Jump to content
×
×
  • Create New...

ოსმოკოტი


Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

ვინმეს გამოგიყენებიათ? 

რამდენად ეფექტური სასუქია? 

იმედია ტყუილად არ მივათხლიშე ფული და რეალურად გამოკვებავს მცენარეებს :wtf:

როგორც სახლის მცენარეებს ისე ღია გრუნტის მცენარეებს შეგიძლია მიუყარო და 3-5 თვე აგიჟებს ისე ზრდისო და თან არც ბევრი ჭირდება მისაყრელად. რამდენი რამე არ გამოვზიდე სამთო ქიმიიდან იმდენი არააფექტური აღმოჩნდა. 

 

@საწყალი ოსვალდო რიოსირამე სასუქს იყენებ შენ მცენარეებისთვის? რა მეთოდები გაქვს?  

ერთ-ერთი უძველესი ჯიშის იასამანი მაქვს, რამდენიმე წლის წინ გადავრგე, ამ სახლში დამხვდა უბრალოდ სხვა ადგილას და გადავრგე, მეჯიუტება არ იზრდება და არ ყვავილობს, არის გაჩიჩინებული ერთ კონდიციაში. ჰო და ვერ გავიგე რა ვაჭამო რომ გაიზარდოს, რა ენაზე ველაპარაკო. არა და უწყინარი მცენარეა არავის აწამებს, მგონი ადგილი რომ მოვუცვალე ეგ ეწყინა...

Edited by Mulan

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

"ლეკვს რა ვაჭამო რომ უცებ გაიზარდოოოს?"

ეგეთ კითხვებზე დგახარ უსერ.

მრავალწლიანი მცენარე ერთ ქოთანში რთული შესანახია იმიტომ რომ მიწას არ აქვს ის ნივთიერებების ბრუნვა რაც წესით უნდა ჰქონდეს.

აი ერთ ან ორწლიანებზე საერთოდ არ უნდა დაგჭირდეს სასუქი. ერთხელ უნდა ჩაყარო კარგი მიწა და მერე მორწყვის მანერა გქონდეს ისეთი რომ არ ჩარეცხო საკვები ნივთიერებები.

 

ის კიდევ ცალკე თემაა რომ რა გინდა საერთოდ რომ მიიღო მაგ მცენარისგან.

ამერიკელი ექსპერტი წაიყვანა ძმაკაცმა ფერმაში და მეც გავყევი, კარგი ტიპები არიან ხოლმე. იმან მოყვა, აქ ვნახეო, არ ვიცი სად იშოვეს მაგრამ 5-ჯერ მეტი ნაკელი შეიტანეს ხეხილის ბაღში ვიდრე ოდესმე რეკომენდებულიაო. არადა ეგ მერქანის ზრდას არეგულირებს უფრო მეტად ვიდრე ხილისო.

ხოდა ზღაპრებში რომ ბოროტი ჯადოქარი უღრან ტყეს გააჩენს ხოლმე. ეგეთი რაღაც მიიღეს ბოლოს და ცოტა ხილი :gigi:

Edited by Damnoc
Share on other sites

  • ფორუმელი
14 minutes წინ, Mulan said:

ჰო და ვერ გავიგე რა ვაჭამო რომ გაიზარდოს

ჯერ ერთი დინამიკა არ გინახავს შენამდე და არ იცი იქამდე რა ხდებოდა. მაგ გადარგვამ შეცვალა რამე თუ არა. იქნებ შენამდე 10 წელი ეგრე იყო.

ზოგადად კი ათასი რაღაც შეიძლება იყოს მიზეზი "საჭმელის" გარდა: ან ფესვთა სისტემას ვერ ივითარებს ისეთს როგორიც უნდა, ან მიწაა გამოფიტული, ან მზე-ტენიანობის საკითხი არ მოსწონს, ან დაბერებულია უკვე, სულს ღაფავს და შენ კიდე არ აცლი სიკვდილს.

