Jump to content
×
×
  • Create New...

პროტესტი ნამახვანჰესის წინააღმდეგ (ერთიანი თემა)


Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
7 minutes წინ, Mulan said:

კონფორმიზმი კი არაა რეალისტური ხედვაა, მირჩვენია რაღაც კეთდებოდეს ვიდრე მამების თაობის ობრაზში ვიჯდე და ვიწუწუნო დაგრუზულმა

:დ ჰო რეალისტური... კი არ უნდა იწუწუნოთ უნდა მოითხოვოთ და უნდა მოითხოვოთ აქტიურად. ისევე როგორც მაგალითად ვაკის პარკში სასტუმროს არ აშენებას ითხოვდნენ. 

თუ არად,  ვინც მოასწრებს იმისია და რას ვიზამთ კაპიტალიზმია - არის ან კონფორმიზმი ან დაინტერესებულობა. რომელი სჯობს თქვენ აარჩიეთ :დ

 

Edited by Seth
Share on other sites

  • ფორუმელი
50 minutes წინ, Seth said:

კი არ უნდა იწუწუნოთ უნდა მოითხოვოთ და უნდა მოითხოვოთ აქტიურად.

როგორც თქვენი თაობა ითხოვდა და იღებდა? :givi:

50 minutes წინ, Seth said:

ან კონფორმიზმი ან დაინტერესებულობა.

სიამოვნებით მექნებოდა ჩემი სამშენებლო ბიზნესი! 

კაი ვიქნები კონფორმისტი. ჯერ-ჯერობით! :lol: 

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Mulan said:

როგორც თქვენი თაობა ითხოვდა და იღებდა?

თაობა არც ჩემი და არც თქვენი არაფერ შუაშია პატივცემულო. აქ საუბარია ინდივიდზე. მიღებას რაც შეეხება, დიახ ხანდახან იღებდა, უფრო მეტწილად ვერ იღებდა და ამ ვერ მიღების უმთავრესი მიზეზი მაშინაც და ახლაც არის კონფორმიზმი და/ან კორუმპირებული კონფორმიზმი :)

2 minutes წინ, Mulan said:

სიამოვნებით მექნებოდა ჩემი სამშენებლო ბიზნესი! 

კაი ვიქნები კონფორმისტი. ჯერ-ჯერობით!

;)

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, Seth said:

თაობა არც ჩემი და არც თქვენი არაფერ შუაშია პატივცემულო

რატომ გინდა არაფერი არაფერთან შუაში არ იყოს? როგორ ახერხებთ ასე კაუზალობაგამოცლილ რეალობაში ცხოვრებას? რამე სპეც ნიჭია, უნარი? :ninja:

მაშ, სოციოკულტურული გავლენები არაფერია? 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Mulan said:

რატომ გინდა არაფერი არაფერთან შუაში არ იყოს? როგორ ახერხებთ ასე კაუზალობაგამოცლილ რეალობაში ცხოვრებას? რამე სპეც ნიჭია, უნარი? 

ამ დროს პირიქითაა ეგ :დ რა თქმა უნდა ყველაფერი ყველაფერთან კავშირშია... მაგრამ ჩვენ გურჯები როგორც ყველფერში აქაც უკუღმა ვუყურებთ და ვაკეთებთ :დ

 

მე გესაუბრებით ინდივიდის პოზიციაზე და თქვენ რატომღაც უცებ განაზოგადეთ თაობაზე :user: არადა სხვადასხვა რამეა, არა? თაობა მოგეხსენებათ ინდივიდების კრებულია და რომელ პოზიციასაც უფრო მეტი ინიდივიდი უჭერს მხარს ის ხდება თაობის პოზიციაც, არა? მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს რომ დანარჩენი ინდივიდები გავაქროთ თითქოს არც არსებობდნენ ან/და მოვთხოვთ დაემსგავსონ უმრავლესობას.

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Seth said:

მე გესაუბრებით ინდივიდის პოზიციაზე და თქვენ რატომღაც უცებ განაზოგადეთ თაობაზე 

ინდივიდი საზოაგადოების პროდუქტია, ბუნტარი ხარ თუ კონფორმისტი მაინც მისი პროდუქტი ხარ. ახლა ხვდებით რატომ არ ვფიქრობ რომ ინდივიდს რამე გავლენა და ძალა აქვს ასე ცალკე აღებულს? საშუალო სტატისტიკურ ინდივიდზე მაქვს საუბარი :yes:

ჩვენ უკუღმა გვაქვს კი არა, ინფანტილიზმია ის რაც რაციონალურ ჭრილში ვერ გვაანალიზებინებს გარემოს და საკუთარ თავს, მოვლენებს და შესაბამისადაც ვრეაგირებთ! ანუ უკუღმა კი არა უბრალოდ გაუზრდელები ვართ :lol: ააა და რატომ? აი წეღან რაშიც არ დამეთანხმეთ ზუსტად იმიტომ - ასი წლის წინ მაჩანჩალები რომ ვიყავით და ახლა რომ ვსწავლობთ ყველაფერს მაგიტო, ნუთუ ამის გააზრება ასე მტკივნეულია პატრიოტი ადამიანისთვის? 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Mulan said:

ინდივიდი საზოაგადოების პროდუქტია, ბუნტარი ხარ თუ კონფორმისტი მაინც მისი პროდუქტი ხარ. ახლა ხვდებით რატომ არ ვფიქრობ რომ ინდივიდს რამე გავლენა და ძალა აქვს ასე ცალკე აღებულს? საშუალო სტატისტიკურ ინდივიდზე მაქვს საუბარი :yes:

ჩვენ უკუღმა გვაქვს კი არა, ინფანტილიზმია ის რაც რაციონალურ ჭრილში ვერ გვაანალიზებინებს გარემოს და საკუთარ თავს, მოვლენებს და შესაბამისადაც ვრეაგირებთ! ანუ უკუღმა კი არა უბრალოდ გაუზრდელები ვართ :lol: ააა და რატომ? აი წეღან რაშიც არ დამეთანხმეთ ზუსტად იმიტომ - ასი წლის წინ მაჩანჩალები რომ ვიყავით და ახლა რომ ვსწავლობთ ყველაფერს მაგიტო, ნუთუ ამის გააზრება ასე მტკივნეულია პატრიოტი ადამიანისთვის? 

ნწ

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Mulan said:

ცდებით სერ, ყველა სფეროში მათ შორის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში თუ ინჟინერიაში ასპროცენტიანი სიზუსტის მქონე გარანტიებს არავინ იძლევა...

იმაში გეთანხმებით რომ პროექტს რაც ლაფსუსები აქვს რომ გამოსასწორებელია მაგრამ აი სუფთა ''ბიზნესმენურადაც'' - მილიარდებს თქვენ გაატანდით წყალს? სულ რომ ფეხზე გეკიდოთ ხალხი და ბუნება მეეჭვება იმიტომ შრომობდეთ რომ მერე წამლეკავი ტალღით მიერ გამოწვეული ემოციებით იკაიფოთ...

შეცდომა მანდ იქაა , - ვითომ წყალს რომ მიაქვს მილიარდები ;)  

თუ 10 წლის მერე ეს წყალი 200.000 ადამიანის დაღრჩობას გამოივევს გამომადგება კი ასეთი გზით ნაშოვნი მილიარდი ???

შეგიძლიათ ამიხსნათ რა სხვაობაა ყაჩაღს, რომელიც მექარავნეების დაყაჩაღებითა და მკვლელობით მდიდრდება და ხალხის მასიურად გამნადგურებლი ჰესის დამგეგმავ-მაშენებელი ჯგუფის მიერ ნაშოვნ მილიარდს შორის ???

კი მარა, უსაფრთხო ადგილას რომ აშენონ ეს ჰესები ვინმე უშლით ??? 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   141 all people including: 1 წევრი, 1 ანონიმური, 139 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(20)
    • Googlebot(4)
    • YandexBot(14)
    • Seth