Jump to content
×
×
  • Create New...

იოანეს სახარება. თავი პირველი. - ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელის განმარტებით.


Recommended Posts

  • ფორუმელი

გილოცავთ !

This guy doesn't just wanna win you know, he wants to bury ya, he wants to humiliate ya, he wants to prove to the whole world that you was nothin but some kind of freak the first time out. He said you were a one time lucky bum! Well now I don't wanna get mad in a biblical place like this. But I think you're a hell of a lot more than that kid! 
Share on other sites

  • ფორუმელი

ნათლისღებას გილოცავთ მეგობრებო !!!

მრავალს დაგასწროთ ღმერთმა !!! 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

იდოს აქაც, რა იცით რაში დაგვჭერდება : - როგორ მიიღო უკრაინამ ავტოკეფალია .

 

 ... როდესაც რუსეთი გაქრისტიანდა არსებობდა მხოლოდ კიევის მიტროპოლია, რომელიც ემორჩილებოდა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს და წირვა-ლიცვა მასში წარმოებდა ბერძნულ ენაზე, სახელად ერქვა კიევისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლია !!!
დროთა განმავლობაში, მას შემდეგ რაც ვლადიმერ სუზდალის სამთავრომ დაიწყო გაძლიერება კიევისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიან გადაინაცვლა მოსკოვში და მას ისევე მოიხსენიებდნენ კიევისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიად და ისევ ექვემდებარებოდა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს.
1440-იანი წლების ფერარა-ფლორენციის უნიატურ კრებაზე კიევისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიამ უნიას დაუჭირა მხარი, მაგრამ უკან, მოსკოვსი დაბრუნებული კიევისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტი მოსკოვში აღარ შეუშვა ხალხმა (შემდგომში ეს მიტროპოლიტი გახდა კონსტანტინეპოლის კარდინალი კათოლიკეების მხრიდან)
მრავალი წელი არც კიევს და არც მოსკოვს არ ჰყავდა ოფიციალური მიტროპოლიტი, შემდგომ კიევისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიან აირჩია მიტროპოლიტი და გააგრძელა არსებობა კონსტანტინეპოლის დაქვემდებარებაში, ხოლო მოსკოვმა თვითნებურად აირჩია საკუთარი მიტროპოლიტი და არ სცნობდა რა კიევისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიას, - აქედან გაჩნდა ორი რუსეტის მიტროპოლია, ერტი კიევისა და სრულიად რუსეტის მიტროპოლია ისტორიული ცენტრით კიევში რომელიც ექვემდებარებოდა კონსტანტინეპოლს (ოფიციალური) და მეორე - მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლია ცენტრით მოსკოვში, რომელიც არ აღიარებდა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს და პატრიარქს და ასევე სხვა საპატრიარქოებს, ასევე კონსტანტინეპოლი და სხვა საპატრიარქოები არ აღიარებდნენ მას. ასე გაგრძელდა 1591 წლამდე.
1591 წელს , ბორის გოდუნოვმა კონსტანტინეპოლის პატრიარქი ქრთამით იყიდა, ამის თაობაზე არის შემორჩენილი მთელი სმეტა და დოკუმენტაცია. მან მოსკოვში ჩამოიყვანა კონსტანტინეპოლის პ[ატრიარქი, დიდი თანხა გადაუხადა და შემდეგ აქტზე მოაწერინა ხელი : - რომ, კონსტანტინეპოლის საპატრიარქო სცნობს მოსკოვის მიტროპოლიას როგორც საპატრიარქოს და საქართველოს საპატრიარქოს მე-5-ე ადგილი მიანიჭა მიანიჭა მას და ეს ხდება ერთი აქტით, რომელსაც არ ახლავს თან ტომოსი და ამ აქტში წერია კიევისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლია სამუდამოდ რჩება კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს განუყოფელ ნაწილად და ამას აღიარებს ასე ქრთამით შექმნილი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქო !!! - ეს აქტი, რომელსაც თან არ ახლავს ტომოსი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოს ავტიკეფალიის მთავარი აქტია და მას ხელს აწერენ მაშინდელი მაღალი საეკლესიო და საერო პირები.
შემდგომად ამისა, 1686 წლისათვის შეიქმნა ასეთი სიტუაცია :
ბოლო მართლმადიდებელი უკრაინელი არისტოკრატიც კი გახდა კათოლიკე, ამ დროს უკრაინა შედის რეჩ-პოსტპოლიტას შემადგენლობაში ანუ უკრაინამ დაკარგა მართლმადიდებელი ელიტა, - ხოლო აქამდე, 1683 წელს ოსმალეთის იმპერიის ჯარი მიადგა ავსრტიის დედაქალაქ - ვენას და რომ არა რეჩ-პოსტპოლიტას მეფე იან სობესკი თავისუფლად აიღებდა მას.
რეჩ-პოსტპოლიტას სახელმწიფო არის ავსტრიის მოკავშირე და ოსმალეთის სულთანი დაინტერესებულია რეჩ-პოსტპოლიტასთვის უკრაინული ტერიტორიების (და ცოცხალი ძალის უკრაინელი კაზაკების) ჩამოშორებით, ამ დროს ვასილი გოლიცინი ლაშქრობს აზოვისკენ, სადაც შედის კონტაქტში ოსმალეთის სულთნის ემირებთან , მათი მეშვეობით გადიან კონტაქტზე კონსტანტინეპოლის პატრიარქთან და 1686 წელს ფორმდება შემდეგი აქტი : - რომ , კონსტანტინეპოლს პატრიარქი აძლევს მოსკოვის საპატრიარქოს დანიშნოს და გააკონტროლოს კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაში მყოფი კიევის მიტროპოლია, იმ მოტივით, რომ იგი კონსტანტინეპოლიდან შორსაა და მას არ შეუძლია მისი კონტროლი !!! - ოღონდ, საინტერესო აქ ისაა რომ , ეს აქტი არ სცნო კონსტანტინეპოლის საეკლესიო კრებამ (სინოდმა) და არც დანარჩენმა საქრისტიანომ !!! - შესაბამისად, საეკლესიო ნორმებით ეს აქტი ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად !!! - ანუ მთელმა საქრისტიანომ არიარა, რომ ეს აქტი იყო ყოვლად უკანონო , ერთი კაცის მიერ (კონსტანტინეპოლის პარტიარქის მიერ) ქრთამით დაწერილი თვითნებური აქტი !!!
ამ პერიოდიდან იღებს სათავეს მოსკოვისა და კონსტანტინეპოლის "ქრთამიანი ფინანსური ურთიერთობანი" !!!
იმ დროიდან 2018 წლამდე რუსეტის დოტაციაზე იყო კონსტანტინეპოლის საპატრიარქო და ათონის მონასტრებიც, რომლებიც კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაში შედის.
აქედან გამომდინარე რუსეთს თავი ქუდში ქონდა, მან იცოდა რომ კონსტანტინეპოლის საპატრიარქო მას არაფერში არ შეეწინააღმდეგებოდა და 2014 წლის შემდეგ კიევთან დაძაბულ ურთიერთობაში მას პრობლემა ამ მხრივ არ შეექმნებოდა !!!
აქვე გავიხსენოთ ის ფაქტი თუ როგორი ძლიერი დაპირისპირება ჰქონდა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ბულგარეთის საპატრიარქოსთან ავტოკეფალიის არ ცნობის გამო, 1945 წელს პირადა იოსებ ბესარიონოვიჩის ჩარევით კონსტანტინეპოლის საპატრიარქომ აღიარა ბულგარეთის ავტოკეფალია რაშიც 50.000$ აიღო რუსეთისაგან (ეს მაშინ დიდი ფული იყო)
ანუ როგორც ვნახეთ, რუსეთის მაღალი ეშელონი, კოსტანტინეპოლს აკეთებინებდა რაც მოესურვებოდა ქრთამით !!! ...
2018-ში ხდება შემდეგი რამ !!! : - კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ბართოლომეოსმა, რომელიც საეკლესიო იურისტი გახლავთ, საქმე წაიყვანა სრული საეკლესიო სამართლის დაცვის კუთხით, - მაგრამ სანამდე ამას ვიტყვით, მოდით სიტუაციაში გავერკვეთ :
- საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და 90-იანების დასაწყისში , კიევის მიტროპოლია გამოყოფილი იყო ცალკე და არ ემორცილებოდა მოსკოვის საპატრიარქოს, ეს იყო ჩვეულებრივი სქიზმა !!!
ფილარეთი (მაშინდელი კიევის მიტროპოლიტი) - იყო რუსეთის პატრიარქობის კანდიდატი და რუსეთში ერთ ხანს ასრულებდა კიდეც პატრიარქის კოვალეობასაც კი, მაგრამ მაშინ მოგეხსენებათ კრემლში დიდი დაპირისპირება სუფევდა ორ ბანაკს შორის, ესაა ლუკიანოვისა და იაკოვლევ-შევარდნაძის ბანაკები. იაკოვლევ-შევარდნაძის ჯგუფმა გაიმარჯვა, ფილარეთს არ დაუჭირა მხარი და ამიტომ ის არ აირჩიეს რუსეტის პატრიარქად, რის შემდეგაც ფილარეთი ჩადის კიევში და აცხადებს თავს კიევის პატრიარქად (ამიტომ იყო ეს სქიზმა, ანუ თვითგამოცხადებული, და არა იმიტომ რომ რუსეთს შეეწინააღმდეგა !!!)
მაგრამ ნახეთ რა მოხდა 2018-ში !!! :
1. კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბართოლომეოსი წავიდა იურიდიულად აბსოლუტურად სწორი გზით, მან არა თუ არ სცნო ფილარეთი კიევის პატრიარქად, არამედ გამოაცხადა გაუქმებულად 1686 წლის უკანონო აქტი და ამით ავტომატურად აღდგა კიევისა და სრულიად რუსეტის მიტროპოლია კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაში !!! 

2. შემდგომად ამისა აღმართა ჯვარი კიევის კიტროპოლიის ტერიტორიაზე, რაც სრულიად ეკლესიური კანონიკური აქტია
3. შემდგომად ამისა, მოუწოდა ფილარეთს და მის მრევლს სქიზმაში ყოფნის გაუქმებაზე !!! - ისინი დაემორჩილნენ და თვით მათივე გამოყოფილი სეგმენტიც კი გააუქმეს
4. ამ გაუქმების შემდეგ, უკრაინა როგორც რიგითი მრევლი, გახდა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს მონანული მრევლი და კონსტანტინეპოლის პატრიარქმა უკრაინის მიტროპოლიას როგორც სქიზმიდან დაბრუნებულ მრევლს მოსთხოვა თავად აერჩიათ საკუთარი მიტროპოლიტი , უკრაინამ კონსტანტინეპოლის წარმომადგენლების თანდასწრებით აირჩიამიტროპოლიტი, შემდგომ იგისრული საეკლესიო წესების დაცვით იკურთხა მიტროპოლიტად, ანუ აღდგა როგორც სულიერად ისე ფიზიკურად კიევისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლია კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაში , და რისი უფლებაც უკვე ისტორიულადაც ქონდა - კონსტანტინეპოლის საპატრიარქონ კიევის მიტროპოლიას მიანიჭა ავტოკეფალი (ტომოსის მიცემით და სრული ლეგიტიმაციით)
ასე გახდა კიევისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლია ავტოკეფალური საპატრიარქო !!!!

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
On 11/14/2021 at 12:23 PM, kvipriane said:

„ვიყვარებოდეთ ურთიერთას, რათა ერთობით აღვიარებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, სამებასა ერთარსებასა და განუყოფელსა“.

ეს ნაწილი კარგია და საიდუმლო ლოცვების დროს რომელი ქერუბიმთა გალობა

ყოველივე მსოფლიო დაუტევოთ ზრუნვა და მაგ დროს რო ვალებზე და ქალებზე ფიქრობ : )))

Edited by ბაყბაყდევი
This guy doesn't just wanna win you know, he wants to bury ya, he wants to humiliate ya, he wants to prove to the whole world that you was nothin but some kind of freak the first time out. He said you were a one time lucky bum! Well now I don't wanna get mad in a biblical place like this. But I think you're a hell of a lot more than that kid! 
Share on other sites

  • ფორუმელი

ფსკოვა-პეჩორის ლავრა. 

რამდენადან მე მახსოვს ამ წმინდა ადგილის ისტორია ასეთი გახლავთ, სადღაც 500 წლის წინ, მაშინ როდესაც ხატმებრძოლეობა მძვინვარებდა ბალტიისპირა ქვეყნებში, აღნიშნულ დევნილობას გამოქცეული მღვდელი, ფოფოდია (მღვდლის მეუღლე) და მორჩილი მოვიდნენ ამ ადგილას და ფკოვო-პეჩორის გამოქვაბულთან დაიდეს ბინა, ეწეოდნენ მიწის დამუშავებას, საღვთო ცხოვრებს, ლოცვითა და შრომით ატარებდნენ წუთისოფელს. გარკვეული დროის შემდეგ ფოფოდია გარდაიცვალა. მღვდელმა და მისმა მორჩილმა იგი გააპატიოსნეს, წესი აუგეს და დამარხეს იქვე ახლოს.

