ფორუმელი Seth Posted 6 ივლისი, 2022 Posted 6 ივლისი, 2022 რატი იონათამიშვილი მაიკლ მაკფოლის განცხადებაზე - არგუმენტების გარეშე ნებისმიერი საუბარი სანქციებზე, ფასდება როგორც მინიმუმ უპასუხისმგებლობა და ჭორაობა, მაქსიმუმ, როგორც მტრული განცხადებები საქართველოს წინააღმდეგ | საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" (interpressnews.ge) წინამოსამზადებელი განცხადებებია ჩრდილოეთ კავკასიის ასაღებად Share on other sites More sharing options...
ფორუმელი York Ge Posted 6 ივლისი, 2022 Posted 6 ივლისი, 2022 @Eric ხოლო თუ დანარჩენ ორ ტირანოზავრს უნდა ეს - რა ჯანდაბად? ჩინეთთან სახმელეთო კომუნიკაციები უნდᲐ გაუხსნან მილფებს??? უბედურება იმაშია, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა კლასმა ევროპასთან ურთიერთობა გადააქცია შიდაპოლიტიკურ საკითხად. Quote - ეს ის ქონდრისკაცია, დილით თაბაგარმა რომ სამუშაოზე წამოიყვანა სხვებთან ერთად! - ვიცანი მე. - კი, ისაა, - დამიდასტურა სეთურმა. - ხუთ შაურს ვაძლევ დღეში და ყველამ იცის ეს. მუნჯი და ყრუა. - ზის მასე დილიდან ღამემდე და უჭირავს ხელში მაგ ბაწარი? - იკითხა დათამ. - კი. მანდ ზის და უჭირავს. - რას აკეთებს ამსიღრმე ჭაში მაგ დალოცვილი? - კაი ღრმა იყო ის ჭა და გამიკვირდა, წყალი რომ არ იდგა შიგ. - იმედს აკეთებს, მოსე-ჩემო, ე იმ ხალხის იმედს! - გვითხრა სეთურმა და ხევის გადაღმა მაღაროსკენ გაიშვირა ხელი. - კაცო, ღმერთი ცაშია, მის იმედად ჩემი მტერი დადგეს თუ უნდა, და ამ ჭაში ჩაგდებული კაცის იმედი ვისაა, რომ აქვს! - გეტყვით აგერ და გაიგებთ, როგორ მაქვს დაყენებული საქმე. ხალხი გაღმა გამოქვაბულში რომ თხრის, მათი ხვრელი აქ მოვა, ამ ჭაში და მის იმედზე არიან. - მოიცა, არქიფო თუ კაცი ხარ! - შევაწყვეტინე ლაპარაკი. - შენ თვითონ არ თქვი ის ხვრელი სულ აღმართში მიდის და იქით მიდისო?! - კი. ვთქვი. რაა მერე? - რაა და, ის შენი ხვრელი თუ სულ უფრო ცილდება ამ ჭას და აღმართში იწევს სულ, რანაირად გამოვა გამოღმა და რანაირად გამოიხედავს ჭაში? - არც გამოღმა გამოვა და არც ჭაში გამოიხედავს. იმ მთას ხომ უყურებ შენ? მაგ მთაში იტრიალებს ხვრელი და არსად არ წავა იქედან. ასეა ნაანგარიშევი, - თქვა სეთურმა. - ხალხმა თუ იცის ეგ? - იცის, აპა რავა, მარა ადვილი საცოდნელი რომ არის, რას ფიქრობს ხალხი, თუ იცი? რას ფიქრობს და, ჩვენ რომ ასე ადვილად ვწვდებით ჩვენი ჭკუით მაგ საქმეს, სხვანაირად არის, ალბათო. ასე მტკნარ ტყუილს სეთური როგორ გვეტყვის, და გამოვა ჭაში ეგ ხვრელი, აბა, რას იზამსო. - ეს ზარი რისთვის კიდია აქ და ქონდრისკაცი რატომ ზის ჭაში? - კითხა თუთაშხიამ სეთურს. - ზებო ქვია მაგ ქონდრისკაცს. გრძნეულიაო, სახელი აქვს დავარდნილი, და ას საჟენზე რომ მოაწევს ხვრელი, გაიგებს ზებო. გაიგებს თუ არადა, ჩამოკრავს ზარს. რანაირად ელიან ამ ზარის დარეკვას, თუ იცით? აქეთ აქვთ ყურები გამობასრული სულ. არა, სიმართლეს ვიტყვი, ვაპირებ, მოვუმატო რამე, მარა ჭაში რომ გამოიხედავს გვირაბი, მერე რანაირად მოწყვება საქმე, იმაზე კიდია ყველაფერი. ერთია კიდევ: ახალი ფანდის მოგონება ჯობს სარჩოს მომატებას. უფრო საიმედოა ეს, მარა მოგონება არ გინდა?! დათა თუთაშხიას სიცილი აუვარდა. იკავა თავი, იფარა პირზე ხელი, მასპინძელს