ფორუმელი Mepar Posted 28 ივლისი, 2021 Posted 28 ივლისი, 2021 (შესწორებული) მოგესალმებით მეგობრებო! დღეს მინდა გესაუბროთ დემოკრატიის მნიშვნელობაზე. რახან დიქტატურაში პიონერული მარშით მივდივართ საჭიროა ამ ცნების განმარტება.ჩემი დაკვირვებით, საზოგადოების უმრავლესობას ამ ცნების მნიშვნელობა სწორად არ ესმის, რადგან დემოკრატიის შესახებ აქვს სტერეოტიპული წარმოდგენა, რაც ბევრ გაუგებრობას ქმნის, მე მინდა თქვენთან ერთად შევამოწმო გავრცელებული სტერეოტიპები და დავადგინოთ დემოკრატიის ზუსტი მნიშვნელობა. სტერეოტიპი 1. დემოკრატია ეს არის უმრავლესობის მმართველობა. ეს განმარტება სახიფათოა რადგან ახლავს ბევრი პრობლემა. დემოკრატია არ არის ბანალური ბრბოს მმართველობა, ეს არის არის უბრალო არითმეტიკული ბალანსი ვინ უფრო მეტია. კანონი არ ცნობს უმრავლესობის უპირატესობას და იცავს ყველას განურჩევლად სქესისა, რასისა, რწმენისა და სექსუალური ორიენტაციისა. დემოკრატიაში გამორიცხულია უმრავლესობის პრივილეგია, რადგან გადაწყვეტილებაზე შეთანხმების მიუხედავად უმცირესობის უფლებები რჩება დაცული. ამრიგად უმრავლესობამ აირჩია თალიბანი საკმარისი არგუმენტი არ არის, რადგან ეს უკანასკნელი ვერ უზრუნველყოფს უმცირესობის უფლებებს და თავისუფლებებს. მე გარწმუნებთ რომ საბჭოთა საზოგადოების უმრავლესობა ობიექტურად მხარს უჭერდა კომუნისტური პარტიას, მაგრამ საბჭოთა კავშირში დემოკრატია არ იყო! სტერეოტიპი 2. დემოკრატია ეს არის ხალხის მმართველობა დიახ, ნაწილობრივ ასეა თუმცა საზოგადოების მონაწილეობა მართვაში გარანტირებულია ხელისუფლების დაკომპლექტების უფლებით. დემოკრატია ეს არის კომპეტენტურ ელიტათა მმართველობა. კომპეტენციაში ვგულისხმობთ პროფესიონალიზმს, ელიტაში კი რჩეულობას. თუ საზოგადოება დემოკრატიულია, მაშინ სწორედ პროფესიონალიზმი არის ძირითადი კრიტერიუმი ელიტაში მოსახვედრად. დემოკრატია მერიტოკრატიული წყობაა, რომელიც გულისხმობს ღირსეულთა მმართველობას. საზოგადოებაში სადაც დარღვეულია მერიტოკრატიული პრინციპი და თანამდებობებზე ინიშნებიან ნაცნობობითა და პირადი კავშირებით რთულია ისაუბრო დემოკრატიაზე. სტერეოტიპი 3. ჩემი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი თავისუფლება! პაციფისტური ლოზუნგის მიუხედავად უკიდურესად სახიფათო განცხადებას ვაკეთებთ, რადგან რთული დასადგენია რას ნიშნავს „თავისუფლება“ უფრო რთული გასაგებია სხვისი თავისუფლება. ამ განცხადებით შესაძლოა მოძალადემ ისარგებლოს და ძალადობა გაამართლოს მისი თავისუფლების შეზღუდვით. ასევე ამ განცხადებით შესაძლოა უმრავლესობამ შეავიწროვოს უმცირესობა, რადგან უმცირესობამ განსხვავებული აზრის დაფიქსირებით უმრავლესობის თავისუფლება შეზღუდა. პრობლემა იმაში გახლავთ რომ ეს სენტენცია სპეკულაციურია და თავისუფლებას შეიძლება ეწოდოს სხვისი თავისუფლების შეზღუდვაც. მე გირჩევთ იხელმძღვანელოთ შემდეგი პრინციპით: ჩემი თავისუფლება მთავრდება იქ სადაც იწყება სამართლებრივი შეზღუდვა! მხოლოდ სამართალი არის მიუმხრობელი ნორმა, რომელიც გვაძლევს გამოხატვის თავისუფლებას კანონის ფარგლებში. სტერეოტიპი 4. დემოკრატია ყველაზე მშვიდი და ჰარმონიული სისტემაა არა, დემოკრატია ყველაზე კონფლიქტური სისტემაა. დემოკრატიული რეჟიმი იძლევა სიტყვის და საქმიანობის თავისუფლებას კანონის ფარგლებში. შესაბამისად თავის დასამკვიდრებლად