Jump to content
×
×
  • Create New...

ისრაელი


Recommended Posts

  • ფორუმელი
2 საათის წინ, ASIA said:

ისე ბიბლიური ძმების შთამომავლები რატომ ვერ იტანენ ერთმანეთს - აგერ ისმაელიტები და ებრაელები ხოცავენ ერთმანეთს.

ეგეც ქართველ-სომეხ ისტორიკოსების და იუდეველ-ებრაელების თემის მზგავსია ,  ;)

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
13 საათის წინ, ASIA said:

ეგ არის, მაგრამ ჩვენ ვკითხულობთ ქრისტიანების გამოცემულ ხუთწიგნეულს, ხოდა საინტერესოა ებრაულ ხუთწიგნეული და ძველი აღთქმა მთლიანად ემთხვევა კი ჩვენსას? 

თქვენ გაინტერესებდათ ეს თემა სენიორა, საუბარია ვინ იყო მელქისედეკი, - საინტერესო განმარტებას მივაგენი ნატარ  თეოფილაქტე ბულგარელთან, გთავაზობთ უცვლელი სახით :

* - მელქისედეკი ქრისტეს პირველსახეა, რომელმაც ღვთისაგან მიიღო მღვდლობა ...  სამწუხაროდ ვერსად ვერ მივაგენი (ალბათ არ არის შემორჩენილი) თუ როგორ მიიღო ღვთისგან მელქისედეკმა მღვდლობა და რაგანსაკუთრებული ღვთაებრივი წესით ??? ... და კიდევ, საინტერესოა ერთი რამ, იუდას ტომს, როგორც განმარტებიდან ჩანს, ჩაბარებული ჰქონდა ომის ანუ სამხედრო საკითხები და ეს ტომი წამოვიდა ჩვენთან, რატომ ???  ასევე წერია, რომ იუდას ტომიდან არავინ მდგარა საკურთხეველთანო, მაგრამ მას გადაეცა მღვდლობა მელქისედეკის წესითო ... საინტერესოა არა ??? ;)

წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლე ებრაელთა მიმართ – 7:7-17

7.ხოლო, ყოველგვარი ცილობის გარეშე, უმცირესი იკურთხება უმეტესის მიერ.

8.აქ მეათედს იღებენ მოკვდავი კაცნი, იქ კივისაც აქვს მოწმობა, რომ ცოცხალია.

9.და, ასე ვთქვათ, ლევიმაც, რომელიც იღებს მეათედს, აბრაამის მეშვეობით გასცა მეათედი.

10.ვინაიდან ჯერ კიდევ მამის წიაღში იყო, როცა შეეგება მელქისედეკი.

11.ამრიგად, სრულყოფა რომ ლევიტელთა მღვდელმსახურებით მიიღწეოდეს (ვინაიდან ხალხს მის მიერ მიეცა რჯული), რა საჭირო იქნებოდა მელქისედეკის წესისამებრ აღმდგარიყო სხვა მღვდელი, ნაცვლად იმისა, რომ აარონის წესით წოდებულიყო?

12.ვინაიდან მღვდლობის შეცვლასთან ერთად უთუოდ უნდა შეიცვალოს რჯულიც.

13.რადგან ვისზედაც ეს ითქვა, სხვა ტომს ეკუთვნოდა, საიდანაც არავინ მიახლებია საკურთხეველს.
14.ვინაიდან ცნობილია, რომ უფალი ჩვენი ამობრწყინდა იუდას ტომიდან, რომლის მღვდლობაზეც სიტყვა არ დასცდენია მოსეს.
15.და ეს მით უფრო ცხადია, რომ, მელქისედეკის მსგავსად, დგება სხვა მღვდელი,
16.რომელიც ხორციელი აღთქმის რჯულისამებრ კი არ გახდა მღვდელი, არამედ წარუვალი სიცოცხლის ძალით.
17.რადგანაც გვაქვს მოწმობა: „შენა ხარ მღვდელი უკუნისამდე, წესისამებრ მელქისედეკისა“.
 

