Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'თბილისის' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 3 results

  1. პირველ ცდაზე დიდი ვერაფერი შედეგი ქონდა, მაგრამ მას შემდეგ ბევრი რამე შეიცვალა. გლდანიც მოუგო კალაძეს. გაერთიანებული ოპოზიციის ფორმალური ლიდერია. მისი პრინციპული პატიმრობაც ზრდის მის რეიტინგს და დიდი შანსია რომ ოპოზიცია მის გარშემო გაერთიანდება ჯერჯერობით უგულავამ გააჟღერა ეს, მარა სხვას არც არავის ექნება შანსი? “ხელმოწერა არმოწერა – საკითხავი აი ეს არის? არსებობს მომენტი როცა უნდა იგრძნო, რომ სტრატეგიული მიზნების მისაღწევად ტაქტიკური ცვლილებებია საჭირო. ქართულმა ოპოზიციამ დიდი რამ შეძლო. მან ბოიკოტით ქვეყნის ივანიშვილის უკანა ეზოდ გადაქცევის საფრთხე გააცამტვერა. ოცნებას ეგონა რომ პანდემიის პირობებში არავინ ამ აღვირახსნილ, ფალსიფიცირებულ არჩევნებს ყურადღებას არ მიაქცევდა. ის მწარედ შეცდა. მთელმა საქართველომ დაინახა რომ ქვეყანა არაა დატოვებული გონიერებისგან დაცლილი ოლიგარქის და მისი ყურმოჭრილი ამალის ამარა. სწორედ ეს იძლევა სამომავლოდ შეშლილი ოლიგარქის მოშორების იმედს. ახლა ჯერი ჩვენზეა. რამდენად ვიქნებით გამბედავები და საკუთარი სიტყვის მძევლობაში არ აღმოვჩნდებით. ჩემი აზრით, დადგა დრო ოპოზიცია პოლიტპატიმარ მელიას გარშემო გაერთიანების შემდეგ, გაერთიანდეს თბილისის მერობის ერთიან კანდიდატ მელიას გარშემო. ამისათვის მე მხარს ვუჭერ რომ ოპოზიციამ ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს, ოღონდ პარლამენტის ბოიკოტი შეწყდეს მაშინ, როცა ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს. წარმოუდგენელია ერთდროულად ოპოზიცია იჯდეს პარლამენტში, ხოლო მელია – ციხეში. ამასთანავე სრულიად ცალსახაა, რომ ბოიკოტი აღარაა საკმარისი საფუძველი მრავალფეროვანი და ერთმანეთისგან განსხვავებული ოპოზიციის ერთიანობისთვის. ჩვენ ერთობის ახალი საფუძვლები გვჭირდება. ერთობის ეს ტესტი ჩვენ თავიდან უნდა ჩავაბაროთ. ამისთვის ერთობის ახალი საფუძვლები უნდა ვიპოვოთ. ასეთი, ჩემის აზრით, უნდა იყოს: ოპოზიციის ხედვა და გეგმა ოპოზიციის მოთხოვნა უცვლელია – რიგგარეშე სრულად პროპორციული საპარლმენტო არჩევნები. ჩვენ ხშირად გვავიწყდება და მარტო რიგგარეშე არჩევნებს ვახსენებთ. არადა ჩვენი მიზანი რიგგარეშე, სრულად პროპორციული არჩევნებია. შეგახსენებთ, მხოლოდ რიგგარეშე არჩევნები 120/30 პრინციპით ჩატარდება და ვერავინ გადამარწმუნებს რომ იგივე შეცდომებისგან ვიქნებით დაზღვეული. ისევ ამ 30 მაჟორიტარში ავიბლანდებით, – ამ ივანიშვილის მიერ ჩატოვებულ ბოროტებაში. ეს კატეგორიულად დაუშვებელია ჩვენი მიზანი მიიღწევა ორ საფეხურად: ა. პირველი საფეხური. საპრლამენტო არჩევნების პროპორციულობა 1. 2024- მდე ჩატარებული ყველა რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით 2% ბარიერით. ამისთვის და სხვა აუცილებელი საარჩევნო რეფორმისთვის, ოპოზიცია წყვეტს საპარლამენტო ბოიკოტს, შედის პარლამენტში აღნიშნული ცვლილებების, განსაკუთრებით საკონსტიტუციო ცვლილების – სრულად პროპორციულის, მხარდასაჭერად. რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. საფეხური მეორე: 2. დიდ ქალაქებში მერების ერთიანი კანდიდატებით და რაიონის საკრებულოებში კოალიციური თანამშრომლობით, მნიშვნელოვან ქალაქებში, პირველ რიგში თბილისში ოცნების დამარცხება. მხოლოდ პროპორციულ ნაწილში ოცნების 43%-ს ქვემოთ დატოვება, სწორი თანამშრომლობის პირობებში, სრულიად რეალისტური ამოცანაა, რაც, შეთანხმების მიხედვით, რიგგარეშე, პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებს ნიშნავს 3. სრულად პროპორციული რიგგარეშე მრავალპარტიული თავისუფალი არჩევნები 2022 წლის გაზაფხულზე 4. ასეთ პირობებში 15 მაისის მანიფესტაცია უნდა გადაიქცეს შეჯერებული ეკანდიდატების {თბილისის მერობის კანდიდატის} ნომინაციის საზეიმო მანიფესტაციად ოპოზიცია მიიღებს ახალ სიცოცხლეს. ადგილებზე ბევრგან გავიმარჯვებთ. სადაც ვერა – ოპოზიცია მძლავრად იქნება წარმოდგენილი. იგრძნობს გამარჯვების გემოს, დაიჯერებს გამარჯვებას. გაუჩნდება წვდომა ინფორმაციაზე, რესურსებზე. მიიღებს გამარჯვებისთვის აუცილებელ ჟანგბადს. დაამტკიცებს რომ შეუძლია კოალიციური მუშაობა და წელგამართული გავა საპარლამენტო არჩევნებზე, სადაც ყველა ერთად საქართველოს გამარჯვებას ვიზეიმებთ. პ.ს. თუ ოცნება არ მოაწერს ხელს, მთელი წნეხი მასზე იქნება. პ.პ.ს. მე კარგად მესმის რატომ იკავებს თავს ენმ. შეუძლებელია როცა თავმჯდომარე მოტაცებულია მიიღო სრულფასოვანი გადაწყვეტილება. ამიტომ ხელმომწერი პარტიების მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია დათქმა- ბოიკოტი შეწყდება მხოლოდ ნიკა მელიას განთავისუფლების მერე. ეს წნეხი აუცილებელია. თავისუფლებაზე მყოფ მელიასთან ერთად ენმ-ს საშუალება ექნება მშვიდ ვითარებაში იმსჯელოს და ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღოს”, – წერს გიგი უგულავა facebook-ში.
  2. თბილისის შემუშავებულ გეგნგეგმაში მაჭავარიანის ქუჩა მეწყერსაშიშ ზონაშია admin Wed, 03/24/2021 - 20:09 თბილისის მერიას თითქმის 5 წელი და 2.8 მილიონი დასჭირდა გენგეგმის შესამუშავებლად, რომლის მიხედვითაც თბილისი გეოსაშიშროების მქონე ზონებად დარაიონდა. მაჭავარიანის გზა და მიმდებარე ტერიტორია, სადაც მეწყერის საშიშროება არსებობს, მაღალი და საშუალო გეოსაშიშროების მქონე ზონებია, რაც მერიამ გზის მშენებლობის დაწყებამდე იცოდა. მაჭავარიანის გზის სამშენებლო სამუშაოებს ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული კომპანია “ბლექ სი გრუპი” ასრულებს, რომლის ერთ-ერთი მეწილე გიორგი კალანდაძე დეპუტატ ბექა ოდიშარიას ბიზნესპარტნიორია, ხოლო დირექტორის ოჯახის წევრები ქართული ოცნების შემწირველები არიან. ბლექ სი გრუპმა 2011-2020 წლებში 490 მილიონილარი მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტიდან, აქედან 84,310,547 ლარი ტენდერის გვერდის ავლით, პირდაპირი შესყიდვების გზით. 16 მარტს თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, მეწყერის საშიშროების გამო, მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად იზღუდებოდა. მალევე ინტერნეტში გავრცელდა მეწყერსაშიში ტერიტორიის ამსახველი ფოტო მასალა. აღნიშნულ ტერიტორიის მიმდებარედ მიმდინარეობს გზის მშენებლობა. მშენებლობის ნებართვების გაცემის ეტაპზე, ასევე სხვა სამუშაოების განხორციელების ეტაპზე მნიშვნელოვანია, შესაბამისმა ორგანოებმა იმოქმედონ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გათვალისწინებით. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის (მგგ) ისტორია 2015 წლის 21 მაისს დაიწყო. თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველო“. აღნიშნულმა ორგანიზაციამ გამარჯვებულისათვის გათვალისწინებული 50,000 ლარიც მიიღო და შემდეგ მას პირდაპირი შესყიდვის წესით გაუფორმდა ხელშეკრულება 2,800,000 ლარის მომსახურებაზე. თბილისის საკრებულომ დედაქალაქის გენერალური გეგმა მხოლოდ 2019 წლის მარტში დაამტკიცა. შესაბამისად გენგეგმის შემუშავება/დამტკიცებას თითქმის 5 წელი და 2,850,000 ლარი დაჭირდა. გენგეგმის დოკუმენტზე მუშაობის პროცესში გეოსაშიშროებიდან გამომდინარე განხორციელდა თბილიის არეალის დარაიონება კატეგორიების მიხედვით, კერძოდ: დაბალი, საშუალო და მაღალი კატეგორიები, სადაც თავის მხრივ გათვალისწინებულია ტერიტორიის მორფოლოგიური (რელიეფი), ჰიდროგეოლოგიური და ჰიდროლოგიური(დატბორვა) პირობები, გეოლოგიური