Jump to content
×
×
  • Create New...

Bond, James Bond


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
7 minutes წინ, Alfred Albion said:

გვიანდელ რომზეა საუბარი.
თქვენც ხომ ახსენეთ კონსტანტინე, რომელმაც რელიგიური კომპონენტი შეიტანა ძალაუფლებისთვის ბრძოლაში?

აჰ. ეს არ გამოგვადგება სენიორ. 

კოწია სანამ სცენაზე გამოვიდოდა, მაგ დროისთვის არათუ უკიდურესი, საერთოდ არანაირი ცენტრალიზაცია აღარ არსებობდა. გაგახსენებთ დიოკლეტიანეს რეფორმებს. + კონსტანტინესაც კი არანაირი რელიგიური ომი არ უწარმოებია, არა?

ამასთანავე, კოწიას მიერ ქრისტიანობის ოფიც. რელიგიად შემოღებამ არანაირი ეფექტი არ იქონია ერთიანი იმპერიის შენარჩუნებაზე. თავიდანვე თუ არა პროცესში მაინც ეს ხომ ცნობილი უნდა გამხდარიყო მაშინდელი ელიტისთვის? უნდა ყოფილიყო. იმჰო, თავიდანვე ცნობილი იყო და ქრისტიანობის შემოღება არ ჰქონდათ განზრახული ერთიანი იმპერიის შესანარჩუნებლად.

Edited by Seth
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
33 minutes წინ, Seth said:

თავიდანვე თუ არა პროცესში მაინც ეს ხომ ცნობილი უნდა გამხდარიყო მაშინდელი ელიტისთვის? უნდა ყოფილიყო. იმჰო, თავიდანვე ცნობილი იყო და ქრისტიანობის შემოღება არ ჰქონდათ განზრახული ერთიანი იმპერიის შესანარჩუნებლად.

ზემოთ უკვე ვახსენეთ წინარექრისტიანული კულტი. მონოთეიზმის აუცილებლობასა და გარდაუვალობას დიდი ხნით ადრე ხედავდნენ და ავითარებდნენ კიდეც მას. ეს კარგად ჩანს ფილოსოფიაში, მხატვრულ ლიტერატურასა და რიტუალში.
 

33 minutes წინ, Seth said:

კოწიას მიერ ქრისტიანობის ოფიც. რელიგიად შემოღებამ არანაირი ეფექტი არ იქონია ერთიანი იმპერიის შენარჩუნებაზე.

რომი სხვა დიადი სახელმწიფოებისა და ცივილიზაციების მსგავსად არ გამქრალა, მილორდ. იგი გადარჩა, გაუძლო იმ უზარმაზარ კატასტროფას, რაც შეიძლება, მისივე უკიდურესი ცენტრალიზაციის ლოგიკური შედეგივე იყო და აქამდე მოაღწია. :)
დიდი ალბათობით, სწორედ ამ მონოთეიზმის, რელიგიურ-კულტურული უნივერსალიზაციის წყალობით.

Edited by Alfred Albion
Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, Alfred Albion said:

მონოთეიზმის აუცილებლობას დიდი ხნით ადრე ხედავდნენ. ეს კარგად ჩანს ფილოსოფიაში, პოეზიასა და რიტუალში.

 ქრისტიანობა რომის ოფიციალური რელიგია ჰაერიდან და უცებ ვერ გახდებოდა ხომ? :) წინასწარი მომზადება სჭირდებოდა ნიადაგს. როგორც თეორიული ასევე ფინანსურ/ეკონომიკური. ფილოსოფიური ტრაქტატები და პოეტთა ოდები, იყო სხვა არაფერი თუ არა მარქსის კაპიტალი და მაიაკოვსკის ლექსები :დ იმჰო.

როგორ ფიქრობთ სენიორ, რეალურად, თუკი მონოთეიზმი/ქრისტიანობა ბუნებრივი, ევოლუციური პროდუქტი უნდა ყოფილიყო, რაში დასჭირდებოდა მისი რიტუალების/სიმბოლოების/სწავლების და ა.შ. 80-90%-ის პაგანური რელიგიებიდან აღება? მითუმეტეს თუ მის მოსვლისთვის თეორიულ საფუძვლებს ბუნებრივად! მთელი ფილოსოფიური სკოლები ამზადებდნენ?

11 minutes წინ, Alfred Albion said:

რომი სხვა დიადი სახელმწიფოებისა და ცივილიზაციების მსგავსად არ გამქრალა, მილორდ. იგი გადარჩა და აქამდე მოაღწია. :)
შესაძლოა, სწორედ ამ მონოთეიზმის, რელიგიურ-კულტურული უნივერსალიზაციის წყალობით.

აქ ვერ დაგეთანხმებით სენიორ. დღევანდელი/გუშინდელი/გუშინწინდელი ელიტებსთვის ადვილი და Cool გახლდათ რომის აღება როგორც მათი ფუძემდებელი წინაპრისა. რატომ? ექსპანსია, მსოფლიო ბატონობა, ყველა გზა რომში მიდის და ა.შ. ანუ პროპაგანდისტული მიზნებისდა გამო. 