მოციქულმა თქვა, რომ მელქისედეკმა აკურთხა ესოდენ დიდი აბრაამი. ჩვენ ყველანი უსიტყვოდ ვთანხმდებით, რომ მაკურთხებელი მეტია მასზე, ვისაც აკურთხებს. შესაბამისად, ქრისტეს წინასახე, მელქისედეკი, მეტია მამამთავარზე.
ახლა მოციქული სხვა მსჯელობას წარმოადგენს, რომელიც ასევე ამტკიცებს, რომ მელქისედეკი რჯულის მღვდლებზე აღმატებულია. აქ, ანუ რჯულში, მეათედს იღებენ მოკვდავი კაცნი; იქ კი, ანუ მელქისედეკის შემთხვევაში, მეათედი იმან მიიღო, ვის შესახებაც წმინდა წერილი მოწმობს, რომ ცოცხალია, რადგან ნათქვამია: შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქისედეკის წესით(ფს. 109:4). რაც შეეხება იმას, რომ მელქისედეკი მარადის ცოცხალია, ეს ისე გაიგე, როგორც ზემოთ ითქვა, კერძოდ, წმინდა წერილში არაფერია ნათქვამი მისი სიკვდილზე. ლევიტელები კვდებიან, ხოლო მელქისედეკი ცოცხალიაზოგიერთთა აზრით ეს ნიშნავს, რომ ლევიტელთა მღვდლობის სახე მოკვდა, რადგან უმოქმედო გახდა, ხოლო მელქისედეკის მღვდლობა ანუ ქრისტესმიერი ცხოვრება, ცოცხლობს და არსებობს, და მარადის იარსებებს.
რჯულის მღვდლებს რომ არ ეთქვათ: ჩვენთან რა კავშირი აქვს იმას, რომ აბრაამმა მეათედი შესწირა? – ამბობს, აბრაამმა და ლევიმ, ჩვენი მღვდლობის მამამთავარმა, რომელიც მეათედს იღებდა, ახლა თავად გასცა მეათედი. ასე რომ, განა მელქისედეკი ლევიზე მეტი არ არის, როცა ნათელია, რომ მან მისგანაც მიიღო მეათედი აბრაამის მეშვეობით? გამოთქმა: ასე ვთქვათ, ნიშნავს ან: „მოკლედ ვთქვათ“, ან: „ასე ვიტყვი“, რადგანაც ძალიან გაბედული იქნებოდა პირდაპირ ეთქვა, რომ ლევიმ, რომელიც ჯერ დაბადებულიც არ იყო, მელქისედეკს მეათედი შესწირა, ამიტომ შეარბილა ნათქვამი [და გამოიყენა ფრაზა: „ასე ვთქვათ“].
მოციქული აჩვენებს, თუ რა გზით შესწირა ლევიმ მეათედი, კერძოდ, რაკი მამამთავარმა აბრაამმა მელქისედეკს მეათედი მისცა, ამის გამო მანაც მისცა მეათედი, რადგან უკვე აბრაამის წიაღში იმყოფებოდა და მისი თესლიდან უნდა დაბადებულიყო, თუმცა ჯერ არ იყო დაბადებული. და არ უთქვამს: „ლევიტი“, არამედ: „ლევი“, რათა აღმატებულება წარმოეჩინა. აი, როგორი გამბედაობა გამოიჩინა! მან სრულიად უარყო ყოველგვარი იუდაური. მანამდე იმიტომ უთხრა: „სმენის თავი აღარა გაქვთ“ (ებრ. 5:11), რომ განზრახული ჰქონდა ეს ჭეშმარიტებები შეეთავაზებიანა და მოუწოდებდა, მისთვის ყური ეგდოთ. ამგვარად, ჯერ განაწყო და მოამზადა, ახლა კი სათქმელს ეუბნება. ასე იმიტომ მოქმედებს, რომ სული სიტყვას იმგვარად არ იღებს და აბრუნებს, როგორც მიწა, რომელიც თესლს მიიღებს და მერე უკან მწიფე ნაყოფად დააბრუნებს. იქ ბუნებაა, მდგრადობით რომ გამოირჩევა, აქ კი თავისუფალი ნებელობაა, რაც ადვილად იცვლება და უაღრესად მრვალფეროვანია. ამიტომ აუცილებელია, რომ მოძღვარმა წინასწარ შეამზადოს მსმენელი.
მას შემდეგ, რაც აჩვენა, რომ სამღვდელო წესით მელქისედეკი გაცილებით აღემატებოდა აბრაამსა და ლევის, მოციქულს ახლა ამის სხვა მტკიცებულება მოჰყავს და აჩვენებს, რომ ქრისტეს სამღვდელო წესი გაცილებით მეტია, ვიდრე ლევიტელთა, და რომ ქრისტეს მღვდელმოქმედება სრულყოფილია, ის კი არასრულყოფილი იყო. რჯულის სამღდელოება რომ სრულყოფილი ყოფილიყო, მაშინ ახალი მღვდელი აარონის წესით უნდა აღდგენილიყო, რადგან აარონი ლევის ტომიდან იყო. მაგრამ ნათქვამია, რომ აღდგება არა აარონის, არამედ მელქისედეკის წესით, . . რაკი ის სამღვდელო წესი არ იყო სრულყოფილი, ამიტომ მის ნაცვლად სხვა შემოდის. გამოთქმარა საჭირო იქნებოდა“, დიდი მნიშვნელობის შემცველია და ნიშნავს: ქრისტე რომ მელქისედეკის წესით რჯულამდე ყოფილიყო, მაშინ მთელი სამართლიანობით შეგვეძლო, გვეთქვა, რომ სამღვდელოება რჯულით, ანუ აარონის წესით მოცემულ იქნა იმიტომ, რომ მელქისედეკის სამღვდელო წესი არასრულყოფილი იყო. სინამდვილეში კი ქრისტე მერე განკაცდა და მიიღო სხვა სამღვდელო წესი. აქედან ცხადია, რომ რაკი აარონის სამღვდელო წესი სრულყოფილი არ იყო, ამიტომ მის ნაცვლად სხვა შემოდის. რას ნიშნავს გამოთქმა: ვინაიდან ხალხს მის მიერ მიეცა რჯული? ამის საფუძველზე არ შეიძლება ითქვას, რომ აარონის სამღვდელო წესი სრულყოფილია, რომ იგი მოცემულია სხვების და არა ებრაელებისთვის; პირიქით, ის მთლიანად ერთ ერს მიეცა და მასთან იყო მიბმული ამ ერთი ერის რჯული, ანუ განსაზღვრული იყო, რომ ამ ერს მისით ესარგებლა, მისით ეხელმძღვანელა და ყველაფერი მისი მეშვეობით აღესრულებინა. მაშ, რატომ იქნა ის გაუქმებული? – ცხადია, იმიტომ, რომ ის უძლურია.