აგებულება, თანამედროვე სტიქიური პროცესები და ანთროპოგენური ფაქტორი. თბილისის გენგეგმის თანახმად, აღნიშნული მეწყერსაშიში მონაკვეთი და მიმდებარე ზონა მაღალ და საშუალო კატეგორიებს მიეკუთვნება. მაღალი კატეგორიაში ექცევა ტერიტორია, სადაც რელიეფი დახრილი და ძლიერ დანაწევრებულია, ამგვარი გრუნტები სხვადასხვა მზიდი თვისებებით გამოირჩევიან და ქანების წოლის ელემენტები ძირითადად თანხვედრილია ფერდობის დახრილობის მიმართულებასთან, წყალსადინარების, ჭალა-კალაპოტების ზონები გამოირჩევიან სტიქიური პროცესების მასშტაბური განვითარებით. თბილისის გარემოსდაცვითი 2015-2020 წლის სტრატეგიის მიხედვით, სტიქიური ეგზოგეოლოგიური პროცესების განვითარების მაღალი რისკის ზონაშია მოქცეული საქართველოს საავტომობილო გზების თითქმის 30%. მათ შორის მეწყრული პროცესებით დეფორმირებული და მწყობრიდან გამოსულია თბილისის შემოვლითი საავტომობილო გზის მნიშვნელოვანი ნაწილი. აღნიშნული ზონის მიმდებარედ მიმდინარეობს მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, რომელიც 15 მილიონი ლარით დაფინანსდა. მოსალოდნელი საფრთხის გამო 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა. საინტერესოა, რომ აღნიშნული გზის მშენებლობის ტენდერში (NAT190009097) სხვა კომპანიის დისკვალიფიკაციის ხარჯზე გაიმარჯვა ბლექ სი გრუპმა. თბილისის მერიასა და შპს კომპანია ბლექ სი გრუპს შორის ხელშეკრულება 2019 წლის ივლისში გაფორმდა, ხელშეკრულების ღირებულებად კი 15 მლნ ლარი განისაზღვრა. ხელშეკრულების თანახმად, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2025 წელს უნდა დასრულდეს. ხელშეკრულებიდან ასევე ვიგებთ იმასაც, რომ პროექტი ორ ნაწილად დაიყო, პირველ ეტაპზე კომპანია ვალდებული იყო წარედგინა საპროექტო დოკუმენტაცია და თუკი შემსყიდველი დააკმაყოფილებდა წარდგენილ პროექტს, შემდეგ დაიწყებოდა მშენებლობა. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ” გასცა დადებითი დასკვნები კომპანიის პროექტთან დაკავშირებით და შესაბამისად, დაიწყო გზის სამშენებლო სამუშაოები. აღსანიშნავია ისიც, რომ ვინაიდან პროექტირებისა და გეოლოგიური კვლევების ეტაპზე გამოიკვეთა გაუთვალისწინებელი გარემოებები, ხელშეკრულების ღირებულება 16,478,362 ლარამდე გაიზარდა. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ შემსრულებელ კომპანიას დღევანდელი მონაცემებით უკვე მიღებული აქვს ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის 73% ანუ 11,952,646 ლარი, საიდანაც 4,5 მლნ ლარი მან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან ავანსის სახით მიიღო. რაც შეეხება თბილისის მერიის მეორე ელექტრონულ ტენდერს, 2020 წლის ივლისში თბილისის მერიამ გამოცხადა ელ.ტენდერი, რომელიც კვლავ მუხრან მაჭავარიანისა და მარშალ გელოვანის გამზირებს შეეხებოდა, თუმცა ამჯერად ტენდერი ითვალისწინებდა მაგისტრალური წყალსადენის კვანძების მოწყობის სამუშაოების შესყიდვას, რომელიც 3 წელში უნდა დასრულდეს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 9,802,735 ლარს შეადგენდა. აღნიშნულ ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია – შპს კომპანია ბლექ სი გრუპი იღებდა მონაწილეობას და შესაბამისად 2020 წლის სექტემბერში ხელშეკრულება სწორედ ამ კომპანიასთან გაფორმდა, ხელშეკრულების ღირებულებად 9,802,714 ლარი განისაზღვრა. მოგვიანებით, კომპანიამ წარმოადგინა საპროექტო დოკუმენტაცია და გარკვეული გარემოებების გამო ხელშეკრულების ღირებულება 9,469,089 ლარამდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ კომპანიას ამ თანხის 74% ანუ 7,039,757 ლარი უკვე მიღებული აქვს. ბლექ სი გრუპმა 2011-2020 წლებში 489,994,921 ლარი მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტიდან, აქედან 84,310,547 ლარი ტენდერის გვერდის ავლით, პირდაპირი შესყიდვების გზით. საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერის თანახმად, კომპანიის დირექტორის თანამდებობას ამირან მამუჭაძე იკავებს, ხოლო წილს შპს ბლექ სი როუდი და გიორგი კალანდაძე ინაწილებენ: ბლექ სი როუდი 75%-იან წილს ფლობს, ხოლო გიორგი კალანდაძე-25%-ს. კომპანიას ასევე ჰყავს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც სამი წევრისგან შედგება, საბჭოს თავმჯდომარე გიორგი კალანდაძეა, ხოლო წევრები ამირან მამუჭაძე და მარიამ მშვიდობაძე. მართალია, ამირან მამუჭაძე უშუალოდ არ უკავშირდება მმართველ პარტიას, თუმცა მისი ოჯახის წევრები ქართული ოცნების შემომწირველები არიან: მაგალითად, ამირან მამუჭაძის ძმამ, ნუგზარ მამუჭაძემ 2016 წელს ქართულ ოცნებას 50,000 ლარი შეწირა, ნუგზარ მამუჭაძე ასევე შპს ბლექ სი როუდის ყოფილი პარტნიორია. შემომწირველია ასევე ამირან მამუჭაძის მამა, გურამ მამუჭაძე, რომელმაც 2016 წელს ასევე 50,000 ლარი შეწირა მმართველ პარტიას. რაც შეეხება გიორგი კალანდაძეს, პირდაპირი კავშირი კალანდაძესა და ქართულ ოცნებას შორის არ იკვეთება, მაგრამ საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კალანდაძე 16 კომპანიაში ფლობს წილს და ხელოვნების ნაციონალური ცენტრის რეგისტრირებული კავშირის დირექტორია. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ კომპანიაში, შპს ძველ დედაქალაქში გიორგი კალანდაძე 90%-იან წილს ფლობს, ხოლო დანარჩენი 10% ბექა ოდიშარიას ეკუთვნის. კომპანიის დირექტორი და ბექა ოდიშარიას წილის მმართველი კი თეონა კვინიკაძეა. ბექა ოდიშარიამ 2016-2018 წლებში ქართულ ოცნებასა და სალომე ზურაბიშვილს ჯამში 100,000 ლარი შეწირა. თავად თბილისის მერიის საიტზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ “გასული წლების განმავლობაში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყრული პროცესები გააქტიურდა”. თბილისის მერმა 19 თებერვალს მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის პროცესი მოინახულა. მერის ლაივ ჩართვაში ნათქვამია, რომ გზის მშენებლობა მიმდინარეობდს მეწყერსაშიშ ზონაში, თუმცა საფრთხეების აღმოსაფხვრელად დამატებითი ღონისძიებები განხორციელდა, რაც გარანტირებულად იძლევა გრძელვადიანი ექსპლოატაციის შესაძლებლობას. მიუხედავად გენგეგმის არსებობისა, რომლის თანახმადაც წინასწარ ცნობილი იყო ქალაქ თბილისის მერიისათვის გეოსაშიშროებასთან დაკავშირებული მოსალოდნელი საფრთხეები, მერიამ 15,000,000 ღირებულების გზის მშენებლობა დაიწყო მეწყერსაშიშ ზონასთან. წყაროები: შესყიდვა CMR150180020 შესყიდვა CMR150182835 მერიის განცხადება https://bit.ly/3cN4ENe გენ.გეგმის დამტკიცება https://bit.ly/38Y0ocA გარემოსდაცვითი სტრატეგია 2015-2020 https://bit.ly/30ZTAH2 გენ.გეგმა https://bit.ly/3tDwJNI გეოდინამიკური დარაიონება https://bit.ly/2P6umnK მ.გელოვანის გამზირისა და მ.მაჭავარიანის დამაკავშირებელი გზა https://droa.ge/?p=51694 მერიის განცხადება https://bit.ly/3c6kFPi მერის ლაივ ჩართვა https://bit.ly/3r9LmXJ ბლექ სი გრუპი https://bit.ly/3vRzRaQ NAT190009097-2019 წლის ტენდერის ნომერი NAT200010578-2020 წლის ტენდერის ნომერი https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400...[I9m4kY1TU8nmGz7eZiAOEYyvyLJ47nH2WIn8 -შპს ბლექ სი გრუპი https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400...[8 -შპს ძველი დედაქალაქი Language Georgian http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-03/164337221_2915345992074165_2734595618255551173_o.jpegმარტი 2021 2021 Author ლიზა ქორიძე