არ ეწყინოსო. არ გამოუვიდა არაფერი. ჩავიხედე ჭაში. ქონდრისკაცი მალ-მალე კლდეს ადებდა ყურს და ჩურჩულებდა რაღაცას. - ყრუ არისო, ასე არ თქვი? - ვთქვი. - მერე, ყრუ თუა, რას გაიგონებს, ეგ უბედური? - მოსე ჩემო, ამდენი რომ ვილაპარაკე, ვერაფერს ვერ მიხვედრილხარ შენ და თავიდან ლაპარაკი ძალიან მეზარება ახლა, – გული მოუვიდა სეთურს. – იქნები ამ ზამთარს აქ, მიაყურებ და ნახავ აქაურ ამბებს. გაიგებ, მართალი რომ ვარ, გაზაფხულისთვის. დათამ თვალი მიქნა. - ნუღარ შეწუხდები, არქიფო-ბატონო. მადლობელი ვართ დიდი, წავალთ აწი ჩვენ, დავისვენებთ პატარას და მერე ვიმუსაიფოთ კიდევ. Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 6 ივლისი, 2022 Author Posted 6 ივლისი, 2022 6 minutes წინ, Seth said: ეუბნებით შემდეგს - გვამათხოვრე არა კანდიდატის სტატუსზე?! ჰოდა ეხლა გადავჭრით სავაჭრო/ენერგეტიკულ არტერიებს და გავალთ კასპიაზე სადაც აბსოლუტურად შევცვლით არსებულ რეალობას რითიც განვახორციელებთ ზეწოლას როგორც ბაქოზე ასევე ლოთლენდზე, და ამის შემდეგ ერთ ადგილას გაიკეთეთ თქვენი კანდიდატის სტატუსი. ან პირდაპირ მოგვცემთ წევრობას, ულენშპიგელი თავს დაანებებს პოლიტიკას და ბატონი ბივში ოპერი დაინიშნება ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისიის კომისრად (განუსაზღვრელი ვადით) ან კონტროლს ჩვენს მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე გადავცემთ ანგლოსაქსებს ჩვენი პირობებით (გარწმუნებთ ბებრებს არ მოგაწყობთ) მშვენიერია. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი York Ge Posted 6 ივლისი, 2022 Posted 6 ივლისი, 2022 5 minutes წინ, Eric said: ლოთეთში გაქირ აღა და ჩეჩილ ბეი რანაირად სენიორ? ჩეჩილ-ბეის ლოგიკით ასე გამოდის, სენიორ. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 6 ივლისი, 2022 Posted 6 ივლისი, 2022 ონლაინ, Eric said: მშვენიერია ნუ ბანძების შემუშავებული გეგმა არ შეიძლება არ იყოს მშვენიერი სენიორ Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 6 ივლისი, 2022 Author Posted 6 ივლისი, 2022 2 minutes წინ, York Ge said: ხოლო თუ დანარჩენ ორ ტირანოზავრს უნდა ეს - რა ჯანდაბად? ჩინეთთან სახმელეთო კომუნიკაციები უნდᲐ გაუხსნან მილფებს??? სენიორ გურჯისტან ჩრკ -ს ომი რანაირად გახსნის სამხელეთი კომუნიკაციებს ევროპას? რა გურჯისტანს აქვს გადაჭერილი თუ ჩრკ -ს? Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 6 ივლისი, 2022 Posted 6 ივლისი, 2022 14 minutes წინ, Moor said: რაღა ლეკებს მიადექით ჩერეზ ნალჩიკ უნდა გავიყვანოთ გზა, დაღესტანს რომ ავიღებთ ამით აზერბაიჯანის მნიშვნელობას დიდ დარტყმას მივაყენებთ და ზეწოლის შედეგად მივიღებთ მისაღებს. ბაქოს აღება არ დაგვჭირდება Share on other sites More sharing options...
ფორუმელი York Ge Posted 6 ივლისი, 2022 Posted 6 ივლისი, 2022 2 minutes წინ, Eric said: გურჯისტან ჩრკ -ს ომი რანაირად გახსნის სამხელეთი კომუნიკაციებს ევროპას? არ ვიცი, სენიორ. მე ჩეჩილ-ბეის ლოგიკას მივყვები, ან, უფრო ზუსტად, ვცდილობ, მივყვე. შესაძლოა, მას ჰგონია, რომ თუ ომში ჩავერთეთ, ყირიმსაც ჩვენ გვაძლევენ, კანდიდატის სტატუსთან ერთად. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts