Jump to content
×
×
  • Create New...

ისრაელი


Recommended Posts

10 საათის წინ, kvipriane said:

თქვენ გაინტერესებდათ ეს თემა სენიორა, საუბარია ვინ იყო მელქისედეკი, - საინტერესო განმარტებას მივაგენი ნატარ  თეოფილაქტე ბულგარელთან, გთავაზობთ უცვლელი სახით :

საინტერესოა. მადლობა:yeah::up:

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
1 საათის წინ, ASIA said:

საინტერესოა

ნახეტ რა საინტერესო კითხვები გაჩნდა მანდ ???

ვინ იყო მელქისედეკი და რა დამსახურების გამო არგუნდა ღმერთმა მღვდლობა (ანუ უფლის პირველსახეობის მადლი) ???

და ერთ-ერთი მთავარი კითხვა, როგორი წესით ეკურთხა მელქისედეკი მღვდლად ??? 

ესაა კითხვა, რაც იცოდნენ (ალბათ!) შუმერებმა, ან ხეთებმა, ან ებერებმა, ან იუდას ძველმა ტომმა .... 

ნეტავ სადმე მაპოვნინა ამაზე პასუხი ... ვატიკანის არქივებში როგორ შევძვრე ?! :gigi: იქ იქნება ამის პასუხი ნეტა ???

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

1 საათის წინ, kvipriane said:

ესაა კითხვა, რაც იცოდნენ (ალბათ!) შუმერებმა, ან ხეთებმა, ან ებერებმა, ან იუდას ძველმა ტომმა .... 

და ალბათ დღესაც იციან ვიღაცეებმა ... 

ეჰ! 

1 საათის წინ, kvipriane said:

ვატიკანის არქივებში როგორ შევძვრე ?! 

უუუფ, მანდ შემაძვრინაააა და თან ენებიც მაცოდნინააა, თან ... კაია ოცნება!

:yeah:

Share on other sites

  • ფორუმელი
9 საათის წინ, ASIA said:

და ალბათ დღესაც იციან ვიღაცეებმა ... 

ეჰ! 

საინტერესო არქეოლოგიური კვლევაა : - https://scienceandapologetics.com/stati/1420-uilson-klifford-podderzhivaet-li-bibliyu-arheologiya.html

აქვე ინდა გადმოვაკოპირო ერტი საინტერესო სტატია :

 

"1 ეს მელქისედეკი, სალემის მეფე, უზენაესი ღვთის მღვდელი, რომელიც მეფეების დამარცხების შემდეგ დაბრუნებულ აბრაამს შეეგება და აკურთხა იგი
2 და რომელსაც აბრაამმა ყველაფრის მეათედი უწილადა, უპირველეს ყოვლისა, როგორც თარგმანი მიუთითებს, "სიმართლის მეფეა" და ასევე - სალემის მეფე, ანუ "მშვიდობის მეფე".
3 უმამო, უდედო, უგვარტომო, რომელსაც არც დღეთა დასაწყისი აქვს და არც სიცოცხლის დასასრული, ღვთის ძის მსგავსი გახდა და მარადიულად მღვდლად რჩება.

როგორც ვხედავთ, მელქისედეკი არსებობდა როგორც რეალური ადამიანი, ანუ ის ისევე რეალური ადამიანი იყო როგორც აბრაამი, რაც აბრაამისა და მისი ურთიერთობიდან ჩანს - დაბადება 14:17-20; ებრაელების მიმართ 7:4-10. აქედან გამომდინარე, მელქისედეკს აუცილებლად უნდა ჰყოლოდა მამაც და დედაც; და როგორც წინა პოსტშიც დავწერე, შესაძლოა შვილებიც და შვილიშვილებიც. ასე რომ, როგორც ადამიანს, ცხადია მას გენეოლოგია ჰქონდა, ანუ ოჯახური წარმომავლობის ხაზი და რა თქმა უნდა მის ფიზიკურ სიცოცხლესად ჰქონდა დასარული, მითუმეტეს თუ მოციქულ პავლეს მიერ დაწერილ წერილს რომაელთა მიმართ 5:12-ს და 14-ს მივიღებთ მხედველობაში, ნათლად დავინახავთ რომ პავლეს განაცხადი, ყველას ეხება მელქისედეკის ჩათვლით. პავლემ დაწერა შემდეგი სიტყვები:

რომაელთა 5:12: "როგორც ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით - სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა" და რომაელთა 5:14: "სიკვდილი მეფობდა ადამიდან მოსემდე მათზეც, ვისაც არ ჩაუდენია ადამის დანაშაულის მსგავსი ცოდვა, ვინც იმის მსგავსება იყო, რომელიც უნდა მოსულიყო".
რადგან ჩვენთვის, ადამიანებისთვის არც ისაა ცნობილი თუ როდის დაასრულა მელქისედეკმა სიცოცხლე და არც ისაა ცნობილი თუ როდის შეწყდა მისი მღვდლობად მსახურება; ამ გაგებით [ანუ სიმბოლურად] მისი მღვდლად მსახურება გრძელდება რადგან ცნობილი არაა მისი სიცოცხლის დასრულების რაიმე თარიღი.

ებრაელთა მიმართ წერილში, როდესაც პავლე საუბრობს იესო ქრისტეს როლზე როგორც მღვდელმთავარზე ის მას მელქისედეკთან უკავშირებს. ის მიუთითებს მელქისედეკზე როგორც გარკვეულ წესზე, ანუ ნიმუშზე, როცა ქრისტეს მღვდლის როლში მოიხსენიებს. პავლე ამბობს: "იესო, რომელიც მღვდელმთავარი გახდა მარადიულად მელქისედეკის წესით". - ებრაელთა 6:20. რა წესზეა საუბარი? პავლეს კარგად ესმოდა და იცოდა რომ არანაირი ბიბლიური ჩანაწერი არ არსებობდა იმის შესახებ რაც დეტალურად აღწერდა მელქისედეკის ოჯახურ ხაზს, შესაძლო წარმომავლობას ან შთამომავლობას. ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბიბლია არსად, არც "ძველ აღთქმაში და არც "ახალ აღთქმაში აბსოლუტურად არ საუბრობს მელქისედეკის გენეალოგიაზე ან შთამომავლობაზე. ამ თვალსაზრისით, პავლესაც შეეძლო ეთქვა და ჩვენც შეგვიძლია ვთქვათ რომ მელქისედეკი იყო წარმოშობის, "უგვარტომო".
ახლა, იბადება შეკითხვა, მაშინ რა გაგებით არის იესო მელქისედეკის მსგავსი, რომელის არმოშობა შეიძლებოდეს ითქვას რომ არის უცნობი? ბიბლიიდან ვიცით რომ იესოს მამა იყო ზეციერი ღმერთი, ხოლო ადამიანიმშობელი კი დედამისი, მარიამი რომელიც იყო იუდას შტოდან. მიუხედავად ამისა, მასსა და მელქისედეკს საერთო რამ აკავშირებდათ. იესო არ დაბადებულა ისრაელი ერის მღვდელთა შტოდან, ლევიანთა შტოდან. იესო ადამიანური შთამომავლობის მეშვეობით არ გამხდარა მღვდელი. იესოს მსგავსად, არც მელქისედეკი გამხდარა "ხორციელი აღთქმის რჯულისამებრ" მღვდელი - ებრაელთა მიმართ 7:15, 16. ნაცვლად იმის რომ იესოს მღვდლად მომსახურ ხორციელი მამისგან მიეღო მღვდლობა, მას თავად "ღმერთმა უწოდა მღვდელთმთავარი მელქისედეკის წესით", როგორც მოციქული პავლე განმარტავს ებრაელთა მიმართ 5:10-ში!
უფრო მეტიც, იესოს არ ჰყოლია მღვდლობის გამგრძელებელი ხორციელი შთამომავლობა და ამ გეგებით ისიც გენეალოგიის გარეშე იყო როგორც მელქისედეკი. მელქისედეკის მსგავსად, ის სიმბოლური გაგებით, უსასრულოდ მსახურობს როგორც მღვდელი, რათა დახმარება და ხსნა მისცეს ადამიანებს; მისი სამუდამო მღვდელთმსახურების შესახებ პავლე მოციქული წერდა:

"მისი მღვდლობა კი უცვლელია, რადგან ის მარადიულად ცოცხლობს. ამიტომ მას შეუძლია სრულად იხსნას ისინი, ვინც მისი მეშვეობით უახლოვდებიან ღმერთს, რადგან ის მარად ცოცხალია, რათა უშუამავლოს მათ". - ებრაელთა 7:24,25.
აქვე დავამატებდი, რომ ის რაც აქ დავწერე არამც და არამც არ წარმოადგენს ეკლესიის მამების განმარტებებს. ეს არის ის რასაც სინამდვილეში ასწავლის ბიბლია.
ადამიანი კი, რომელიც წინასწარ ჩამოყალიბებული და წინასწარაკვიატებული, გადამეტებული სკეპტიციზმის და კრიტიკის გარეშე იკვლევს ბიბლიას, დაინახავს რომ ბიბლის სწორი გაგება სულაც არ წარმოადგენს აუხდენელ ოცნებას და იმასაც დაინახავს, რომ ბუნდოვანი, ფანატიკური, აგრესიურლი და მოკლედ მოჭრილი რელიგიურ-დოგმატური ინტერპრეტაციები არ დააკმაყოფილებენ ლოგიკურ და ღრმა შეკითხვებს რომელიც ბიბლიის უკეთ გაგებისთვის შეიძლება დაებადოს ადამიანს.