საზოგადოება მუდმივ კონკურენტულ გარემოში იმყოფება, რაც წარმოშობს მრავალ კონფლიქტს საზოგადოების წევრებს და ჯგუფებს შორის. კონფლიქტის შესაძლებლობები შეზღუდულია კანონით, ხელისუფლება კი წარმოადგენს მიუმხრობელ არბიტრს. შესაბამისად საზოგადოების წევრებს არ აქვთ უფლება მიზნის მისაღწევად შელახოს კონკურენტის სიტყვის, საკუთრების, პოლიტიკური საქმიანობის, პირადი უსაფრთხოების უფლებები. კონფქლიქტი და კონკურენცია დასაშვებია მხოლოდ ცივილურ კანონიერ ჩარჩოებში. სტერეოტიპი 5.ჩვენ ჩვენებური დემოკრატია გვაქვს! ჩვენებური დემოკრატია არ არსებობს, დემოკრატია უნივერსალურია და ის არ ცნობს კერძო გამონაკლისებს. დემოკრატია გულისხმობს სამართლებრივი სახელმწიფოს მმართველობას. დემოკრატია მკაცრად გაწერილი მმართველობის ფორმაა, დემოკრატიის კრიტერიუმები წარმოდგენილია დასავლური კონსტიტუციონალიზმის, ევროკავშირის სამართლებრივი სტანდარტის და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დოკუმენტებში. ამრიგად სახელმწიფო შესაძლოაა შეტანხმდეს მმართველობის ფორმაზე როგორიცაა: კონსტიტუციური მონარქია, საპრეზიდენტო, ნაევრად საპრეზიდენტო, საპარლამენტო მმართველობა; ასევე შეთანხმდეს ადმინისტრაციული მოწყოფის პრინციპზე: კონფედერაციული, ფედერაციული, უნიტარული სისტემები, პოლიტიკურ ეკონომიკურ სისტემაზე როგორიცაა კაპიტალიზმი, სოციალური დემოკრატია, სოციალიზმი მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ მმართველობის პრინციპებია, დემოკრატია კი სამართლებრივი მოწყობის, საზოგადოების მართვის და საზოგადოების ჩართულობის კულტურაა. დემოკრატია უნივერსალურია და ის არ შეიძლება იყოს „ჩვენებური“ ინგლისური ტექსტი იხილეთ აქ. Edited 29 ივლისი, 2021 by Damnoc ფორმატმა მომიშალა ნერვები ამის წაკითხვა ნებაყოფლობითია, მაგრამ სავალდებულო! Share on other sites More sharing options...
ფორუმელი t-90 Posted 28 ივლისი, 2021 Posted 28 ივლისი, 2021 31 minutes წინ, Mepar said: ეს განმარტება სახიფათოა რადგან ახლავს ბევრი პრობლემა. დემოკრატია არ არის ბანალური ბრბოს მმართველობა, ეს არის არის უბრალო არითმეტიკული ბალანსი ვინ უფრო მეტია. კანონი არ ცნობს უმრავლესობის უპირატესობას და იცავს ყველას განურჩევლად სქესისა, რასისა, რწმენისა და სექსუალური ორიენტაციისა. დემოკრატიაში გამორიცხულია უმრავლესობის პრივილეგია, რადგან გადაწყვეტილებაზე შეთანხმების მიუხედავად უმცირესობის უფლებები რჩება დაცული. ამრიგად უმრავლესობამ აირჩია თალიბანი საკმარისი არგუმენტი არ არის, რადგან ეს უკანასკნელი ვერ უზრუნველყოფს უმცირესობის უფლებებს და თავისუფლებებს. მე გარწმუნებთ რომ საბჭოთა საზოგადოების უმრავლესობა ობიექტურად მხარს უჭერდა კომუნისტური პარტიას, მაგრამ საბჭოთა კავშირში დემოკრატია არ იყო! ხო მაგრამ თუ უფლებების რაობას და რაოდენობას უმცირესობა განსაზღვრავს მეტი კი არაფერია ფეოდალიზმი და ოლიგარქია. სხვა რაა? იუს პრიმა ნოქტის თუ დაგვიკანონეს გეებმა მაგასაც უნდა ვენდოთ? 