Jump to content
×
×
  • Create New...

ანუ რა ხდება ეუროპაში ?


Recommended Posts

  • ფორუმელი
40 minutes წინ, Seth said:

ოკ. რა გააკეთა კუჩმამ? რაში გამოიხატებოდა ბაბუს და კუჩმას კონფედერაცია? :დ მ

1997-ში იყო ესეთი მომენტი როცა რუს "სამშვიდობოებს" გაუვიდათ ვადა. ოფიციალურად ეს იყვნენ დსთ-ს სამშვიდობოები. ედიკა ცდილობდა რაღაცეების ცვლილებას და ამაში კუჩმა ეხმარებოდა რომ ახალი მანდატის მიცემას დსთ-ს მხრიდან დროში აჭიანურებდა.

როცა აფხაზეთის და ცხინვალის მიმდინარე საკითხები იდგა დსთ-ს სამიტებში კუჩმა ჩვენ მხარეს იჭერდა. ნაზარბაევი ჩვენ საწინაამღდეგოს.

40 minutes წინ, Seth said:

იულია ყველაზე არასწორად მოგვექცა მაგათ შორის, დაწყებული ლოთებთან ჩაშვებით და დამთავრებული ევროპაში ტყუილების ლაპარაკით

???

რომ გაიცინა პუტინის ხუმრობაზდ გალსტუკების შესახებ კი ბატონო, მაგრამ დანარჩენს ამეტებთ იმჰო.

 

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, Seth said:

მაგ კონკურენციას აზრი აღარ აქვს სენიორ, უკვე სხვა კავშირში არიან ერთად. აი რომ არ იყვნენ ეუ-ში, მანდაც იგივე იქნებოდა რაც სხვაგან.

საბჭოთა კავშირში განა რამე სერიოზული კონკურენცია იყო? არა ხომ?

გამოდის რომ , ერთი საშველია მუსიე სეტ ;) ჩვენ და ხახოლლენდი ერთად უნდა მოვხვდეთ სადმე რომ კონკურენცია მოისპოს :)

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
5 minutes წინ, Instance said:

1997-ში იყო ესეთი მომენტი როცა რუს "სამშვიდობოებს" გაუვიდათ ვადა. ოფიციალურად ეს იყვნენ დსთ-ს სამშვიდობოები. ედიკა ცდილობდა რაღაცეების ცვლილებას და ამაში კუჩმა ეხმარებოდა რომ ახალი მანდატის მიცემას დსთ-ს მხრიდან დროში აჭიანურებდა.

როცა აფხაზეთის და ცხინვალის მიმდინარე საკითხები იდგა დსთ-ს სამიტებში კუჩმა ჩვენ მხარეს იჭერდა. ნაზარბაევი ჩვენ საწინაამღდეგოს.

ეს  არის კონფედერაციული ურთიერთობები? :spy: აშკარად სხვადასხვა რამეზე ვსაუბრობთ.

6 minutes წინ, Instance said:

რომ გაიცინა პუტინის ხუმრობაზდ გალსტუკების შესახებ კი ბატონო,

ეს ყველაზე ნაკლები ცოდვაა იულიასთვის

7 minutes წინ, kvipriane said:

გამოდის რომ , ერთი საშველია მუსიე სეტ ;) ჩვენ და ხახოლლენდი ერთად უნდა მოვხვდეთ სადმე რომ კონკურენცია მოისპოს

ეგრე გამოდის. სხვანაირად არ მოისპობა.

Share on other sites

  • ფორუმელი
15 minutes წინ, kvipriane said:

ჩვენ და ხახოლლენდი ერთად უნდა მოვხვდეთ სადმე რომ კონკურენცია მოისპოს

არა, სენიორ, ეგ საკმარისი ვერ იქნება. ერთი და იმავე სუზერენის ვასალებს შორის სერიოზული კონკურენციაა. კონკურენცია რომ მოისპოს, ან ჩვენ უნდა გავხდეთ მათი ვასალი, ან ისინი - ჩვენი :)) უკრაინა სწორედ ამას მოითხოვს ჩვეგან - კლოუნის დროს უკვე შეუფარავად.

კონფედერაცია (ფედერაციაში ნუ ავურევთ) კი რაა? მოკლევადიანი სტრტეგიული ალიანსი, სადაც წონასწორობის შენარჩუნებას მაღალი პოლიტიკური კულტურა ესაჭიროება. ვის უფრო არ ეყო პოლიტიკური კულტურა, ჩვენ, თუ მათ? ჩემი აზრით, მათ, თუმცა ჩვენი პოლიტიკური კულტურაც პლინტუსთან ახლოსაა.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
1 საათის წინ, kvipriane said:

50 კაციანი დაჯგუფება იყო

 

საინტერესოა, დღეს რამდენი ქართველია მოხალისედ უკრაინაში?

ხალხის დონეზე მშვენიერი ურთიერთობები გვაქვს :boli:

პ.ს. არ გვეშვება ეს პატიოსანი კაცი, გვაყრის და გვაყრის იდეებს:

ბენ ჰოჯესი - ყველა უკრაინას და შავ ზღვას აკვირდება - საქართველოსთვის ეს შესაძლებლობა უნდა იყოს, რომ მიიზიდოს ყურადღება და ყველას უთხრას: შემომხედეთ, მე შემიძლია დახმარება გაგიწიოთ ამ სტრატეგიულ რეგიონში 

„ჰოჯესმა განაცხადა, რომ ის ისურვებდა საქართველოში შეიქმნას ინფრასტრუქტურა ამერიკის საროტაციო ნაწილებისთვის იმისთვის, რომ ქვეყანა ამერიკის საზღვაო და საჰაერო ძალებისთვის უფრო მეტად მიმზიდველი იყოს.

