ფორუმელი Moor Posted 5 ივნისი, 2021 Posted 5 ივნისი, 2021 @Seth იყოს ორივე, წყალს გვთხოვს თუ პურს. თემატურობის ამბავში, თორე მაგისი დიდი ფანი არასდროს ვყოფილვარ Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 5 ივნისი, 2021 Posted 5 ივნისი, 2021 1 საათის წინ, Moor said: იყოს ორივე, წყალს გვთხოვს თუ პურს. თემატურობის ამბავში, თორე მაგისი დიდი ფანი არასდროს ვყოფილვარ იყოს ბატონო. ვიცით როდის წარადგენს გუნდს თუ წარადგინა უკვე? Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 5 ივნისი, 2021 Posted 5 ივნისი, 2021 @Seth წარმოდგენა არ მაქვს. ვიღაც წვერებიანი ბიჭი ლაპარაკობდა მაგისი სახელით ტვ პირველზე ერთი თვის წინ და ვერ ვიცანი :დ ალბათ ის ხალხი, ვინც მაგის აქციებზე მოძრაობდა, არ ვიცი Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 5 ივნისი, 2021 Posted 5 ივნისი, 2021 1 საათის წინ, Moor said: @Seth წარმოდგენა არ მაქვს. ვიღაც წვერებიანი ბიჭი ლაპარაკობდა მაგისი სახელით ტვ პირველზე ერთი თვის წინ და ვერ ვიცანი :დ ალბათ ის ხალხი, ვინც მაგის აქციებზე მოძრაობდა, არ ვიცი გასაგებია. ნუ გამოჩნდება მალე ალბათ. წესით მერობის კანდიდატიც უნდა ჰყავდეთ, არა? Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 5 ივნისი, 2021 Posted 5 ივნისი, 2021 1 minute წინ, Seth said: წესით მერობის კანდიდატიც უნდა ჰყავდეთ, არა? ვიხილავთო, მარა არ ეტყობოდათ, რომ აუცილებლად აპირებენ :დ Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 5 ივნისი, 2021 Posted 5 ივნისი, 2021 8 minutes წინ, Moor said: ვიხილავთო, მარა არ ეტყობოდათ, რომ აუცილებლად აპირებენ ეტყობა უცნაურცხვირიანის და სისხლისმსმელის ალიანსის კანდიდატურას ელოდებიან ჯერ და მერე დაცხებენ :დ Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 5 ივნისი, 2021 Posted 5 ივნისი, 2021 @Seth არ ვიცი, ვერ ვგრძნობ, რო რამე მნიშვნელოვანს წარმოადგენს და დიდად არ ვაქცევ ყურადღებას. ერიკი თუ აგვიხსნის, რითია მნიშვნელოვანი, მოვუსმენდი პს. ესეც თემატურად სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის პანსიონი დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს თითოეულმა ბავშვმა, აცხადებს ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“. „დაუყოვნებლივ, ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე, დღესვე, ამ წამს, უნდა დაიწყოს ბავშვების გაყვანა ნინოწმინდის პანსიონიდან“, - ამბობს ანა აბაშიძე, ორგანიზაციის იურისტი. გაყვანის შემდეგ - PHR-ის შეფასებით - ბავშვები, შესაძლებლობის შემთხვევაში, უნდა დაბრუნდნენ მშობლებთან, ან გადავიდნენ მინდობით აღზრდაში, ან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში. PHR-ის მტკიცებით, პანსიონში არსებობდა სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკი, რის გამოც ისინი ითხოვდნენ ბავშვების გაყვანას. „მოსამართლე ივანე ღლონტმა განიხილა და სრულად დაგვეთანხმა საფრთხის არსებობაში“, - აცხადებს PHR და განაგრძობს: „სასამართლო მიიჩნევს, რომ იზრდება იმის ალბათობა, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სარჩელის უზრუნველყოფის გამოუყენებლობის შემთხვევაში შეილახოს ბავშვთა ინტერესები და მას მიადგეს მნიშვნელოვანი ზიანი“. PHR ამბობს, რომ სამართლებრივად მათ მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვების სახელით შეუძლიათ სასამართლოში დავა და სასამართლოს გადაწყვეტილება პირველ რიგში ეხება შშმ ბავშვებს. თუმცა, ორგანიზაციის იურისტების მტკიცებით, მოსამართლემ პანსიონი საფრთხისშემცველად შეაფასა ყველა ბავშვისთვის, რის გამოც, თითოეულმა არასრულწლოვანმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს დაწესებულება. „შშმ ბავშვების საკითხი არის მხოლოდ სამართლებრივი ტექნიკა. თუ იქ არის საფრთხე, არ შეიძლება, რომელიმე ბავშვი დავტოვოთ საფრთხეში“, - აცხადებს PHR და ამატებს: „თუ ვინმე ეცდება, დროებითი განჩინების აღსრულებას ხელი შეუშალოს, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული“. ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელების ნაწილი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე საუბრობს. ბოლო წლებში დაწყებულია 4 გამოძიება ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე პანსიონში. ასევე ნახეთ ის, რაც პანსიონში ხდებოდა - ნინოწმინდის ყოფილი ბინადრის მონათხრობი პანსიონის ხელმძღვანელი, მეუფე სპირიდონი დაწესებულებაში არ უშვებს სახალხო დამცველს, რაც კანონდარღვევაა. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ცნობით, ნინოწმინდის პანსიონატის დატოვების სურვილი 16-მა ბავშვმა გამოთქვა. Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 6 ივნისი, 2021 Posted 6 ივნისი, 2021 (შესწორებული) 11 საათის წინ, Moor said: ერიკი თუ აგვიხსნის, რითია მნიშვნელოვანი, მოვუსმენდი არსებული პოლიტიკური სისტემა რომ ავიღოთ ერთ მხარეს და ამომრჩეველი მეორე მხარეს რა გვაქვს? ერთიანი მუსულმანური რელიგია ქოცები - >სუნიტები ნაცები - > შიიტები ასევე წვრილწვრილი სექტები სუნიტები - > ჰამასი (ირმა) შიიტები -> ჰეზბოლლა (შალვა) გყვავს კიდევ მაზდეანები -> ლელო და გირჩი მანიქეველები - > ევრონაცები აი ესაა ჩვენი პოლიტიკური სისტემა და რა საერთო აქვს მას ამომრჩეველთან? საერთოდ არაფერი გარდა იმის რომ ამომრჩეველი ლავირებს მათ შორის წლებია ერთი მიზნით მხოლოდ გაიხანგრძლივოს არსებობა მათი დაპირისპირებით. ეს მშვენივრად დიდებულად გენუალურად იციან თავად სუნიტშიიტებმაც და მათმა სექტებმაც ამიტომ ისინიც ლავირებენ ერთმანეთში ისე რომ სხვა არასისტემური არ დაუშვან თამაშში. აი ეს სურათი გვაქვს დღეს. თუ ვინმე სისტემის გარედან შეძლებს დაარწმუნოს ამომრჩეველი რომ ამის დარღვევა შესაძლებელია მივიღებთ ცუნამს, დაახლოებით ისეთს როგორიც 90 იანების ბოლოს გვქონდა. მე ამას გარანტირებულად არ ვამბობ, თუ შესძლებსთქო ეს კი დამოკიდებულია იმ ვინმეს რესურსებზე და ამოცანებზე. ამას თავად სუნიტშიიტების სისტემაც ხვდება და ცდილობს პროცესების გადაჭერას მაგალითად უცნაურცხირიანი ემირით რომელზეც სუნიტი მუეძინები ისლამის ამომავალ ვარსკვლავს ადარებენ და ხუტბას აღავლენენ ხოლო (ყურადღება მიაქციეთ) მუეძინების მეორე ნაწილი მას კრულვას უგზავნის და შიიზმის ერესს აბრალებს ეს უკანასკნელი კი რაღაც გაურკვეველი ფერების ლოგოს ხაზავს ორი ჩიტი სამკუთხედით და გვპირდება რომ ისლამის აღორძინების და გაბრწყინვალების ხანა დადგება მარა მე პირადად ძალიან არ მჯერა. შიიტები კვლავ მხოლოდ და მხოლოდ ალი იბნ აბუ ტალიბს აღიარებენ მუჰამედის ერთადერთ მემკვიდრედ და მის დაბრუნებას ელიან .. აი ეს ყველაფერი შესაძლოა სასაცილოდ მოგეჩვენოთ მაგრამ თუ გადახედავთ თემებს რომლებზეც საუბრობს რაინდი (თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ , არვიცი იგივე თემებს წამოწევს თუ არა როგორც პოლიტიკოსი ) გასაგები ხდება რომ ეს ყველაფერი ასეა როგორც ზევით წერია. ამიტომ რაინდს აქვს სრული შესაძლებლობები პირდაპირ კავშირზე გავიდეს ამომრჩეველის დღევანდელ სამყაროზე და ეს სამყარო ბნელია და საშინელებებით სავსე! კოლექტიურ ბასურმანებს ეს კავშირი აღარ აქვთ. კავშირს ვეღარ შესძლებენ გინდა სამკუთხედები დახატონ გინდაც პარალელეპიპედები. სისტემა ნულია. პ.ს არ ვხუმრობ, ერთმა პატივცემულმა ძველმა ნაცნობმა იგივე გამიმეორა საუბარში: "ჩვენ ხალხს გვაწყობს რომ ერთმანეთს ჭამენ ეს მთავრობა და ოპოზიცია, ეგენი თუ დალაგდნენ დედა გვაქვს მოდღნულიო " დიახ სენიორეს და ეს ყველაფერი სოციალური კიბის ზევიდან არ ჩანს. ქვევიდან უნდა ახედოთ ქვევიდან Edited 6 ივნისი, 2021 by Eric Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა