Jump to content
×
×
  • Create New...

ანუ რა ხდება ალ ქურჯში?


Recommended Posts

  • ფორუმელი

@York Ge

ანუ ჩვენი, კავკასიელების, სასარგებლოდ გადაწყვეტის რესურსზე რომ საუბრობთ

7 minutes წინ, York Ge said:

ჩვენი, კავკასიელების, სასარგებლოდ გადაჭრის რესურსი

რესურსი რომც არსებობდეს

4 minutes წინ, York Ge said:

გეოგრაფიულად - ყველას. კაზაკების ჩათვლით.

ამათი ყველას ერთად სასარგებლო რა წარმოგიდგებიათ?

Share on other sites

  • ფორუმელი
5 minutes წინ, Instance said:

ამათი ყველას ერთად სასარგებლო რა წარმოგიდგებიათ?

რაც უკვე იყო.

მაგალითად, საქართველოში რატომაა ამდენი აზნაური და თავადი, ახლა ანეკდოტად რომ მოჩანს? იმიტომ, რომ ამდენი პროფესიონალი მეომრის გამოკვება შეგვეძლო.

აშკარაა, რომ ჩრდილოელებიც ღებულობდნენ წილს, თორემ ნებისმიერი გამოიყენებდა ჩვენ წინააღმდეგ.

Share on other sites

  • ფორუმელი
9 minutes წინ, York Ge said:

ჩრდილოელებიც ღებულობდნენ წილს

მაშინ სამხრეთში მხოლოდ ჩვენ შევდივართ კავკასიელებში არა სენიორ?

 

Share on other sites

  • ფორუმელი
25 minutes წინ, Instance said:

მაშინ სამხრეთში მხოლოდ ჩვენ შევდივართ კავკასიელებში არა სენიორ?

სომხებიც.

შირვანსა და განჯას კი მეტი არჩევანი გააჩნდათ, რაც დღევანდელობაშიც აისახება.

თუმცა შირვანი ერთგული მოკავშირე იყო თემურ-ლენგამდე და, როგორც ჩანს, შემდეგაც, სანამ ბაგრატიონებმა არჩევანი სეფევიდების სასარგებლოდ არ გააკეთეს.

Share on other sites

  • ფორუმელი
Quote

მინდოდა კიდევ საფრანგეთში, პოლონეთში ჩასვლა და შესაძლებელია კიდევ უკრაინაში, რომელთან ერთად ვართ ამ საქმეში და რომლის მადლიერი უნდა ვიყოთ. რომ არა ის, არ იქნებოდა ეს კანდიდატურის დაჩქარებული პროცესი, მაგრამ კიდევ ერთი უარი მივიღე ამ მოგზაურობაზე. თვითონაც ამ უარის შემდეგ, რადგან მითხრეს, რომ თურმე მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა, ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა, მე თვითონაც ჩავთვალე, რომ ალბათ, არ არის მიზანშეწონილი. ეს არ არის ის საქმე, სადაც შემიძლია მთლიანად გადავარჩინო მთავრობის უმოქმედობა. მე ვთვლი, რომ ვარ პასუხისმგებელი კონსტიტუციის წინაშე, რამეთუ კონსტიტუციის 78-ე მუხლი მავალდებულებს ყველაფერი გავაკეთო, რაც შესაძლებელია იმისთვის, რომ ეს პროცესი წინ წავწიოთ.

https://www.palitravideo.ge/video/145194-salome-zurabishvilis-sagangebo-videomimartva-es-ar-aris-is-sakme-sadac-shemizlia-gadavarchino-mtavrobis-umokmedoba/

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
2 საათის წინ, Instance said:

და სენიორებო კანდიდატობაზე რას ფიქრობთ გაშვებული შანსია თუ არის შანაი უახლოეს 2-3 წლიან პერიოდში მაინც მივიღოთ?

სენიორ სეტის პოზიცია გავიგე დანარჩენები რას ფიქრობთ?

მე ვთქვი რომ ახლაა წასული. მომავალში შეიძლება კიდევ გვქონდეს.

 

--------------------------------------------------------------------

ერთის მხრივ, ეს კანდიდატობის საგა ერთი - ერთში ეხმიანება ოსმალოების პოზიციას. წინა გვერდებზე დავდე მათი ელჩის სიტყვა;

მეორეს მხრივ, ბანძების დღევანდელი განცხადებები ერთ-ერთში ჯდება რამდენიმე წლის წინ პატარა ფაშას განცხადებებთან (აღარ მინდა ევროკავშირი, მე ვარ და ვიქნები დამოუკიდებელი);

მესამეს მხრივ ეფერენთლი ოსმალო რაღაც პატარა კავშირის  (3+3 ?) შექმნას აპირებს ჩვენსკენ;

მეოთხეს მხრივ, ოსმალო ჰაიასტანსაც ხედავს ამ კავშირში;

მეხუთეს მხრივ, ლოთლენდი პირველ დღიდან და ახლაც უჭერს მხარს ამ 3+3-ს.

