Jump to content
×
×
  • Create New...

აგვისტოს ომის ანალიზი იწყება 2006 წლიდან!


Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
ზუსტად 13 წლის წინ საქართველოში იყო ომი, რა მიზეზით?__
 
მოდი ფაქტები დავალაგოთ, ვიმეორებ მხოლოდ ფაქტები და არავითარი ინტერპრეტაცია:
1. 2006-7 წლებში საქართველომ გამოიარა კოდორის სპეცოპრეაცია, კიდევ მოავასწარით რუსი აგენტების საჯარო და საზეიმო ვითარებაში გაძევება, რასაც მოყვა ცოფმორეული ქართველთა დევნის და "სკატავოზებით" გამოძევების აქცია;
2. 2007 წ. ოქტომბერში საქათველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ინგა გრიგოლიას თოქ შოუში აძლევს ინტერვიუს ზ. ჟვანიას მკვლელობის შესახებ (რომელიც შემდეგ უარყო, ურყოფა დაადასტურა ისევ ი. გრიგოლიას გადაცემაში);
3. 2007 წ. შედგა აქციები რომლის მიზეზი იყო საპარალემენტო არჩევნების გადავადების მცდელობა სადაც პრეზიდენტი იკლებდა ვადას და პარლამენტი იხანგრძლივებდა და არჩევნებით თითქოსდა უნდა დარესტარტებულიყო ორივე ინსტიტუტი ერთად (სრული აბსურდი, მაგრამ ესეც ფაქტია არაფერს ვამატებ);
4. დარბეულ აქციებს მოყვა პრეზედენტის გადადგომა და ხელახალი არჩევნები. არჩევნებში იმარჯვებს მიხეილ სააკაშვილი. დამარცხების მიუხედავად, თებერვალში რამოდენიმე დღიანი აქცია იმართება, თუმცა აქციები დროებით ჩერდება;
5. 2008 წლის 17 თებერვალს კოსოვოს პარლამენტმა მიიღო კოსოვოს დამოუკიდებლობის აქტი, რასაც მოყვა რიგი ქვეყნების მხარდაჭერა. პრეზიდენტმა პუტინმა კონკრეტულად დაემუქრა საერთაშორისო საზოგადოებას რომ ეს ფაქტი აისახებოდა სამხრეთ კავკასიაშიც, კერძოდ აფხაზეთსა და სამხრ.ოსეთში;
6. მაისსა და ივნისში იწყება ფართომასშტაბიანი აქციები, "კარვების ქალაქი" აქციებს ძალისმიერი გადაწყვეტა არ მოყოლია აქციები მისით კარგავს აკრეფილ ინერციას და თავად წყდება;
7. 2008 წ. მაისიდან მიმდინარეობს ინტენსიური სამხედრო წრთვნები ჩრდილოეთ კავკასიაში სახელწოდებით "კავკასია 2008" რომელიც დასრულდა 3 აგვისტოს. წრთვნების მიზანია: ომამდე სამხედრო ტექნიკის მობილიზება ჩრდ. კავკასიაში და სცენარი გახლავთ ქალაქის აღება (სავარაუდოდ თბილისის);
8. 2008 წ. 23 ივლისი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ გვერდის კიბერ შეტევა;
9. აგვისტოს დასაწყისში იწყება პროვოკაციული ქმედებები ქართული სოფლების მიმართ, რეგიონში შეყვანილ ქართულ ჯარს პარტიზანული წესით უხსნიან ცეცხლს;
10. საქართველოს ხელისუფლება იღებს გადაწყვეტილებას კონსტიტუციური წესრიგი დაამყაროს რეგიონში და ხსნის საპასუხო ცეცხლს ასევე, ქართულ ჯარებს მიმართავს ცხინვალის მიმართულებით;
11. 2008 წ. 8 აგვისტოს რუსეთმა დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის განხორციელება;
12. 2008 წ. 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაცია აღიარებს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობას.
 
 
ეს რაც ჩამოვთვალე არის ფაქტები და არა სპეკულაციები, ანუ ამ საკითხებზე კამათი არ შეიძლება. რატომ დავიწყე მოვლენების აღწერა კოდორის ხეობიდან? იმიტომ რომ, ომი არ შემდგარა უბრალოდ პროვოკაციის, ან პროვოკაციაზე პასუხის გამო. რუსეთის ხელისუფლებას ქონდა მცდელობა რომ რეგიონში შეეცვალა პოლიტიკური მდგომარეობა. აგვისტო იყო საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შეჩერების ბოლო და უკანასკნელი შანსი. იმიტომ რომ მომდევნო ნატოს სამიტზე ანჟელა მერკელი საქართველოს ხელისუფლებას 2007 წლის ნოემბრის დარბევას ვერ შეახსენებდა. 2008 წლის აგვისტოს მიმდინარეობდა პეკინის ოლიმპიური თამაშები, ამით თითქოს პოლიტიკური ალიბიც გაიკეთა ვ. პუტინმა, რომელიც თამაშებზე გახლდათ და ვითომ იძულებითი წესით დაუბრუნდა სამსახურს.
 
2008 წ. საქართველო დაისაჯა დსთ-ს კლუბში დემარშის გამო. როცა პატარა ქვეყანამ სწორედ დსთ-ს სამიტზე აღიარებინა ვ პუტინს რომ ჩვენი საზღვარი იწყება ფსოუზე (ესეც ფაქტია არაფერს ვაჭარბებ), პატარა ქვეყანამ გამოუძევა რუსი სამხედრო ინსტრუქტორები, მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ნაბუქოს პროექტზე, რომელიც შუა აზიის ენერგო რესურსების ტრანსპორტირების პროექტი გახლდათ რუსეთის გვერდის ავლით და საქართველოს ადრე თუ გვიან მიიწვევდნენ ნატოს ოჯახში, როგორ უნდა შეეჩერებინა რუსეთს გარდაუვალი მარცხი რეგიონში?___ ომით!
 
რა შედეგები გვაქვს დღეს?
1. ქართულმა მხარემ დაკარგა __170 სამხ. მოსამსახურე; 14 პოლიციელი; 228 მშვიდობიანი მოსახლე; 1747 დაჭრილი;
2. 100 000 პირმა დაკარგა საცხოვრებელი ადგილი;
3. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორიები რუსეთის მიერ აღიარებული დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, რაც პრაქტიკულად ნიშნავს, ამ "სახელმწიფოთა" საქართველოში ინტეგრაციას მხოლოდ რუსეთის გვამზე გადაბიჯებით;
4. აგვისტოს ომამდე, რეგიონში იმყოფებოდა ფორმალურად რუსეთის "მშვიდობისმყოფელები" ეხლა კი გვაქვს საუკუპაციო არმია და დღეს ქვეყანა ფაქტიურად იმყოფება ომის მდგომარეობაში;
5. საქართველოს ნატოში ინტეგრაცია გადადებულია გაურკვეველი ვადით, რადგან არ არსებობს ფორმატი რომელშიც გათლისწინებულია რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის ინტეგრაცია ნატოში. (ანალოგია შეიძლება გაგვახსენდეს გერმანიის შემთხვევაში, მაგრამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა გაყოფილი იყო ორ ნაწილად და ამ გაყოფაზე საერთაშორისო საზოგადოება და ორივე დაპირისპირებული ბანაკი შეთანხმებული იყო).
 
როცა აგვისტოს ომს განიხილავთ, საკითხი სწორედ ამ კონტექსტით უნდა განიხილო, "აგვისტოს ომი" აგვისტოს არ დაწყებულა, მისი ისტორია მოიცავს მინიმუმ ორწლიანი პოლიტიკურ პროცესს.

ინგლისური ტექსტი აქ!

Edited by Mepar

ამის წაკითხვა ნებაყოფლობითია, მაგრამ სავალდებულო!

Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, Mepar said:

როცა აგვისტოს ომს განიხილავთ, საკითხი სწორედ ამ კონტექსტით უნდა განიხილო, "აგვისტოს ომი" აგვისტოს არ დაწყებულა, მისი ისტორია მოიცავს მინიმუმ ორწლიანი პოლიტიკურ პროცესს.

რატომ 2 და არა 10, ან 103?

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
2 საათის წინ, Seth said:

რატომ 2 და არა 10, ან 103?

დაჟე 220 ... და ამ ფაქტების ჩამონათვალს აშკარად აკლია ერთ-ერთი მთავარი : - 2008-ის ნატოს ბუქარესტის სამიტი 

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
12 საათის წინ, Mepar said:
 
 
როცა აგვისტოს ომს განიხილავთ, საკითხი სწორედ ამ კონტექსტით უნდა განიხილო, "აგვისტოს ომი" აგვისტოს არ დაწყებულა, მისი ისტორია მოიცავს მინიმუმ ორწლიანი პოლიტიკურ პროცესს.

კონკრეტულად ეს საბრძლო კამპანია 2005 წლიდან იწყება დადასტურებულად.

ეხლა შენ მითხარი რა ეწოდბა იმ ხელისუფლებს რომელიც მერე ამტკიცებდა რომ "არ ვიცოდით რუსები თუ ჩაერეოდნენ"

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, t-90 said:

ეხლა შენ მითხარი რა ეწოდბა იმ ხელისუფლებს რომელიც მერე ამტკიცებდა რომ "არ ვიცოდით რუსები თუ ჩაერეოდნენ"

კაი ეხლა ბატონო ტანკ, სულ ერთი სიტყვა შეეშალათ "არ ვიცოდით" კი არა "არ გვეგონაო" უნდა ეთქვათ :)

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share