Jump to content
×
×
  • Create New...

ანუ რა ხდება ალ ქურჯში?


Recommended Posts

  • ფორუმელი
19 minutes წინ, Freeman said:

ხაზარაძეს და ჯაფარიძეს დივიდენდის სახით მისაღები 30 მილიონამდე ლარი დაუყადაღეს

დიდი ბრიტანეთის მოქალაქე იან მალქოლმ ჰოქი, რომელიც თიბისი ბანკის აქციონერია, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთან 40 მილიონი დოლარის ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს.

 

იან მალქოლმ ჰოქის ინტერესების დამცველმა, ადვოკატი დიმიტრი ტორაძემ 21 ივნისს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით უკვე მიმართეს. სასამართლომ კი უზრუნველყოფის სახით, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს 15 ივლისს თიბისი ბანკიდან დივიდენდის სახით მისაღები 30 მილიონამდე ლარი დაუყადაღა.

„დავის საგანი არის ამ გაცემული და ჩამოწერილი სესხის, 16 664 000 აშშ დოლარის დაბრუნება თიბისი ბანკის კაპიტალში. სესხი, რომელიც გაიცა კომპანიებზე „სამგორი M”-სა და „სამგორი თრეიდზე“, ოღონდ ამ კომპანიების ანგარიშზე მოხვედრისთანავე ეს თანხები იმწუთშივე მოხვდა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშებზე. შემდეგ ეს სესხები ჩამოიწერა ისე, რომ დაბრუნების მცდელობაც კი არ ყოფილა“, - თქვა დიმიტრი ტორაძემ.

 

ხაზარაძისა და ჯაფარიძის ადვოკატის ზვიად კორძაძე სარჩელს იურიდიულად აბსურდულსა და ნონსენსს უწოდებს.

 

„აღნიშნული დავა არანაირად არ ექვემდებარება საქართველოს იურისდიქციას. მან [იან მალქოლმ ჰოქის] აქციები შეიძინა ლონდონის საფონდო ბირჟაზე და იქ არის განთავსებული კომპანიის აქციები. ეს გაგრძელებაა იმ აბსურდისა, რაც ხდებოდა ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით. ჩვენ აუცილებლად ავიღებთ დოკუმენტებს და სამართლებრივი რეაგირება გვექნება. მიკვირს სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის გამოყენება ასეთ აბსურდულ საქმეზე.

 

ეს არ არის ცალკე სასამართლო დავა, როდესაც აქციონერს გული შესტკივა... სპეციალურად იყიდა ადამიანმა აქციები, იმიტომ, რომ ეს დავა დაეწყო. შესაბამისად, გვაქვს რაღაც კვაზი სარჩელი. შეიძენ აქციებს და 12 წლის წინანდელ ზარალს ედავები კომპანიის ერთ-ერთ აქციონერს“, - განმარტა კორძაძემ.

და ა.შ. 

მოკლედ :givi::მაინცშეეტენება:

დეოლიგარქიზაცია ინ ექშენ, ეხლა კანონიც წამოეწევა და ნახავს ეგ ოლიგარქი ეგ :boli:

Share on other sites

1 საათის წინ, Freeman said:

ცხენოსის თავს დამტყდარ გაჭირვებაზე შეიტყვეთ სენიორეს?

 

ეჰ, ჩვენს თემებს რომ კითხულობდნენ წვრილადაა გაწერილი

 

ჩვენც რა ვქნათ ბოლობოლო :gigi:

 

ამათ ფული როგორ იშოვეს უაბშე :DD

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
16 minutes წინ, Eric said:

ჩვენც რა ვქნათ ბოლობოლო :gigi:

 

ურუგვაი/ჩილეს აქციებიც ეცემა :user:

კოლუმბიაში ყოფილმა გუერილა ლიდერმა გაიმარჯვა :user: თან მემარცხენეა და თან პირველმა იცით ვინ მიულოცა? მადურომ :user: ბოროტი ენები ამბობენ პელეს ქვეყანაშიც ასე იქნებაო :user:

მოკლედ, არაფერს დაგაცლიან კაცს რა!!! :givi:

Share on other sites

  • მოდერატორი

@Seth @Ericნეპალ-ბუტან? კაი ცხვრის ფარა თუ თხა თუ რითაც არიან მანდ დაკავებული :scared:

პოლიტ-რუკის მიხედვით რავა უნდა იხედებოდე მაქეთ კაცი, მაგრამ რელიეფურის იმედი მაქვს, შეეზარებათ მაქამდე ამოსვლა :facepalm:

Share on other sites

  • მოდერატორი

მაგრამ, მასე ეგონა ალბათ პატარა დალაი ლამასაც, სანამ პაწაწინა ავსტრიელი გამოეცხადებოდა :gigi: :user:

Screenshot_20220622-005830_Chrome.jpg

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share