Jump to content
×
×
  • Create New...

Bond, James Bond


 Share

Recommended Posts

ბევრ ეცადა ჯონ სმიტ, სად აღარ იყო, ყირიმში თუ ამერიკაში , ინდოეთი მაინც ვერ იპოვა მარა ნახევარი სიცოცლხე შეალია ინდოეთის პოვნას

ინდოეთის პოვნას კი არა - ბარონის ტიტულს.

მაინც ვერ მიაღწია.  ვიკის მიხედვით სიღარიბეში მოკვდა.

პოკის შედარებით გაუმართლა, მარა ესეც მალე მოკვდა როგორც ველური ჩიტი გალიაში.

 

images2.jpg

unnamed.jpg

Share on other sites

მაგალითად როტშილდმა მიაღწია, ერთი იყო თუ სამი შეოლოკ იყო და გახდა ბარონი!

ბარონი როტშილდი, შთამბეჭდავია ნამდვილად, გერბიც აქვს და ყველაფერიც.

მარა როცა ამბობენ როტშილდები აწყობენ იმას ამას პლანეტას მართავენ და ა.შ

სენიორეს როდის აქეთაა ასეთ საქმეებს ბარონები წყვეტდნენ? ))))

და რადგან არის ბარონი(ები)  როტშილდი თუ შტაუფენბახი აზრი არ აქვს შეოლოკი იყო მანამდე თუ პატრიცი თუ ბურგერი თუ ჰამბურგერ/მაკარონი

სადაც არის ბარონი(ები) იქ არის გრაფი(ები) და ჰერცოგი(ები) და მეფეც.))

და თუ ჩვენი თვლის პროცესი ბარონ როტშილდზე ჩერდება ეს სულაც არ ნიშნავს რომ იქვე გრაფი არაა სადღაც და ჰერცოგი ...

უბრალოდ მათ არ უნდათ ვიცოდეთ რომ არიან სადღაც

როგორც ვენეციის დოჟს არ უნდოდა ხალხს სცოდნოდა რომ შეილოკ ვენეციაში უმაღლესი ნებართვით მუშაობდა პროცენტებზე.

ყველა ლოგიკით ასეა.

შეილოკებს ავიწყდებათ ხოლმე არ იციან წესიერად ეს იერარქია და თავს იღუპავენ

მარა ბარონებმა ზუსტად იციან სად რა რამდენი როდის როგორ ვის ))

იმიტო რო ძალიან ძნელია ბარონი გახდე. პრაქტიკულად შეუძლებელი მარა შესაძლებელიც.))

Share on other sites

არისტოკრატია ანტიკური სამყაროს ნანგრევებზე შეიქმნა, გადაიჭირა რა ძალაუფლება ახალი მონოთეიზმით სასტიკად (სხვაგვარად ესეთი საქმეები არ და ვერ გამოდის) ჩააფორმატა ანტიკური ელიტები. რის შემდეგაც ანტიკური სამყარო ნანგრევებად იქცა ნაწილი მაშინვე ნაწილი დროთა განმავლობაში უპატრონობით რადგან პატრონები ღრმად მიწისქვეშ გაგზავნეს. შედეგად მოვიდნენ პოსტანტიკური ძალაუფლების ჯუნიორები პრეარისტოკრატები რომელთა ცხოველმყოფელი მშაობის შედეგად მივიღეთ არისტოკრატია.

ჩვენ XX და XXI საუკუნის ადამიანებს ნაკლები აღქმა გვაქვს რას ნიშნავს არისტოკრატი და განსაკუთრებით პოსტსაბჭოტა საპიენსებისთვის ეს ირონიული თემაა სხვადასხვა მიზეზთა გამო, მარა XIX , XVIII საუკუნის იგივე სივრცემ კარგად იცოდა ეს და ეს კარგად იციან დღეს ევროპაშიც. საკმარისია კემბრიჯის ჰერცოგინიამ ინტერვიუ მისცეს საოჯახო ფონზე სადაც ჩაის მიირთმევს რომელიმე სერვიზით იმავე დღეს ასეულათასობით ადამიანი ასეთივე ჩაის სერვიზის შესაძენად გარბის მაღაზიებში და მხოლოდ ამგვარი არისტოკრატიული ბრენდირებით ბრიტანეთის შემოსავალი არის > 80 მილიარდზე წელიწადში.  მხოლოდ და მხოლოდ)

და მათი ქვედა ფენების შრომა დღეს არის მაგალითად კონსულტანტების როლი რომელიმე მსხვილ ბანკში ან რომელიმე ფონდში და მხოლოდ რა? არც არაფერი

მხოლოდ უნდა კონსულტაცია გაუწიონ მაგალითად რომელიმე საიმონს& ბეიკერ -ს მაგალითად ღირს თუ არა სამასი მილიონი დოლარის ინვესტიცია ბრაზილიის რომელიმე წარმოებაში და არისტოკრატიც იცის რა კავშირები ხაზები წინააღმდეგობები თუ დადებითი პროცესები მხოლოდ კონსულტაციას აძლევს ი ვსე))

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
7 minutes წინ, Eric said:

არისტოკრატია ანტიკური სამყაროს ნანგრევებზე შეიქმნა

ალბათ არისტოკრატია თანამედროვე გაგებით, არა? 