 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

11 საათის წინ, ASIA said:

ესაა კითხვა, რაც იცოდნენ (ალბათ!) შუმერებმა, ან ხეთებმა, ან ებერებმა, ან იუდას ძველმა ტომმა .... 

ესპანეთში დაიწერა კაბალა. რომელიც აერთიანებს ძველ ბაბილონეგვიპტესაბერძნეთ ფილოსოფია მისტიკა მაგიას და როგორც მცოდნე ხალხი ამბობს რაღაც საოცარი დამთხვევები აქვს კიბერნეტიკა / თანამედროვე ფიზიკურ თეორიებთან. sic

მარანებიდან მოდიან ორი 'რევოლუციონერი' კაბალისტი შაბთაი ცვი და იაკობ ფრანკი ...

ესპანეთის იტალიელი ოფიცერი გახდლათ იგნასიო დი ლოიოლა იეზუიტთა ორდენის დამაარსებელი ..

 

ჩემის აზრით აქამდის მოდის ჭიდილი ძველ ძალის ცენტრებს შორის (ბაბილონი/ბაღდადი - ეგვიპტე/ალექსანდრია )

უშუალდ მათ დაპირისპირებას პირველობისთვის ფონურ რეჟიმად ერთვის დაპირისპირება ევროპულ არისტოკრატიასთან შემდეგში და სიტუაცია რთულდება აღსაქმელად.

 

ესენი დრო და დრო ჩემთვის გაურკვეველი მიზეზებით არქივებზე წვდომას აძლევენ განსაკუთრებით ნიჭიერ ხალხს, ვფიქრობ განსაკუთრებულებში საშუალო დონის ნიჭით რადგან ზე ნიჭის პატრონისთვის ამის გახსნა არ შეიძლება უსაფრთხოების მიზნით))

შემდეგ ეს ხალხი ხდება ბორხესები უმბერტო ეკოები და მილორად პავიჩები და მთელი მსოფლიო კითხულობს და უკვირს - რამხელა ნიჭი? საოცრებაა, ბრავოოო

Share on other sites

და ამ ყველაფერს კვეთა აქვს ოსმალეთის სუფიებით დაწყებული და ბექტაშ ბრუნვა რწყევა იანიჩარ იმპერიიდან სოციალისტური მოძრაობებით და ლენინ ბლმ ტრანსგენდერიზმთან ბოლოს.

 

 

Share on other sites

ლიტერატურა და ფილმოგრაფია გეიმინგი აქ დრო და დრო გამოჩნდება ხოლმე არქივებთან დაშვებული ხალხი , ამ ბოლო დროს გახშირდა და მუსიკალური კლიპებიც დაერთო.

თუმცა გაუგებარია ამ ყველაფრის მიზანი.

შესაძლოა ასე ერთობიან ან ესაუბრებიან ერთმანეთს? ან საკუთარ სიტუაციურ ვარიანტებს სთავაზობენ ერთმანეთს ხან ემუქრებიან?

წარმოდგენა არ მაქვს :))))

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Eric said:

აქამდის მოდის ჭიდილი ძველ ძალის ცენტრებს შორის (ბაბილონი/ბაღდადი - ეგვიპტე/ალექსანდრია )

 

1 საათის წინ, Eric said:

ამ ყველაფერს კვეთა აქვს ოსმალეთის სუფიებით დაწყებული და ბექტაშ ბრუნვა რწყევა იანიჩარ იმპერიიდან სოციალისტური მოძრაობებით და ლენინ ბლმ ტრანსგენდერიზმთან ბოლოს.

სენიორ, როგორც თქვენ ამბობთ, - ძველი ძალის ცენტრებსა და სოცილისტურ თუ ტრანსგენდერებს შორის ჯაჭვი არსებობს ???? რით დასტურდება ეს, ანუ რაშია ეს ჯაჭვი ??? რას იზიარებენ ერთმანეთისას ??? რა აქვთ საერთო ??? (ანუ მათი (ამ ყველასი) საერთო მიზანი რა არის ???)

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share