Jump to content
×
×
  • Create New...

ნიკა მელია იქნება მომავალი თბილისის მერი?


Guest Civilian
 Share

Recommended Posts

პირველ ცდაზე დიდი ვერაფერი შედეგი ქონდა, მაგრამ მას შემდეგ ბევრი რამე შეიცვალა. გლდანიც მოუგო კალაძეს. გაერთიანებული ოპოზიციის ფორმალური ლიდერია. მისი პრინციპული პატიმრობაც ზრდის მის რეიტინგს და დიდი შანსია რომ ოპოზიცია მის გარშემო გაერთიანდება

 

ჯერჯერობით უგულავამ გააჟღერა ეს, მარა სხვას არც არავის ექნება შანსი?

 

“ხელმოწერა არმოწერა – საკითხავი აი ეს არის?
არსებობს მომენტი როცა უნდა იგრძნო, რომ სტრატეგიული მიზნების მისაღწევად ტაქტიკური ცვლილებებია საჭირო. ქართულმა ოპოზიციამ დიდი რამ შეძლო. მან ბოიკოტით ქვეყნის ივანიშვილის უკანა ეზოდ გადაქცევის საფრთხე გააცამტვერა. ოცნებას ეგონა რომ პანდემიის პირობებში არავინ ამ აღვირახსნილ, ფალსიფიცირებულ არჩევნებს ყურადღებას არ მიაქცევდა. ის მწარედ შეცდა. მთელმა საქართველომ დაინახა რომ ქვეყანა არაა დატოვებული გონიერებისგან დაცლილი ოლიგარქის და მისი ყურმოჭრილი ამალის ამარა. სწორედ ეს იძლევა სამომავლოდ შეშლილი ოლიგარქის მოშორების იმედს. ახლა ჯერი ჩვენზეა. რამდენად ვიქნებით გამბედავები და საკუთარი სიტყვის მძევლობაში არ აღმოვჩნდებით.
ჩემი აზრით, დადგა დრო ოპოზიცია პოლიტპატიმარ მელიას გარშემო გაერთიანების შემდეგ, გაერთიანდეს თბილისის მერობის ერთიან კანდიდატ მელიას გარშემო. ამისათვის მე მხარს ვუჭერ რომ ოპოზიციამ ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს, ოღონდ პარლამენტის ბოიკოტი შეწყდეს მაშინ, როცა ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს. წარმოუდგენელია ერთდროულად ოპოზიცია იჯდეს პარლამენტში, ხოლო მელია – ციხეში.
ამასთანავე სრულიად ცალსახაა, რომ ბოიკოტი აღარაა საკმარისი საფუძველი მრავალფეროვანი და ერთმანეთისგან განსხვავებული ოპოზიციის ერთიანობისთვის. ჩვენ ერთობის ახალი საფუძვლები გვჭირდება. ერთობის ეს ტესტი ჩვენ თავიდან უნდა ჩავაბაროთ. ამისთვის ერთობის ახალი საფუძვლები უნდა ვიპოვოთ. ასეთი, ჩემის აზრით, უნდა იყოს:
ოპოზიციის ხედვა და გეგმა
ოპოზიციის მოთხოვნა უცვლელია – რიგგარეშე სრულად პროპორციული საპარლმენტო არჩევნები.
ჩვენ ხშირად გვავიწყდება და მარტო რიგგარეშე არჩევნებს ვახსენებთ. არადა ჩვენი მიზანი რიგგარეშე, სრულად პროპორციული არჩევნებია. შეგახსენებთ, მხოლოდ რიგგარეშე არჩევნები 120/30 პრინციპით ჩატარდება და ვერავინ გადამარწმუნებს რომ იგივე შეცდომებისგან ვიქნებით დაზღვეული. ისევ ამ 30 მაჟორიტარში ავიბლანდებით, – ამ ივანიშვილის მიერ ჩატოვებულ ბოროტებაში. ეს კატეგორიულად დაუშვებელია
ჩვენი მიზანი მიიღწევა ორ საფეხურად:
ა. პირველი საფეხური. საპრლამენტო არჩევნების პროპორციულობა
1. 2024- მდე ჩატარებული ყველა რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით 2% ბარიერით. ამისთვის და სხვა აუცილებელი საარჩევნო რეფორმისთვის, ოპოზიცია წყვეტს საპარლამენტო ბოიკოტს, შედის პარლამენტში აღნიშნული ცვლილებების, განსაკუთრებით საკონსტიტუციო ცვლილების – სრულად პროპორციულის, მხარდასაჭერად.
რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. საფეხური მეორე:
2. დიდ ქალაქებში მერების ერთიანი კანდიდატებით და რაიონის საკრებულოებში კოალიციური თანამშრომლობით, მნიშვნელოვან ქალაქებში, პირველ რიგში თბილისში ოცნების დამარცხება. მხოლოდ პროპორციულ ნაწილში ოცნების 43%-ს ქვემოთ დატოვება, სწორი თანამშრომლობის პირობებში, სრულიად რეალისტური ამოცანაა, რაც, შეთანხმების მიხედვით, რიგგარეშე, პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებს ნიშნავს
3. სრულად პროპორციული რიგგარეშე მრავალპარტიული თავისუფალი არჩევნები 2022 წლის გაზაფხულზე
4. ასეთ პირობებში 15 მაისის მანიფესტაცია უნდა გადაიქცეს შეჯერებული ეკანდიდატების {თბილისის მერობის კანდიდატის} ნომინაციის საზეიმო მანიფესტაციად
ოპოზიცია მიიღებს ახალ სიცოცხლეს. ადგილებზე ბევრგან გავიმარჯვებთ. სადაც ვერა – ოპოზიცია მძლავრად იქნება წარმოდგენილი. იგრძნობს გამარჯვების გემოს, დაიჯერებს გამარჯვებას. გაუჩნდება წვდომა ინფორმაციაზე, რესურსებზე. მიიღებს გამარჯვებისთვის აუცილებელ ჟანგბადს. დაამტკიცებს რომ შეუძლია კოალიციური მუშაობა და წელგამართული გავა საპარლამენტო არჩევნებზე, სადაც ყველა ერთად საქართველოს გამარჯვებას ვიზეიმებთ.
პ.ს. თუ ოცნება არ მოაწერს ხელს, მთელი წნეხი მასზე იქნება.
პ.პ.ს. მე კარგად მესმის რატომ იკავებს თავს ენმ. შეუძლებელია როცა თავმჯდომარე მოტაცებულია მიიღო სრულფასოვანი გადაწყვეტილება. ამიტომ ხელმომწერი პარტიების მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია დათქმა- ბოიკოტი შეწყდება მხოლოდ ნიკა მელიას განთავისუფლების მერე. ეს წნეხი აუცილებელია. თავისუფლებაზე მყოფ მელიასთან ერთად ენმ-ს საშუალება ექნება მშვიდ ვითარებაში იმსჯელოს და ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღოს”, – წერს გიგი უგულავა facebook-ში.

Share on other sites

  • ფორუმელი
7 minutes წინ, Civilian said:

გიგი უგულავა

გიგი მორჩი სისულელეების ლაპარაკს :დ საფეხურები არა კიბე.

მელაკუდა თბილისს მერად კი მოუხდებოდა ისე. გერბივითაა...

Share on other sites

  • მოდერატორი
2 minutes წინ, Seth said:

მელაკუდა თბილისს მერად კი მოუხდებოდა ისე. გერბივითაა...