Share on other sites

  • ფორუმელი
18 minutes წინ, Damnoc said:

მრავალწლიანი მცენარე ერთ ქოთანში რთული შესანახია იმიტომ რომ მიწას არ აქვს ის ნივთიერებების ბრუნვა რაც წესით უნდა ჰქონდეს.

აი ერთ ან ორწლიანებზე საერთოდ არ უნდა დაგჭირდეს სასუქი. ერთხელ უნდა ჩაყარო კარგი მიწა და მერე მორწყვის მანერა გქონდეს ისეთი რომ არ ჩარეცხო საკვები ნივთიერებები.

ქოთნის მცენარეებს ბიოჰუმუსს ვუსხამ და ყოფნის. არც ბევრი მაქვს. 5 მდე სახლის მცენარე მაქვს, ღია გრუნტის მცენარეებზე მაქვს საუბარი. ნაკელი= ფოსფორს როგორც ვიცი და ეგ ისედაც შემიძლია შევიტანო ფოსფორის კალიუმის და მაგნიუმის მიქსი შევიტანე 6 ჯერ მაინც ბოლო თვეებში, რეაქცია ნული.

არ გადავრეცხო მორწყვისას რას ნიშნავს? 

რამე სპეციფიური მანერა გაქვს მცენარეების მორწყვის? მოღვარვით რწყავ წვეთოვნებით თუ როგორ? 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
21 საათის წინ, Mulan said:

რამე სასუქს იყენებ შენ მცენარეებისთვის? რა მეთოდები გაქვს?  

ამჟამად არაფერს, ისე ტრადიციულად გამომწვარ ნაკელს ვიყენებდით.
კიდევ ამ 2-3 წლის წინ ვიყიდე ორნაირი რაღაც მოშავო სითხე, თესლები უნდა ჩაალბო დათესვამდე და უფრო წარმატებული მცენარე გამოდის მერე :uxe:
მორე მორწყვაც შეიძლება იმ სითხის წყალხსნარით.
ბიორაგი ჰქვია მგონი ერთს, რაღაც ჭიაყელაზეა დამზადებული, ორივე ქართული პროდუქტია

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

  • ფორუმელი

ოსმოკოტი არ ვიცი, მაგრამ აპერკოტი ძალიან ეფექტურია, თუ იცი, როდის გამოიყენო. ყველას გირჩევთ.

ძლიერი თუ არ ხარ, ბოძზე როგორ იცეკვებ? © marguerite
კურდღელი ხარ, მეგობარო? © ფორთოხალი

Share on other sites

  • ფორუმელი

@საწყალი ოსვალდო რიოსი ანუ ბიორაგი?

ისე ამაზე რამე სისტემური თემაა საჭირო.

იცი რა ნაკელი მხოლოდ მწვანე მასას ზრდის ფოსფორია რა, მხოლოდ ეგ საკმარისი არაა თან შეიძლება დაავადებებიც გაუჩინოს მცენარეწბს, მაგალითად ვარდები პრწტენზიულები არიან და  არ გირჩევენ ფლორისტები ნაკელი მიაყარეო. დამაწყვიტეს ნერვები. დღეს ვიწყებ და ვაღამებ ვარდების სმოტვრით რწყვით და ლოლიავით. ვქფშე ვარდები სადაც გაქვს იქ ხილი არ უნდა გქონდეს და მით უმეტეს ძირს ჩამოყრილი და დამპალი ხილი მოქმედებს იმ მიკროფაუნის გამრქვლებაზე რაც ვარდს ვნებს... 

დიდუბეში ვიყიდი მაგ ბიორაგს?

ჩემმა ძმამ ბლექჯექი დაასხა წელს და კმაყოფილია მარა სანამ ჩემი თვალით არ ვნახავ მანამ ვერ დავიჯერებ...

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, Mulan said:

დიდუბეში ვიყიდი მაგ ბიორაგს?

ჰო, იქნება ალბათ, მე დომინოში თუ კარფურში ვიყიდე

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share