ახლა აჩვენებს, თუ როგორ უქმდება რჯული თანდათან და მის ადგილს სხვა აღთქმა იკავებს. ეს იმიტომ, რომ თუკი სამღვდელო წესი შეიცვალა, მაშინ აუცილებელია, რჯულისკანონიც სხვა იყოს, ვინაიდან მღვდელი ვერ იქნება აღთქმის, კანონებისა და წეს-განგებათა გარეშე. სამღვდელო წესი არა მხოლოდ ფორმით შეიცვალა, ანუ არა მხოლოდ ისე, რომ აარონის წესის მაგივრად მელქისედეკის წესი შემოვიდა, არამედ ტომითაცაარონის სამღვდელო ტომიდან იუდას სამეფო ტომში გადავიდა. ყურადღება მიაქციე ამ საიდუმლოს. თავიდან არსებობდა სამეფო ტომი, მერესამღვდელო; ასევე ქრისტეც ყოველთვის მეფე იყო, ბოლოს კი მღვდელთმთავარი გახდა, – როცა ხორცნი შეისხა და როცა მსხვერპლი გაიღო.
მოციქული აქ აჩვენებს, როგორ შეიცვალა სამღვდელოება ტომით, და ამბობს, რომ ქრისტე, ვისზედაც ეს ითქვა, ანუ ვისზედაც სამღვდელოება გადავიდა, სხვაიუდასტომიდანაა. საიდანაც არავინ მიახლებია საკურთხეველს, ანუ იუდას ტომიდან არავინ მდგარა სამსხვერპლოს წინაშე და არ აღუსრულებია სამღვდელო მსახურება.
საგულისხმოა გამოთქმა: „ამობრწყინდა“, რომელიც ბალაამის წინასწარმეტყველებიდანაა აღებული: „ამოდის ვარსკვლავი იაკობისგან“ (რიცხ. 24:17), ასევემალაქიას წინასწარმეტყველებიდან, – იგი მასსიმართლის მზესუწოდებს (მალ. 4:2). ამით ჩანს, რომ უფალი ამაქვეყნის გასანათლებლად მოვიდა.
რომლის მღვდლობაზეც სიტყვა არ დასცდენია მოსეს. ყველაფერი, რაც სამღვდელოებას ეხება, მოსემ ლევიტელთა ტომს მიაკუთვნა, იუდას ტომს კი ყველაფერი ის, რაც ომში მეთაურობას ეხება.
რა არის მით უფრო ცხადი? სამღვდელო წესისა და აღთქმის შეცვლა ცხადდება არა იმდენად იმით, რომ მღვდელი სხვა ტომიდან და არა ლევიტელთაგან აღდგება, არამედ უფრო იმით, რომმელქისედეკის მსგავსად. ეს ნიშნავს: მღვდელი მელქისედეკის წესით დგება.
მელქისდეკი არ არის რჯულს დაქვემდებარებული მღვდლების მსგავსი; მათ მღვდლობა რჯულისგან მიიღეს, რომელიც ხორციელ მცნებებს შეიცავდა: წინადაცვეთას, სხეულის განბანვას, ხორციელ დასვენებასა და ამქვეყნიურ სიკეთეებს; ხოლო მელქისედეკმაღმრთის ძალით, ამიტომაც მისი მღვდლობა მარადიული და ურღვევია. „წარუვალი სიცოცხლეკი გაიგე ისე, როგორც ზემოთ ითქვა, კერძოდ, მისი სიკვდილი უცნობია. მღვდლის შესახებ სიტყვა ასეც შეგიძლია გაიგო: სხვა მღვდელმა, ანუ ქრისტემ, მღვდლობა მიიღო არა ხორციელი აღთქმის რჯულისამებრ, არამედ მამის ძალით, . . თავისი საკუთარით, და მისი მღვდლობა ურღვევია. „ხორციელისსაპირისპიროდ უფრო შესაფერისი იქნებოდა ეთქვასულიერი“ (სიცოცხლის ძალით). მაშ, რატომ ამბობს: „წარუვალი სიცოცხლის ძალით“? იმიტომ, რომხორციელითდროებითი აღნიშნა, და სწორედ დროებითს დაუპირისპირა გამოთქმა: „წარუვალი“. ეს ნიშნავს, რომ ქრისტე საკუთარი ძალით (წარუვალი სიცოცხლის ძალით) ცოცხლობს.
მოციქული აქ აზუსტებს, თუ რატომ თქვა: წარუვალი სიცოცხლის ძალით, და ამბობს, რომ წმინდა წერილის მოწმობით, იგი მღვდელია უკუნისამდე. თუმცა ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ის ამას კი არ აზუსტებს, არამედ იმას, რომ იგი მღვდელია არა ხორციელი აღთქმის რჯულისამერ. რადგანო, – ამბობენ, – რჯულისამებრ მღვდელი რომ ყოფილიყო, მაშინ აუცილებლად უნდა გაესვა ხაზი, რომ იგი მღვდელია აარონის წესით. ახლა კი, რაკი წერია: წესისამებრ მელქისედეკისა, ცხადია, რომ არა რჯულისამებრ, არამედ სხვა რამ განსაკუთრებული ღვთაებრივი წესით.
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