:lol:

P.S. რომელიღაცა ოპო არხის სატელეფონო ჩართვაში, უმნიშვნელოვანესიაო ტფილისის ქხმ საქართველოს ადგილობრივი არჩევნებიო :gigi:

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
5 minutes წინ, Freeman said:

რომელიღაცა ოპო არხის სატელეფონო ჩართვაში, უმნიშვნელოვანესიაო ტფილისის ქხმ საქართველოს ადგილობრივი არჩევნებიო 

სენიორ, დღევანდელი მონაცემით ეგ არჩევნები სერიოზულ მნიშვნელობას იძენს... მხოლლდ პროპორციულის 43%-ით ამდენი 2% -იანი ვითომ შუაშისტით და ხელით სათრევი უცნაურცხვირიანით, მდგომარეობა სერიოზულად მძიმდება ბანძებისთვის. დამძიმებაში მე-2-ზე გადიან 2%-იანები. ეს კი მთელ რიგ შესაძლებლობებს აჩენს სისხლისმსმელებისთვის...

 

ბავშვებისმჭამელები მინიმუმ თუ მოახერხებენ არსებული საარჩევნო რესურსის შენარჩუნებას, უვე ძალიან წინ იქნებიან და ხდებიან გაერთიანებისთვის მიმზიდველი. დეჟავიუ მაქვს :დ

Edited by Seth
Share on other sites

  • ფორუმელი

'ეს არის მარცხის ფორმულა, თუ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს დავუჭერთ ოპოზიცია მხარს. მე მინდა გამარჯვების ფორმულა. მიშა-ბიძინას დაპირისპირებაში, სამწუხაროდ, ვიცით, როგორ მთავრდება არჩევნები – ბიძინა იმარჯვებს. ამიტომ ჩვენ უნდა შევქმნათ მძლავრი მესამე ცენტრი, რომელიც კანდიდატურას დააყენებს. ეს არის ჩემი და სტრატეგია აღმაშენებლის პოზიცია. ამ საკითხზე არასწორია ახლა დისკუსია, საპატიმრო დაწესებულებაშია პოლიტპატიმარი ნიკა მელია'

თქვა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ. 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
On 4/30/2021 at 6:43 PM, Moor said:

'ეს არის მარცხის ფორმულა, თუ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს დავუჭერთ ოპოზიცია მხარს. მე მინდა გამარჯვების ფორმულა. მიშა-ბიძინას დაპირისპირებაში, სამწუხაროდ, ვიცით, როგორ მთავრდება არჩევნები – ბიძინა იმარჯვებს. ამიტომ ჩვენ უნდა შევქმნათ მძლავრი მესამე ცენტრი, რომელიც კანდიდატურას დააყენებს. ეს არის ჩემი და სტრატეგია აღმაშენებლის პოზიცია. ამ საკითხზე არასწორია ახლა დისკუსია, საპატიმრო დაწესებულებაშია პოლიტპატიმარი ნიკა მელია'

თქვა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ. 

ვანაბი სულ ახალ და ახალ Low- ებს იპყრობს ამ ბოლო დროს და ძალიან მიუხლოვდა უტიფარს, ფაქტიურად ჰადაჰა დაეწევა :დ

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
On 4/19/2021 at 4:10 PM, Seth said:

მელაკუდა თბილისს მერად კი მოუხდებოდა ისე. გერბივითაა...

მუსიე სეტ, მესმის თქვენი იუმორი, მაგრამ , მელია მერობისათვის ცოდოა, ... ნელ-ნელა მის გარშემო იკრიბება ისეთი ახალგაზრდული გუნდი, რომელსაც რაღაცის გაკეთების დიდი სურვილი მართლაც აქვს ... (გასაგებია რომ სურვილი შორსაა საქმის კეთებისგან, მაგრამ დანარჩენებს სურვილიც არ აქვთ)

ქალაქში მოარული აზრით მელია სწორედ მაშინ დაიჭირეს და შეეცადნენ მოეცილებინათ პოლიტიკისაგან როდესაც უკვე რაღაცის კეთების პროგრამის საფუძვლის ჩაყრა დაიწყო ... 

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share