერთქმედება ადამიანთან ანდაც ასე ვთქვათ მათი ზემოქმედება ადამიანზე და ამის შედეგები, და შემდგომ თვითონ აირჩევს რომელ მხარეს უნდა ყოფნა (რა პრობლემაა?!!!) - რატომ არის ეს საჭირო ??? იმიტომ რომ დღევანდელ სამყაროში თითქოს კონსტანტა შეირყა , ადრე თუ P(პი) იყო 3,14 , დღეს გარკვეული მიმართულებებით  პი აირია ... :) 

პლიუს ამას , ჩვენ არ ვართ ის კატეგორია ადამიანებისა რომლებიც თავკერძობას გავასაღებთ თავისუფლებად, ან და უარგუმენტოს არგუმენტირებულად მხოლოდ იმიტომ რომ ასე გვსურს ,  ამას მოვუწოდებ ყველას რომ ვისაუბროთ არგუმენტირებულად, თუმცა საკუთარ ინტერპრეტაციებსაც ნუ ავკრძალავთ, ოღონდ არა დემაგოგიურს, არა თავკერძულს, მაგალითად ასეთს - "მე ვიცი" !!! და საიდან იცი ??? რაღაცაზე დაყრდნობით იცი ხომ ? - ჰო და დაგვიდე პატივცემულო რაზეც ეყრდნობი იმის არგუმენტი ;)

რაც შეეხება ამ თემის ატმოსფეროს : უფრო სწორედ ოთახს სადაც ეს ამ თემაზე მსჯელობა მიდის 

ეს არაა ოთახი, არამედ გამოქვაბულის მზგავსი კელიაა, ბუხრით და ზომიერი ცეცხლით, რამოდენიმე კანდელი ანათებს მას და ქმნის შესბამის სიმყუდროვეს სასაუბროდ, გვაქვს საუკეთესო ღვინო, - ისეთი, საუბრის სურვილს რომ გგვრის და მეტყველების რაფინირებას რომ იწვევს

ნატურალური ყავა და საუკეთესო ჩაიც კი, უალკოჰო სასმელებიდან მხოლოდ ბორჯომი გამაჩნია, შეგიძლიათ თავად წამოიღოთ თქვენი სურვილისამებრ რაც გნებავთ 

ბუხარში ცეცხლი ყოველთვის გიზგიზებს და სხვა ბევრის საშუალებასაც იძლევა, თუმცა ღრეობა არ გამოვა, კელიაა და სამლოცველოც აქვეა

რაც შეეხება საუბრის ტონს : - აქ ყოველთვის მშვიდი და პატივისცემის გამომხატველი ტონით საუბრობენ, არ არის ბრაზი და მუშტების რტყმა მაგიდაზე, არის მხოლოდ აზრიანი და საინტერესო საუბრის სურვილი .

იმედია მაპატიებთ ასეთ პათეტიკას, აუცილებელი იყო სასაუბრო სივრცის და ტონალობის აღნიშვნა, რადგან მაინც ვირტუალური სივრცეა და ყოველივე ეს ნაკლებად იგრძნობა წერილობით სივრეცეში

მაშ ასე .......... 

                                                                           სიკეთე (ნათელი) და ბოროტება (ბნელი)

 

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

 

ჩემი იმჰო აზრით სიკეთის მქადაგებლად მიმაჩნია ქრისტე და  მის სწავლებას რომელისც წმიდა წერილშია მოყვანილი მივიჩნევ ადამიანისადმი სიკეთის, ნათლის მიმცემელად. 

არგუმენტად მომყავს შემდეგი :

იოანეს სახარება. I თავი.

9. იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად.  

მერე რომ არ დამწამოთ ტენდენციურობა და არ მითხრათ ზღაპრებს ყვებიო, ამიტომ ვიკიდან გადმოვიტანე იოანე მოციქულის მცირე ბიოგრაფია, ისტორიულად რელური პიროვნება რომელმაც ქრისტესთან ერთად განვლო გარკვეული პერიოდი, - იოანე მოციქული ღვთისმეტყველად წოდებული იყო გალილეველი მეთევზის ზებედეს და სალომეს შვილი. იესო ქრისტემ გალილეის ზღვის ნაპირზე დაინახა იოანე და მისი ძმა იაკობი და მოუწოდა გაჰყოლოდნენ მას (მათ.4:21).  მართლმადიდებლური ეკლესია წმ. იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს ახ. სტილით 21 მაისს, 13 ივლისს და 9 ოქტომბერს აღნიშნავსკათოლიკურ და სხვა ეკლესიებში აღინიშნება 27 დეკემბერს. იოანე იყო ქრისტეს ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული მოწაფე. წმ. იოანე, წმ. იაკობთან და წმპეტრესთან ერთად იყო იაიროს ქალიშვილის აღდგენის მოწმე (მარკ. 5:37. ლუკ. 9:51). მხოლოდ წმ. იოანე, წმ. იაკობი და წმ. პეტრე იმყოფებოდნენ თაბორის მთაზე ქრისტეს ფერიცვალებისას (მათ. 17:1; მარკ. 9:2; ლუკ. 9:28); ასევე გეთსიმანიის ბაღში ქრისტეს ლოცვისას (მარკ. 14:33). გოლგოთაზეჯვარცმულმა ქრისტემ წმ. იოანეს დაავალა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელზე ზრუნვა. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების შემდგომ, წმ. იოანე ღვთისმეტყველი გაემგზავრა ეფესოში და მცირე აზიის სხვადასხვა ქალაქში ქრისტიანობის საქადაგებლად. წმ. იოანე ღვთისმეტყველი მრავალ სასწაულს აღასრულებდა (მათ შორის აღადგენდა მკვდრებს), რამაც განაპირობა ქრისტიანობის სწრაფი გავრცელება მთელს რეგიონში.

სენიორებო, მიიღებთ ქრისტეს სწავლებას ჭეშმარიტი ნათლის ანუ სიკეთის  არგუმენტად ???

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
7 minutes წინ, kvipriane said:

მიიღებთ ქრისტეს სწავლებას ჭეშმარიტი ნათლის ანუ სიკეთის  არგუმენტად

ანუ ქრისტიანობას? რატომაც არა. ასევე მივიღებ ბუდიზმს, ისლამს და სასაცილოდ არ ვამბობ მაგრამ ბოროტებას არც იეღოველები ქადაგებენ, არც 50-იანელები და არც კრიშნაიდები. 

ათეისტებიც არ მოგვიწოდებენ რომ ვიღაცეები ვხოცოთ და ბოროტება ჩავიდინოთ.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share