 

რა იყო ერთადერთი დამაბრკოლებელი ამ 3+3-ისა? რა და გურჯისტანმა ჯერ თქვა კიო და მერე მოხვდა ღრანჭებში ეტყობა და იუარა. ამ რეზოლუციის შემდეგ ეს თემა ისევ გააქტიურდა.

 

შეუძლებელია ამდენი რამ იყოს დამთხვევა, სენიორებო. უბრალოდ შეუძლებელია.

Edited by Seth
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
7 minutes წინ, Seth said:

მე ვთქვი რომ ახლაა წასული. მომავალში შეიძლება კიდევ გვქონდეს.

სენიორ 2-3 წელი "ახლა" არაა?

მე იმის მეშინია რომ ეხლა რა ემოციური ტალღაცაა უკრაინის ომის გამო ამან არ გადაიაროს და უკვე ამღვრეული წყალი რომ დაჯდება ერთგვარი გაცივება მივიღოთ და პროცესი გართულდეს.

რომ არა ომი სენიორ ხომ არც მოლდოვის, არც ჩვენი და უკრანის კანდიდატობა არ დადგებოდა მინიმუმ ამ ათწლეულში?

Edited by Instance
Share on other sites

  • ფორუმელი
5 საათის წინ, Freeman said:

"უახლოეს პერიოდში, უკრაინის გამარჯვების შემდეგ, ჩვენ არამხოლოდ ევროკავშირში შევალთ, არამედ, უნდა შევძლოთ დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან მოლაპარაკება. რუსეთის საოკუპაციო ჯარის გაყვანასთან ერთად, ცხინვალის საკითხი თავისით მოგვარდება - ვინც წასასვლელია, წავა და ვინც დარჩება, იმათთან გასაყოფი ჩვენ არაფერი გვაქვს. 

 

უფრო რთულადაა სიტუაცია აფხაზეთთან. იქ ბევრად მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე სამაჩაბლოში და გაუცხოების ხარისხიც უფრო მაღალია. 

 

ჩვენ, ჩემი აზრით, მათ უნდა შევთავაზოთ ქართველთა და აფხაზთა საერთო სახელმწიფოს, საქართველოსა და აფხაზეთის ფედერაციის შექმნა ადმინისტრაციული ცენტრით ქუთაისში. ამ სახელმწიფოში იარსებებს ორმაგი მოქალაქეობა, რაც ნიშნავს, რომ აფხაზეთის მოქალაქე ავტომატურად იქნება საქართველოს მოქალაქე და დანარჩენი საქართველოს მოქალაქე არ იქნება ავტომატურად აფხაზეთის მოქალაქე. ამით მოვუხსნით აფხაზებს ასიმილაციის შიშს. ორივე - ქართული და აფხაზური იქნება სახელმწიფოს ოფიციალური ენები. ქუთაისში, პარლამენტი იქნება ორპალატიანი და ზედა პალატაში ფედერაციის ორივე სუბიექტს ექნება თანაბარი წარმომადგენლობა. აფხაზეთის პრეზიდენტი ყოველთვის იქნება საქართველოს ვიცე-პრეზიდენტი.

 

უნდა მოხდეს გარდამავალი პერიოდის აღება (ვთქვათ, 3-5 წელი), რომლის განმავლობაშიც მოხდება შეიარაღებული ძალების, საბაჟო და სასაზღვრო სამსახურის ინტეგრირება. რა თქმა უნდა, ფედერაციის შიგნით უნდა იყოს სრულად თავისუფალი გადაადგილება და საერთო უსაფრთხოების რეჟიმი.

 

წამოვლენ თუ არა ამაზე აფხაზები? - ბოლო ათწლეულებმა კარგად აჩვენა, რომ აფხაზეთს საერთაშორისო აღიარების შანსი არ აქვს. საქართველოსთან ერთად კი ჩვენი შემოთავაზებული მოდელით მას შეუძლია გახდეს ფედერაციის სრულფასოვანი სუბიექტი და ევროკავშირის ნაწილი განვითარებისა და იდენტობის დაცვის სრული გარანტიებით.

 

ჩვენ უკვე უნდა განვიხილავდეთ და ვკამათობდეთ ასეთ თემებზე, რათა მზად ვიყოთ დიდი ცვლილებებისთვის და ისტორიული შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გავუშვათ. 

ჩემი გათვლებით, აფხაზეთთან გაერთიანების პირობებში 3-4 წელიწადში საქართველოს ერთიანი ეროვნული პროდუქტი 2-3-ჯერ გაიზრდება, რაც დაეტყობა თითოეული ქართული და აფხაზური ოჯახის კეთილდღეობას. აფხაზეთთან ერთად მთელ საქართველოს ფედერაციას შეეძლება 6-7 წელიწადში ტურისტების რაოდენობის 20 მილიონამდე გაზრდა. დაიწყება საპორტო ინფრასტრუქტურის ბუმი, იქნება ბევრი სხვა სარგებელიც" | აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა

ვავა, სენიორ, სულ გამოშტერდა ეს ციხეში?

რა ფედერაცია?

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share