"ვფიქრობ, საქართველომ ეს უნდა გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა. კონგრესის თითოეულ წევრს ახლა შეუძლია შავი ზღვის აუზის ყველა ქვეყნის ჩამოთვლა სწორედ იმის გამო, რომ რეგიონს ამდენ ყურადღებას უთმობენ. პენტაგონი, ბიზნესები, მედია, ყველა უკრაინას და შავ ზღვას აკვირდება. ამიტომაც, საქართველოსთვის ეს შესაძლებლობა უნდა იყოს, რომ საკუთარი თავისკენაც მიიზიდოს ყურადღება და ყველას უთხრას, რომ შემომხედეთ, მე შემიძლია დახმარება გაგიწიოთ ამ სტრატეგიულ რეგიონში, იქნება ეს დაზვერვის ინფორმაციის გაზიარება, ეკონომიკური ფაქტორები, კარიბჭის როლის შესრულება აზიასა და ევროპას შორის, თუ სხვა. ეს არაჩვეულებრივი დროა იმისთვის, რომ ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად არაგეგმური წვრთნები ჩატარდეს. მე ასევე ვისურვებდი, რომ შეიქმნას რაღაც ინფრასტრუქტურა ამერიკის საროტაციო ნაწილებისთვის, გაკეთდეს რაღაც იმისთვის, რომ ქვეყანა ამერიკის საზღვაო ძალებისთვის, საჰაერო ძალებისთვის იყოს უფრო მეტად მიმზიდველი. შეიძლება აშენდეს სასაწყობო ნაგებობები ამუნიციისთვის. არ არის აუცილებელი ეს დიდი ინფრასტრუქტურა იყოს, მაგრამ იყოს რაღაც ისეთი, რაც იტყვის, რომ ეს ჩვენთვისაც და ჩვენი მეგობარი საქართველოსთვისაც სასარგებლოა.

გარდა ამისა, მან შეაფასა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია და აღნიშნა, რომ ეს აზრს მოკლებული რეზოლუციაა.

"ვფიქრობ, ეს ცარიელი ქაღალდია. სამწუხაროდ, ეს აზრს მოკლებული რეზოლუციაა. ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა - ესენიც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები არიან. მათ არანაირი პრობლემა არ აქვთ ხმამაღლა ისაუბრონ იმაზე, თუ ვინ არის აგრესორი და რა არის საფრთხე. საქართველოს უნდა სჯეროდეს რაღაცის. ვფიქრობ საქართველოს ახალგაზრდა თაობა ამას იმსახურებს. კარგად მესმის, რომ საქართველო რუსეთის მეზობელია. მესმის. ესტონეთს რუსეთისგან მდინარე ყოფს. ნორვეგიას რუსეთთან საზღვარი და საზიარო სანაოსნო წყლები აქვს... სხვა ქვეყნებიც არიან რუსეთის მეზობლები, მაგრამ მათ მოახერხეს გამოსავლის გამონახვა. საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელსაც ძლიერი ჯარისკაცები ჰყავს და მთიანი ლანდშაფტი აქვს. ქვეყანას უნდა სჯეროდეს რაღაცის. როცა მთავრობა რეზოლუციას გზავნის და უკრაინას მხარს უჭერს, მაგრამ არ ამბობს რის წინააღმდეგ უჭერს მხარს, არ ვიცი რამდენად ღირებულია ეს", - განაცხადა ჰოჯესმა.

ეჰ ბენ, ცოტა შენიანებსაც რომ მოჰკითხო ეგ ამბები, კარგი იქნებოდა.

Edited by Micawber

Life is serious.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
21 minutes წინ, Micawber said:

საინტერესოა, დღეს რამდენი ქართველია მოხალისედ უკრაინაში?

ხალხის დონეზე მშვენიერი ურთიერთობები გვაქვს 

მეტი ვიდრე მათი ჩვენთან, თუმცა მეორე მხარესაც არიან გურჯები

და ხალხის დონეზე სიმართლე რომ ითქვას ლოთებთანაც მშვენიერი ურთიერთობები გვაქვს 

მაპატიეთ სენიორ სეი-ორ, ეხლა როგორ მოგიხსენიოთ ??? 

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
14 minutes წინ, kvipriane said:

მეტი ვიდრე მათი ჩვენთან, თუმცა მეორე მხარესაც არიან გურჯები

და ხალხის დონეზე სიმართლე რომ ითქვას ლოთებთანაც მშვენიერი ურთიერთობები გვაქვს 

მაპატიეთ სენიორ სეი-ორ, ეხლა როგორ მოგიხსენიოთ ??? 

მე მგონი ნაწილი საქართველო ლოთების სიყვარულს უკრებზე ანაწილებს პოლიტვითარებიდან გამომდინარე :დ

მიკობერ-ად იკითხება სენიორ, ქართულ ვარიანტში მიქაბერი ჯობია ))

Edited by Micawber

Life is serious.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ევროპაში მშვიდობის საფრთხეს "ძალიან, ძალიან სერიოზული" უწოდა, უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარების მობილიზაციის ფონზე. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.შოლცმა თქვა, რომ თუ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია იქნება, იქნება „რეაქციები და სანქციები, რომლებიც ყურადღებით მოვამზადეთ“.

 

მე მგონი მწვანეს უნთებენ ლოთებს :user:

Edited by Micawber

Life is serious.

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share