მეორე დღეს, როდესაც სამუშაოდან დაბრუნდნენ, ხედავენ , ვიღაცას ეს ქალი საფლავიდან ამოუღია და გამოქვაბულის შესასვლელთან (შიდა მხრიდან) დაუსვავს . გაკვირვებულემა, ალბათ რამე დავაკელითო, ხელახლა აუგეს წესი, აჯერად ყველაფერი სრულად და უკლებლივ შეასრულეს, პანაშვიდიც გადუხადეს და კვლავ დაკრძალეს. თუმცა შემდგომ დღესაც იგივე განმეორდა , საღამოს უკან დაბრუნებულებს მიცვალებული კვლავ გამოქვაბულის შესასვლელში დახვდათ , - აი მაშინ მიხვდნენ რა ადგილას იმყოფებოდნენ და რას მიანიშნებდათ მათ უფალი ... მიცვალებული აღარ დაუმარხავთ , გამოქვაბულში გააკეთეს თარო და მასზე დაასვენეს ... 

მას შემდეგ ამ ადგილას გაჩნდა ბერთა და მორჩილთა ნავთსაყუდელი, ფსკოვო-პეჩორსკი ლავრაში მიცვალებულებს არ მარხავენ, ისევე როგორც პირველი მიცვალებული, თაროებზე დებენ და ისინი უხრწნელად განისვენებენ იქ .... 

უნიკალური კადრებია , 1984 წელი , ფსკოვო-პეჩორის ლავრა ... უფლის სადიდებელი საოცარი ადგილი ,,, 

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

გილოცავთ ბზობას !!!

მრავალს დაესწარით !!!

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

 დავით სარაჯიშვილის მიერ უცხოეთში სასწავლებლად გაგზავნილ ნიჭიერი ახალგაზრდებთა შორის ერთ-ერთი ნათელი ადამიანი - ინიკო მუსხელიშვილი   !!!!!!!!!!!! ..............

პროფესორ მუსხელიშვილის მონოგრაფიამელექტრომაგნიტური და გრავიტაციული ველის ატომების, მოლეკულების და ქაოტური ძალისმიერი ხაზების ვაკუუმური რხევები ქიმიური სტიმულირებისასსამეცნიერო წრეებში სრული შოკი გამოიწვია. 1998 წლის თებერვლიდან ეს შრომა დაცულია 12 ქვეყნის 45 სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, მათ შორის საფრანგეთის უნივერსიტეტებში, ტოკიოს უნივერსიტეტში და მოსკოვის 15 წამყვან უნივერსიტეტსა და ინსტიტუტში. ამ მონოგრაფიაში ერთმნიშვნელოვნად მეცნიერულად არის დამტკიცებული გამრუდებული სივრცის 9 ახალი თვისება, ატომის აგებულების 16 ახალი მოცემულობა, ელექტრომაგნიტური და გრავიტაციული ველების 16 ახალი განტოლება, 16 ახალი კანონი, გრავიტაციული ძალების 14 ახალი თვისება ასტრონომიაში.

ფორმულების მკაცრი ენით მუსხელიშვილმა დაამტკიცა, რომ სამყაროს ნებისმიერი ობიექტები, მიუხედავად მათ შორის მანძილისა, ურთიერთქმედებაში მყისიერად მოდიან.

ადრე ითვლებოდა, რომ არანაირი ურთიერთმედება არ შეიძლებოდა მომხდარიყო სინათლის სიჩქარეზე სწრაფი სიჩქარით, -ყვება თავის აღმოჩენაზე პროფესორი მუსხელიშვილი,-ეს 300 ათასი კმ/წმ-ია. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ელექტრომაგნიტური და გრავიტაციული ძალები მყისიერად ურთიერთქმედებენ. ეს დასაბუთებულია თორიულად და დამტკიცებულია ექსპერიმენტებით. ეს ხომ სამყაროში ერთიანი უზენაესი ძალის არსებობაზე მეტყველებს. ეს ნიშნავს, რომ თავისი არსით, ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. თვისთვის მოულოდნელად, მუსხელიშვილმა რომის პაპისაგან მიიღო წერილი, რომელშიც საუბარია იმის შესახებ, რომ მისი უწმინდესობა მელიტონ მუსხელიშვილს უძღვნის ლოცვებს და მეტად აფასებს იმ გრძნობებს, რამაც მეცნიერს ბიძგი მისცა დაეწერა ეს მონოგრაფია. „ამასთან, გვსურს, გაუწყოთ, რომ მხოლოდ გულმოდგინე კვლევებისა და სოლიდური ექსპერტიზის შემდეგ გადავწყვიტეთ, გამოგვეხატა ჩვენი თქვენდამი მადლიერება“_ ნათქვამია წერილში.