თუმცა

ამ ფორუმზეც ჩავყევით ამ თემას და ისედაც... რომამდე ანტიკური საბერძნეთი იყო, მანამდე ეგვიპტე და მანამდე შუამდინარეთი... შეიძ₾ება მანამდეც რაღაც იყო...ანუ რომი არც პირველი იყო და არც უკანასკნელი. არცერთი ასპექტით.

ხოლო რაც შეეხება "რომის" გადარჩენას - მესოპოტამია/ეგვიპტე/ბერძნები/რომაელები/ბიზანტია/იტალიური ქალაქები/პორტუგალია/ესპანეთი/ნიდერლადებო/ინგლისი და ა.შ. ესაა ერთი და იგივე ცოდნა რომელიც გადაეცემოდა თაობიდან თაობას და გზადაგზა რა თქმა უნდა მდიდრდებოდა. სხვა ყველაფერი დანარჩენი, არის უბრალოდ მარკეტინგი და შეფუთვა. 

იმჰო.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
18 minutes წინ, Seth said:

თუკი მონოთეიზმი/ქრისტიანობა ბუნებრივი, ევოლუციური პროდუქტი უნდა ყოფილიყო, რაში დასჭირდებოდა მისი რიტუალების/სიმბოლოების/სწავლების და ა.შ. 80-90%-ის პაგანური რელიგიებიდან აღება?

განა ევოლუცია, განვითარება არ არის სწორედ იმისგან და იმისი, რაც წინ უსწრებს ახალს, მიღებულს?
სწორედ ამის გამო შეგვიძლია თქმა, რომ ერთი და იგივე ცოდნა და კაპიტალი მოძრაობს და მდიდრდება.

 

18 minutes წინ, Seth said:

დანარჩენი, არის უბრალოდ მარკეტინგი და შეფუთვა. 


ჩვენ სწორედ ამ შეფუთვით, გარეგანი ფორმებითა და სიმბოლოებით ვმსჯელობთ, თორემ ცარიელი აბსტრაქციები, რაღაც განყენებული ცოდნა თუ ძალა საერთოდ გამოუთქმელი დაგვრჩებოდა.
 

Edited by Alfred Albion
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
9 minutes წინ, Alfred Albion said:

განა ევოლუცია, განვითარება არ არის სწორედ იმისგან და იმისი, რაც წინ უსწრებს ახალს?

რა თქმა უნდა. ოღონდ ევოლუციური შედეგი დგება როცა ის ბუნებრივია. როცა ის ხელოვნურია, როგორც მაგალითად მარქსის კაპიტალი :დ ხდება ის რაც მოხდა კავშირის შექმნისას/დაშლისას სენიორ.

9 minutes წინ, Alfred Albion said:

სწორედ ამის გამო შეგვიძლია თქმა, რომ ერთი და ეგივე ცოდნა და კაპიტალი მოძრაობს.

იგივე მაგალითი, იგივე ცოდნამ იმოძრავა რატომღაც ლონდონში და არა მოსკოვში ან პეკინში. ე.ი. რა გამოდის? სადღაც ე.წ. genuine ცოდნა იყო და სადღაც ხელოვნური, არა?

9 minutes წინ, Alfred Albion said:

ჩვენ სწორედ ამ შეფუთვით, გარეგანი ფორმებითა და სიმბოლოებით ვმსჯელობთ

რატომ? პირიქით. ვცდილობთ დავინახოთ რა არის ამ მარკეტინგული ხრიკების უკან. ხან ცოტა გამოგვდის :დ ხან საერთოდ არ გამოგვდის, მაგრამ თავისთვად ის ფაქტი რომ ვხვდებით მარკეტინგის არსებობას :დ ეს უკვე მიღწევაა...

Edited by Seth
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
16 minutes წინ, Seth said:

რა თქმა უნდა. ოღონდ ევოლუციური შედეგი დგება როცა ის ბუნებრივია.

ბუნებასთან ჰარმონიას სენიორ @kvipriane ემხრობა. :დ  :*
მაგრამ მოაზროვნე და მამაცი ადამიანი უნდა დაუპირისპირდეს სამყაროს, შეებრძოლოს მას და დაიმორჩილოს, მაშასადამე, იგი უნდა განისმჭვალოს რევოლუციური სულისკვეთებით. :დ :მად:

16 minutes წინ, Seth said:

პირიქით. ვცდილობთ დავინახოთ რა არის ამ მარკეტინგული ხრიკების უკან. ხან ცოტა გამოგვდის :დ ხან საერთოდ არ გამოგვდის, მაგრამ თავისთვად ის ფაქტი რომ ვხვდებით მარკეტინგის არსებობას :დ ეს უკვე მიღწევაა...

მოხარული ვარ, რომ გულის გულში და არსში წვდომაა განზრახული.
რაც გამოდის, ფრიად საინტერესო და სასარგებლოა, ძვირფასო Seth  :*

Edited by Alfred Albion
Share on other sites

  • ფორუმელი
12 minutes წინ, Alfred Albion said:

მაგრამ მოაზროვნე და მამაცი ადამიანი უნდა დაუპირისპირდეს სამყაროს, შეებრძოლოს მას და დაიმორჩილოს, მაშასადამე, იგი უნდა განისმჭვალოს რევოლუციური სულისკვეთებით

Image result for Lenin

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share