20 საათის წინ, Seth said:

პანდორას ყუთია სენიორ ეს ამბავი

დიახ სენიორ, და ამასთან ყუთიც არ გვაქვს რო გასაღებს არავინ მოგვცემს მარა რო გაგვეტეხა მაინც )))

მარა მიახლოებით შიგ რა დევს , ეს გასაგებია.

Share on other sites

11 საათის წინ, ChariotGod said:

აპარტეიდიო ოკასიო კორტესი როა მაგან. ბაიდენმა გაზას 250m დახმარება აღუდგინაო.

ესე შეუფუთილეს სამხრეთ აფრიკას სანამ არ მოღუნეს და მოსდრიკეს ერთ დროს აფრიკის მარგალიტი

 

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Eric said:

ესე შეუფუთილეს სამხრეთ აფრიკას სანამ არ მოღუნეს და მოსდრიკეს ერთ დროს აფრიკის მარგალიტი

დიახ სენიორ. სამწუხაროდ მორჩენილია ამ ეტაპზე სამხ. აფრიკის ამბავი. არადა მართლაც ზღაპრული ქვეყანა გახლდათ.

Share on other sites

1 minute წინ, Seth said:

არადა მართლაც ზღაპრული ქვეყანა გახლდათ.

ბეზ პიტი მინუტ ) ბირთვული კლუბის წევრი უნდა გამხდარიყო და რა უქნეს (

Share on other sites

  • ფორუმელი
24 minutes წინ, Eric said:

ბეზ პიტი მინუტ ) ბირთვული კლუბის წევრი უნდა გამხდარიყო და რა უქნეს (

დიახ. თეთრკანიანები მოდიან მაქედან. განსაკუთრებით ვისაც ბავშვები ჰყავს. ყიდიან ქონებას და ბარგდებიან ევროპაში.

Share on other sites

4 minutes წინ, Seth said:

ყიდიან ქონებას და ბარგდებიან ევროპაში.

მათ ადგილას სამხრეთ ამერიკას ავირჩევდი. 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share