1 საათის წინ, Eric said:

იმიტო რო ძალიან ძნელია ბარონი გახდე. პრაქტიკულად შეუძლებელი მარა შესაძლებელიც.)

მეც ასე ვფიქრობ. სერიოზულად ჩაკეტილი წრეა. პრინციპში არცაა გასაკვირი,  პრებარონამდეც ურთულესია მისვლა, ისევ და ისევ ჩაკეტილობის გამო.

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Seth said:

მეც ასე ვფიქრობ. სერიოზულად ჩაკეტილი წრეა. პრინციპში არცაა გასაკვირი,  პრებარონამდეც ურთულესია მისვლა, ისევ და ისევ ჩაკეტილობის გამო.

მუსიე სეტ, მაგ ბარონებზე და ჰერცოგებზე გამახსენდა , - ებრაელებს  ჰყავდათ თავისი არისტორკრატია, რომლებიც ყველაფერს იცავდა , შაბათსაც და  სხვა წესებს თუ ტრადიციებს, ასეთები იყვნენ ფარისეველნი და სადუკეველნი 

ფარისეველი - თარგმანში ნიშნავს გამოყოფილს, რადგან ისინი თავიანთი ცხოვრებითაც და ცოდნითაც სხვებისაგან განსხვავდებოდნენ

სადუკეველნი - ამათ არ სწამდათ მკვდრეთით აღდგომა, არც ანგელოზები არც სულის არსებობა. სადუკეველი თარგმანში "მართალს" ნიშნავს, "სედუკ" - ებრაულად მართალი, მათი ერესის მამამთავარიც ასე იწოდებოდა - სადოკო.

მაგრამ მთელი ეს ებრაული არისტოკრატია თავის მამად აბრაამს მოაიაზრებდა და განსაკუთრებით ეს ორი არისტოკრატიული დაჯგუფება

ჰო და როდესაც იოანე ნათლისმცემელი ნათლავდა იორდანეში , ესენიც მიადგნენ :

მათე 3 . 7 : და ვითარცა იხილნა მრავალნი ფარისეველნი და სადუკეველნი მომავალნი ნათლის-ღებად მისგან, ჰრქუა მათ : ნაშობნო იქედნესანო ვინ გიჩვენათ თქვენ სივლტოლვაი მერმისა მისგან რისხვისა 

             8 : ყავთ უკუე ნაყოფი, ღირსი სინანულისა 

             9 : და ნუ ჰგონებთ და იტყვით თავით თვისით, მამაი გვივის ჩვენ აბრაჰამი, რამეთუ გეტყვით თქვენ, ვითარმედ შემძლებელ არს ღმერთი აღდგინებად ქვათა ამათგან შვილთა აბრაჰამისთა 

            10 : რამეთუ აწვე ესერა ცული ძირთა თანა ხეთასა  ძეს, ყოველმან ხემან, რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკვეთოს და ცეცხლსა დაედვას 

ანუ თქვენი კეთილშობილური წარმოშვების იმედი ნუ გაქვთო, მოინანიეთ და დაიწყეთ კეთილი ნაყოფის გამოღება, თორე ცულს მოვიტან ცუნცულასო ... 

ჩემი კითხვა იმაში მდგომარეობს მილორდ, რომ მაგ ჩაკეტილი წრის არისტოკრატიის კეთილი ნაყოფი რაში მდგომარეობს ???

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
1 საათის წინ, Seth said:

აი ამის განსაზღვრებაზე დიდი კამათი მოგვიწევს სენიორ :seth:

რატომ მილორდ, განა სიკეთის განსაზღვრება შეიძლება სხვადასხვაგვარი არსებობდეს ?

და მართალი გითხრათ კამათსაც არ ვაპირებ სერ, მაინტერესებდა მაგ კატეგორიის ადამიანების სიკეთის საწყისი რა არის, რას ემყარებიან ანუ სიკეთის საფუძვლად, ფუნდამენტად რა აქვთ არჩეული ??? 

 

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, kvipriane said:

რატომ მილორდ, განა სიკეთის განსაზღვრება შეიძლება სხვადასხვაგვარი არსებობდეს ?

განსაზღვრება იმდენი შეიძლება არსებობდეს რამდენი ადამიანიცაა სენიორ.

 

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share