Jump to content
×
×
  • Create New...

ეგვიპტე-შუმერიდან დღემდე ...

kvipriane
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ასეთი კითხვა მაქვს მეგობრებო, ეგვიპტური მითოლოგიას რამდენად აქვს მზგავსება შუმერულთან ???

და არის თუ არა ეგვიპტური მითოლოგია ბერძნულისა და შემდგომ რომაულის ფუძემდებელი, ფუნდამენტი ???

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
54 minutes წინ, kvipriane said:

ასეთი კითხვა მაქვს მეგობრებო, ეგვიპტური მითოლოგიას რამდენად აქვს მზგავსება შუმერულთან ???

დიდი მსგავსებაა სენიორ

54 minutes წინ, kvipriane said:

და არის თუ არა ეგვიპტური მითოლოგია ბერძნულისა და შემდგომ რომაულის ფუძემდებელი, ფუნდამენტი ???

არის

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
39 minutes წინ, Seth said:

დიდი მსგავსებაა სენიორ

მადლობა მუსიე სეტ გამოხმაურებისთვის, ანუ გამოდის რომ განსხვავება უფრო ნაკლებია ვიდრე მსგავსება ? 

ჰო და რა ძირეული სხვაობებია და რაშია ეს განსხვავებებეი ?

39 minutes წინ, Seth said:
1 საათის წინ, kvipriane said:

და არის თუ არა ეგვიპტური მითოლოგია ბერძნულისა და შემდგომ რომაულის ფუძემდებელი, ფუნდამენტი ???

არის

რა მაინტერესებს იცით : - ხომ ამბობთ, რომ ეგვიპტემ გადააფორმატა ბერძნები, ბერძნებმა რომი და შემდეგი ელიტები დღემდე ბებრები, ბრიტები და იანკები , - ასევე მოხდა ეგვიპტური მითოლოგიის გადმობერძნულება , შემდეგ ბერძნულის გადარომაულება და დღევანდლამდე ასე მოდის ???

და თუ ასეა, ეგვიპტიდან დღემდე მთავარი რა არის მანდ , ფუნდამენტი რა აქვთ რაც არ იცვლება ეგვიპტიდან დღემდე ????

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
9 minutes წინ, kvipriane said:

და თუ ასეა, ეგვიპტიდან დღემდე მთავარი რა არის მანდ , ფუნდამენტი რა აქვთ რაც არ იცვლება ეგვიპტიდან დღემდე ?

კარგი კითხვაა, არ იცვლება ძალაუფლების შენარჩუნების მექანიზმები. შეიძლება იხვეწება, მაგრამ არ იცვლება.

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Seth said:

კარგი კითხვაა, არ იცვლება ძალაუფლების შენარჩუნების მექანიზმები. შეიძლება იხვეწება, მაგრამ არ იცვლება.

საფუძველი ესაა ? - ყველა ხერხი გამართლებულია ძალაუფლების შესანარჩუნებლად !

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
51 minutes წინ, kvipriane said:

საფუძველი ესაა ? - ყველა ხერხი გამართლებულია ძალაუფლების შესანარჩუნებლად !

სენიორ, მე ეხლა შემიძლია ძალიან ბევრი და მაღალფარდოვანი წინადადები ჩამოვწერო კეთილდღეობაზე, სიკეთეზე, ურთიერთპატივისცემაზე, სიმამაცეზე, სულგრძელობაზე და ა.შ. (და სამართლიანობისთვის უნდა ითქვას რომ მთლად არც უამისობაა)...

მაგრამ

თუ ბოლომდე ჩავყვებით საკითხს, მივალთ ძალაუფლების შენარჩუნების მექანიზმებამდე. რატომ? იმჰო, 2 მთავარი მიზეზია: ა) ადამიანის ბუნებაა ასეთი; და ბ) არანაირი ზემოთჩამოთვლილი მაღალფარდოვანი ტერმინი არ იქნება ცხოვრებაში გატარებული თუ შესაბამის ხალხს არ ექნათ ძალაუფლების ბერკეტები.

Share on other sites

  • ფორუმელი
48 minutes წინ, Seth said:

მუსიე სეტ, ხომ იყო დრო როდესაც არ არსებობდა ძალაუფლება ? ...  მაგალითად რა ძალაუფლება სჭირდებოდა ადამს ? არც არაფერი, იჯდა თავისთვის , იყო დაკავებული ბუნების შესწავლით, არც შიოდა და არც სწყუროდა :) ანუ არ იყო ადამის ბუნება "ასეთი" , - მოხდა შემდეგ რაღაც, რის შემდეგაც მივიღეთ ა) ადამინის ბუნება გახდა "ასეთი" 

49 minutes წინ, Seth said:

ა) ადამიანის ბუნებაა ასეთი;

თავიდან არ იყო , მერე გახდა , ანუ შეიძლება დაუბრუნდეს პირველსაწყის მდგომარეობას ??? როგორაა შესაძლებელი ეს ??? რა შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯი ადამიანის პირველსაწყის მდგომარეობასთან მიბრუნებისა ???

49 minutes წინ, Seth said:

ბ) არანაირი ზემოთჩამოთვლილი მაღალფარდოვანი ტერმინი არ იქნება ცხოვრებაში გატარებული თუ შესაბამის ხალხს არ ექნათ ძალაუფლების ბერკეტები.

ეს მაღალფარდოვანი ტერმინები, ყველა უკლებლივ სისტემის შიგნით არის ჩამოყალიბებულ-დადგენილი თუ არ ვცდები

და იქნება კი ის მაღალფარდოვანი ტერმინები შესაბამისი ჭეშმარიტებისა ???

ჩვენ ხომ ვიცით, რომ რაღაც რომ მოხდა მას შემდეგ ადამიანმა ცრუ-მოჩვენებითი გონება შეიძინა ??? ცრუ-მოჩვენებითი გონების პროდუქტია შემომქმედთან შეწინააღმდეგება, ასე არ არის ? ... 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
13 minutes წინ, kvipriane said:

მუსიე სეტ, ხომ იყო დრო როდესაც არ არსებობდა ძალაუფლება ?

ალბათ როდესაც ადამიანი არ არსებობდა:დ

13 minutes წინ, kvipriane said:

მაგალითად რა ძალაუფლება სჭირდებოდა ადამს ?

ჩვენ დაზუსტებით არ ვიცით ეს პატივცემული ამ სახით არსებობდა თუ არა.საერთოდ.

რომც დავუშვათ რომ არსებობდა რა ძალაუფლება დასჭირდებოდა ადამს როცა მარტო იყო? აი როდესაც 2-ნი გახდნენ უკვე პრობლემები დაიწყო :დ აღარაფერს ვამბობ მერე, როცა გამრავლდნენ და ისეთი რაღაცეები აკეთეს რომ რელიგიის ვერსიით ღმერთის შვილის აქ გამოშვება გახდა საჭირო სიტუაციის დასალაგებლად. 

17 minutes წინ, kvipriane said:

თავიდან არ იყო , მერე გახდა

არ ვიცით ჩვენ ეს სენიორ. მეტიც ლოგიკურად უფრო დიდი შანსია პირიქით იყოს, უარესი იყო და უკეთესი ხდება.

Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share