Jump to content
×
×
  • Create New...

ანუ რა ხდება ალ ქურჯში?


Recommended Posts

  • ფორუმელი
4 minutes წინ, t-90 said:

შენ არ ხარ ნაცი და იმიტომ.

უფრო მგონია "ბალს ვიპარავთ" იყო მიზეზი, ანუ როცა რაღაცას ცდილობ აეფარო უფრო მარტივი მისაბულინგებელი ხარ

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Instance said:

უფრო მგონია "ბალს ვიპარავთ" იყო მიზეზი, ანუ როცა რაღაცას ცდილობ აეფარო უფრო მარტივი მისაბულინგებელი ხარ

ტყუილად გგონია.

ძნელად წარმოსადგენია ნაცბეთან რამე კავშირი გქონდეს.

ნუ ძმაკაცობას და ა.შ. არ ვგულისხმობ მეც ოპტომ მყავს.

 

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
4 minutes წინ, t-90 said:

ტყუილად გგონია.

ძნელად წარმოსადგენია ნაცბეთან რამე კავშირი გქონდეს.

ნუ ძმაკაცობას და ა.შ. არ ვგულისხმობ მეც ოპტომ მყავს.

ფორუმზე სხვაც ყველა ნიკია, ტანკო.

ნაწერით ხდება მიბულინგება და არა ბიოგრაფიით

Share on other sites

  • ფორუმელი
7 minutes წინ, Instance said:

ფორუმზე სხვაც ყველა ნიკია, ტანკო.

ნაწერით ხდება მიბულინგება და არა ბიოგრაფიით

ცხადია მარა შენი ნაწერითაც არ ჩანს ნაცობა.

თორე აბა პირადად სენიორებში არავის ვიცნობ.

 

 

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
4 საათის წინ, Seth said:

ჰოდა რას ერჩოდა პატივცემული ბათუმს, ხომ არ იცით? რაღაცაში იქნებოდა საქმე, არა?

მუსიე სეტ მეც იუმორით მივიღე თქვენი პასუხი თუმცა მხოლოდ ფაქტის კონსტატაცია ვცადე :)  რაც შეეხება რაში იყო საქმე :

- ოსმალთა წინააღმდეგ ჯვაროსნული ომისთვის გაერთიანებულ სახელმწიფოთა დასახმარებლად ფილიპე "კეთილმა" 5 სამხედრო ხომალდი გამოგზავნა ... როდესაც ეს ფლოტილია ბოსფორის სრუტეში შემოსულა - 2 მათგანს დუნაის შესართავისკენ აუღიათ გეზი სადაც ჯვაროსნები იყვნენ დაბანაკებულნი;  - ჟოფრუა დე ტუსი კი სამი გემით სამხრეთ სანაპიროს გამოუყვა სანოვაგის "ასაკრეფად" ნუ სინამდვილეში საძარცვავად (ასე ერქვა მაშინ); გზად აიღო და გაძარცვა ერთი თურქული ციხესიმაგრე ; შემდეგ ქალაქ ტრაპიზონს გვერდი აუარა და პირდაპირ აჭარის სანაპიროს მოადგა : - ... დანარჩენი კი ვთქვით წინა გვერდებზე თუ როგორ დაესხა თავს ბათუმს და როგორ გაძარცვა და როგორ დაატყვევეს რიონის შესართავთან გურიელის მეომრებმა ... 

გურიელი გაკვირვებული დარჩენილა ეგზომ საქვეყნოდ ცნობილი დიდგვაროვნის ფლოტის მეთაური მძარცველებს შორის რომ აღმოჩნდა :)

და მთავარი !!! - ჟოფრუა დე ტუსის დაკითხვისას (რომელიც ალბათ რბილ საუბარს უფრო ჰგავდა ვიდრე დაკითხვას) ქართველებმა გაარკვიეს თუ რა ხდებოდა შავი ზღვის გადაღმა ნაპირებთა :

- 1443 წელს ოსმალთა სულთანმა მურად 2-ემ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო ; ტახტი დატოვა და იგი მის 12 წლის ვაჟს მეჰმედს გადასცა; რომელიც დიდი ვეზირის ხელში სათამაშოდ გადაიქცა; იმპერია ქაოსის საშიშროების წინაშე დადგა; ოსმალეთში შექმნილი კრიზისი ხელიდან არ გაუშვეს რომის პაპმა და ბიზანტიის იმპერატორმა; შემუშავდა ჯვაროსნული ომის გეგმა ოსმალთა წინააღმდეგ ; ბრძოლაში უნდა ჩაბმულიყვნენ : ვენეცია ;უნგრეთი პოლონეთი; სერბეთი; ვალახეთი; რაგოზა და ბურგუნდია ; ჯვაროსანთა ფლოტი ბოსფორის სრუტეში უნდა შესულიყო და საშუალება მოესპო ოსმალეთისთვის ჯარები გადაესხა ბოსფორის სრუტის აზიის სანაპიროდან ევროპის სანაპიროზე ; 