პროფესორმა გადაიკითხა ბიბლია, ყურანი, თორა და განცვიფრდა, რამდენად ეთანხმება ისინი ერთმანეთს. მან აღტაცება გამოხატა იმის გამო, თუ რა ზუსტად არის აღნიშნული ამ ტექსტებში მისი მეცნიერული აღმოჩენის არსი.

მეცნიერი დარწმუნებულია, რომ აზრი მატერიალურია და სამყაროს ნებისმიერი წერტილიდან ის წამიერად შეიძლება აღმოაჩინო.

მსოფლიოს ძირითადი რელიგიების წმინდა წიგნებში, -ამბობს პროფესორი მუსხელიშვილი, – წერია, რომ უფალი ყოვლისმცოდნეა. ადრე მეცნიერი-ათეისტები ხშირად აკრიტიკებდნენ სწორედ ამ განსაზღვრებას. ერთი შეხედვით, მათი ლოგიკა რკინისებურად მტკიცე იყო, რადგანაცსინათლის სიჩქარეს საზღვარი აქვს, ღმერთს, თუკი ის არსებობს, არ შეუძლია ადამიანის ნამოქმედარის მეყვსეულად დანახვა და გაგონება.“

თუმცა, აღმოჩნდა, რომ ყველა ჩვენგანის აზრი მატერიალურია. მოლეკულებში ატომები, რისგანაც ტვინის ნეირონები შედგება, ასრულებს რხევით და ბრუნვით მოძრაობებს. აზროვნების პროცესს აუცილებლად ახლავს თან ელექტრომაგნიტური და გრავიტაციული ველების ძალური ხაზების გამოშვება, ან შთანთქმა. ამ პროცესის აღმოჩნა სამყაროს ნებისმიერი წერტილიდან მყისიერად არის შესაძლებელი. გამოდის თუ არა,რომ ღმერთმა იცის ჩვენი ყველა აზრი?

დიახ, არსებობს ძალა, რომელსაც ყველაფერი ემორჩილება. მას შეიძლება ერქვას უფალი, მსოფლიო გონი, ან კიდევ სხვა რამ. მაგრამ არსი არ იცვლება. ურთიერთქმედება სამყაროში მყისიერია, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ობიექტები.

კოლეგებმა გამოთვალეს: მუსხელიშვილის თეორია აბათილებს თერმოდინამიკის 12 კანონს, ქიმიის 20 განხრას, ფიზიკის 28 განხრას, მექანიკის 28 მიმართულებას. პროფესორის მხოლოდ ერთი მტკიცებულება რად ღირს იმის შესახებ, რომწონასწორულ შექცევად პროცესებში დრო შეიძლება მასად და ენერგიად გადაიქცეს, ხოლო შემდეგ განიცადოს უკუპროცესი. “ გამოდის, რომ მიცვალებულთა აღდგომა, რაზედაც ყველა წმინდა წიგნი მიუთითებს, შესაძლებელია!

პროფესორმა თავისი დასკვნების შემოწმება თავის სამეცნიერო ოპონენტებს შესთავაზა. მათ ვერ შეძლეს მათი უარყოფა. ევროპის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა იოაკიმე შეფილდმა კოლეგის მონოგრაფიის შესახებ აღტაცება გამოხატა. სასულიერო და სახელმწიფო მოხელეთა მხრიდან მის ნაშრომებზე ასევე მრავლად იყო გამოხმაურებები.

პროფესორი მუსხელიშვილი თავს მორწმუნე ადამიანად თვლიდა: “თავდაპირველად ღმერთის არსებობა ფორმულებით დავამტკიცე, ხოლო შემდეგ ის საკუთარ გულში აღმოვაჩინე.“

ძველ ინდურ წმინდა წერილებში, რომელიც 8 ათას წელს ითვლის, მეცნიერულად არის ახსნილი, რომ უფალი აღვსილია მიუწვდომელი ენერგიებით. მას შეუძლია აღიქვას ჩვენი ქმედებები ნებისმიერი ფორმით და ფლობს იმის უნარს, თავისი სურვილისამებრ გარდაქმნას საკუთარი ენერგია."

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share