34 minutes წინ, Mepar said: დიახ, ნაწილობრივ ასეა თუმცა საზოგადოების მონაწილეობა მართვაში გარანტირებულია ხელისუფლების დაკომპლექტების უფლებით. დემოკრატია ეს არის კომპეტენტურ ელიტათა მმართველობა. კომპეტენციაში ვგულისხმობთ პროფესიონალიზმს, ელიტაში კი რჩეულობას. თუ საზოგადოება დემოკრატიულია, მაშინ სწორედ პროფესიონალიზმი არის ძირითადი კრიტერიუმი ელიტაში მოსახვედრად. დემოკრატია მერიტოკრატიული წყობაა, რომელიც გულისხმობს ღირსეულთა მმართველობას. საზოგადოებაში სადაც დარღვეულია მერიტოკრატიული პრინციპი და თანამდებობებზე ინიშნებიან ნაცნობობითა და პირადი კავშირებით რთულია ისაუბრო დემოკრატიაზე. დემოკრატია არის როცა უმრავლესობა იღებს სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს ხოლო ტაქტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს უმრავლესობის მიერ არჩეული უმცირესობა. დანარჩენი არის უმცირესობის მმართველობის გაპრავება. 37 minutes წინ, Mepar said: პაციფისტური ლოზუნგის მიუხედავად უკიდურესად სახიფათო განცხადებას ვაკეთებთ, რადგან რთული დასადგენია რას ნიშნავს „თავისუფლება“ უფრო რთული გასაგებია სხვისი თავისუფლება. ამ განცხადებით შესაძლოა მოძალადემ ისარგებლოს და ძალადობა გაამართლოს მისი თავისუფლების შეზღუდვით. ასევე ამ განცხადებით შესაძლოა უმრავლესობამ შეავიწროვოს უმცირესობა, რადგან უმცირესობამ განსხვავებული აზრის დაფიქსირებით უმრავლესობის თავისუფლება შეზღუდა. პრობლემა იმაში გახლავთ რომ ეს სენტენცია სპეკულაციურია და თავისუფლებას შეიძლება ეწოდოს სხვისი თავისუფლების შეზღუდვაც. მე გირჩევთ იხელმძღვანელოთ შემდეგი პრინციპით: ჩემი თავისუფლება მთავრდება იქ სადაც იწყება სამართლებრივი შეზღუდვა! მხოლოდ სამართალი არის მიუმხრობელი ნორმა, რომელიც გვაძლევს გამოხატვის თავისუფლებას კანონის ფარგლებში. სამართალი არის ცვალებადი. იმავე იუს პრიმა ნოქტის თავის დროზე დაკანონებული იყო და კიდე ის, მეფეს რო ირმები ეკუთვნოდა და ირმის მოკვლის გამო კაცს კლავდნენ. თან კიდე თუ ამ საართალით უმცირესობა მანიპულირებს არ ნიშნავს რომ უმრავლესობა უნდა დაეთანხმოს. 39 minutes წინ, Mepar said: ჩვენებური დემოკრატია არ არსებობს, დემოკრატია უნივერსალურია და ის არ ცნობს კერძო გამონაკლისებს. დემოკრატია გულისხმობს სამართლებრივი სახელმწიფოს მმართველობას. დემოკრატია მკაცრად გაწერილი მმართველობის ფორმაა, დემოკრატიის კრიტერიუმები წარმოდგენილია დასავლური კონსტიტუციონალიზმის, ევროკავშირის სამართლებრივი სტანდარტის და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დოკუმენტებში. ამრიგად სახელმწიფო შესაძლოაა შეტანხმდეს მმართველობის ფორმაზე როგორიცაა: კონსტიტუციური მონარქია, საპრეზიდენტო, ნაევრად საპრეზიდენტო, საპარლამენტო მმართველობა; ასევე შეთანხმდეს ადმინისტრაციული მოწყოფის პრინციპზე: კონფედერაციული, ფედერაციული, უნიტარული სისტემები, პოლიტიკურ ეკონომიკურ სისტემაზე როგორიცაა კაპიტალიზმი, სოციალური დემოკრატია, სოციალიზმი მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ მმართველობის პრინციპებია, დემოკრატია კი სამართლებრივი მოწყობის, საზოგადოების მართვის და საზოგადოების ჩართულობის კულტურაა. დემოკრატია უნივერსალურია და ის არ შეიძლება იყოს „ჩვენებური“ იდიოტიზმი. დემოკრატია არის ამერიკულიც, არის ევროპულიც, არის დაჟე იაპონურიც. დანარჩენი უბრალოდ მექანიზმებია. I killed my master. Why did he then give me a weapon?" Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords. შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098 Why carry a gun? Because 1911 > 911. t90a.sarahah.com Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mepar Posted 29 ივლისი, 2021 Author Posted 29 ივლისი, 2021 არ იცი დემოკრატიის განმარტება შანსი მოგეცა და ვერ გიშველის, მეტი რა ვქნა? ამის წაკითხვა ნებაყოფლობითია, მაგრამ სავალდებულო! Share on other sites More sharing options...