უკვე 1444 წელს 25 გემი მიადგა კონსტანტინეპოლს; უნგრელთა 20.000-ინი არმია იანუშ უნიატის სარდლობით ბულგარეთში შეიჭრა და ქალაქ ვარნასთან დაბანაკდა ; აქვე მოვიდნენ უნგრეთის მეფე ვლადისლავ მესამე და პაპის ლეგატი იულიან ცეზარინი მხედრობით ; ჯვაროსანთა არმია ზღვით უნდა გადასულიყო კონსტანტინეპოლში და ოსმალეთზე იქედან მიეტანა იერიში; გეგმა საუკეთესო იყო მაგრამ მის განხორციელებას ჯვაროსნებს შორის უთანხმოება უშლიდა ხელს; ყოყმანობდნენ ოსმალეთის მიერ დაპყრობილი ბალკანეტის ქვეყნების ხელისუფალნიც; პირველი სულმოკლეობა სერბეთმა გამოიჩინა და ჯვაროსნების გეგმები დაწვრილებით აცნობა ოსმალებს ; 

ასეთ რთულ მდგომარებაში სულთანი მურად მეორე ტახტს დაუბრუნდა და ამოქმედდა : ბოსფორის ყველაზე ვიწრო წელზე ; ევროპისა და აზიის გასაყარზე სულთანმა ზარბაზნები დაადგმევინა; ჯვაროსანთა ფლოტს ჯვარედინი ცეცხლი გაუხსნა და რამოდენიმე გემიც  ჩაუძირა; 

:D ჯვაროსანთა ბედი მუსიე სეტ მაშინ 40.000 დუკატად გაიყიდა ; - ჩვენმა ნაცნობმა გენუელებმა "ივაჟკაცეს" ... 

ბოსფორის სრუტის აზიური ნაწილიდან ევროპულ ნაწილში 1 მეომარი 1 დუკატად გადაიყვანეს საკუთარი გემებით :rofl:  (გაგიჟდება კაცი პირდაპირ; - ამას წინებზე ვიკითხეთ კიდეც - დღეს სად არიანო ? ) ...

ამის მერე მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა; ვარნასთან დაბანაკებული ჯვაროსნები ისე სასტიკად დამარცხდნენ ოსმალებთან რომ უნგრეთის მეფე ვლადისლავი იმ ბრძოლას შეეწირა;   - ასე დასამარდა კონსტანტინეპოლის დასახმარებლად მომართული უკანასკნელი ჯვაროსნული ლაშქრობა ... 

მერე მოხდა კიდევ დიდი ამბები 1453 წლამდეც ; 1453 წელსაც და მას მერე ხო საერთოდ ჰაპბურგებს მიადგნენ ოსმალები :D

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, Eric said:

რა ჩვენი ბრალია, ორი წელი ოთხი თემა გავუხსენით ვეჩიჩინეთ და თავმომწონედ გვეპაექრებოდა

ეხლა რაღაცას ხვდება , ჯერ მხოლოდ რაღაცას

დიახ რაღაცას, ან შეიძლება შვილი ეყოლა :დ

2 საათის წინ, Eric said:

ეს მიუთითებს რომ winter is coming

:yeah:

2 საათის წინ, Eric said:

ვარიანტები არ გვაქვს.

მე ვიტყოდი მისაღები ვარიანტები სენიორ. ყველა შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნებია მოსათხოვი და მისაღები. 

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Instance said:

შემდეგ რაღაცაზე დავფიქრდი. ნაცმოს ერთერთი დიდი შეცდომა ის არის რომ მთავარი არხი პოზოციონირებს როგორც დამოუკიდებელი არხი და ამ დროს პარტიული ტელევიზიაა. ბევრ ნაცი ფრაზას ასე იწყებს "იცი მე არავისკენ არა ვარ, მაგრამ ..."

ხო და აი ეს რაში სჭირდებათ? მაინც ვერავის ატყუებენ და პლიუს მერე ვიღაც რომ უტევს "აიტ თქვე ნაცებო" ბულინგდებიან.

პრობლემა იმაშია, რომ "მთავარი" უბრალო ბიზნესია. ტელევიზიაში არსებობს ბადის ვერტიკალური ინტეგრაციის ცნება. თუ რეკლამის მიმწოდებლისთვის ცნობილია, რომ, მაგალითად, 9 საათზე გადაცემას აუცილებლად უყურებს მაყურებლის ჰარკვეული კატეგორია, მაშინ ისიც ცნობილია,რომ ეს კატეგორია არ გადართავს არც 8 და არც 10 საათზე.

(ცალკე საკითხი ისაა, რომ სტაფილოკოკები რეკლამის დამკვეთებს არ ავიწროებენ.)

ასე, რომ "მთავარი" იმდენადაა ნაცური, რამდენადაც თანამედროვე ნაცმოა სექტის სახით ორგანიზებული. მორმონების ასეთივე ორგანიზებული სექტა რომ არსებობდეს, პრომორმონული არხიც იარსებებდა.

Share on other sites

  • ფორუმელი
47 minutes წინ, kvipriane said:

ჩვენმა ნაცნობმა გენუელებმა "ივაჟკაცეს" ... 

მილანელებმა, სენიორ. მაშინდელი გენუა მილანის შემადგენლობაში შედიოდა :)

1396 წელს, ნიკოპოლის ბრძოლის წინ, მილანის დუკამ მიაწოდა დაწვრილებითი ინფორმაცია ოსმალებს. მან ეს ინფორმაცია სიძისაგან, ორლეანის დუკისაგან მიიღო. ამიტომ მოაკვლევინა ბურგუნდიის დუკამ, ჟან უშიშარმა, რომელიც ამ ბრძოლაში ტყვედ ჩავარდა, თავისი ბიძაშვილი 1407 წელს, რითაც ბურგუნიონებისა და არმანიაკების ომი დაიწყო საფრანგეთში, რამაც საფრანგეთი კინაღამ დააქცია.

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share