Jump to content
×
×
  • Create New...

ანუ რა ხდება ეუროპაში ?


Recommended Posts

  • ფორუმელი
3 minutes წინ, Seth said:

ერთადერთი ვარიანტი აქვს რომ უკრებმა იომონ, მეტი რა ვარიანტია?

ვარიანტების მეტი რა არის, სერ? თუნდაც ეს ყბადაღებული სანქციები. ანგლოსაქსები, ვგონებ, ფლობენ სათანადო ფინანსურ ინსტრუმენტებს.
თითოეული ვარიანტი კი ქვევარიანტად დაიშლება, თუნდაც, ომის ვარიანიტი:
როგორ, რა ტიპისა და რაოდენობის შეირაღებითა და საერთოდ, მხარდაჭერით იომებენ უკრაინელები, დამოკიდებული იქნება რუსების ქმედებებზე.  
 

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Alfred Albion said:

ვარიანტების მეტი რა არის, სერ?

ჩამოვთვალოთ სენიორ, 

ა. სანქციები (ნუ ზოგადად და მერე გავარჩიოთ)

ბ. ?

ხახოლების ბრძოლაზე ხომ ვთქვით, მაგის გარდა...

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

მაომ განაცხადა რომ : - ვაღიარებ ხოხლების ტერიტორიულ მთლიანობასო !!! 

ანუ ? - ლოთების უკან არ ვდგავარო ???

მგონი დარჩენენ ეს უბედურები სავსემ მარტო

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
10 minutes წინ, Seth said:

ჩამოვთვალოთ სენიორ

პრობლემები სხვაგან, რუსეთის სიახლოვეს, სადმე, ვთქვათ, ტაჯიკეთთან? :) 
პრობლემები რუსეთის შიგნით.

პრობლემები რუსის პატრონისთვის სხვაგან, სხვა რეგიონში.

პრობლემების კვალად უფრო სარფიანი წინადადების შეთავაზება რუსებისთვის და ა.შ.

განა ჩვენი დისკუსიები მთლიანად ასეთ ზოგად დაშვებებს, ასე წარმოდგენილ მრავალსვლიან კომბინაციებს არ ეფუძნება?

Edited by Alfred Albion
Share on other sites

  • ფორუმელი

 რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიების მხოლოდ აღიარებაზე არ შეჩერდება და უკრაინაში (არა მხოლოდ დონბასში) შეიჭრება:
• პუტინის მთელი გამოსვლა დაეფუძნა რუსული იმპერიის აღდგენის გიჟურ ნოსტალგიას, მან სტალინი, ლენინი და კომუნისტური პარტია დაადანაშაულა იმაში, რომ საბჭოთა კავშირში შემავალმა რესპუბლიკებმა დამოუკიდებლობის მოპოვება შეძლეს.
• პუტინის თქმით, უკრაინა, როგორც სახელმწიფო საერთოდ არ არსებობდა და ისტორიულად ყოველთვის რუსეთის შემადგენლობაში იყო.
• პუტინმა არა მარტო აღიარა დონეცკი და ლუგანსკი, არამედ მათთან "მეგობრობისა და თანამშრომლობის" შეთანხმებაც გააფორმა, რასაც აუცილებლად გამოიყენებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული ჯარების შეყვანისთვის, მითუმეტეს, დღეს სეპარატისტულმა რესპუბლიკებმა უკვე მიმართეს სამხედრო დახმარების თხოვნით პუტინს.
• რუსული ჯარების ძირითადი ნაწილები მობილიზებული არიან უკრაინის ჩრდილოეთ, ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ საზღვრებთან, ისინი არა დონბასში, არამედ უკრაინის სხვა რეგიონებში, მათ შორის, კიევში შესაჭრელად ემზადებიან.
• პუტინმა გამოსვლისას აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლება რადიკალებმა ჩაიგდეს ხელში, რის გამოც მან სამართლიანობის აღდგენის და დამნაშავეების დასჯის პირობა დადო, რაც პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთი კიევში სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის ჩატარების გზით ხელისუფლების ცვლილებას გეგმავს

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Alfred Albion said:

პრობლემები სხვაგან, რუსეთის სიახლოვეს, სადმე, ვთქვათ, ტაჯიკეთთან? :) 
პრობლემები რუსეთის შიგნით.

ეს გრძელვადიანია სენიორ. ამით ამ ამბავს არ ეშველება ხომ?

2 minutes წინ, Alfred Albion said:

პრობლემები რუსის პატრონისთვის სხვაგან, სხვა რეგიონში.

?

2 minutes წინ, Alfred Albion said:

პრობლემების კვალად უფრო სარფიანი წინადადების შეთავაზება რუსებისთვის და ა.შ.

დღემდე მე ამას ვფიქრობდი როგორც ყველაზე რეალურ ვარიანტს სენიორ, დღეის შემდეგ უკვე აღარ. ყოველ შემთხვევაში უკრაინის კონტექსტში.

Share on other sites

  • ფორუმელი

ვნახოთ, დაიწყება, თუ არა, სამხედრო მოქმედებები. თუ დაიწყება, მხოლოდ იქაურ ოსოვო-კოზოვოში, თუ სხვაგანაც.

უკრაინის საზღვრების კონფიგურაცია ისეთია, რომ დარტყმა ხარკოვისა და მარიუპოლის მიმართულებით ტომარაში მოაქცევს უკრაინიას არმიას, თუ მან დროულად არ დაიხია დნეპრამდე.

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share