ფორუმელი t-90 Posted 29 ივლისი, 2021 Posted 29 ივლისი, 2021 19 minutes წინ, Mepar said: არ იცი დემოკრატიის განმარტება შანსი მოგეცა და ვერ გიშველის, მეტი რა ვქნა? დემოკრატია კომპეტენტური ემირატის მმართველობა ყოფილა და მე არ ვიცი კიდე? საიდან წარმოიდგინე რო ემირატელები კომპეტენტურები ხართ ეგეც არ ვიცი. I killed my master. Why did he then give me a weapon?" Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords. შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098 Why carry a gun? Because 1911 > 911. t90a.sarahah.com Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Damnoc Posted 29 ივლისი, 2021 Posted 29 ივლისი, 2021 14 საათის წინ, Mepar said: დემოკრატია არ არის ბანალური ბრბოს მმართველობა ბანალური ბრბოს მმართველობაა "სუფთა" ფორმაში და მაშინაც როცა მოდიფიკაციებით ცდილობენ რომ როგორმე ეს არსი მოთოკონ, ძალიან გადასარევად ვერ გამოსდით ხოლმე. მაგალითად ამერიკის რესპუბლიკური წყობის ცენტრალური ფენომენი, electoral college, გათვლილია სუფთა დემოკრატიის შესაზღუდად მაგრამ უკვე სახეზეა შტატების კოლექტივი რომლებიც არსებული სისტემის წესებითვე აპირებენ რომ მოშალონ და საპრეზიდენტო არჩევნებში გადაიყვანონ ქვეყანა პირდაპირ სუფთა დემოკრატიულ სისტემაზე. 14 საათის წინ, Mepar said: დემოკრატიაში გამორიცხულია უმრავლესობის პრივილეგია, რადგან გადაწყვეტილებაზე შეთანხმების მიუხედავად უმცირესობის უფლებები რჩება დაცული. ეს ცალკე დამატებული სანელებელია დემოკრატიაზე ხშირ შემთხვევაში და არა მისი განუყოფელი ნაწილი. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 29 ივლისი, 2021 Posted 29 ივლისი, 2021 უმცირესობების ინტერესების გათვალისწინება უკვე დასავლური აკა ლიბერალური დემოკრატიის მახასიათებელია და არა ზოგადად დემოკრატიის. პს. არ ვამბობ რომ ცუდია Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 29 ივლისი, 2021 Posted 29 ივლისი, 2021 14 საათის წინ, Mepar said: კანონი არ ცნობს უმრავლესობის უპირატესობას და იცავს ყველას განურჩევლად სქესისა, რასისა, რწმენისა და სექსუალური ორიენტაციისა. ეს სიტყვებით ჟონგლიორობა რისთვისაა საჭირო? სქესი რწმენა და სექსი არის ადამიანის უფლებები. ეს ელემენტარულია. ხოლო არჩევნებში იმარჯვებს უმრავლესობა ესეც ხომ ელემენტარულია? რათქმაუნდა გამარჯვებულ უმრავლესობას არანაირად არ აქვს ადამიანის უფლებების დარღვევის უფლება. მაგრამ პოლიტიკური მართვა უმრავლელობას ეკუთვნის - ესეც ფაქტია. დანარჩენი ოცობოცია რაც გიწერიათ გასაგებია რომ ცდილობთ აგვიხსნათ რატომ უნდა მართოს უმცირესობამ უმრავლესობა ))) მაგრამ ჯერჯერობით მსოფლიოს წამყვანი დემოკრატიული ქვეყნებიც კი ამას წყვეტენ არჩევნებზე უმრავლესობა ვს უმცირესობით და თქვენ რას ამტკიცებთ გაუგებარია სრულიად. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Dude Posted 29 ივლისი, 2021 Posted 29 ივლისი, 2021 თან ინგლისურად რო დაწერა მარტო ჩვენ ხო არ დავლოლავთ Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა